სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქანიე უესტმა ბიანკა ცენსორის შემცვლელი იპოვა? - რეპერი კიმ კარდაშიანისა და ცენსორის “ორეულთან“ ერთად შენიშნეს: რას წერს ყვითელი პრესა
ქანიე უესტმა ბიანკა ცენსორის შემცვლელი იპოვა? - რეპერი კიმ კარდაშიანისა და ცენსორის “ორეულთან“ ერთად შენიშნეს: რას წერს ყვითელი პრესა

ქა­ნიე უეს­ტი ბი­ან­კა ცენ­სო­რის­თან ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტის ფონ­ზე ლოს ან­ჯე­ლეს­ში შე­ნიშ­ნეს. რე­პე­რი ქუ­ჩა­ში ქალ­თან ერ­თად სე­ირ­ნობ­და, რო­მე­ლიც ბი­ან­კას ორე­ულს წა­ა­გავ­და. ამე­რი­კულ მე­დი­ა­ში ახლა სწო­რედ ამ ქა­ლის ვი­ნა­ო­ბის დად­გე­ნას ცდი­ლო­ბენ.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქა­ნი­ეს მე­გო­ბა­რი ქალი ვი­ზუ­ა­ლუ­რად ბი­ან­კას წა­ა­გავ­და, მისი ჩაც­მუ­ლო­ბის სტი­ლი რე­პე­რის ყო­ფი­ლი ცო­ლი­სას, კიმ კარ­და­ში­ა­ნი­სას უფრო მოგ­ვა­გო­ნებ­და. მას შავი, ყე­ლი­ა­ნი სვიტ­რი და სპორ­ტუ­ლი შარ­ვა­ლი ეცვა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 1 თვის წინ გავ­რცელ­და ჭო­რე­ბი, რომ ქა­ნიე და ბი­ან­კა ერ­თმა­ნეთს შორ­დე­ბოდ­ნენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი მას შემ­დეგ მოხ­და, რაც გრე­მის წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე ცენ­სო­რი სრუ­ლი­ად გამჭვირ­ვა­ლე კა­ბით გა­მო­ცხად­და რე­პერ­თან ერ­თად. წყა­როს თქმით, ცენ­სო­რის ყელ­ში ამო­უ­ვი­და უეს­ტის სკან­და­ლუ­რი ქცე­ვე­ბი და რომ სვას­ტი­კის დი­ზა­ი­ნით მა­ი­სუ­რე­ბის გა­ყიდ­ვის იდეა მის­თვის ბოლო წვე­თი იყო. წყა­რომ მა­შინ ისიც დას­ძი­ნა, რომ რე­პე­რის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, რომ ბი­ან­კას წას­ვლა მათი რო­მა­ნის და­სას­რუ­ლი გახ­დე­ბო­და.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ქა­ნიე მარ­თა­ლი იყო, რად­გან სულ მალე ისი­ნი კვლავ შე­რიგ­დნენ. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ კი მათ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა წყა­რომ გა­ნა­ცხა­და, რომ წყვი­ლი ჯერ არ იყო მზად, რომ ერ­თმა­ნე­თი და­ეთ­მოთ და მათ "ურ­თი­ერ­თო­ბას კი­დევ ერთ შანსს აძ­ლევ­დნენ".

წყა­რო: pagesix

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

ქანიე უესტმა ბიანკა ცენსორის შემცვლელი იპოვა? - რეპერი კიმ კარდაშიანისა და ცენსორის “ორეულთან“ ერთად შენიშნეს: რას წერს ყვითელი პრესა

ქანიე უესტმა ბიანკა ცენსორის შემცვლელი იპოვა? - რეპერი კიმ კარდაშიანისა და ცენსორის “ორეულთან“ ერთად შენიშნეს: რას წერს ყვითელი პრესა

ქანიე უესტი ბიანკა ცენსორისთან ოჯახური კონფლიქტის ფონზე ლოს ანჯელესში შენიშნეს. რეპერი ქუჩაში ქალთან ერთად სეირნობდა, რომელიც ბიანკას ორეულს წააგავდა. ამერიკულ მედიაში ახლა სწორედ ამ ქალის ვინაობის დადგენას ცდილობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ქანიეს მეგობარი ქალი ვიზუალურად ბიანკას წააგავდა, მისი ჩაცმულობის სტილი რეპერის ყოფილი ცოლისას, კიმ კარდაშიანისას უფრო მოგვაგონებდა. მას შავი, ყელიანი სვიტრი და სპორტული შარვალი ეცვა.

შეგახსენებთ, რომ 1 თვის წინ გავრცელდა ჭორები, რომ ქანიე და ბიანკა ერთმანეთს შორდებოდნენ. ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც გრემის წითელ ხალიჩაზე ცენსორი სრულიად გამჭვირვალე კაბით გამოცხადდა რეპერთან ერთად. წყაროს თქმით, ცენსორის ყელში ამოუვიდა უესტის სკანდალური ქცევები და რომ სვასტიკის დიზაინით მაისურების გაყიდვის იდეა მისთვის ბოლო წვეთი იყო. წყარომ მაშინ ისიც დასძინა, რომ რეპერისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ბიანკას წასვლა მათი რომანის დასასრული გახდებოდა.

როგორც აღმოჩნდა, ქანიე მართალი იყო, რადგან სულ მალე ისინი კვლავ შერიგდნენ. რამდენიმე კვირის წინ კი მათთან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა, რომ წყვილი ჯერ არ იყო მზად, რომ ერთმანეთი დაეთმოთ და მათ "ურთიერთობას კიდევ ერთ შანსს აძლევდნენ".

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა