სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაკრონმა რაკი დაინახა, რომ ტრამპის ხელში აშშ-ის პოზიცია ირყევა, მაშინვე გადაწყვიტა, რომ საფრანგეთს ერთგვარად ნაპოლეონისებური მნიშვნელობა დაუბრუნოს" - ექსპერტი
"მაკრონმა რაკი დაინახა, რომ ტრამპის ხელში აშშ-ის პოზიცია ირყევა, მაშინვე გადაწყვიტა, რომ საფრანგეთს ერთგვარად ნაპოლეონისებური მნიშვნელობა დაუბრუნოს" - ექსპერტი

მსოფ­ლი­ო­ში ბოლო დრო­ის ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი და გან­ხილ­ვა­დი აშშ-ს პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის ქმე­დე­ბე­ბი და გან­ცხა­დე­ბე­ბია. რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომი­სად­მი მის­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ, უკ­რა­ი­ნის­თვის შე­ჩე­რე­ბულ­მა დახ­მა­რე­ბამ ბევრ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად და­ა­ფიქ­რა უსაფრ­თხო­ე­ბის იმ ქოლ­გის სა­ი­მე­დო­ო­ბა­ზე, რა­საც აშშ-ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კუ­თარ პარტნი­ო­რებს სთა­ვა­ზობ­და. დო­ნალდ ტრამ­პი გა­უ­თა­ვებ­ლად ლა­პა­რა­კობს ომის დას­რუ­ლე­ბი­სა და მშვი­დო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, მაგ­რამ მისი ე.წ. სამ­შვი­დო­ბო პო­ლი­ტი­კა დღემ­დე გა­უ­გე­ბა­რი და მი­უ­ღე­ბე­ლია ბევ­რი უკ­რა­ი­ნე­ლი­სა თუ ევ­რო­პე­ლის­თვის. ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ევ­რო­პა სა­კუ­თა­რი უსაფრ­თხო­ე­ბის გაზ­რდა­ზე ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა­ზე იწყებს ფიქ­რს - 6 მარტს ბრი­უ­სელ­ში შეკ­რე­ბილ­მა ევ­რო­პელ­მა ლი­დე­რებ­მა იქ ჩა­სულ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის მხარ­და­ჭე­რა გა­მო­უ­ცხა­დეს და თავ­დაც­ვის ხარ­ჯე­ბის ზრდა­ზე შე­თან­ხმდნენ. პა­რა­ლე­ლუ­რად საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი ევ­რო­პე­ლებს ატო­მურ თავ­დაც­ვა­ზე სა­უ­ბარს სთა­ვა­ზობს, გერ­მა­ნია კი სამ­ხედ­რო ხარ­ჯებს ზრდის. „ეს წყალ­გამ­ყო­ფი მო­მენ­ტია ევ­რო­პის­თვის და უკ­რა­ი­ნის­თვის, რო­გორც ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რის­თვის“, - თქვა ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა ბრი­უ­სელ­ში, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რე­ბის შეხ­ვედ­რი­სა გახ­სნი­სა. „ევ­რო­პა ცხა­დი და არ­სე­ბუ­ლი საფრ­თხის წი­ნა­შეა“, - დას­ძი­ნა მან. სა­მი­ტამ­დე ორი დღით ადრე მან ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რებს ევ­რო­პის გა­და­ი­ა­რა­ღე­ბის გეგ­მა წა­რუდ­გი­ნა, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის მიერ სა­კუ­თა­რი თავ­დაც­ვის­თვის ჯამ­ში 800 მი­ლი­არ­დი ევ­როს გა­მო­ყო­ფას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ეს მო­ი­ცავს 150 მი­ლი­არდ ევ­რომ­დე ღი­რე­ბუ­ლე­ბის მე­ქა­ნიზმსაც, რომ­ლი­და­ნაც ბრი­უ­სე­ლი წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებს სესხს მი­აწ­ვდის გა­და­ი­ა­რა­ღე­ბის და­სა­ფი­ნან­სებ­ლად. 6 მარ­ტის შეკ­რე­ბა­ზე ევ­რო­პელ­მა ლი­დე­რებ­მა ამ გეგ­მას მხა­რი და­უ­ჭი­რეს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შე­ფას­დეს შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა, რას ცდი­ლობს დო­ნალდ ტრამ­პი და რამ­დე­ნად სა­ი­მე­დო შე­იძ­ლე­ბა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომზე შე­თან­ხმე­ბა უკ­რა­ი­ნის­თვის უსაფრ­თხო­ე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­რან­ტი­ე­ბის მი­ცე­მის გა­რე­შე? - ამ თე­მებ­ზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უბ­რობს ექ­სპერ­ტი სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძე:

sandro_tavchrelidze

“ტრამ­პის მოქ­მე­დე­ბე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, ან­გრევს იმ მსოფ­ლიო წეს­რიგს, რო­მე­ლიც დღემ­დე აშშ-ის სიძ­ლი­ე­რე­სა და პირ­ვე­ლო­ბა­ზე იდგა. ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბა, რომ მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი ლა­პა­რა­კი­სა, მას არა აქვს გრძელ­ვა­დი­ა­ნი სტრა­ტე­გია და მხო­ლოდ ტაქ­ტი­კუ­რად მოქ­მე­დებს, და­ახ­ლო­ე­ბით ასე - რაც მო­ეპ­რი­ა­ნე­ბა, იმას აკე­თებს. მერე აღ­მო­ა­ჩენს, რომ ეს არ ამარ­თლებს, და ცვლის და ა.შ., თა­ნაც ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის სი­ტყვამ და­კარ­გა ძალა, ერთ დღეს ამ­ბობს, რომ ზე­ლენ­სკი დიქ­ტა­ტო­რია, მე­ო­რე დღეს უკ­ვირს, მე ვთქვი ეგ? არ ვი­ტყო­დიო... რუ­სეთს ჯერ ლა­მის მშვი­დო­ბის მტრე­დად აცხა­დებს, მე­ო­რე დღეს კი სან­ქცი­ე­ბით ემუქ­რე­ბა. ისე, მე არ მჯე­რა, რომ რუ­სეთს სან­ქცი­ებს და­უ­წე­სებს. მე­ტიც, იმ ოქ­როს ბა­რა­თე­ბის 5 მი­ლი­ონ დო­ლა­რად გა­ყიდ­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ფაქ­ტობ­რი­ვად, რუს ოლი­გარ­ქებს მი­ე­ცე­მათ სა­შუ­ა­ლე­ბა თა­ვი­სუფ­ლად იცხოვ­რონ და იმუ­შა­ონ აშშ-ში და ყო­ველ­გვარ სან­ქცი­ებს აუ­ა­რონ გვერ­დი...

ამას­თა­ნა­ვე, ტრამ­პი რუ­სეთ­ზე და­მუქ­რე­ბით ცდი­ლობს ერ­თგვა­რი ხარ­კი გა­და­უ­ხა­დოს იმ კონ­გრეს­მე­ნებ­სა და სე­ნა­ტო­რებს, ვინც მის პო­ლი­ტი­კას აკ­რი­ტი­კე­ბენ. ხომ ნა­ხეთ, უკვე რეს­პუბ­ლი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნე­ბი აუ­ჯანყდნენ და გა­მო­ვიდ­ნენ უკ­რა­ი­ნის­თვის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბის მო­თხოვ­ნით. მოკ­ლედ, იმ ძი­რი­თად დოქ­ტრი­ნებს - ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს, მის თა­ვი­სუფ­ლე­ბას და ა.შ., რა­ზეც დგას აშშ-ის დე­მოკ­რა­ტია, ტრამ­პი ფა­რა­ტი­ნა ქა­ღალ­დად აქ­ცევს. ამი­ტო­მაც მგო­ნია, რომ ტრამ­პის პრე­ზი­დენ­ტო­ბა არ დას­რულ­დე­ბა კე­თი­ლად. არ გა­მოვ­რი­ცხავ, მისი იმ­პიჩ­მენ­ტიც ვი­ხი­ლოთ. თუ ასე გა­აგ­რძე­ლა, მასა და ამე­რი­კე­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­წილს შო­რის დიდი ბზა­რი გაჩ­ნდე­ბა, რაც რღვე­ვად შე­იძ­ლე­ბა გა­და­იქ­ცეს. ჩემი აზ­რით, ტრამ­პის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბა ნე­გა­ტი­უ­რი, მე­ტიც, ან­ტი­ა­მე­რი­კუ­ლი მოვ­ლე­ნა იყო, რაც ცხად­ყოფს თვი­თონ ამე­რი­კელ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ ძა­ლი­ან დიდ პრობ­ლე­მებს...

რო­მის პა­პის ტახ­ტი ცა­რი­ე­ლი არას­დროს რჩე­ბა” - საფ­რან­გეთ­საც აქვს თა­ვი­სი ამ­ბი­ცი­ე­ბი და მაკ­რონ­მა რაკი და­ი­ნა­ხა, რომ ტრამ­პის ხელ­ში აშშ-ის, რო­გორც მსოფ­ლიო ლი­დე­რის პო­ზი­ცია ირ­ყე­ვა, მა­შინ­ვე გა­და­წყვი­ტა, რომ საფ­რან­გეთს ერ­თგვა­რად ნა­პო­ლე­ო­ნი­სე­ბუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა და­უბ­რუ­ნოს. ნე­ბის­მი­ერ მოვ­ლე­ნას, რო­გორც ია­ნუსს, ორი სახე აქვს - კარ­გი და ცუდი. ტრამ­პის პო­ლი­ტი­კის ნა­თე­ლი მხა­რე სწო­რედ ის არის, რომ ევ­რო­პა გა­მო­აღ­ვი­ძა. დღეს მი­დის ევ­რო­პის შე­კავ­ში­რე­ბა. ნა­ხავ­დით, ალ­ბათ, რომ მაკ­რო­ნის ოპო­ნენ­ტმა მა­რინ ლე პენ­მაც კი დაგ­მო ტრამ­პის მიერ უკ­რა­ი­ნის­თვის დახ­მა­რე­ბის შე­ჩე­რე­ბა და ევ­რო­პის გა­და­ი­ა­რა­ღე­ბას და­უ­ჭი­რა მხა­რი. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"მაკრონმა რაკი დაინახა, რომ ტრამპის ხელში აშშ-ის პოზიცია ირყევა, მაშინვე გადაწყვიტა, რომ საფრანგეთს ერთგვარად ნაპოლეონისებური მნიშვნელობა დაუბრუნოს" - ექსპერტი

"მაკრონმა რაკი დაინახა, რომ ტრამპის ხელში აშშ-ის პოზიცია ირყევა, მაშინვე გადაწყვიტა, რომ საფრანგეთს ერთგვარად ნაპოლეონისებური მნიშვნელობა დაუბრუნოს" - ექსპერტი

მსოფლიოში ბოლო დროის ყველაზე აქტუალური და განხილვადი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქმედებები და განცხადებებია. რუსეთ-უკრაინის ომისადმი მისმა დამოკიდებულებამ, უკრაინისთვის შეჩერებულმა დახმარებამ ბევრ ძალიან სერიოზულად დააფიქრა უსაფრთხოების იმ ქოლგის საიმედოობაზე, რასაც აშშ-ში წლების განმავლობაში საკუთარ პარტნიორებს სთავაზობდა. დონალდ ტრამპი გაუთავებლად ლაპარაკობს ომის დასრულებისა და მშვიდობის მნიშვნელობაზე, მაგრამ მისი ე.წ. სამშვიდობო პოლიტიკა დღემდე გაუგებარი და მიუღებელია ბევრი უკრაინელისა თუ ევროპელისთვის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ევროპა საკუთარი უსაფრთხოების გაზრდაზე ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე იწყებს ფიქრს - 6 მარტს ბრიუსელში შეკრებილმა ევროპელმა ლიდერებმა იქ ჩასულ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერა გამოუცხადეს და თავდაცვის ხარჯების ზრდაზე შეთანხმდნენ. პარალელურად საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროპელებს ატომურ თავდაცვაზე საუბარს სთავაზობს, გერმანია კი სამხედრო ხარჯებს ზრდის. „ეს წყალგამყოფი მომენტია ევროპისთვის და უკრაინისთვის, როგორც ჩვენი ევროპული ოჯახის წევრისთვის“, - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების შეხვედრისა გახსნისა. „ევროპა ცხადი და არსებული საფრთხის წინაშეა“, - დასძინა მან. სამიტამდე ორი დღით ადრე მან ევროკავშირის ლიდერებს ევროპის გადაიარაღების გეგმა წარუდგინა, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ საკუთარი თავდაცვისთვის ჯამში 800 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. ეს მოიცავს 150 მილიარდ ევრომდე ღირებულების მექანიზმსაც, რომლიდანაც ბრიუსელი წევრ სახელმწიფოებს სესხს მიაწვდის გადაიარაღების დასაფინანსებლად. 6 მარტის შეკრებაზე ევროპელმა ლიდერებმა ამ გეგმას მხარი დაუჭირეს. როგორ შეიძლება შეფასდეს შექმნილი ვითარება, რას ცდილობს დონალდ ტრამპი და რამდენად საიმედო შეიძლება რუსეთ-უკრაინის ომზე შეთანხმება უკრაინისთვის უსაფრთხოების სერიოზული გარანტიების მიცემის გარეშე? - ამ თემებზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბრობს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე:

sandro_tavchrelidze

“ტრამპის მოქმედებები, სამწუხაროდ, ანგრევს იმ მსოფლიო წესრიგს, რომელიც დღემდე აშშ-ის სიძლიერესა და პირველობაზე იდგა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მიუხედავად ბევრი ლაპარაკისა, მას არა აქვს გრძელვადიანი სტრატეგია და მხოლოდ ტაქტიკურად მოქმედებს, დაახლოებით ასე - რაც მოეპრიანება, იმას აკეთებს. მერე აღმოაჩენს, რომ ეს არ ამართლებს, და ცვლის და ა.შ., თანაც ამერიკის პრეზიდენტის სიტყვამ დაკარგა ძალა, ერთ დღეს ამბობს, რომ ზელენსკი დიქტატორია, მეორე დღეს უკვირს, მე ვთქვი ეგ? არ ვიტყოდიო... რუსეთს ჯერ ლამის მშვიდობის მტრედად აცხადებს, მეორე დღეს კი სანქციებით ემუქრება. ისე, მე არ მჯერა, რომ რუსეთს სანქციებს დაუწესებს. მეტიც, იმ ოქროს ბარათების 5 მილიონ დოლარად გაყიდვის ინიციატივით, ფაქტობრივად, რუს ოლიგარქებს მიეცემათ საშუალება თავისუფლად იცხოვრონ და იმუშაონ აშშ-ში და ყოველგვარ სანქციებს აუარონ გვერდი...

ამასთანავე, ტრამპი რუსეთზე დამუქრებით ცდილობს ერთგვარი ხარკი გადაუხადოს იმ კონგრესმენებსა და სენატორებს, ვინც მის პოლიტიკას აკრიტიკებენ. ხომ ნახეთ, უკვე რესპუბლიკელი კონგრესმენები აუჯანყდნენ და გამოვიდნენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების მოთხოვნით. მოკლედ, იმ ძირითად დოქტრინებს - ადამიანის უფლებებს, მის თავისუფლებას და ა.შ., რაზეც დგას აშშ-ის დემოკრატია, ტრამპი ფარატინა ქაღალდად აქცევს. ამიტომაც მგონია, რომ ტრამპის პრეზიდენტობა არ დასრულდება კეთილად. არ გამოვრიცხავ, მისი იმპიჩმენტიც ვიხილოთ. თუ ასე გააგრძელა, მასა და ამერიკელების მნიშვნელოვან ნაწილს შორის დიდი ბზარი გაჩნდება, რაც რღვევად შეიძლება გადაიქცეს. ჩემი აზრით, ტრამპის გაპრეზიდენტება ნეგატიური, მეტიც, ანტიამერიკული მოვლენა იყო, რაც ცხადყოფს თვითონ ამერიკელ საზოგადოებაში არსებულ ძალიან დიდ პრობლემებს...

რომის პაპის ტახტი ცარიელი არასდროს რჩება” - საფრანგეთსაც აქვს თავისი ამბიციები და მაკრონმა რაკი დაინახა, რომ ტრამპის ხელში აშშ-ის, როგორც მსოფლიო ლიდერის პოზიცია ირყევა, მაშინვე გადაწყვიტა, რომ საფრანგეთს ერთგვარად ნაპოლეონისებური მნიშვნელობა დაუბრუნოს. ნებისმიერ მოვლენას, როგორც იანუსს, ორი სახე აქვს - კარგი და ცუდი. ტრამპის პოლიტიკის ნათელი მხარე სწორედ ის არის, რომ ევროპა გამოაღვიძა. დღეს მიდის ევროპის შეკავშირება. ნახავდით, ალბათ, რომ მაკრონის ოპონენტმა მარინ ლე პენმაც კი დაგმო ტრამპის მიერ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება და ევროპის გადაიარაღებას დაუჭირა მხარი. წაიკითხეთ სრულად