სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის კანადელი ოლიმპიელი, რომელიც ნარკოკარტელის ბოსი და საშიში დამნაშავე გახდა - FBI-მ მის შესახებ ინფორმაციაზე ჯილდოდ 10 მილიონი დოლარი დააწესა
ვინ არის კანადელი ოლიმპიელი, რომელიც ნარკოკარტელის ბოსი და საშიში დამნაშავე გახდა - FBI-მ მის შესახებ ინფორმაციაზე ჯილდოდ 10 მილიონი დოლარი დააწესა

FBI-მ 10 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ჯილ­დო და­ა­წე­სა იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, რო­მე­ლიც კა­ნა­დე­ლი ოლიმ­პი­უ­რი სნო­უ­ბორ­დე­რი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ნარ­კო­კარ­ტე­ლის ლი­დე­რის, რა­ი­ან ვე­დინ­გის და­კა­ვე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

  • ლოს-ან­ჯე­ლე­სის პო­ლი­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ რა­ი­ან ვე­დინ­გი, რო­მე­ლიც ასე­ვე ცნო­ბი­ლია რო­გორც "El Jefe“, "Giant“ და "Public Enemy“, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლია მი­ლი­არდდო­ლა­რი­ან ნარ­კოტ­რე­ფი­კინგსა და რამ­დე­ნი­მე მკვლე­ლო­ბა­ში.

FBI-ის გან­ცხა­დე­ბით, ვე­დინ­გი მექ­სი­კა­ში იმა­ლე­ბა.

"ჯილ­დოს გაზ­რდა უნდა იყოს სიგ­ნა­ლი, რომ ვე­დინ­გის­თვის უსაფრ­თხო თავ­შე­სა­ფა­რი არ არ­სე­ბობს", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს ლოს-ან­ჯე­ლე­სის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლემ, ალან ჰა­მილ­ტონ­მა.

43 წლის ვე­დინ­გი, რო­მე­ლიც ონ­ტა­რი­ოს პრო­ვინ­ცი­ის ქა­ლაქ თან­დერ ბე­ი­ში გა­ი­ზარ­და, კა­ნა­დის ნაკ­რე­ბის სა­ხე­ლით 2002 წლის ზამ­თრის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ოთხი წლის შემ­დეგ, 2006 წელს, ვე­დინ­გის სა­ხე­ლი ფი­გუ­რი­რებ­და ბრი­ტა­ნე­თის კო­ლუმ­ბი­ა­ში, მა­რი­ხუ­ა­ნას მოყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბულ საქ­მე­ში, თუმ­ცა მას ბრა­ლი არ წა­უ­ყე­ნეს.

  • 2010 წელს ვე­დინ­გი ნარ­კოტ­რე­ფი­კინ­გის ბრალ­დე­ბით გა­ა­სა­მარ­თლეს მას შემ­დეგ, რაც აშშ-ის მთავ­რო­ბის აგენ­ტის­გან კო­კა­ი­ნის შე­ძე­ნას ცდი­ლობ­და. მას ოთხი წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. მე­დი­ამ იმ პე­რი­ოდ­ში ვე­დინგს "იმე­დის­მომ­ცე­მი ოლიმ­პი­ე­ლი“ უწო­და, ხოლო თა­ვად ვე­დინ­გი ბრალ­დე­ბე­ბის გა­უქ­მე­ბას ცდი­ლობ­და და ამ­ტკი­ცებ­და, რომ აშშ-ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ "უკი­დუ­რე­სი ძა­ლა­დო­ბა“ გა­მო­ი­ყე­ნა.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვე­დინ­გი ძლი­ე­რი და სას­ტი­კი ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ნარ­კო­კარ­ტე­ლის ლი­დე­რად იქცა.

გა­სულ წელს, აშშ-ის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტმა ვე­დინგს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა კო­კა­ი­ნის ტრე­ფი­კინგსა და მკვლე­ლო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის.

ვე­დინგს ბრა­ლი ედე­ბა კო­ლუმ­ბი­ი­დან მექ­სი­კი­სა და სამ­ხრეთ კა­ლი­ფორ­ნი­ის გავ­ლით, კა­ნა­და­ში ასე­უ­ლო­ბით კი­ლოგ­რა­მი კო­კა­ი­ნის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა­ში. ლოს-ან­ჯე­ლე­სის პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას აშშ-ისა და კა­ნა­დის ქა­ლა­ქებ­ში ყო­ველ­თვი­უ­რად "ხუთი ტონა ფენ­ტა­ნი­ლი“ გა­დაჰ­ქონ­და.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ვინ არის კანადელი ოლიმპიელი, რომელიც ნარკოკარტელის ბოსი და საშიში დამნაშავე გახდა - FBI-მ მის შესახებ ინფორმაციაზე ჯილდოდ 10 მილიონი დოლარი დააწესა

ვინ არის კანადელი ოლიმპიელი, რომელიც ნარკოკარტელის ბოსი და საშიში დამნაშავე გახდა - FBI-მ მის შესახებ ინფორმაციაზე ჯილდოდ 10 მილიონი დოლარი დააწესა

FBI-მ 10 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა იმ ინფორმაციისთვის, რომელიც კანადელი ოლიმპიური სნოუბორდერისა და საერთაშორისო ნარკოკარტელის ლიდერის, რაიან ვედინგის დაკავებას შეუწყობს ხელს.

  • ლოს-ანჯელესის პოლიციამ განაცხადა, რომ რაიან ვედინგი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც "El Jefe“, "Giant“ და "Public Enemy“, ეჭვმიტანილია მილიარდდოლარიან ნარკოტრეფიკინგსა და რამდენიმე მკვლელობაში.

FBI-ის განცხადებით, ვედინგი მექსიკაში იმალება.

"ჯილდოს გაზრდა უნდა იყოს სიგნალი, რომ ვედინგისთვის უსაფრთხო თავშესაფარი არ არსებობს", - განუცხადა ჟურნალისტებს ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსის მოადგილემ, ალან ჰამილტონმა.

43 წლის ვედინგი, რომელიც ონტარიოს პროვინციის ქალაქ თანდერ ბეიში გაიზარდა, კანადის ნაკრების სახელით 2002 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობდა. ოთხი წლის შემდეგ, 2006 წელს, ვედინგის სახელი ფიგურირებდა ბრიტანეთის კოლუმბიაში, მარიხუანას მოყვანასთან დაკავშირებულ საქმეში, თუმცა მას ბრალი არ წაუყენეს.

  • 2010 წელს ვედინგი ნარკოტრეფიკინგის ბრალდებით გაასამართლეს მას შემდეგ, რაც აშშ-ის მთავრობის აგენტისგან კოკაინის შეძენას ცდილობდა. მას ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მედიამ იმ პერიოდში ვედინგს "იმედისმომცემი ოლიმპიელი“ უწოდა, ხოლო თავად ვედინგი ბრალდებების გაუქმებას ცდილობდა და ამტკიცებდა, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ "უკიდურესი ძალადობა“ გამოიყენა.

წლების განმავლობაში, ვედინგი ძლიერი და სასტიკი ტრანსნაციონალური ნარკოკარტელის ლიდერად იქცა.

გასულ წელს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ვედინგს ბრალი წაუყენა კოკაინის ტრეფიკინგსა და მკვლელობებში მონაწილეობისთვის.

ვედინგს ბრალი ედება კოლუმბიიდან მექსიკისა და სამხრეთ კალიფორნიის გავლით, კანადაში ასეულობით კილოგრამი კოკაინის ტრანსპორტირებაში. ლოს-ანჯელესის პოლიციის განცხადებით, მის ორგანიზაციას აშშ-ისა და კანადის ქალაქებში ყოველთვიურად "ხუთი ტონა ფენტანილი“ გადაჰქონდა.

წყარო