საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
პოლიტიკა
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნი, რომელიც ხანგრძლივი ცხოვრების მთავარ გასაღებზე გვიამბობს - ინტერვიუ "ლურჯი ოკეანის" ხელმძღვანელ თამთა ჯაფარაშვილთან
წიგნი, რომელიც ხანგრძლივი ცხოვრების მთავარ გასაღებზე გვიამბობს - ინტერვიუ "ლურჯი ოკეანის" ხელმძღვანელ თამთა ჯაფარაშვილთან

თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში, სა­დაც ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბას გან­სა­ზღვრავს, სულ უფრო მეტს ვფიქ­რობთ იმა­ზე, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ახალ­გაზ­რდო­ბა, ენერ­გია და სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბა. სწო­რედ ამ კი­თხვებ­ზე პა­სუხს გვთა­ვა­ზობს პი­ტერ ატია თა­ვის ბესტსე­ლერ­ში „Outlive: The Science and Art of Longevity“ („ხან­გრძლი­ვი სი­ცო­ცხლე – დღეგ­რძე­ლო­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა და ხე­ლოვ­ნე­ბა“).

ბესტსე­ლე­რი ქარ­თულ ენა­ზე პრო­ექტ „ლურჯ ოკე­ა­ნის“ ფარ­გლებ­ში ითარ­გმნა და უკვე ხელ­მი­საწ­ვდო­მია რო­გორც წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში, ისე „პა­ლიტ­რა L-ის“ ვებგ­ვერ­დზე. რა­ტომ არის წიგ­ნის გა­მო­ცე­მა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და რო­გორ და­ეხ­მა­რე­ბა ის მკი­თხველს ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა­სა და ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში, ამის შე­სა­ხებ პრო­ექტ „ლურ­ჯი ოკე­ა­ნის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი, თამ­თა ჯა­ფა­რაშ­ვი­ლი სა­უბ­რობს:

  • პი­ტერ ატია მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მკვლე­ვა­რი და ექი­მია, რომ­ლის იდე­ე­ბიც ადა­მი­ა­ნებს შთა­ა­გო­ნებს, აჩ­ვე­ნებს გზას, რო­გორ შეც­ვა­ლონ ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნა და გა­მო­ი­მუ­შა­ონ ჯან­სა­ღი ჩვე­ვე­ბი. სა­ინ­ტე­რე­სოა, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი იდე­ე­ბის თარ­გმნა და გა­მო­ცე­მა ქარ­თულ ენა­ზე და რამ­დე­ნად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი აუ­დი­ტო­რია მსგავ­სი თე­მე­ბით?

თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბა, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბა, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ზე, სრულ გა­ნაკ­ვეთ­ზე მუ­შა­ო­ბა და ნაკ­ლე­ბად მოძ­რა­ვი ცხოვ­რე­ბის წესი, არა­ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი და მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ჟანგბა­დი თით­ქოს უკვე იქცა თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის მო­ცე­მუ­ლო­ბად, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის მი­უ­ხე­და­ვად. ამ გა­მოწ­ვე­ვებს ყო­ველ­დღი­ურ სტრეს­საც თუ და­ვუ­მა­ტებთ, და­ვი­ნა­ხავთ, თუ რა საფრ­თხის წი­ნა­შე დგას ჩვე­ნი ფი­ზი­კუ­რი და მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ჩემი შე­ფა­სე­ბით, პი­ტერ ატი­ას მსგავ­სი ნო­ვა­ტო­რუ­ლი მიდ­გო­მე­ბის მქო­ნე ავ­ტო­რე­ბი­სა და მათი უახ­ლე­სი ნაშ­რო­მე­ბის ქარ­თულ ენა­ზე გა­მო­ცე­მა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფი­ზი­კუ­რი სი­ჯან­სა­ღის­თვის კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

სწო­რედ ამ მიზ­ნით და­ვი­წყეთ ახა­ლი სა­გა­მომ­ცემ­ლო პრო­ექ­ტი, „პა­ნა­ცეა“ - ქვე­ყა­ნა­ში ჯან­სა­ღი, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის წე­სი­სა და დღეგ­რძე­ლო­ბის ხელ­შე­წყო­ბის­თვის. აუ­დი­ტო­რი­ის ინ­ტე­რესს ერთი მხრივ, სა­კი­თხის აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს - ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მე­ო­რე მხრივ, სწო­რედ აქ ჩანს ჩვე­ნი, რო­გორც წამ­ყვა­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბის როლი - ისე­თი წიგ­ნე­ბი შეს­თა­ვა­ზო მკი­თხველს, რო­მე­ლიც მათ არა მხო­ლოდ და­ა­ფიქ­რებს, არა­მედ ბიძგს მის­ცემს რე­ა­ლუ­რი და ძა­ლი­ან სა­ჭი­რო ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის.

  • ზო­გა­დად პი­ტერ ატი­ას პერ­სო­ნა რამ­დე­ნად გავ­ლე­ნი­ა­ნია პრე­ვენ­ცი­ულ მე­დი­ცი­ნა­ში, რო­მე­ლიც გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა გახ­და?

მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი პი­ტერ ატია Early Medical-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. სა­მე­დი­ცი­ნო ხა­რის­ხი სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლა­ში მი­ი­ღო, ჯონს ჰო­პ­კინ­სის ჰოს­პი­ტალ­ში კი ზო­გად ქი­რურ­გი­ა­ში და­ხე­ლოვ­ნდა. ასე­ვე მუ­შა­ობ­და NIH-ის ქი­რურ­გი­უ­ლი ონ­კო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში სიმ­სივ­ნის ეროვ­ნულ ინ­სტი­ტუ­ტში, სა­დაც მისი კვლე­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი იყო მე­ლა­ნო­მის იმუ­ნი­ტეტ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ თე­რა­პი­ა­ზე. 30 წლის ასა­კის­თვის პი­ტერ ატია მა­რა­თო­ნე­ლი მო­ცუ­რა­ვე იყო და კა­ტა­ლი­ნას არ­ხიც კი გა­და­ცუ­რა. მაგ­რამ თან­და­თან აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ უკვე აღარ იყო ჯან­მრთე­ლი და გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბით ნა­ად­რე­ვი სიკ­ვდი­ლის გზას ადგა. ამის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბამ დღეგ­რძე­ლო­ბის გა­აზ­რე­ბამ­დე და პრე­ვენ­ცი­ულ მე­დი­ცი­ნამ­დე მი­იყ­ვა­ნა. დღეს ის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის ერთ-ერთ წამ­ყვან სპე­ცი­ა­ლის­ტად ით­ვლე­ბა გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით.

  • რა აღ­მო­ჩე­ნე­ბის გა­კე­თე­ბას შევ­ძლებთ პი­ტერ ატი­ას „ხან­გრძლი­ვი სი­ცო­ცხლე დღეგ­რძე­ლო­ბის მეც­ნი­ე­რე­ბა და ხე­ლოვ­ნე­ბა?“

წიგ­ნის და­სა­წყის­ში ავ­ტო­რი სა­კუ­თარ უც­ნა­ურ და ხშირ სიზ­მარ­ზე სა­უბ­რობს, თუ რო­გორ ეს­ვრის ვი­ღაც კვერ­ცხებს და რო­გორ ცდი­ლობს იმ ნა­ტყორ­ცნი კვერ­ცხე­ბის და­ჭე­რას, თუმ­ცა უმე­ტე­სად ამა­ოდ. დას­კვნის სა­ხით გვე­უბ­ნე­ბა, რომ მთა­ვა­რი გზა არა მათი აც­დე­ნა ან და­ჭე­რა, არა­მედ მსრო­ლე­ლის შე­ჩე­რე­ბაა. პრე­ვენ­ცია - სწო­რედ ესაა ამ ტექ­სტის ძი­რი­თა­დი საზ­რი­სი. ძენ ბუ­დიზ­მში არ­სე­ბობს ასე­თი კონ­ცეფ­ცი­ე­ბი: კენ­შო და სა­ტო­რი. სა­ტო­რი გა­აზ­რე­ბის, გაც­ნო­ბი­ე­რე­ბის შე­დე­გად ზრდას გუ­ლის­ხმობს და „ხან­გრძლი­ვი სი­ცო­ცხლის“ გა­მო­ცე­მით სწო­რედ ასეთ გზა­ზე ვიწ­ვევთ მკი­თხველს თა­ნამ­გზავ­რად. კენ­შო ტკი­ვი­ლის შე­დე­გად ზრდას აღ­ნიშ­ნავს. ჩვე­ნი დიდი სურ­ვი­ლია, რომ ამ და მსგავ­სი ლი­ტე­რა­ტუ­რის გაც­ნო­ბით ადა­მი­ა­ნებს და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა და და­ა­ვა­დე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ტკი­ვი­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა­ში და­ვეხ­მა­როთ.

„ხან­გრძლივ სი­ცო­ცხლე­ში“ მკი­თხვე­ლე­ბი აღ­მო­ა­ჩე­ნენ:

  • რა­ტო­მაა სის­ხლი­სა და ქო­ლეს­ტე­რი­ნის ტეს­ტე­ბის შე­დე­გე­ბი „ნორ­მა­ლუ­რი“ წლი­უ­რი შე­მოწ­მე­ბი­სას, თუმ­ცა მა­ინც არ ხართ ჯან­მრთე­ლი? – იმი­ტომ, რომ სა­შუ­ა­ლო არ ნიშ­ნავს ოპ­ტი­მა­ლურს.
  • რა­ტო­მაა ვარ­ჯი­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ერ­მოქ­მე­დი „წა­მა­ლი“ დღეგ­რძე­ლო­ბის­თვის და რო­გორ და­ვი­წყოთ მზა­დე­ბა ას­წლო­ვან­თა ათ­ჭი­დის­თვის?
  • რა­ტომ უნდა ამო­ვიგ­დოთ თა­ვი­დან „დი­ე­ტე­ბი“ და ნაც­ვლად ამი­სა, ვფო­კუ­სირ­დეთ კვე­ბით ბი­ო­ქი­მი­ა­ზე პერ­სო­ნა­ლუ­რი კვე­ბის რე­ჟი­მის­თვის სა­ჭი­რო ტექ­ნო­ლო­გი­ი­სა და მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.
  • რა­ტომ შე­იძ­ლე­ბა გა­და­იქ­ცეს ემო­ცი­უ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის იგ­ნო­რი­რე­ბის ხარ­ჯზე ფი­ზი­კურ ვარ­ჯიშ­სა და ხან­გრძლივ სი­ცო­ცხლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა წყევ­ლად.

  • რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში მკი­თხვე­ლი ეც­ნო­ბო­დეს თა­ნა­მედ­რო­ვე და წამ­ყვან პრო­ფე­სი­ულ და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რას და რა ნა­ბი­ჯებს დგამს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით „ლურ­ჯი ოკე­ა­ნე?“

„ლურ­ჯი ოკე­ა­ნე“ 2015 წლი­დან დღემ­დე უკონ­კუ­რენ­ტოა სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიზ­ნეს­ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით. 2020 წლი­დან უკვე მე­ო­რე­უ­ლი სა­გა­მომ­ცემ­ლო ხა­ზიც, ე.წ Self-help მი­მარ­თუ­ლე­ბაც და­ვა­მა­ტეთ. სი­ახ­ლე არაა, რომ ქარ­თუ­ლი სა­გა­მომ­ცემ­ლო სფე­რო, მკი­თხვე­ლის მო­თხოვ­ნე­ბი და მო­ლო­დი­ნე­ბი გარ­კვე­ულ­წი­ლად იმე­ო­რებს და მიჰ­ყვე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სი­ახ­ლე­ებს. პი­ტერ ატი­ას „ხან­გრძლი­ვი სი­ცო­ცხლე“ გა­მო­ცე­მის დღი­დან დღემ­დე (85 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში) New York Times-ის ბესტსე­ლე­რე­ბის სა­თა­ვე­შია. სწო­რედ ამ წიგ­ნის პო­პუ­ლა­რო­ბამ და თე­მის აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა „პა­ნა­ცე­ას“ და­წყე­ბაც. შე­სა­ბა­მი­სად, „ლურ­ჯი ოკე­ა­ნე“ ყო­ველ­თვის იქაა, სა­დაც სი­ახ­ლე, შთა­გო­ნე­ბა და ღი­რე­ბუ­ლი იდე­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჩნდე­ბა.

შე­ჯა­მე­ბის სა­ხით ვი­ტყო­დი, რომ სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა იმა­ზე მე­ტა­დაა ჩვენ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ვიდ­რე გვგო­ნია. ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში შეგ­ვიძ­ლია და­ვად­გეთ ცხოვ­რე­ბის ახალ გზას, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც მო­ლო­დი­ნებს გა­და­ვა­ჭარ­ბებთ და ყო­ველ ათწლე­ულს წი­ნა­ზე უკე­თე­სად ვაქ­ცევთ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

წიგნი, რომელიც ხანგრძლივი ცხოვრების მთავარ გასაღებზე გვიამბობს - ინტერვიუ "ლურჯი ოკეანის" ხელმძღვანელ თამთა ჯაფარაშვილთან

წიგნი, რომელიც ხანგრძლივი ცხოვრების მთავარ გასაღებზე გვიამბობს - ინტერვიუ "ლურჯი ოკეანის" ხელმძღვანელ თამთა ჯაფარაშვილთან

თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ქრონიკული დაავადებები მილიონობით ადამიანის ცხოვრებას განსაზღვრავს, სულ უფრო მეტს ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა, ენერგია და სიცოცხლის ხანგრძლივობა. სწორედ ამ კითხვებზე პასუხს გვთავაზობს პიტერ ატია თავის ბესტსელერში „Outlive: The Science and Art of Longevity“ („ხანგრძლივი სიცოცხლე – დღეგრძელობის მეცნიერება და ხელოვნება“).

ბესტსელერი ქართულ ენაზე პროექტ „ლურჯ ოკეანის“ ფარგლებში ითარგმნა და უკვე ხელმისაწვდომია როგორც წიგნის მაღაზიებში, ისე „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე. რატომ არის წიგნის გამოცემა მნიშვნელოვანი და როგორ დაეხმარება ის მკითხველს ჯანსაღი ცხოვრების დაწყებასა და ყოველდღიური რუტინის გაუმჯობესებაში, ამის შესახებ პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ხელმძღვანელი, თამთა ჯაფარაშვილი საუბრობს:

  • პიტერ ატია მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მკვლევარი და ექიმია, რომლის იდეებიც ადამიანებს შთააგონებს, აჩვენებს გზას, როგორ შეცვალონ ყოველდღიური რუტინა და გამოიმუშაონ ჯანსაღი ჩვევები. საინტერესოა, რამდენად მნიშვნელოვანია მისი იდეების თარგმნა და გამოცემა ქართულ ენაზე და რამდენად დაინტერესებულია ქართული აუდიტორია მსგავსი თემებით?

თანამედროვე ცხოვრება, ტექნოლოგიური განვითარება, დამოკიდებულება სოციალურ მედიაზე, სრულ განაკვეთზე მუშაობა და ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, არაჯანსაღი საკვები და მავნე ნივთიერებებით გაჯერებული ჟანგბადი თითქოს უკვე იქცა თითოეული ჩვენგანის მოცემულობად, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. ამ გამოწვევებს ყოველდღიურ სტრესსაც თუ დავუმატებთ, დავინახავთ, თუ რა საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა. შესაბამისად, ჩემი შეფასებით, პიტერ ატიას მსგავსი ნოვატორული მიდგომების მქონე ავტორებისა და მათი უახლესი ნაშრომების ქართულ ენაზე გამოცემა ჩვენი საზოგადოების ფიზიკური სიჯანსაღისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ ახალი საგამომცემლო პროექტი, „პანაცეა“ - ქვეყანაში ჯანსაღი, დაბალანსებული ცხოვრების წესისა და დღეგრძელობის ხელშეწყობისთვის. აუდიტორიის ინტერესს ერთი მხრივ, საკითხის აქტუალურობა განაპირობებს - ჯანმრთელობის მდგომარეობა და ცხოვრების ხარისხი ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ, სწორედ აქ ჩანს ჩვენი, როგორც წამყვანი გამომცემლობის როლი - ისეთი წიგნები შესთავაზო მკითხველს, რომელიც მათ არა მხოლოდ დააფიქრებს, არამედ ბიძგს მისცემს რეალური და ძალიან საჭირო ცხოვრებისეული ცვლილებებისთვის.

  • ზოგადად პიტერ ატიას პერსონა რამდენად გავლენიანია პრევენციულ მედიცინაში, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება გახდა?

მედიცინის დოქტორი პიტერ ატია Early Medical-ის დამფუძნებელია. სამედიცინო ხარისხი სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში მიიღო, ჯონს ჰოპკინსის ჰოსპიტალში კი ზოგად ქირურგიაში დახელოვნდა. ასევე მუშაობდა NIH-ის ქირურგიული ონკოლოგიის განყოფილებაში სიმსივნის ეროვნულ ინსტიტუტში, სადაც მისი კვლევითი საქმიანობა ფოკუსირებული იყო მელანომის იმუნიტეტზე დაფუძნებულ თერაპიაზე. 30 წლის ასაკისთვის პიტერ ატია მარათონელი მოცურავე იყო და კატალინას არხიც კი გადაცურა. მაგრამ თანდათან აღმოაჩინა, რომ უკვე აღარ იყო ჯანმრთელი და გულის დაავადებით ნაადრევი სიკვდილის გზას ადგა. ამის გაცნობიერებამ დღეგრძელობის გააზრებამდე და პრევენციულ მედიცინამდე მიიყვანა. დღეს ის ამ მიმართულების ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტად ითვლება გლობალური მასშტაბით.

  • რა აღმოჩენების გაკეთებას შევძლებთ პიტერ ატიას „ხანგრძლივი სიცოცხლე დღეგრძელობის მეცნიერება და ხელოვნება?“

წიგნის დასაწყისში ავტორი საკუთარ უცნაურ და ხშირ სიზმარზე საუბრობს, თუ როგორ ესვრის ვიღაც კვერცხებს და როგორ ცდილობს იმ ნატყორცნი კვერცხების დაჭერას, თუმცა უმეტესად ამაოდ. დასკვნის სახით გვეუბნება, რომ მთავარი გზა არა მათი აცდენა ან დაჭერა, არამედ მსროლელის შეჩერებაა. პრევენცია - სწორედ ესაა ამ ტექსტის ძირითადი საზრისი. ძენ ბუდიზმში არსებობს ასეთი კონცეფციები: კენშო და სატორი. სატორი გააზრების, გაცნობიერების შედეგად ზრდას გულისხმობს და „ხანგრძლივი სიცოცხლის“ გამოცემით სწორედ ასეთ გზაზე ვიწვევთ მკითხველს თანამგზავრად. კენშო ტკივილის შედეგად ზრდას აღნიშნავს. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ამ და მსგავსი ლიტერატურის გაცნობით ადამიანებს დაავადებებისა და დაავადებებით გამოწვეული ტკივილის თავიდან აცილებაში დავეხმაროთ.

„ხანგრძლივ სიცოცხლეში“ მკითხველები აღმოაჩენენ:

  • რატომაა სისხლისა და ქოლესტერინის ტესტების შედეგები „ნორმალური“ წლიური შემოწმებისას, თუმცა მაინც არ ხართ ჯანმრთელი? – იმიტომ, რომ საშუალო არ ნიშნავს ოპტიმალურს.
  • რატომაა ვარჯიში ყველაზე ძლიერმოქმედი „წამალი“ დღეგრძელობისთვის და როგორ დავიწყოთ მზადება ასწლოვანთა ათჭიდისთვის?
  • რატომ უნდა ამოვიგდოთ თავიდან „დიეტები“ და ნაცვლად ამისა, ვფოკუსირდეთ კვებით ბიოქიმიაზე პერსონალური კვების რეჟიმისთვის საჭირო ტექნოლოგიისა და მონაცემების გამოყენებით.
  • რატომ შეიძლება გადაიქცეს ემოციური ჯანმრთელობის იგნორირების ხარჯზე ფიზიკურ ვარჯიშსა და ხანგრძლივ სიცოცხლეზე ორიენტირება წყევლად.

  • რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში მკითხველი ეცნობოდეს თანამედროვე და წამყვან პროფესიულ და საგანმანათლებლო ლიტერატურას და რა ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით „ლურჯი ოკეანე?“

„ლურჯი ოკეანე“ 2015 წლიდან დღემდე უკონკურენტოა საქართველოში ბიზნესლიტერატურის მიმართულებით. 2020 წლიდან უკვე მეორეული საგამომცემლო ხაზიც, ე.წ Self-help მიმართულებაც დავამატეთ. სიახლე არაა, რომ ქართული საგამომცემლო სფერო, მკითხველის მოთხოვნები და მოლოდინები გარკვეულწილად იმეორებს და მიჰყვება საერთაშორისო სიახლეებს. პიტერ ატიას „ხანგრძლივი სიცოცხლე“ გამოცემის დღიდან დღემდე (85 კვირის განმავლობაში) New York Times-ის ბესტსელერების სათავეშია. სწორედ ამ წიგნის პოპულარობამ და თემის აქტუალურობამ განაპირობა „პანაცეას“ დაწყებაც. შესაბამისად, „ლურჯი ოკეანე“ ყოველთვის იქაა, სადაც სიახლე, შთაგონება და ღირებული იდეების გავრცელების შესაძლებლობა ჩნდება.

შეჯამების სახით ვიტყოდი, რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხანგრძლივობა იმაზე მეტადაა ჩვენზე დამოკიდებული, ვიდრე გვგონია. ნებისმიერ მომენტში შეგვიძლია დავადგეთ ცხოვრების ახალ გზას, რომლის მეშვეობითაც მოლოდინებს გადავაჭარბებთ და ყოველ ათწლეულს წინაზე უკეთესად ვაქცევთ.

R