მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალს გერი 20 წელი დატყვევებული ჰყავდა: როცა 32 წლის ბიჭი პოლიციამ იპოვა ის 30 კილოს იწონიდა - სასტიკი დანაშაული აშშ-ში, რომელმაც პოლიცია შეძრა
ქალს გერი 20 წელი დატყვევებული ჰყავდა: როცა 32 წლის ბიჭი პოლიციამ იპოვა ის 30 კილოს იწონიდა - სასტიკი დანაშაული აშშ-ში, რომელმაც პოლიცია შეძრა

პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ს შტატ კო­ნექ­ტი­კუ­ტში ქალს გერი და­ახ­ლო­ე­ბით 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ტყვე­ვე­ბუ­ლი ჰყავ­და. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ამ­ჟა­მად 32 წლის მა­მა­კა­ცი გა­სულ თვე­ში, სახ­ლში გა­ჩე­ნი­ლი ხან­ძრის ლიკ­ვი­და­ცი­ის დროს იპო­ვეს. მა­მა­კა­ცი მხო­ლოდ 30 კი­ლოგ­რამს იწო­ნი­და.

ხუთ­შა­ბათს, უო­ტერ­ბე­რის პო­ლი­ცი­ამ 56 წლის კიმ­ბერ­ლი სა­ლი­ვა­ნი და­ა­კა­ვა და ბრა­ლი პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის თავ­დას­ხმა­ში, მე­ო­რე ხა­რის­ხის გა­ტა­ცე­ბა­ში, პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის უკა­ნო­ნო მო­ტა­ცე­ბა­ში, სას­ტიკ მო­პყრო­ბა­სა და პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის და­უ­დევ­რო­ბა­ში წა­უ­ყე­ნა.

უო­ტერ­ბე­რის პო­ლი­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა კაცი 17 თე­ბერ­ვალს იპო­ვეს, მან თქვა, რომ ხან­ძა­რი გან­ზრახ, სან­თებ­ლით, ხე­ლის სა­ნი­ტა­ი­ზე­რით და ქა­ღალ­დით გა­ა­ჩი­ნა.

"მინ­დო­და, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის მეშ­ვე­ლა", - უთხრა მან პო­ლი­ცი­ას.

მან თქვა, რომ ტყვედ 11 წლის ასა­კი­დან ჰყავ­დათ.

"33 წე­ლია, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ვარ და ეს ყვე­ლა­ზე უა­რე­სი მო­პყრო­ბაა ადა­მი­ა­ნო­ბი­სად­მი, რო­მე­ლიც ოდეს­მე მი­ნა­ხავს... ეს უა­რე­სი იყო, ვიდ­რე ცი­ხის საკ­ნის პი­რო­ბე­ბი", - გა­ნუ­ცხა­და პო­ლი­ცი­ის უფ­როს­მა, ფერ­ნან­დო სპა­ნი­ო­ლომ ჟურ­ნა­ლის­ტებს ხუთ­შა­ბათს.

სახ­ლი, სა­დაც და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და

მისი თქმით, კა­ცის ოთა­ხი გა­რე­დან "სხვა­დას­ხვა სტი­ლის გარე სა­კე­ტე­ბით" იყო ჩა­კე­ტი­ლი.

რამ­დე­ნი­მე წყა­როს მიერ გან­ხი­ლუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის თა­ნახ­მად, კაც­მა პო­ლი­ცი­ას გა­ნუ­ცხა­და, რომ ახ­სოვს, რო­გორ ჩა­კე­ტეს სა­ძი­ნე­ბელ­ში, როცა 3 წლის იყო. მან თქვა, რომ საკ­ვე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად ღამ-ღა­მო­ბით იპა­რე­ბო­და და ზოგ­ჯერ სი­თხეს ტუ­ა­ლე­ტი­დან სვამ­და, რად­გან საკ­მა­რის წყალს არ აძ­ლევ­დნენ.

რო­დე­საც მე­ო­თხე კლას­ში იყო, სკო­ლის ხშირ­მა გაც­დე­ნებ­მა სკო­ლის მხრი­დან კო­ნექ­ტი­კუ­ტის ბავ­შვთა და ოჯა­ხე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის გაფრ­თხი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. შტა­ტის სო­ცი­ა­ლურ­მა მუ­შა­კებ­მა მისი სახ­ლი ორ­ჯერ შე­ა­მოწ­მეს, თუმ­ცა დე­დი­ნაც­ვალ­მა მას და­ა­ვა­ლა, რომ ეც­რუა და ეთ­ქვა, თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო.

"მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა მმა­ლავ­დნენ", - უთხრა კაც­მა პო­ლი­ცი­ას CNN-ის ცნო­ბით.

  • მა­მა­კა­ცი მა­მას­თან და დე­დი­ნაც­ვალ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ 2024 წელს, მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მისი ტყვე­ო­ბის პი­რო­ბე­ბი კი­დევ უფრო გა­უ­ა­რეს­და.

"კაც­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ერ­თა­დერ­თი დრო, რო­დე­საც სახ­ლი­დან გა­რეთ გა­დი­ო­და, ოჯა­ხის ძაღ­ლის გა­რეთ გაშ­ვე­ბის­თვის იყო. აცხა­დებ­და, რომ ეს დღე­ში მხო­ლოდ 1 წუთი იყო. არ­სე­ბი­თად, ის თა­ვის ოთახ­ში, დღე­ში 22-დან 24 სა­ა­თამ­დე იყო ჩა­კე­ტი­ლი", - ნათ­ქვა­მია დო­კუ­მენ­ტებ­ში.

სა­ლი­ვა­ნი ბრალ­დე­ბებს უარ­ჰყოფს.

"ეს ბრალ­დე­ბე­ბი სი­მარ­თლეს არ წარ­მო­ად­გენს. ისი­ნი უც­ნა­უ­რია. ის გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იყო, რო­დე­საც მათ შე­სა­ხებ გა­ი­გო", - გა­ნა­ცხა­და მის­მა ად­ვო­კატ­მა, იო­ა­ნის კა­ლო­ი­დის­მა, - "ჩვენ მო­უთ­მენ­ლად ვე­ლით შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ გა­ვა­მარ­თლოთ ის და ვაჩ­ვე­ნოთ, რომ არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია."

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ქალს გერი 20 წელი დატყვევებული ჰყავდა: როცა 32 წლის ბიჭი პოლიციამ იპოვა ის 30 კილოს იწონიდა - სასტიკი დანაშაული აშშ-ში, რომელმაც პოლიცია შეძრა

ქალს გერი 20 წელი დატყვევებული ჰყავდა: როცა 32 წლის ბიჭი პოლიციამ იპოვა ის 30 კილოს იწონიდა - სასტიკი დანაშაული აშშ-ში, რომელმაც პოლიცია შეძრა

პოლიციის ინფორმაციით, აშშ-ს შტატ კონექტიკუტში ქალს გერი დაახლოებით 20 წლის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდა. სამართალდამცველებმა ამჟამად 32 წლის მამაკაცი გასულ თვეში, სახლში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის დროს იპოვეს. მამაკაცი მხოლოდ 30 კილოგრამს იწონიდა.

ხუთშაბათს, უოტერბერის პოლიციამ 56 წლის კიმბერლი სალივანი დააკავა და ბრალი პირველი ხარისხის თავდასხმაში, მეორე ხარისხის გატაცებაში, პირველი ხარისხის უკანონო მოტაცებაში, სასტიკ მოპყრობასა და პირველი ხარისხის დაუდევრობაში წაუყენა.

უოტერბერის პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კაცი 17 თებერვალს იპოვეს, მან თქვა, რომ ხანძარი განზრახ, სანთებლით, ხელის სანიტაიზერით და ქაღალდით გააჩინა.

"მინდოდა, საკუთარი თავისთვის მეშველა", - უთხრა მან პოლიციას.

მან თქვა, რომ ტყვედ 11 წლის ასაკიდან ჰყავდათ.

"33 წელია, სამართალდამცველი ვარ და ეს ყველაზე უარესი მოპყრობაა ადამიანობისადმი, რომელიც ოდესმე მინახავს... ეს უარესი იყო, ვიდრე ციხის საკნის პირობები", - განუცხადა პოლიციის უფროსმა, ფერნანდო სპანიოლომ ჟურნალისტებს ხუთშაბათს.

სახლი, სადაც დანაშაული მოხდა

მისი თქმით, კაცის ოთახი გარედან "სხვადასხვა სტილის გარე საკეტებით" იყო ჩაკეტილი.

რამდენიმე წყაროს მიერ განხილული დოკუმენტების თანახმად, კაცმა პოლიციას განუცხადა, რომ ახსოვს, როგორ ჩაკეტეს საძინებელში, როცა 3 წლის იყო. მან თქვა, რომ საკვების მოსაპოვებლად ღამ-ღამობით იპარებოდა და ზოგჯერ სითხეს ტუალეტიდან სვამდა, რადგან საკმარის წყალს არ აძლევდნენ.

როდესაც მეოთხე კლასში იყო, სკოლის ხშირმა გაცდენებმა სკოლის მხრიდან კონექტიკუტის ბავშვთა და ოჯახების დეპარტამენტის გაფრთხილება გამოიწვია. შტატის სოციალურმა მუშაკებმა მისი სახლი ორჯერ შეამოწმეს, თუმცა დედინაცვალმა მას დაავალა, რომ ეცრუა და ეთქვა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო.

"მთელი ჩემი ცხოვრება მმალავდნენ", - უთხრა კაცმა პოლიციას CNN-ის ცნობით.

  • მამაკაცი მამასთან და დედინაცვალთან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ 2024 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, მისი ტყვეობის პირობები კიდევ უფრო გაუარესდა.

"კაცმა განაცხადა, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ ერთადერთი დრო, როდესაც სახლიდან გარეთ გადიოდა, ოჯახის ძაღლის გარეთ გაშვებისთვის იყო. აცხადებდა, რომ ეს დღეში მხოლოდ 1 წუთი იყო. არსებითად, ის თავის ოთახში, დღეში 22-დან 24 საათამდე იყო ჩაკეტილი", - ნათქვამია დოკუმენტებში.

სალივანი ბრალდებებს უარჰყოფს.

"ეს ბრალდებები სიმართლეს არ წარმოადგენს. ისინი უცნაურია. ის გაოგნებული იყო, როდესაც მათ შესახებ გაიგო", - განაცხადა მისმა ადვოკატმა, იოანის კალოიდისმა, - "ჩვენ მოუთმენლად ველით შესაძლებლობას, რომ გავამართლოთ ის და ვაჩვენოთ, რომ არაფერი დაუშავებია."

წყარო