სამართალი
პოლიტიკა

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრამპმა მასკს ახალი შეზღუდვები დაუწესა - "დეპარტამენტზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ, და არა ილონ მასკი!"
ტრამპმა მასკს ახალი შეზღუდვები დაუწესა - "დეპარტამენტზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ, და არა ილონ მასკი!"

"დე­პარ­ტა­მენტზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ხართ თქვენ, და არა ილონ მას­კი" - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტს გა­ნუ­ცხა­და. პრე­ზი­დენ­ტის თქმით, მასკს სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის სა­კად­რო სა­კი­თხებ­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა აღარ შე­ეძ­ლე­ბა - ინ­ფორ­მა­ცი­ას Politico ავ­რცე­ლებს.

  • მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის თქმით, ილონ მასკს უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა გას­ცეს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის­თვის, თუმ­ცა პერ­სო­ნა­ლი­სა და პო­ლი­ტი­კის შე­სა­ხებ ერ­თპი­როვ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა ეკ­რძა­ლე­ბა.

შეხ­ვედ­რა ილონ მას­კის მხრი­დან სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის მა­სობ­რი­ვი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სე­რი­ას მოჰ­ყვა, რა­მაც დიდი გა­ურ­კვევ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვია ფე­დე­რა­ლურ მთავ­რო­ბა­სა და მის სა­მუ­შაო ძა­ლა­ში. ქმე­დე­ბებს სას­ტი­კი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კა­ნონ­მდებ­ლე­ბი­სა და ზო­გი­ერ­თი რეს­პუბ­ლი­კე­ლის კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

პრე­ზი­დენ­ტის გზავ­ნი­ლი წარ­მო­ად­გენს პირ­ველ მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბიჯს მას­კის მან­და­ტის შე­სამ­ცი­რებ­ლად. ტრამ­პის ახა­ლი მი­თი­თე­ბე­ბის თა­ნახ­მად, DOGE-მ და მის­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა უნდა შე­ას­რუ­ლონ სა­კონ­სულ­ტა­ციო როლი - მაგ­რამ სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი პერ­სო­ნა­ლის, პო­ლი­ტი­კი­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ტემ­პის შე­სა­ხებ კა­ბი­ნე­ტის მდივ­ნებ­მა უნდა მი­ი­ღონ.

  • აღ­ნიშ­ნულ შეხ­ვედ­რას მას­კიც ეს­წრე­ბო­და. მან გა­ნა­ცხა­და, რომ ტრამ­პის დი­რექ­ტი­ვას ეთან­ხმე­ბო­და და აღი­ა­რა, რომ DOGE-მა გარ­კვე­უ­ლი შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვა.

გა­ურ­კვე­ვე­ლია, გა­მო­იწ­ვევს თუ არა ახა­ლი მი­თი­თე­ბე­ბი და­თხოვ­ნი­ლი მუ­შა­კებს ხე­ლახ­ლა და­საქ­მე­ბას. ტრამპმა პი­რო­ბა დადო, რომ მსგავ­სი შეხ­ვედ­რე­ბი ორ კვი­რა­ში ერთხელ გა­ი­მარ­თე­ბა. აქვე აღ­ნიშ­ნა, რომ მთავ­რო­ბა­ში კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა სურს და არა ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნი ფე­დე­რა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის მა­სობ­რი­ვი გან­დევ­ნა.

წყა­რო

sponsored by ContentRoom
ავტორი:

ტრამპმა მასკს ახალი შეზღუდვები დაუწესა - "დეპარტამენტზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ, და არა ილონ მასკი!"

ტრამპმა მასკს ახალი შეზღუდვები დაუწესა - "დეპარტამენტზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ, და არა ილონ მასკი!"

"დეპარტამენტზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ, და არა ილონ მასკი" - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მინისტრთა კაბინეტს განუცხადა. პრეზიდენტის თქმით, მასკს სამინისტროების საკადრო საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება აღარ შეეძლება - ინფორმაციას Politico ავრცელებს.

  • მაღალჩინოსნების თქმით, ილონ მასკს უფლება ექნება გასცეს რეკომენდაციები დეპარტამენტებისთვის, თუმცა პერსონალისა და პოლიტიკის შესახებ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება ეკრძალება.

შეხვედრა ილონ მასკის მხრიდან საჯარო მოხელეების მასობრივი გათავისუფლების სერიას მოჰყვა, რამაც დიდი გაურკვევლობა გამოიწვია ფედერალურ მთავრობასა და მის სამუშაო ძალაში. ქმედებებს სასტიკი წინააღმდეგობა და დემოკრატიული კანონმდებლებისა და ზოგიერთი რესპუბლიკელის კრიტიკა მოჰყვა.

პრეზიდენტის გზავნილი წარმოადგენს პირველ მნიშვნელოვან ნაბიჯს მასკის მანდატის შესამცირებლად. ტრამპის ახალი მითითებების თანახმად, DOGE-მ და მისმა თანამშრომლებმა უნდა შეასრულონ საკონსულტაციო როლი - მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებები პერსონალის, პოლიტიკისა და განხორციელების ტემპის შესახებ კაბინეტის მდივნებმა უნდა მიიღონ.

  • აღნიშნულ შეხვედრას მასკიც ესწრებოდა. მან განაცხადა, რომ ტრამპის დირექტივას ეთანხმებოდა და აღიარა, რომ DOGE-მა გარკვეული შეცდომები დაუშვა.

გაურკვეველია, გამოიწვევს თუ არა ახალი მითითებები დათხოვნილი მუშაკებს ხელახლა დასაქმებას. ტრამპმა პირობა დადო, რომ მსგავსი შეხვედრები ორ კვირაში ერთხელ გაიმართება. აქვე აღნიშნა, რომ მთავრობაში კარგი ადამიანების შენარჩუნება სურს და არა ქმედუნარიანი ფედერალური მუშაკების მასობრივი განდევნა.

წყარო