პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქორწინება კაცებში სიმსუქნის რისკს სამჯერ ზრდის - რა აჩვენა კვლევამ?
ქორწინება კაცებში სიმსუქნის რისკს სამჯერ ზრდის - რა აჩვენა კვლევამ?

კვლე­ვის თა­ნახ­მად, ქორ­წი­ნე­ბა სიმ­სუქ­ნის რისკს კა­ცებ­ში სამ­ჯერ ზრდის, მაგ­რამ ქა­ლებ­ზე ამ კუ­თხით გავ­ლე­ნას არ ახ­დენს.

რო­გორც "გარ­დი­ა­ნი" წერს, გლო­ბა­ლუ­რად სიმ­სუქ­ნის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი 1990 წლი­დან გა­ორ­მაგ­და, 2.5 მი­ლი­არ­დზე მეტი ზრდას­რუ­ლი და ბავ­შვი კლა­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, რო­გორც ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი. 2050 წლის­თვის ნა­ვა­რა­უ­დე­ვია, რომ მსოფ­ლი­ო­ში ზრდას­რულ­თა ნა­ხე­ვარ­ზე მეტი და ბავ­შვე­ბის მე­სა­მე­დი ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

  • ცუდი კვე­ბა, უმოქ­მე­დო­ბა, გე­ნე­ტი­კა, გა­რე­მოს ტოქ­სი­ნე­ბი ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბის რისკს ზრდის, თუმ­ცა ვარ­შა­ვის კარ­დი­ო­ლო­გი­ის ეროვ­ნუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის მეც­ნი­ე­რებ­მა გა­და­წყვი­ტეს, შე­ეს­წავ­ლათ, იყო თუ არა სხვა ფაქ­ტო­რე­ბიც სიმ­სუქ­ნის გან­მა­პი­რო­ბე­ბე­ლი.

მკვლევ­რებ­მა იმ 2 405 ადა­მი­ა­ნის სა­მე­დი­ცი­ნო და ზო­გა­დი ჯან­მრთე­ლო­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი შე­ის­წავ­ლეს, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლო ასა­კიც 50 წელი იყო. სტა­ტის­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზის გა­მო­ყე­ნე­ბით, მათ სცა­დეს, და­ედ­გი­ნათ კავ­ში­რე­ბი სხე­უ­ლის წო­ნის მა­ტე­ბა­სა და ასაკს, ოჯა­ხურ მდგო­მა­რე­ო­ბას, ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და სხვა ფაქ­ტო­რებს შო­რის.

კვლე­ვის თა­ნახ­მად. ქორ­წი­ნე­ბა ზრდი­და ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბის ალ­ბა­თო­ბას 62%-ით კა­ცებ­ში და 39%-ით ქა­ლებ­ში. სიმ­სუქ­ნის ალ­ბა­თო­ბას კი კა­ცებ­ში სამ­ჯერ უფრო ზრდი­და.

გარ­და ამი­სა, 2024 წელს ჩი­ნეთ­ში ჩა­ტარ­და კვლე­ვა, რო­მელ­მაც აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ მა­მა­კა­ცის სხე­უ­ლის მა­სის ინ­დექ­სი (BMI) ქორ­წი­ნე­ბის პირ­ვე­ლი ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იზ­რდე­ბა, რაც დიდი ოდე­ნო­ბით კა­ლო­რი­ე­ბის მი­ღე­ბით და ნაკ­ლე­ბი ვარ­ჯი­ში­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

ბა­თის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­რე­ულ­მა კვლე­ვამ კი აჩ­ვე­ნა, რომ სა­შუ­ა­ლოდ, და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი კა­ცე­ბი 1.4 კგ-ით მეტი წო­ნის იყ­ვნენ, ვიდ­რე მათი და­უ­ქორ­წი­ნე­ბე­ლი თა­ნა­ტო­ლე­ბი.

ვარ­შა­ვის კვლე­ვის თა­ნახ­მად, ფაქ­ტორს წო­ნის მა­ტე­ბა­ში ასა­კიც წარ­მო­ად­გენ­და. ყო­ველ­წლი­უ­რად კა­ცებ­ში ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბის რის­კი 3%-ით იზ­რდე­ბა, ქა­ლებ­ში კი - 4%-ით, ხოლო სიმ­სუქ­ნის რის­კი კა­ცებ­ში 4%-ით იმა­ტებს, ხოლო ქა­ლებ­ში - 6%-ით.

  • მეც­ნი­ე­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ზო­გი­ერ­თი ფაქ­ტო­რი, რო­გორც ჩანს, მხო­ლოდ ქა­ლებ­ში ახ­დენს გავ­ლე­ნას სიმ­სუქ­ნის ალ­ბა­თო­ბა­ზე. ქა­ლე­ბის სიმ­სუქ­ნის რისკს დეპ­რე­სია აორ­მა­გებს, სიმ­სუქ­ნე უფრო გავ­რცე­ლე­ბუ­ლია სოფ­ლად მცხოვ­რებ ქა­ლებ­ში. ამ ფაქ­ტო­რე­ბი­დან არც ერთი არ ზრდის კა­ცე­ბის სიმ­სუქ­ნის რისკს.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ქორწინება კაცებში სიმსუქნის რისკს სამჯერ ზრდის - რა აჩვენა კვლევამ?

ქორწინება კაცებში სიმსუქნის რისკს სამჯერ ზრდის - რა აჩვენა კვლევამ?

კვლევის თანახმად, ქორწინება სიმსუქნის რისკს კაცებში სამჯერ ზრდის, მაგრამ ქალებზე ამ კუთხით გავლენას არ ახდენს.

როგორც "გარდიანი" წერს, გლობალურად სიმსუქნის მაჩვენებლები 1990 წლიდან გაორმაგდა, 2.5 მილიარდზე მეტი ზრდასრული და ბავშვი კლასიფიცირებულია, როგორც ჭარბწონიანი. 2050 წლისთვის ნავარაუდევია, რომ მსოფლიოში ზრდასრულთა ნახევარზე მეტი და ბავშვების მესამედი ჭარბწონიანი იქნება.

  • ცუდი კვება, უმოქმედობა, გენეტიკა, გარემოს ტოქსინები ჭარბწონიანობის რისკს ზრდის, თუმცა ვარშავის კარდიოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებმა გადაწყვიტეს, შეესწავლათ, იყო თუ არა სხვა ფაქტორებიც სიმსუქნის განმაპირობებელი.

მკვლევრებმა იმ 2 405 ადამიანის სამედიცინო და ზოგადი ჯანმრთელობის მონაცემები შეისწავლეს, რომელთა საშუალო ასაკიც 50 წელი იყო. სტატისტიკური ანალიზის გამოყენებით, მათ სცადეს, დაედგინათ კავშირები სხეულის წონის მატებასა და ასაკს, ოჯახურ მდგომარეობას, ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და სხვა ფაქტორებს შორის.

კვლევის თანახმად. ქორწინება ზრდიდა ჭარბწონიანობის ალბათობას 62%-ით კაცებში და 39%-ით ქალებში. სიმსუქნის ალბათობას კი კაცებში სამჯერ უფრო ზრდიდა.

გარდა ამისა, 2024 წელს ჩინეთში ჩატარდა კვლევა, რომელმაც აღმოაჩინა, რომ მამაკაცის სხეულის მასის ინდექსი (BMI) ქორწინების პირველი ხუთი წლის განმავლობაში იზრდება, რაც დიდი ოდენობით კალორიების მიღებით და ნაკლები ვარჯიშითაა განპირობებული.

ბათის უნივერსიტეტის ადრეულმა კვლევამ კი აჩვენა, რომ საშუალოდ, დაქორწინებული კაცები 1.4 კგ-ით მეტი წონის იყვნენ, ვიდრე მათი დაუქორწინებელი თანატოლები.

ვარშავის კვლევის თანახმად, ფაქტორს წონის მატებაში ასაკიც წარმოადგენდა. ყოველწლიურად კაცებში ჭარბწონიანობის რისკი 3%-ით იზრდება, ქალებში კი - 4%-ით, ხოლო სიმსუქნის რისკი კაცებში 4%-ით იმატებს, ხოლო ქალებში - 6%-ით.

  • მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ზოგიერთი ფაქტორი, როგორც ჩანს, მხოლოდ ქალებში ახდენს გავლენას სიმსუქნის ალბათობაზე. ქალების სიმსუქნის რისკს დეპრესია აორმაგებს, სიმსუქნე უფრო გავრცელებულია სოფლად მცხოვრებ ქალებში. ამ ფაქტორებიდან არც ერთი არ ზრდის კაცების სიმსუქნის რისკს.

წყარო