სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხრა დაკარგული სტუდენტი, რომლებიც შვებულების დროს გაუჩინარდნენ, დანაწევრებულები იპოვეს - მექსიკაში მომხდარი სასტიკი დანაშაულის დეტალები
ცხრა დაკარგული სტუდენტი, რომლებიც შვებულების დროს გაუჩინარდნენ, დანაწევრებულები იპოვეს - მექსიკაში მომხდარი სასტიკი დანაშაულის დეტალები

ცხრა და­კარ­გუ­ლი სტუ­დენ­ტი, რომ­ლე­ბიც შვე­ბუ­ლე­ბის დროს სამ­ხრეთ მექ­სი­კა­ში გა­უ­ჩი­ნარ­დნენ, გზატ­კე­ცი­ლის პი­რას და­ნა­წევ­რე­ბუ­ლე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

  • სტუ­დენ­ტე­ბის ნეშ­ტე­ბი მი­ტო­ვე­ბუ­ლი მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ში, სან ხოსე მი­ა­უ­ატ­ლან­ში იპო­ვეს, რო­მე­ლიც პუ­ებ­ლას და ოა­ხა­კას შტა­ტე­ბის სა­ზღვარ­ზე, მექ­სი­კის დე­და­ქა­ლა­ქი­დან 175 მილ­ში მდე­ბა­რე­ობს.

ცხრი­დან ხუთი სტუ­დენ­ტის ნეშ­ტე­ბი სის­ხლით გაჟ­ღენ­თი­ლი ტენ­ტის ქვეშ იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი ოთხი - სა­ბარ­გულ­ში.

უფრო მე­ტიც, სა­ბარ­გულ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ორი მოკ­ვე­თი­ლი ხელი და ჩან­თა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მელ­შიც და­მა­ტე­ბით რვა წყვი­ლი ხელი იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი. ცხრა­ვე მსხვერ­პლი 19-დან 30 წლამ­დე ასა­კის იყ­ვნენ, მათ­გან 5 მა­მა­კა­ცი და 4 ქალი.

სტუ­დენ­ტე­ბი ტლაქსკა­ლას შტა­ტი­დან იყ­ვნენ და 27 თე­ბერ­ვალს, ოა­ხა­კას პლა­ჟებ­ზე მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას გა­უ­ჩი­ნარ­დნენ.

რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, 2 მარტს, მათ მან­ქა­ნა, მუქი ნაც­რის­ფე­რი Volkswagen Vento სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მოძ­რა­ო­ბით გა­დატ­ვირ­თულ Cuacnopalan-Oaxaca-ს გზატ­კე­ცილ­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

მსხვერ­პლთა უმე­ტე­სი ნა­წი­ლი უკვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, მხო­ლოდ მე­ცხრე მსხვერ­პლის ვი­ნა­ო­ბაა ჯერ უც­ნო­ბი.

ჯერ­ჯე­რო­ბით ფაქ­ტზე არა­ვინ და­უ­კა­ვე­ბი­ათ.

პუ­ებ­ლას შტა­ტის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 24 თე­ბერ­ვლის სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის კად­რებ­ში ჩანს, რო­გორ გა­და­ად­გილ­დე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი მან­ქა­ნა გზატ­კე­ცილ­ზე, იმ ად­გი­ლას, რაც იმ გვა­მე­ბის აღ­მო­ჩე­ნის ლო­კა­ცი­ი­დან 90 მი­ლი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი.

პრო­კუ­რა­ტუ­რა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის დაც­ვის მი­ზე­ზით და­მა­ტე­ბი­თი დე­ტა­ლე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის­გან თავს იკა­ვებს.

"ამ დრო­ის­თვის ვე­რა­ფერს გა­ვამ­ხელთ. არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე სამ­ძებ­რო მი­მარ­თუ­ლე­ბა, მაგ­რამ მათი გამ­ჟღავ­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რა­ტუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა, იდა­მის პას­ტორ ბე­ტან­კურტმა.

  • მექ­სი­კა­ში ძა­ლა­დო­ბა უკი­დუ­რე­სად მა­ღალ ნიშ­ნულ­ზეა, 2023 წელს 30,000-ზე მეტი მკვლე­ლო­ბა და­ფიქ­სირ­და, რო­მელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბაც ნარ­კო­კარ­ტე­ლებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

კარ­ტე­ლე­ბი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ტე­რო­რი­ზე­ბის­თვის სას­ტიკ მე­თო­დებს იყე­ნე­ბენ. 2018 წელს გუ­ა­და­ლა­ხა­რა­ში ფილ­მის გა­და­ღე­ბი­სას სამი სტუ­დენ­ტი შემ­თხვე­ვით ერთ-ერთი დაჯ­გუ­ფე­ბის მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ სახ­ლს იღებ­და. ისი­ნი კარ­ტელ CJNG-ის წევ­რებ­მა გა­ი­ტა­ცეს და მოკ­ლეს.

კარ­ტე­ლე­ბი ხში­რად ტო­ვე­ბენ ნეშ­ტებს სა­ჯა­რო ად­გი­ლებ­ში, რათა ში­შის გავ­რცე­ლე­ბა გა­აძ­ლი­ე­რონ. მკვლე­ლო­ბე­ბის ასე­თი სას­ტი­კი ფორ­მე­ბი ახა­ლი წევ­რე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი გაწ­ვრთნის ნა­წი­ლა­დაც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

მექ­სი­კა­ში 2020 წლის­თვის 63,428 მა­სობ­რი­ვი საფ­ლა­ვი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, სა­დაც 92,658 ადა­მი­ა­ნის ნეშ­ტია და­მარ­ხუ­ლი.

წყა­რო

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ცხრა დაკარგული სტუდენტი, რომლებიც შვებულების დროს გაუჩინარდნენ, დანაწევრებულები იპოვეს - მექსიკაში მომხდარი სასტიკი დანაშაულის დეტალები

ცხრა დაკარგული სტუდენტი, რომლებიც შვებულების დროს გაუჩინარდნენ, დანაწევრებულები იპოვეს - მექსიკაში მომხდარი სასტიკი დანაშაულის დეტალები

ცხრა დაკარგული სტუდენტი, რომლებიც შვებულების დროს სამხრეთ მექსიკაში გაუჩინარდნენ, გზატკეცილის პირას დანაწევრებულები აღმოაჩინეს.

  • სტუდენტების ნეშტები მიტოვებული მანქანის საბარგულში, სან ხოსე მიაუატლანში იპოვეს, რომელიც პუებლას და ოახაკას შტატების საზღვარზე, მექსიკის დედაქალაქიდან 175 მილში მდებარეობს.

ცხრიდან ხუთი სტუდენტის ნეშტები სისხლით გაჟღენთილი ტენტის ქვეშ იყო მოთავსებული, ხოლო დანარჩენი ოთხი - საბარგულში.

უფრო მეტიც, საბარგულში სამართალდამცავებმა ორი მოკვეთილი ხელი და ჩანთა აღმოაჩინეს, რომელშიც დამატებით რვა წყვილი ხელი იყო მოთავსებული. ცხრავე მსხვერპლი 19-დან 30 წლამდე ასაკის იყვნენ, მათგან 5 მამაკაცი და 4 ქალი.

სტუდენტები ტლაქსკალას შტატიდან იყვნენ და 27 თებერვალს, ოახაკას პლაჟებზე მოგზაურობისას გაუჩინარდნენ.

რამდენიმე დღის შემდეგ, 2 მარტს, მათ მანქანა, მუქი ნაცრისფერი Volkswagen Vento სამართალდამცავებმა მოძრაობით გადატვირთულ Cuacnopalan-Oaxaca-ს გზატკეცილზე აღმოაჩინეს.

მსხვერპლთა უმეტესი ნაწილი უკვე იდენტიფიცირებულია, მხოლოდ მეცხრე მსხვერპლის ვინაობაა ჯერ უცნობი.

ჯერჯერობით ფაქტზე არავინ დაუკავებიათ.

პუებლას შტატის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 24 თებერვლის სათვალთვალო კამერების კადრებში ჩანს, როგორ გადაადგილდება აღნიშნული მანქანა გზატკეცილზე, იმ ადგილას, რაც იმ გვამების აღმოჩენის ლოკაციიდან 90 მილითაა დაშორებული.

პროკურატურა კონფიდენციალურობის დაცვის მიზეზით დამატებითი დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებს.

"ამ დროისთვის ვერაფერს გავამხელთ. არსებობს რამდენიმე სამძებრო მიმართულება, მაგრამ მათი გამჟღავნება შეუძლებელია“, - განაცხადა პროკურატურის ხელმძღვანელმა, იდამის პასტორ ბეტანკურტმა.

  • მექსიკაში ძალადობა უკიდურესად მაღალ ნიშნულზეა, 2023 წელს 30,000-ზე მეტი მკვლელობა დაფიქსირდა, რომელთა უმრავლესობაც ნარკოკარტელებთან იყო დაკავშირებული.

კარტელები მოწინააღმდეგეებისა და საზოგადოების ტერორიზებისთვის სასტიკ მეთოდებს იყენებენ. 2018 წელს გუადალახარაში ფილმის გადაღებისას სამი სტუდენტი შემთხვევით ერთ-ერთი დაჯგუფების მფლობელობაში არსებულ სახლს იღებდა. ისინი კარტელ CJNG-ის წევრებმა გაიტაცეს და მოკლეს.

კარტელები ხშირად ტოვებენ ნეშტებს საჯარო ადგილებში, რათა შიშის გავრცელება გააძლიერონ. მკვლელობების ასეთი სასტიკი ფორმები ახალი წევრების ფსიქოლოგიური გაწვრთნის ნაწილადაც გამოიყენება.

მექსიკაში 2020 წლისთვის 63,428 მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, სადაც 92,658 ადამიანის ნეშტია დამარხული.

წყარო