საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰეკმანი ერთი კვირა ცოლის ცხედართან ერთად იყო, ალცჰაიმერი ჰქონდა და ვერ აცნობიერებდა მომხდარს" - დადგინდა მსახიობისა და მისი მეუღლის გარდაცვალების მიზეზი
"ჰეკმანი ერთი კვირა ცოლის ცხედართან ერთად იყო, ალცჰაიმერი ჰქონდა და ვერ აცნობიერებდა მომხდარს" - დადგინდა მსახიობისა და მისი მეუღლის გარდაცვალების მიზეზი

ორგზის ორსკა­რო­სა­ნი მსა­ხი­ო­ბის ჯინ ჰეკ­მა­ნი­სა და მისი მე­უღ­ლის, ბეტ­სი არა­კა­ვა ჰეკ­მა­ნის ცხედ­რე­ბი 26 თე­ბერ­ვალს ნიუ-მექ­სი­კო­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში აღმო­ა­ჩი­ნეს.

  • სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნის თა­ნახ­მად, ჯინ ჰეკ­მა­ნი გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა, თუმ­ცა მის სიკ­ვდილ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ასე­ვე ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბამ შე­ას­რუ­ლა. ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ჰეკ­მა­ნი ცო­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ერთ კვი­რა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ორი­ვე მათ­გან­მა სი­ცო­ცხლე ბუ­ნებ­რი­ვი სიკ­ვდი­ლით და­ას­რუ­ლა.

"ჰეკ­მა­ნის მე­უღ­ლე, ბეტ­სი არა­კა­ვა-ჰეკ­მა­ნი, ჰან­ტა­ვირუ­სუ­ლი ფილ­ტვის სინ­დრო­მით გარ­და­იც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა ცხო­ვე­ლე­ბი­დან ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­და­დის და მღრღნე­ლებ­შია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი" - და­ა­დას­ტუ­რა ნიუ-მექ­სი­კოს ჯან­დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტმა.

მისი აუ­ტოფ­სი­ის მი­ხედ­ვით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი ბუ­ნებ­რი­ვი იყო. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ვა­რა­უ­დით, ის და­ახ­ლო­ე­ბით 11 თე­ბერ­ვალს გარ­და­იც­ვა­ლა.

ნიუ-მექ­სი­კოს მთა­ვა­რი სა­სა­მარ­თლო-მე­დი­ცი­ნის გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა, დოქ­ტორ­მა ჰე­ზერ ჯა­რელ­მა, ჰეკ­მანს აუ­ტოფ­სია ჩა­უ­ტა­რა მისი ცხედ­რის აღ­მო­ჩე­ნის მე­ო­რე დღეს. გაკ­ვე­თამ აჩ­ვე­ნა "გუ­ლის მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა, მათ შო­რის გუ­ლის ოპე­რა­ცი­ე­ბის მრა­ვალ­ჯე­რა­დი შემ­თხვე­ვა, გა­და­ტა­ნი­ლი ინ­ფარ­ქტე­ბის ნიშ­ნე­ბი და თირკმე­ლე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა ქრო­ნი­კუ­ლი მა­ღა­ლი წნე­ვის შე­დე­გად."

  • "მიმ­დი­ნა­რე გა­რე­მო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გო­ნივ­რუ­ლია და­ვას­კვნათ, რომ პირ­ვე­ლად მსა­ხი­ო­ბის ცოლი ბეტ­სი ჰეკ­მა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, 11 თე­ბერ­ვა­ლი არის ბოლო დღე, რო­დე­საც ის ცო­ცხა­ლი და­ა­ფიქ­სი­რეს,“ - გა­ნა­ცხა­და დოქ­ტორ­მა ჯა­რელ­მა.

გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ბეტ­სი ჰეკ­მა­ნის უკა­ნას­კნე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აქ­ტი­ვო­ბა 9 თე­ბერ­ვალს ვე­ტე­რი­ნარ­თან ვი­ზი­ტი იყო.

"ორი დღის შემ­დეგ, 11 თე­ბერ­ვალს, ის ად­გი­ლობ­რივ სუ­პერ­მარ­კეტ­ში, აფ­თი­აქ­ში და ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში შე­ნიშ­ნეს, რის შემ­დე­გაც და­ახ­ლო­ე­ბით 17:15 სა­ათ­ზე დაბ­რუნ­და თა­ვი­ანთ და­ცულ სა­ცხოვ­რე­ბელ კომ­პლექსში", - გა­ნა­ცხა­და შე­რიფ­მა ადან მენ­დო­სამ.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვა­ზე, შეძ­ლებ­და თუ არა მსა­ხი­ო­ბი ცო­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მარ­ტო ცხოვ­რე­ბა­სა და თა­ვის მოვ­ლას, ჯა­რელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ოს­კა­რო­სა­ნი მსა­ხი­ო­ბი ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო.

ჯა­რე­ლის თქმით, დე­ჰიდ­რა­ტა­ცი­ის ნიშ­ნე­ბი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა, თუმ­ცა ჰეკ­მანს თირკმე­ლე­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და. "მის კუჭ­ში საკ­ვე­ბი არ აღ­მოჩ­ნდა, რაც ნიშ­ნავს, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ბოლო პე­რი­ოდ­ში აღარ უჭა­მია" - დას­ძი­ნა მან.

"ის ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბის მძი­მე სტა­დი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ვერ აც­ნო­ბი­ე­რებ­და მე­უღ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას,“ - აღ­ნიშ­ნა სა­სა­მარ­თლო-მე­დი­ცი­ნის ექ­სპერ­ტმა.

რაც შე­ე­ხე­ბა ჰან­ტა­ვირუსს, დოქ­ტორ ჯა­რელ­მა გან­მარ­ტა, რომ ის გა­მო­ირ­ჩე­ვა გრი­პის მსგავ­სი სიმპტო­მე­ბით, მათ შო­რის ცხე­ლე­ბით, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლით, ხვე­ლე­ბით, ზოგ­ჯერ კი ღე­ბი­ნე­ბით და დი­ა­რე­ით, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ფილ­ტვე­ბის და გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბამ­დე მი­ვი­დეს.

"ინ­ფი­ცი­რე­ბა ხდე­ბა მღრღნე­ლე­ბის, ძი­რი­თა­დად ერთ-ერთი სა­ხე­ო­ბის თაგ­ვის ექ­სკრე­მენ­ტებ­თან შე­ხე­ბის შემ­დეგ, ვირუ­სის ინ­კუ­ბა­ცი­ის პე­რი­ო­დი კი ერ­თი­დან რვა კვი­რამ­დეა" - აღ­ნიშ­ნა მან.

"ბოლო 50 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ნიუ-მექ­სი­კო­ში 136 ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, აქე­დან ხუთი სან­ტა ფეს ოლ­ქში" - გა­ნა­ცხა­და ნიუ-მექ­სი­კოს სა­ხელ­მწი­ფო ვე­ტე­რი­ნარ­მა, დოქ­ტორ ერინ ფიფსმა. "ეს ძა­ლი­ან მძი­მე და­ა­ვა­დე­ბაა — ნიუ-მექ­სი­კო­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის 42% ლე­ტა­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა.“

შე­გახ­სე­ნებთ, ჰეკ­მა­ნი და მისი მე­უღ­ლე, რომ­ლე­ბიც 30 წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი, 26 თე­ბერ­ვალს სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლე­ბი იპო­ვეს. მათ გვერ­დით ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბო­და ოჯა­ხის ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლი ძაღ­ლი.

შე­რიფ­მა ადან მენ­დო­სამ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე აღ­ნიშ­ნა, რომ გარ­დაც­ვლი­ლი ძაღ­ლი, სა­ხე­ლად ზინა, შე­საძ­ლოა ცოტა ხნით ადრე სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რას გა­დი­ო­და, რაც „შე­იძ­ლე­ბა ხსნი­დეს იმ ფაქტს, თუ რა­ტომ იმ­ყო­ფე­ბო­და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მო­მენ­ტში გა­ლი­ა­ში.“

გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა თავ­და­პირ­ვე­ლად ცოლ-ქმრის გარ­დაც­ვა­ლე­ბა „საკ­მა­ოდ სა­ეჭ­ვოდ“ მი­იჩ­ნი­ეს, რის გა­მოც საქ­მე­ზე დე­ტა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, — ნათ­ქვა­მია Fox News Digital-ის მიერ მო­პო­ვე­ბულ სა­სა­მარ­თლოს გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში.

ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს, რომ ჰეკ­მა­ნი­სა და არა­კა­ვას სხე­უ­ლებ­ზე არა­ნა­ი­რი გარე ტრავ­მა არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა. ნიუ-მექ­სი­კო­ში მათი გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბის გა­მო­საკ­ვლე­ვად კრი­მი­ნა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა მა­შინ­ვე და­ი­წყო.

ჯინ ჰეკ­მანს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან სამი შვი­ლი ჰყავს: კრის­ტო­ფე­რი, ელი­ზა­ბე­თი და ლეს­ლი ჰეკ­მა­ნე­ბი. მე­ო­რე მე­უღ­ლეს­თან, ბეტ­სი არა­კა­ვას­თან, შვი­ლე­ბი აღარ ჰყო­ლია. ამ დრომ­დე მსა­ხი­ო­ბის შვი­ლებს მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ

წყა­როწა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ჰეკმანი ერთი კვირა ცოლის ცხედართან ერთად იყო, ალცჰაიმერი ჰქონდა და ვერ აცნობიერებდა მომხდარს" - დადგინდა მსახიობისა და მისი მეუღლის გარდაცვალების მიზეზი

"ჰეკმანი ერთი კვირა ცოლის ცხედართან ერთად იყო, ალცჰაიმერი ჰქონდა და ვერ აცნობიერებდა მომხდარს" - დადგინდა მსახიობისა და მისი მეუღლის გარდაცვალების მიზეზი

ორგზის ორსკაროსანი მსახიობის ჯინ ჰეკმანისა და მისი მეუღლის, ბეტსი არაკავა ჰეკმანის ცხედრები 26 თებერვალს ნიუ-მექსიკოში, საკუთარ სახლში აღმოაჩინეს.

  • სამედიცინო დასკვნის თანახმად, ჯინ ჰეკმანი გულის დაავადების შედეგად გარდაიცვალა, თუმცა მის სიკვდილში მნიშვნელოვანი როლი ასევე ალცჰაიმერის დაავადებამ შეასრულა. ექსპერტების თქმით, ჰეკმანი ცოლის გარდაცვალებიდან დაახლოებით ერთ კვირაში გარდაიცვალა. ორივე მათგანმა სიცოცხლე ბუნებრივი სიკვდილით დაასრულა.

"ჰეკმანის მეუღლე, ბეტსი არაკავა-ჰეკმანი, ჰანტავირუსული ფილტვის სინდრომით გარდაიცვალა. აღნიშნული დაავადება ცხოველებიდან ადამიანებზე გადადის და მღრღნელებშია გავრცელებული" - დაადასტურა ნიუ-მექსიკოს ჯანდაცვის დეპარტამენტმა.

მისი აუტოფსიის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი იყო. ხელისუფლების ვარაუდით, ის დაახლოებით 11 თებერვალს გარდაიცვალა.

ნიუ-მექსიკოს მთავარი სასამართლო-მედიცინის გამომძიებელმა, დოქტორმა ჰეზერ ჯარელმა, ჰეკმანს აუტოფსია ჩაუტარა მისი ცხედრის აღმოჩენის მეორე დღეს. გაკვეთამ აჩვენა "გულის მძიმე დაავადება, მათ შორის გულის ოპერაციების მრავალჯერადი შემთხვევა, გადატანილი ინფარქტების ნიშნები და თირკმელების სერიოზული დაზიანება ქრონიკული მაღალი წნევის შედეგად."

  • "მიმდინარე გარემოებების გათვალისწინებით, გონივრულია დავასკვნათ, რომ პირველად მსახიობის ცოლი ბეტსი ჰეკმანი გარდაიცვალა, 11 თებერვალი არის ბოლო დღე, როდესაც ის ცოცხალი დააფიქსირეს,“ - განაცხადა დოქტორმა ჯარელმა.

გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ბეტსი ჰეკმანის უკანასკნელი საზოგადოებრივი აქტივობა 9 თებერვალს ვეტერინართან ვიზიტი იყო.

"ორი დღის შემდეგ, 11 თებერვალს, ის ადგილობრივ სუპერმარკეტში, აფთიაქში და შინაური ცხოველების მაღაზიაში შენიშნეს, რის შემდეგაც დაახლოებით 17:15 საათზე დაბრუნდა თავიანთ დაცულ საცხოვრებელ კომპლექსში", - განაცხადა შერიფმა ადან მენდოსამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, შეძლებდა თუ არა მსახიობი ცოლის გარდაცვალების შემდეგ მარტო ცხოვრებასა და თავის მოვლას, ჯარელმა აღნიშნა, რომ ოსკაროსანი მსახიობი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო.

ჯარელის თქმით, დეჰიდრატაციის ნიშნები არ დაფიქსირებულა, თუმცა ჰეკმანს თირკმელების მძიმე დაზიანება აღენიშნებოდა. "მის კუჭში საკვები არ აღმოჩნდა, რაც ნიშნავს, რომ გარდაცვალებამდე ბოლო პერიოდში აღარ უჭამია" - დასძინა მან.

"ის ალცჰაიმერის დაავადების მძიმე სტადიაში იმყოფებოდა და სრულიად შესაძლებელია, რომ ვერ აცნობიერებდა მეუღლის გარდაცვალებას,“ - აღნიშნა სასამართლო-მედიცინის ექსპერტმა.

რაც შეეხება ჰანტავირუსს, დოქტორ ჯარელმა განმარტა, რომ ის გამოირჩევა გრიპის მსგავსი სიმპტომებით, მათ შორის ცხელებით, კუნთების ტკივილით, ხველებით, ზოგჯერ კი ღებინებით და დიარეით, რომელიც შეიძლება ფილტვების და გულის უკმარისობამდე მივიდეს.

"ინფიცირება ხდება მღრღნელების, ძირითადად ერთ-ერთი სახეობის თაგვის ექსკრემენტებთან შეხების შემდეგ, ვირუსის ინკუბაციის პერიოდი კი ერთიდან რვა კვირამდეა" - აღნიშნა მან.

"ბოლო 50 წლის განმავლობაში ნიუ-მექსიკოში 136 ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ხუთი სანტა ფეს ოლქში" - განაცხადა ნიუ-მექსიკოს სახელმწიფო ვეტერინარმა, დოქტორ ერინ ფიფსმა. "ეს ძალიან მძიმე დაავადებაა — ნიუ-მექსიკოში დაფიქსირებული შემთხვევების 42% ლეტალური აღმოჩნდა.“

შეგახსენებთ, ჰეკმანი და მისი მეუღლე, რომლებიც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყვნენ დაქორწინებულები, 26 თებერვალს საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. მათ გვერდით ასევე იმყოფებოდა ოჯახის ერთ-ერთი გარდაცვლილი ძაღლი.

შერიფმა ადან მენდოსამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ გარდაცვლილი ძაღლი, სახელად ზინა, შესაძლოა ცოტა ხნით ადრე სამედიცინო პროცედურას გადიოდა, რაც „შეიძლება ხსნიდეს იმ ფაქტს, თუ რატომ იმყოფებოდა გარდაცვალების მომენტში გალიაში.“

გამომძიებლებმა თავდაპირველად ცოლ-ქმრის გარდაცვალება „საკმაოდ საეჭვოდ“ მიიჩნიეს, რის გამოც საქმეზე დეტალური გამოძიება დაიწყო, — ნათქვამია Fox News Digital-ის მიერ მოპოვებულ სასამართლოს განკარგულებაში.

ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ ჰეკმანისა და არაკავას სხეულებზე არანაირი გარე ტრავმა არ გამოვლენილა. ნიუ-მექსიკოში მათი გარდაცვალების მიზეზების გამოსაკვლევად კრიმინალური გამოძიება მაშინვე დაიწყო.

ჯინ ჰეკმანს პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს: კრისტოფერი, ელიზაბეთი და ლესლი ჰეკმანები. მეორე მეუღლესთან, ბეტსი არაკავასთან, შვილები აღარ ჰყოლია. ამ დრომდე მსახიობის შვილებს მამის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საჯარო განცხადება არ გაუკეთებიათ

წყაროწაიკითხეთ ასევე: