სამართალი
პოლიტიკა

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოქროს უბანი, სვანეთის უბანი და სხვები - რას უკავშირდება თბილისის ამა თუ იმ უბნის დასახელება?
ოქროს უბანი, სვანეთის უბანი და სხვები - რას უკავშირდება თბილისის ამა თუ იმ უბნის დასახელება?

ზოგ­ჯერ, თბი­ლი­სის უბ­ნე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბებს ისე წარ­მოვ­თქვამთ, რომ მათ შე­სა­ხებ ბევ­რი რამ არც ვი­ცით. სი­ტყვა "უბ­ნის" შემ­ცვე­ლი რამ­დე­ნი­მე და­სახ­ლე­ბაა ჩვენს ქა­ლაქ­ში (აბა­ნო­თუ­ბა­ნი, ვა­ზი­სუ­ბა­ნი, ან­ჩის­ხა­ტის უბა­ნი, სვა­ნე­თის უბა­ნი, ოქ­როს უბა­ნი). მათ­ზე სა­უ­ბარს ახლა ვა­პი­რებთ.

  • აბა­ნო­თუ­ბა­ნი

აბა­ნო­თუ­ბა­ნი მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი თბი­ლი­სის ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი უბა­ნია. სა­ხელ­წო­დე­ბა უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან ბუ­ნებ­რი­ვად ცხელ მი­ნე­რა­ლურ წყლებ­ზე გა­შე­ნე­ბულ ცნო­ბილ აბა­ნო­ებს უკავ­შირ­დე­ბა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ლე­გენ­და თბი­ლი­სის ცხე­ლი წყლე­ბის აღ­მო­ჩე­ნას და მათ­ზე ქა­ლა­ქის გა­შე­ნე­ბას V სა­უ­კუ­ნეს, ქარ­თლის მეფე ვახ­ტანგ გორ­გა­სალს უკავ­შირ­დე­ბა. X სა­უ­კუ­ნე­ში არა­ბი გე­ოგ­რა­ფი იბნ ჰა­უ­კა­ლი "გზა­თა და სა­მე­ფო­თა წიგნ­ში" აღ­ნიშ­ნავს:

"ქა­ლაქ­ში არის ტი­ბე­რი­ა­დის აბა­ნო­ე­ბის მსგავ­სი აბა­ნო­ე­ბი, რო­მელ­თა წყა­ლიც უცე­ცხლოდ დუღს“. ის­ტო­რი­უ­ლი ცნო­ბე­ბით, XIII სა­უ­კუ­ნე­ში თბი­ლის­ში მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის 65 აბა­ნო ყო­ფი­ლა. თბი­ლი­სის აბა­ნო­ებ­ზე ცნო­ბებს XIII-XIV სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ვე­ნე­ცი­ე­ლი მოგ­ზა­უ­რი მარ­კო პო­ლოც გვაწ­ვდის. XVIII სა­უ­კუ­ნე­ში კი რუსი ვა­ჭა­რი - ვა­სილ გა­გა­რა, ასე­ვე ვა­ხუშ­ტი ბაგ­რა­ტი­ო­ნი, თბი­ლის­ში ექვს აბა­ნოს ასა­ხე­ლე­ბენ.

XVII-XIX სა­უ­კუ­ნე­ებ­ში თბი­ლის­ში იყო ერეკ­ლეს, ბე­ბუ­თას, მე­ლი­ქის, მე­ით­რის (სუმ­ბა­თო­ვის), გო­გი­ლოს, ორ­ბე­ლი­ან­თა, თბი­ლე­ლის, მირ­ზო­ე­ვის, ხო­ჯას, "გრი­ლი" (ში­ო­ე­ვის), "ჭრე­ლი" და სხვა აბა­ნო­ე­ბი.

დღემ­დე შე­მორ­ჩე­ნილ აბა­ნო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა XVII-XVIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ირა­ნუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რის გავ­ლე­ნი­თაა შექ­მნი­ლი და შემ­დგო­მი ხა­ნის სე­ი­და­ბად­შია თავ­მოყ­რი­ლი, ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის აღ­მარ­თის და­სა­წყის­ში. ამ ად­გილს სწო­რედ ამი­ტო­მაც ეწო­და აბა­ნო­თუ­ბა­ნი.

ამ აბა­ნო­ებს ძველ თბი­ლის­ში მარ­ტო სამ­კურ­ნა­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბა არ ჰქონ­და. იქ ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად მთე­ლი დღით მი­დი­ოდ­ნენ, ბა­ნა­ობ­დნენ, ის­ვე­ნებ­დნენ და ლხინ­საც მარ­თავ­დნენ. რო­გორც ძვე­ლი გად­მო­ცე­მე­ბი მოწ­მობს, არ­სე­ბობ­და ასე­თი ტრა­დი­ცი­აც, რომ სა­დე­დამ­თი­ლო­ებს მო­მა­ვა­ლი სარ­ძლო­ე­ბის სი­ლა­მა­ზე აბა­ნო­ში შე­ე­მოწ­მე­ბი­ნათ.

  • ვა­ზი­სუ­ბა­ნი

ვა­ზი­სუ­ბა­ნი თბი­ლის­ში 80-იან წლებ­ში გა­შე­ნე­ბუ­ლი ერთ-ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და­სახ­ლე­ბაა. მდე­ბა­რე­ობს თბი­ლი­სის აღ­მო­სავ­ლე­თით, თბი­ლი­სის ზღვის სი­ახ­ლო­ვეს... სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი იყო ვაზი და სა­ხელ­წო­დე­ბაც ამ და­სახ­ლე­ბას აქე­დან აქვს შე­ძე­ნი­ლი.

  • ან­ჩის­ხა­ტის უბა­ნი

ან­ჩის­ხა­ტის უბა­ნი ძვე­ლი თბი­ლი­სის ერთ-ერთი კუ­თხეა, რო­მე­ლიც ან­ჩის­ხა­ტის ეკ­ლე­სი­ის მი­და­მო­ებს მო­ი­ცავ­და. ჩრდი­ლო­ე­თით მას ქა­ლა­ქის გა­ლა­ვა­ნი (ახ­ლან­დე­ლი ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩის გას­წვრივ) სა­ზღვრავ­და, აღ­მო­სავ­ლე­თით - მტკვა­რი, სამ­ხრე­თით - მე­ფის სა­სახ­ლე, ე.წ. ბა­ტო­ნის სა­სახ­ლე (ერეკ­ლეს მო­ე­დან­თან), და­სავ­ლე­თით - ახ­ლან­დე­ლი ავ­ლე­ვის ქუჩა. ქა­ლაქ­ში შე­სას­ვლე­ლი ერთ-ერთი გზა ავა­ნა­ანთ ხევ­ზე (ბა­რა­თაშ­ვი­ლი­სა და პუშ­კი­ნის ქუ­ჩე­ბი) გა­დე­ბუ­ლი ხი­დით და "დაბ­ლა კა­რის" ანუ "წყლის კა­რის" (ძვე­ლი თბი­ლი­სის ერთ-ერთი კარი) გავ­ლით პირ­ვე­ლად ან­ჩის­ხა­ტის უბან­ში შე­დი­ო­და.

"წყლის კა­რი­დან" ბა­ტო­ნის მო­ედ­ნამ­დე მტკვრის პა­რა­ლე­ლუ­რად ქუჩა გა­დი­ო­და, რო­მელ­საც ახ­ლოს "წყლის კა­რის ქუ­ჩას" ეძახ­დნენ, ხოლო მის გაგ­რძე­ლე­ბას - "ან­ჩის­ხა­ტის ქუ­ჩას" (ახალ ორი­ვე უკვე შავ­თე­ლის ქუ­ჩის ნა­წი­ლია). ეს ქუჩა წარ­მო­ად­გენ­და ან­ჩის­ხა­ტის უბ­ნის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილს, სა­დაც XV-XVI სა­უ­კუ­ნე­ებ­ში ძი­რი­თა­დად ქარ­თვე­ლი არის­ტოკ­რა­ტია ცხოვ­რობ­და. ან­ჩის­ხა­ტის ქუ­ჩა­ზე მხო­ლოდ ბა­ტო­ნიშ­ვი­ლე­ბი სახ­ლობ­დნენ. XVII სა­უ­კუ­ნი­დან კი ამ რა­ი­ონ­ში სხვა თა­ვა­დე­ბიც და­სახ­ლდნენ. XVIII სა­უ­კუ­ნე­ში უბან­ში იყო მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის, მუხ­რან­ბა­ტო­ნე­ბის, ამი­ლახ­ვრე­ბის, არაგ­ვის ერის­თა­ვე­ბის, ქსნის ერის­თა­ვე­ბის, ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის, ცი­ციშ­ვი­ლე­ბის, გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლე­ბის, გერ­მა­ნო­ზაშ­ვი­ლე­ბის, აბა­ში­ძე­ე­ბის და სხვა­თა სა­სახ­ლე­ე­ბი.

  • სვა­ნე­თის უბა­ნი

სვა­ნე­თის უბა­ნი თბი­ლი­სის ძვე­ლი უბა­ნია, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თით, მტკვრის მარ­ცხე­ნა ნა­პირ­ზეა გან­ლა­გე­ბუ­ლი. ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და­ყო­ფით ჩუ­ღუ­რე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს ეკუთ­ვნის. სა­ხელ­წო­დე­ბა "სვა­ნე­თის უბა­ნი" XIX სა­უ­კუ­ნის II ნა­ხე­ვარ­ში გაჩ­ნდა. ბევ­რს ჰგო­ნია, რად­გან ეს და­სახ­ლე­ბა ცოტა მაღ­ლა, მთა­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი, ამი­ტომ ჰქვია სვა­ნე­თის უბა­ნი. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ იქ ადრე სვა­ნე­ბი ცხოვ­რობ­დნენ და ეს სა­ხე­ლი ამი­ტომ ეწო­დაო. არა­და, ამ უბ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ადრე ტყე იყო და იქა­უ­რო­ბა და­უ­სახ­ლე­ბე­ლი ტე­რი­ტო­რია გახ­ლდათ. XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სვე­ნე­თი­დან ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხალ­ხი ჩა­მო­სახ­ლდა და იქა­უ­რო­ბა აით­ვი­სეს. იქ სვე­ნე­თე­ლე­ბი და­სახ­ლდნენ. თა­ვი­დან, "სვე­ნე­თის უბანს" ეძახ­დნენ, მერე ამ სი­ტყვამ "სვე­ნე­თი" - გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბა გა­ნი­ცა­და და გახ­და "სვა­ნე­თი".

  • ოქ­როს უბა­ნი

ოქ­როს უბა­ნი თბი­ლის­ში, ასე­ვე ჩუ­ღუ­რე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთი ნა­წი­ლი ოქ­როს უბ­ნის სა­ხე­ლი­თაც არის ცნო­ბი­ლი (მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მეტ­როს ზედა, მიმ­დე­ბა­რე ნა­წი­ლი, ე.წ. მა­ლაკ­ნე­ბის ხი­დამ­დე).

თუ რა­ტომ უწო­დე­ბენ ამ და­სახ­ლე­ბას ოქ­როს უბანს, ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებ­ში თით­ქმის არ არის ინ­ფორ­მა­ცია. უფ­რო­სი თა­ო­ბის გან­მარ­ტე­ბით კი ამ ნა­წი­ლის­თვის ოქ­როს უბა­ნი ერთი კა­ცის, მეტ­სა­ხე­ლად "ოქ­როს" გამო XX სა­უ­კუ­ნე­ში უწო­დე­ბი­ათ, რო­მე­ლიც უბ­ნე­ლე­ბის­თვის პა­ტივ­სა­ცე­მი ადა­მი­ა­ნი ყო­ფი­ლა და მას ასე მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ ხოლ­მე - "ოქ­როს უბან­ში" მივ­დი­ვარ, ან "ოქ­როს უბ­ნი­დან" ვი­ღაც მო­ვი­და და ა.შ.

ავტორი:

ოქროს უბანი, სვანეთის უბანი და სხვები - რას უკავშირდება თბილისის ამა თუ იმ უბნის დასახელება?

ოქროს უბანი, სვანეთის უბანი და სხვები - რას უკავშირდება თბილისის ამა თუ იმ უბნის დასახელება?

ზოგჯერ, თბილისის უბნების სახელწოდებებს ისე წარმოვთქვამთ, რომ მათ შესახებ ბევრი რამ არც ვიცით. სიტყვა "უბნის" შემცველი რამდენიმე დასახლებაა ჩვენს ქალაქში (აბანოთუბანი, ვაზისუბანი, ანჩისხატის უბანი, სვანეთის უბანი, ოქროს უბანი). მათზე საუბარს ახლა ვაპირებთ.

  • აბანოთუბანი

აბანოთუბანი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე განთავსებული თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია. სახელწოდება უძველესი დროიდან ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ ცნობილ აბანოებს უკავშირდება. როგორც ცნობილია, ლეგენდა თბილისის ცხელი წყლების აღმოჩენას და მათზე ქალაქის გაშენებას V საუკუნეს, ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. X საუკუნეში არაბი გეოგრაფი იბნ ჰაუკალი "გზათა და სამეფოთა წიგნში" აღნიშნავს:

"ქალაქში არის ტიბერიადის აბანოების მსგავსი აბანოები, რომელთა წყალიც უცეცხლოდ დუღს“. ისტორიული ცნობებით, XIII საუკუნეში თბილისში მინერალური წყლის 65 აბანო ყოფილა. თბილისის აბანოებზე ცნობებს XIII-XIV საუკუნეების ვენეციელი მოგზაური მარკო პოლოც გვაწვდის. XVIII საუკუნეში კი რუსი ვაჭარი - ვასილ გაგარა, ასევე ვახუშტი ბაგრატიონი, თბილისში ექვს აბანოს ასახელებენ.

XVII-XIX საუკუნეებში თბილისში იყო ერეკლეს, ბებუთას, მელიქის, მეითრის (სუმბათოვის), გოგილოს, ორბელიანთა, თბილელის, მირზოევის, ხოჯას, "გრილი" (შიოევის), "ჭრელი" და სხვა აბანოები.

დღემდე შემორჩენილ აბანოების უმრავლესობა XVII-XVIII საუკუნეებში ირანული არქიტექტურის გავლენითაა შექმნილი და შემდგომი ხანის სეიდაბადშია თავმოყრილი, ბოტანიკური ბაღის აღმართის დასაწყისში. ამ ადგილს სწორედ ამიტომაც ეწოდა აბანოთუბანი.

ამ აბანოებს ძველ თბილისში მარტო სამკურნალო დანიშნულება არ ჰქონდა. იქ ადამიანები ხშირად მთელი დღით მიდიოდნენ, ბანაობდნენ, ისვენებდნენ და ლხინსაც მართავდნენ. როგორც ძველი გადმოცემები მოწმობს, არსებობდა ასეთი ტრადიციაც, რომ სადედამთილოებს მომავალი სარძლოების სილამაზე აბანოში შეემოწმებინათ.

  • ვაზისუბანი

ვაზისუბანი თბილისში 80-იან წლებში გაშენებული ერთ-ერთი საცხოვრებელი დასახლებაა. მდებარეობს თბილისის აღმოსავლეთით, თბილისის ზღვის სიახლოვეს... საუკუნეების წინ ამ ტერიტორიაზე გაშენებული იყო ვაზი და სახელწოდებაც ამ დასახლებას აქედან აქვს შეძენილი.

  • ანჩისხატის უბანი

ანჩისხატის უბანი ძველი თბილისის ერთ-ერთი კუთხეა, რომელიც ანჩისხატის ეკლესიის მიდამოებს მოიცავდა. ჩრდილოეთით მას ქალაქის გალავანი (ახლანდელი ბარათაშვილის ქუჩის გასწვრივ) საზღვრავდა, აღმოსავლეთით - მტკვარი, სამხრეთით - მეფის სასახლე, ე.წ. ბატონის სასახლე (ერეკლეს მოედანთან), დასავლეთით - ახლანდელი ავლევის ქუჩა. ქალაქში შესასვლელი ერთ-ერთი გზა ავანაანთ ხევზე (ბარათაშვილისა და პუშკინის ქუჩები) გადებული ხიდით და "დაბლა კარის" ანუ "წყლის კარის" (ძველი თბილისის ერთ-ერთი კარი) გავლით პირველად ანჩისხატის უბანში შედიოდა.

"წყლის კარიდან" ბატონის მოედნამდე მტკვრის პარალელურად ქუჩა გადიოდა, რომელსაც ახლოს "წყლის კარის ქუჩას" ეძახდნენ, ხოლო მის გაგრძელებას - "ანჩისხატის ქუჩას" (ახალ ორივე უკვე შავთელის ქუჩის ნაწილია). ეს ქუჩა წარმოადგენდა ანჩისხატის უბნის ცენტრალურ ნაწილს, სადაც XV-XVI საუკუნეებში ძირითადად ქართველი არისტოკრატია ცხოვრობდა. ანჩისხატის ქუჩაზე მხოლოდ ბატონიშვილები სახლობდნენ. XVII საუკუნიდან კი ამ რაიონში სხვა თავადებიც დასახლდნენ. XVIII საუკუნეში უბანში იყო მთავარეპისკოპოსის, მუხრანბატონების, ამილახვრების, არაგვის ერისთავების, ქსნის ერისთავების, ორბელიანების, ციციშვილების, გედევანიშვილების, გერმანოზაშვილების, აბაშიძეების და სხვათა სასახლეები.

  • სვანეთის უბანი

სვანეთის უბანი თბილისის ძველი უბანია, რომელიც ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მტკვრის მარცხენა ნაპირზეა განლაგებული. ის ადმინისტრაციული დაყოფით ჩუღურეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. სახელწოდება "სვანეთის უბანი" XIX საუკუნის II ნახევარში გაჩნდა. ბევრს ჰგონია, რადგან ეს დასახლება ცოტა მაღლა, მთაზეა გაშენებული, ამიტომ ჰქვია სვანეთის უბანი. იმასაც ამბობენ, რომ იქ ადრე სვანები ცხოვრობდნენ და ეს სახელი ამიტომ ეწოდაო. არადა, ამ უბნის ტერიტორიაზე ადრე ტყე იყო და იქაურობა დაუსახლებელი ტერიტორია გახლდათ. XIX საუკუნის ბოლოს გორის რაიონის სოფელ სვენეთიდან ამ ტერიტორიაზე ხალხი ჩამოსახლდა და იქაურობა აითვისეს. იქ სვენეთელები დასახლდნენ. თავიდან, "სვენეთის უბანს" ეძახდნენ, მერე ამ სიტყვამ "სვენეთი" - გარკვეული ცვლილება განიცადა და გახდა "სვანეთი".

  • ოქროს უბანი

ოქროს უბანი თბილისში, ასევე ჩუღურეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ნაწილი ოქროს უბნის სახელითაც არის ცნობილი (მარჯანიშვილის მეტროს ზედა, მიმდებარე ნაწილი, ე.წ. მალაკნების ხიდამდე).

თუ რატომ უწოდებენ ამ დასახლებას ოქროს უბანს, ისტორიულ წყაროებში თითქმის არ არის ინფორმაცია. უფროსი თაობის განმარტებით კი ამ ნაწილისთვის ოქროს უბანი ერთი კაცის, მეტსახელად "ოქროს" გამო XX საუკუნეში უწოდებიათ, რომელიც უბნელებისთვის პატივსაცემი ადამიანი ყოფილა და მას ასე მოიხსენიებდნენ ხოლმე - "ოქროს უბანში" მივდივარ, ან "ოქროს უბნიდან" ვიღაც მოვიდა და ა.შ.