პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მტრულად განწყობილი მეზობელია, მისი ნდობა არ შეიძლება" - ურსულა ფონ დერ ლაიენი
"პუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მტრულად განწყობილი მეზობელია, მისი ნდობა არ შეიძლება" - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა არა­ერ­თხელ და­ამ­ტკი­ცა, რომ მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი მე­ზო­ბე­ლია, მისი ნდო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, მხო­ლოდ მისი შე­კა­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

"აუ­ცი­ლე­ბე­ლია უკ­რა­ი­ნის სამ­ხედ­რო მა­რა­გებ­ში არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის შევ­სე­ბა და უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის მყა­რი გა­რან­ტი­ე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, მაგ­რამ ეს მო­მენ­ტი მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნას არ ეხე­ბა - ეს ეხე­ბა მთელ ევ­რო­პას და მთე­ლი ჩვე­ნი კონ­ტი­ნენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბას. პუ­ტინ­მა არა­ერ­თხელ და­ამ­ტკი­ცა, რომ მტრუ­ლად გან­წყო­ბი­ლი მე­ზო­ბე­ლია. მისი ნდო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, მხო­ლოდ მისი შე­კა­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბა. ჩვენ ვი­ცით, რომ რუ­სე­თის სამ­ხედ­რო კომ­პლექ­სი ჩვენ­სას აჭარ­ბებს. თუ რე­ა­ლუ­რად შევ­ხე­დავთ სამ­ხედ­რო ხარ­ჯებს, კრემ­ლი იმა­ზე მეტს ხარ­ჯავს, ვიდ­რე მთე­ლი ევ­რო­პა ერ­თად“, - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა.

მისი თქმით, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ტკი­ცებ­და, რომ ევ­რო­პას მე­ტის გა­კე­თე­ბა სჭირ­დე­ბო­და.

"საფრ­თხე­ე­ბის სპექტრი დღი­თი­დღე უფრო ფარ­თოვ­დე­ბა. ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­ტკი­ცებ­და, რომ ევ­რო­პას მე­ტის გა­კე­თე­ბა სჭირ­დე­ბო­და და აბ­სო­ლუ­ტუ­რად მარ­თა­ლი იყა­ვი. ამ კი­დევ უფრო სა­ხი­ფა­თო ეპო­ქა­ში ევ­რო­პას სჭირ­დე­ბა წინსვლა და ეს არის იმ გეგ­მის მი­ზა­ნი, რო­მე­ლიც ლი­დე­რებს გა­სულ კვი­რას წარ­ვუდ­გი­ნე. მისი ლო­გი­კა მარ­ტი­ვია: ჩვენ გვსურს გა­მო­ვიყ­ვა­ნოთ ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი ფი­ნან­სუ­რი ბერ­კე­ტი, რათა გა­ვაძ­ლი­ე­როთ და და­ვაჩ­ქა­როთ ჩვე­ნი თავ­დაც­ვის წარ­მო­ე­ბა. REARM Europe-ის გეგ­მით ჩვენ შეგ­ვიძ­ლია მო­ვახ­დი­ნოთ 800 მი­ლი­არდ ევ­რომ­დე თან­ხის მო­ბი­ლი­ზე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა.

მისი თქმით, დროა, ევ­რო­პამ ევ­რო­პუ­ლი თავ­დაც­ვის კავ­ში­რი აა­შე­ნოს.

"დროა ავა­შე­ნოთ ევ­რო­პუ­ლი თავ­დაც­ვის კავ­ში­რი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს მშვი­დო­ბას ჩვენს კონ­ტი­ნენტზე ერ­თი­ა­ნო­ბი­თა და ძლი­ე­რე­ბით“, - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა

"პუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მტრულად განწყობილი მეზობელია, მისი ნდობა არ შეიძლება" - ურსულა ფონ დერ ლაიენი

"პუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მტრულად განწყობილი მეზობელია, მისი ნდობა არ შეიძლება" - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მტრულად განწყობილი მეზობელია, მისი ნდობა არ შეიძლება, მხოლოდ მისი შეკავება შეიძლება, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"აუცილებელია უკრაინის სამხედრო მარაგებში არსებული ხარვეზების შევსება და უკრაინის უსაფრთხოების მყარი გარანტიებით უზრუნველყოფა, მაგრამ ეს მომენტი მხოლოდ უკრაინას არ ეხება - ეს ეხება მთელ ევროპას და მთელი ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებას. პუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მტრულად განწყობილი მეზობელია. მისი ნდობა არ შეიძლება, მხოლოდ მისი შეკავება შეიძლება. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის სამხედრო კომპლექსი ჩვენსას აჭარბებს. თუ რეალურად შევხედავთ სამხედრო ხარჯებს, კრემლი იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე მთელი ევროპა ერთად“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ევროპარლამენტი წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ევროპას მეტის გაკეთება სჭირდებოდა.

"საფრთხეების სპექტრი დღითიდღე უფრო ფართოვდება. ევროპარლამენტი წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ევროპას მეტის გაკეთება სჭირდებოდა და აბსოლუტურად მართალი იყავი. ამ კიდევ უფრო სახიფათო ეპოქაში ევროპას სჭირდება წინსვლა და ეს არის იმ გეგმის მიზანი, რომელიც ლიდერებს გასულ კვირას წარვუდგინე. მისი ლოგიკა მარტივია: ჩვენ გვსურს გამოვიყვანოთ ჩვენს ხელთ არსებული ყოველი ფინანსური ბერკეტი, რათა გავაძლიეროთ და დავაჩქაროთ ჩვენი თავდაცვის წარმოება. REARM Europe-ის გეგმით ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ 800 მილიარდ ევრომდე თანხის მობილიზება“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, დროა, ევროპამ ევროპული თავდაცვის კავშირი ააშენოს.

"დროა ავაშენოთ ევროპული თავდაცვის კავშირი, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას ჩვენს კონტინენტზე ერთიანობითა და ძლიერებით“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.