სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
18 მილიონ ლარზე მეტი თანხის მოტყუებით დაუფლების საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს
18 მილიონ ლარზე მეტი თანხის მოტყუებით დაუფლების საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კუთ­ვნი­ლი 18 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი თან­ხის მო­ტყუ­ე­ბით და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე ხუთი ბრალ­დე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს თით­ქოს მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის მიზ­ნით და სხვა­დას­ხვა წლებ­ში შპს "დე­ლუქს დე­ვე­ლოპ­მენ­ტი“ და შპს "დე­მაქს გო­თუა“ და­ა­ფუძ­ნეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ბი­ნის შე­ძე­ნით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი გა­ა­ფორ­მეს, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც კორ­პუ­სის მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბი­სა და მე­სა­კუთ­რე­თათ­ვის უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის გა­და­ცე­მის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აი­ღეს, რის შემ­დე­გაც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­მა ორი­ვე კომ­პა­ნი­ის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბი ჩა­რი­ცხეს.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა არ უზ­რუნ­ველ­ყვეს კორ­პუ­სის მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბა და და­ზა­რა­ლე­ბულ­თათ­ვის შე­ძე­ნი­ლი ფარ­თე­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ცე­მა. ხსე­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სქე­მით, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რე­ბი 144 მო­ქა­ლა­ქის კუთ­ვნილ დიდი ოდე­ნო­ბით - 18 648 902 ლარს და­ე­უფლნენ.

"თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ხუ­თი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 180-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "ა“ და "ბ“ და მე-4 ნა­წი­ლის "ა“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (თაღ­ლი­თო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ) გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის. ბრალ­დე­ბულ­თა­გან ერთ პირს სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 10 წლით, ორს - 8-8 წლით, ხოლო კი­დევ ორ პირს 7-7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრათ, რაც "ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­უმ­ცირ­დათ და სა­ბო­ლო­ოდ ბრალ­დე­ბუ­ლებს 8 წლით და 4 თვით, 6 წლით და 8 თვით და 5 წლით და 10 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრათ“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

18 მილიონ ლარზე მეტი თანხის მოტყუებით დაუფლების საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

18 მილიონ ლარზე მეტი თანხის მოტყუებით დაუფლების საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ მოქალაქეების კუთვნილი 18 მილიონ ლარზე მეტი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ხუთი ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბეს თითქოს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით და სხვადასხვა წლებში შპს "დელუქს დეველოპმენტი“ და შპს "დემაქს გოთუა“ დააფუძნეს. აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლებმა ბინის შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ხელშეკრულებები გააფორმეს, რომლის საფუძველზეც კორპუსის მშენებლობის დასრულებისა და მესაკუთრეთათვის უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულება აიღეს, რის შემდეგაც დაზარალებულებმა ორივე კომპანიის საბანკო ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხები ჩარიცხეს.

როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, მიუხედავად ამისა, ბრალდებულებმა არ უზრუნველყვეს კორპუსის მშენებლობის დასრულება და დაზარალებულთათვის შეძენილი ფართების საკუთრებაში გადაცემა. ხსენებული დანაშაულებრივი სქემით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები 144 მოქალაქის კუთვნილ დიდი ოდენობით - 18 648 902 ლარს დაეუფლნენ.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა“ და "ბ“ და მე-4 ნაწილის "ა“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. ბრალდებულთაგან ერთ პირს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით, ორს - 8-8 წლით, ხოლო კიდევ ორ პირს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, რაც "ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით შეუმცირდათ და საბოლოოდ ბრალდებულებს 8 წლით და 4 თვით, 6 წლით და 8 თვით და 5 წლით და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.