სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თანამედროვე თბილისის “მარგალიტები“ და მათი ისტორია - როგორ აიგო ბარათაშვილის ხიდი, ძველი “მუხრანის ხიდის“ დანგრევის შემდეგ და ვინ დააპროექტა “მშვიდობის ხიდი“
თანამედროვე თბილისის “მარგალიტები“ და მათი ისტორია - როგორ აიგო ბარათაშვილის ხიდი, ძველი “მუხრანის ხიდის“ დანგრევის შემდეგ და ვინ დააპროექტა “მშვიდობის ხიდი“

ბა­რა­თაშ­ვი­ლი­სა და მშვი­დო­ბის ხიდი თბი­ლის­ში ერ­თმა­ნე­თის გვერ­დი-გვერდ არის აგე­ბუ­ლი, ოღონდ, მათ შო­რის სხვა­ო­ბა ის არის, რომ ერთი საკ­მა­ოდ ძვე­ლი და ის­ტო­რი­უ­ლია, მე­ო­რე - ახა­ლი 2009-2010 წელს აიგო. სხვა­ო­ბა ისი­ცაა, რომ ერთ-ერთი მათ­გა­ნი, “მშვი­დო­ბის ხიდი“ მხო­ლოდ სა­ფეხ­მავ­ლოა.

  • ის­ტო­რი­ის დოქ­ტო­რის, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასის­ტენტ-პრო­ფე­სო­რი, ხელ­ნა­წერ­თა ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრომ­ლის, ალექ­სან­დრე ბო­შიშ­ვი­ლის მო­ნა­თხრო­ბი ამ ორი ხი­დის შე­სა­ხებ ასე­თია:
baratashvilis_khidi
ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხიდი

- დე­და­ქა­ლაქ­ში ხიდი არაგ­ვის ერის­თავ­მაც ააგო. რო­გორც პლა­ტონ იო­სე­ლი­ა­ნი წერ­და: “ხიდი აშე­ნე­ბუ­ლია XVII სა­უ­კუ­ნის დამ­დეგს, არაგ­ვის მრის­ხა­ნე ერის­თა­ვის, ნუგ­ზა­რის მიერ“... მაგ­რამ ამ ხიდ­მა დიდ­ხანს ვერ იარ­სე­ბა. დან­გრე­ვის შემ­დეგ, მისი ბურ­ჯე­ბი მდი­ნა­რის ნა­პი­რებ­ზე დიდ­ხანს ჩან­და და მათი ნა­წი­ლი, XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში, ახა­ლი ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბი­სას აუ­ფეთ­ქე­ბი­ათ. ხიდი არაგ­ვის ერის­თავ­მა კი ააგო, მაგ­რამ ის მუხ­რან­ბა­ტო­ნე­ბის სახ­ლე­ბის მახ­ლობ­ლად იყო გან­ლა­გე­ბუ­ლი, ქუ­ჩა­საც მუხ­რა­ნის ქუ­ჩას ეძახ­დნენ და მას "მუხ­რა­ნის ხიდი" და­ერ­ქვა. კარ­გა ხანს ასეც იყო ცნო­ბი­ლი, მა­ში­ნაც კი, როცა იქ ხიდი აღარ არ­სე­ბობ­და, ად­გილს მა­ინც "მუხ­რა­ნის ხიდს" ეძახ­დნენ. XIX სა­უ­კუ­ნის პრე­სა­შიც ასე მო­იხ­სე­ნი­ე­ბო­და...

XIX სა­უ­კუ­ნე­ში, ამ ად­გი­ლას, მტკვარ­ზე სა­ბორ­ნე გა­და­სას­ვლე­ლი მოქ­მე­დებ­და. მას "მუხ­რა­ნის ხი­დის ბო­რა­ნი" ერ­ქვა. მტკვა­რი ბო­რანს ხში­რად, თით­ქმის ყო­ველ წელს, იტა­ცებ­და. ბო­რა­ნი კი კერ­ძო პი­რებ­ზე იჯა­რით იყო გა­და­ცე­მუ­ლი...

მუხ­რა­ნის ხიდი

- ცხა­დია, ეს მო­სახ­ლე­ო­ბას პრობ­ლე­მებს უქ­მნი­და...

- დიახ და უმე­ტე­სად ავ­ლაბ­რი­სა და ჩუ­ღუ­რე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა ამ ად­გი­ლას ხი­დის აგე­ბას ითხოვ­და. ამი­ტო­მაც დად­გა სა­კი­თხი და ქა­ლა­ქის მმარ­თვე­ლო­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ხიდი აე­გოთ. ამის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბა 1881 წელს მი­ი­ღეს, 1882 წელს ინ­ჟი­ნერ­მა უმანსკიმ ქა­ლაქს ხი­დის პრო­ექ­ტი წა­რუდ­გი­ნა, მაგ­რამ სიძ­ვი­რის გამო და­ი­წუ­ნეს და პრო­ექ­ტის შედ­გე­ნა ინ­ჟი­ნერ ლორ­მანს და­ე­ვა­ლა. მისი პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა უმანსკის პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი იყო. თით­ქოს ხი­დის აშე­ნე­ბას ხელს აღა­რა­ფე­რი უშ­ლი­და, მაგ­რამ მტკვრის მარ­ცხე­ნა ნა­პირ­ზე მცხოვ­რე­ბი მო­ქა­ლა­ქე ახ­ნა­ზა­რო­ვი მის კუთ­ვნი­ლე­ბა­ში არ­სე­ბულ მი­წას არ თმობ­და. ეს პრო­ცე­სი 1892 წლამ­დე გაგ­რძელ­და, სა­ნამ სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გი­დან მისი მა­მუ­ლის იძუ­ლე­ბი­თი შეს­ყიდ­ვის შე­სა­ხებ არ იქნა ნე­ბარ­თვა მი­ღე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლა­დი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა 10 ათა­სი მა­ნე­თი 30 ათა­სამ­დე აიყ­ვა­ნა და შემ­დეგ, მა­ინც უარი გა­ნა­ცხა­და გა­ყიდ­ვა­ზე. მი­ღე­ბუ­ლი ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბის შემ­დეგ, თბი­ლი­სის მმარ­თვე­ლო­ბამ სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია და­ად­გი­ნა, რო­მელ­მაც ახ­ნა­ზა­რო­ვის ქო­ნე­ბა მტკი­ცე ფა­სებ­ში შე­ა­ფა­სა და ამის მი­ხედ­ვით გა­ის­ტუმ­რა მე­პატ­რო­ნე.

მუხ­რა­ნის ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბა

- სა­ბო­ლო­ოდ, რა პრო­ექ­ტი შე­ი­მუ­შა­ვეს ხი­დის ასა­გე­ბად?

- კი­დევ რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი შე­ი­მუ­შა­ვეს, მერე კი, 1911 წელს, შე­დუ­ღე­ბი­სა და ხი­დე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა­ში ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რის და უკ­რა­ი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სის, პლა­ტო­ნის პრო­ექ­ტზე შე­ჩერ­და არ­ჩე­ვა­ნი. ხუთ თვე­ში აიგო ლი­თო­ნის ერ­თმა­ლი­ა­ნი ხიდი. ლი­თო­ნის ხი­დის მალი შე­კი­რუ­ლი იყო ურ­თი­ერ­თდა­კავ­ში­რე­ბულ ლი­თო­ნის კონ­სტრუქ­ცი­ებ­ზე, ხი­დის ფე­ნი­ლი ხის ძე­ლე­ბით გახ­ლდათ მო­წყო­ბი­ლი. მშე­ნებ­ლო­ბი­სას აა­ფეთ­ქეს ძვე­ლი ხი­დის ბურ­ჯე­ბი. სა­ხელ­წო­დე­ბა "მუხ­რა­ნის ხიდი" ახალ აშე­ნე­ბულ ხიდ­ზე მემ­კვიდ­რე­ო­ბით გა­და­ვი­და. დღე­ვან­დე­ლი ხიდი კი, რო­მე­ლიც უკვე ბა­რა­თაშ­ვი­ლის სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი, შე­და­რე­ბით გვი­ან, 1965 წელს აშენ­და (არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი - ყავ­ლაშ­ვი­ლი, ქურ­თიშ­ვი­ლი; ინ­ჟი­ნე­რი - ქარ­ცი­ვა­ძე) რად­გან ძვე­ლი ხიდი სი­ვიწ­რო­ვის გამო ვე­ღარ აუ­დი­ო­და სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გამ­ტა­რო­ბას. ბო­ლოს აგე­ბუ­ლი ხიდი სამ­მა­ლი­ა­ნი, ორი­ა­რუ­სი­ა­ნი და ორ­ბურ­ჯი­ა­ნია. სიგ­რძე - 160 მ-ია, სი­გა­ნე - 26 მეტ­რი. ზედა ია­რუს­ზე ტრან­სპორ­ტი­სა და ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლია ორ­მხრი­ვი მოძ­რა­ო­ბა, არის ლამ­პი­ო­ნე­ბით გა­ნა­თე­ბუ­ლი. 2006 წელს ხიდ­ზე მო­ქან­და­კე - გია ჯა­ფა­რი­ძის ქან­და­კე­ბე­ბის სკულპ­ტუ­რუ­ლი კომ­პო­ზი­ცია - "პა­ე­მა­ნი" და­იდ­გა. ხი­დის ქვე­და ია­რუს­ზე ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თათ­ვის ტრო­ტუ­ა­რე­ბია მო­წყო­ბი­ლი, რო­მელ­თა შო­რის გან­ლა­გე­ბუ­ლი იყო კაფე, სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზი, კლუ­ბი და სხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ფარ­თე­ბი.

  • მშვი­დო­ბის ხიდი

- ამ ხი­დის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ად­ვი­ლად შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ძი­ოს და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა პირ­მა, რად­გან სულ ახ­ლა­ხან არის აშე­ნე­ბუ­ლი. იგი მე­ტე­ხი­სა და ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხი­დებს შო­რის, მდი­ნა­რე მტკვარ­ზე სა­ფეხ­მავ­ლო ხიდი გახ­ლავთ. ერეკ­ლე II-ის ქუ­ჩა­სა (მიმ­დე­ბა­რე სა­ნა­პი­როს­თან ერ­თად) და რი­ყეს ერ­თმა­ნეთ­თან აკავ­ში­რებს. იგი პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, იტა­ლი­ე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რის მი­კე­ლე დე ლუ­კის პრო­ექ­ტით არის აგე­ბუ­ლი, ხოლო გა­ნა­თე­ბის დი­ზა­ი­ნე­რია - ფი­ლიპ მარ­ტი­ნო.

მშვი­დო­ბის ხიდი ქა­ლაქ თბი­ლი­სის მე­რი­ის დაკ­ვე­თით, 2009-2010 წლებ­ში აშენ­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რად კი 2010 წლის 6 მა­ისს გა­იხ­სნა. მისი კარ­კა­სი ლი­თო­ნის კონ­სტრუქ­ცი­აა, ხოლო შე­მავ­სე­ბე­ლი - მი­ნის პა­ნე­ლე­ბი, მთლი­ა­ნო­ბა­ში 150 კვ.მ ფარ­თო­ბის მქო­ნე, ჩარ­და­ხის სა­ხით ეხუ­რე­ბა სა­ფეხ­მავ­ლო ბი­ლიკს. მთე­ლი კონ­სტრუქ­ცია ოთხ მძლავრ ფო­ლა­დის სვეტს ეფუძ­ნე­ბა, ხოლო ბი­ლი­კი კარ­კას­ზე ბო­გი­რე­ბით არის ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი. ხი­დის სა­ერ­თო სიგ­რძე 156 მეტ­რია. მას­ზე ას­ვლა შე­საძ­ლე­ბე­ლია, რო­გორც ერეკ­ლე II-ის ქუ­ჩი­დან და რი­ყი­დან, ისე უშუ­ა­ლოდ, სა­ნა­პი­რო ხე­ივ­ნე­ბი­დან კი­ბე­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. ღა­მით იგი გა­ნა­თე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი ცვა­ლე­ბა­დი გა­ნა­თე­ბით, რა­საც 50 000-მდე ნა­თუ­რა უზ­რუნ­ველ­ყოფს. ხიდი თა­ნა­მედ­რო­ვე არ­ქი­ტექ­ტუ­რის ნი­მუშს წარ­მო­ად­გენს, რაც ძვე­ლი თბი­ლი­სის მო­ცე­მულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, გარ­კვე­ულ­წი­ლად სი­ახ­ლეა.

- ამ ხიდ­მა, თა­ვი­დან სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი აზრი წარ­მოქ­მნა...

- ხი­დის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი აზრი არ­სე­ბობ­და. ცნო­ბი­ლია პრო­ფე­სი­უ­ლი წრე­ე­ბი­დან ხი­დის მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოთ­ქმუ­ლი პრე­ტენ­ზი­ე­ბი, რო­გორც ურ­ბა­ნის­ტულ-არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი კუ­თხით, ასე­ვე საპ­რო­ექ­ტო-სამ­შე­ნებ­ლო პრო­ცე­სის გამჭვირ­ვა­ლო­ბის, მას­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის კუ­თხით და სხვა. თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის­თვის ის მი­სა­ღე­ბია.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

თანამედროვე თბილისის “მარგალიტები“ და მათი ისტორია - როგორ აიგო ბარათაშვილის ხიდი, ძველი “მუხრანის ხიდის“ დანგრევის შემდეგ და ვინ დააპროექტა “მშვიდობის ხიდი“

თანამედროვე თბილისის “მარგალიტები“ და მათი ისტორია - როგორ აიგო ბარათაშვილის ხიდი, ძველი “მუხრანის ხიდის“ დანგრევის შემდეგ და ვინ დააპროექტა “მშვიდობის ხიდი“

ბარათაშვილისა და მშვიდობის ხიდი თბილისში ერთმანეთის გვერდი-გვერდ არის აგებული, ოღონდ, მათ შორის სხვაობა ის არის, რომ ერთი საკმაოდ ძველი და ისტორიულია, მეორე - ახალი 2009-2010 წელს აიგო. სხვაობა ისიცაა, რომ ერთ-ერთი მათგანი, “მშვიდობის ხიდი“ მხოლოდ საფეხმავლოა.

  • ისტორიის დოქტორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლის, ალექსანდრე ბოშიშვილის მონათხრობი ამ ორი ხიდის შესახებ ასეთია:
baratashvilis_khidi
ბარათაშვილის ხიდი

- დედაქალაქში ხიდი არაგვის ერისთავმაც ააგო. როგორც პლატონ იოსელიანი წერდა: “ხიდი აშენებულია XVII საუკუნის დამდეგს, არაგვის მრისხანე ერისთავის, ნუგზარის მიერ“... მაგრამ ამ ხიდმა დიდხანს ვერ იარსება. დანგრევის შემდეგ, მისი ბურჯები მდინარის ნაპირებზე დიდხანს ჩანდა და მათი ნაწილი, XX საუკუნის დასაწყისში, ახალი ხიდის მშენებლობისას აუფეთქებიათ. ხიდი არაგვის ერისთავმა კი ააგო, მაგრამ ის მუხრანბატონების სახლების მახლობლად იყო განლაგებული, ქუჩასაც მუხრანის ქუჩას ეძახდნენ და მას "მუხრანის ხიდი" დაერქვა. კარგა ხანს ასეც იყო ცნობილი, მაშინაც კი, როცა იქ ხიდი აღარ არსებობდა, ადგილს მაინც "მუხრანის ხიდს" ეძახდნენ. XIX საუკუნის პრესაშიც ასე მოიხსენიებოდა...

XIX საუკუნეში, ამ ადგილას, მტკვარზე საბორნე გადასასვლელი მოქმედებდა. მას "მუხრანის ხიდის ბორანი" ერქვა. მტკვარი ბორანს ხშირად, თითქმის ყოველ წელს, იტაცებდა. ბორანი კი კერძო პირებზე იჯარით იყო გადაცემული...

მუხრანის ხიდი

- ცხადია, ეს მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა...

- დიახ და უმეტესად ავლაბრისა და ჩუღურეთის მოსახლეობა ამ ადგილას ხიდის აგებას ითხოვდა. ამიტომაც დადგა საკითხი და ქალაქის მმართველობა იძულებული გახდა, ხიდი აეგოთ. ამის შესახებ დადგენილება 1881 წელს მიიღეს, 1882 წელს ინჟინერმა უმანსკიმ ქალაქს ხიდის პროექტი წარუდგინა, მაგრამ სიძვირის გამო დაიწუნეს და პროექტის შედგენა ინჟინერ ლორმანს დაევალა. მისი პროექტის ღირებულება უმანსკის პროექტის ღირებულების თითქმის ნახევარი იყო. თითქოს ხიდის აშენებას ხელს აღარაფერი უშლიდა, მაგრამ მტკვრის მარცხენა ნაპირზე მცხოვრები მოქალაქე ახნაზაროვი მის კუთვნილებაში არსებულ მიწას არ თმობდა. ეს პროცესი 1892 წლამდე გაგრძელდა, სანამ სანკტ-პეტერბურგიდან მისი მამულის იძულებითი შესყიდვის შესახებ არ იქნა ნებართვა მიღებული. პირველადი მოთხოვნილება 10 ათასი მანეთი 30 ათასამდე აიყვანა და შემდეგ, მაინც უარი განაცხადა გაყიდვაზე. მიღებული ნებართვის მიღების შემდეგ, თბილისის მმართველობამ სპეციალური კომისია დაადგინა, რომელმაც ახნაზაროვის ქონება მტკიცე ფასებში შეაფასა და ამის მიხედვით გაისტუმრა მეპატრონე.

მუხრანის ხიდის მშენებლობა

- საბოლოოდ, რა პროექტი შეიმუშავეს ხიდის ასაგებად?

- კიდევ რამდენიმე პროექტი შეიმუშავეს, მერე კი, 1911 წელს, შედუღებისა და ხიდების მშენებლობაში ცნობილი მეცნიერის და უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, პლატონის პროექტზე შეჩერდა არჩევანი. ხუთ თვეში აიგო ლითონის ერთმალიანი ხიდი. ლითონის ხიდის მალი შეკირული იყო ურთიერთდაკავშირებულ ლითონის კონსტრუქციებზე, ხიდის ფენილი ხის ძელებით გახლდათ მოწყობილი. მშენებლობისას ააფეთქეს ძველი ხიდის ბურჯები. სახელწოდება "მუხრანის ხიდი" ახალ აშენებულ ხიდზე მემკვიდრეობით გადავიდა. დღევანდელი ხიდი კი, რომელიც უკვე ბარათაშვილის სახელით არის ცნობილი, შედარებით გვიან, 1965 წელს აშენდა (არქიტექტორები - ყავლაშვილი, ქურთიშვილი; ინჟინერი - ქარცივაძე) რადგან ძველი ხიდი სივიწროვის გამო ვეღარ აუდიოდა სატრანსპორტო საშუალებების გამტარობას. ბოლოს აგებული ხიდი სამმალიანი, ორიარუსიანი და ორბურჯიანია. სიგრძე - 160 მ-ია, სიგანე - 26 მეტრი. ზედა იარუსზე ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილია ორმხრივი მოძრაობა, არის ლამპიონებით განათებული. 2006 წელს ხიდზე მოქანდაკე - გია ჯაფარიძის ქანდაკებების სკულპტურული კომპოზიცია - "პაემანი" დაიდგა. ხიდის ქვედა იარუსზე ფეხით მოსიარულეთათვის ტროტუარებია მოწყობილი, რომელთა შორის განლაგებული იყო კაფე, საგამოფენო დარბაზი, კლუბი და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების ფართები.

  • მშვიდობის ხიდი

- ამ ხიდის შესახებ ინფორმაცია ადვილად შეიძლება მოიძიოს დაინტერესებულმა პირმა, რადგან სულ ახლახან არის აშენებული. იგი მეტეხისა და ბარათაშვილის ხიდებს შორის, მდინარე მტკვარზე საფეხმავლო ხიდი გახლავთ. ერეკლე II-ის ქუჩასა (მიმდებარე სანაპიროსთან ერთად) და რიყეს ერთმანეთთან აკავშირებს. იგი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, იტალიელი არქიტექტორის მიკელე დე ლუკის პროექტით არის აგებული, ხოლო განათების დიზაინერია - ფილიპ მარტინო.

მშვიდობის ხიდი ქალაქ თბილისის მერიის დაკვეთით, 2009-2010 წლებში აშენდა. ოფიციალურად კი 2010 წლის 6 მაისს გაიხსნა. მისი კარკასი ლითონის კონსტრუქციაა, ხოლო შემავსებელი - მინის პანელები, მთლიანობაში 150 კვ.მ ფართობის მქონე, ჩარდახის სახით ეხურება საფეხმავლო ბილიკს. მთელი კონსტრუქცია ოთხ მძლავრ ფოლადის სვეტს ეფუძნება, ხოლო ბილიკი კარკასზე ბოგირებით არის ჩამოკიდებული. ხიდის საერთო სიგრძე 156 მეტრია. მასზე ასვლა შესაძლებელია, როგორც ერეკლე II-ის ქუჩიდან და რიყიდან, ისე უშუალოდ, სანაპირო ხეივნებიდან კიბეების საშუალებით. ღამით იგი განათებულია სპეციალური ცვალებადი განათებით, რასაც 50 000-მდე ნათურა უზრუნველყოფს. ხიდი თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშს წარმოადგენს, რაც ძველი თბილისის მოცემულ ტერიტორიაზე, გარკვეულწილად სიახლეა.

- ამ ხიდმა, თავიდან საზოგადოებაში არაერთგვაროვანი აზრი წარმოქმნა...

- ხიდის შესახებ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი აზრი არსებობდა. ცნობილია პროფესიული წრეებიდან ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოთქმული პრეტენზიები, როგორც ურბანისტულ-არქიტექტურული კუთხით, ასევე საპროექტო-სამშენებლო პროცესის გამჭვირვალობის, მასში საზოგადოების მონაწილეობის კუთხით და სხვა. თუმცა საზოგადოების ნაწილისთვის ის მისაღებია.

იხილეთ ასევე: