კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩავრთე ტელევიზორი, ვნახე, რომ არის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის ინაუგურაცია... ჩემში ჯერ მიშა "გავარდა" და მერე წავედი მე აქციაზე" - რა თქვა პროცესზე ქართლოს ნატროშვილმა
"ჩავრთე ტელევიზორი, ვნახე, რომ არის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის ინაუგურაცია... ჩემში ჯერ მიშა "გავარდა" და მერე წავედი მე აქციაზე" - რა თქვა პროცესზე ქართლოს ნატროშვილმა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ იუ­მო­რის­ტი ქარ­თლოს ნატ­როშ­ვი­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად ცნო და 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლი და­ა­კის­რა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ნატ­როშ­ვილს მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­ზე გზის გა­და­კეტ­ვას ედა­ვე­ბა.

  • რო­გორც შსს-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, არ­სე­ბობს კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს ქარ­თლოს ნატ­როშ­ვი­ლის მხრი­დან გზის გა­და­კეტ­ვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი კად­რე­ბი დღეს სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზეც გა­მო­იკ­ვლი­ეს. შსს-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მო­სა­მარ­თლეს ნა­ტოშ­ვი­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად ცნო­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა.

დაც­ვის მხა­რის თქმით, კი ნატ­როშ­ვი­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ჯა­რი­მე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს, ამი­ტომ სა­სა­მარ­თლო­ში იშუ­ამ­დგომ­ლა, რომ ნატ­როშ­ვილს სი­ტყვი­ე­რი შე­ნიშ­ვნა მის­ცე­მო­და.

თა­ვად ქარ­თლოს ნატ­როშ­ვი­ლის თქმით, გზის გა­და­კეტვის მო­ტი­ვით ის უკვე ორ­ჯერ არის და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი 5 000-5 000 ლა­რით 11-13 თე­ბერ­ვალს. ამ­ჯე­რად კი, მას შსს ედა­ვე­ბა გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში პარ­ლა­მენ­ტთან გზის გა­და­კეტ­ვას, რო­დე­საც მის­ვე თქმით, "პარ­ლა­მენ­ტში თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და".

"ლი­რი­უ­ლი გა­დახ­ვე­ვა მინ­და გა­ვა­კე­თო ბა­ტო­ნო მო­სა­მარ­თლე. 28 ნო­ემ­ბერს, ჩავ­რთე ტე­ლე­ვი­ზო­რი, ვნა­ხე, რომ არის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცია. ჩემ­ში ჯერ მიშა გა­ვარ­და და მერე წა­ვე­დი მე აქ­ცი­ა­ზე”, - მი­მარ­თა ქარ­თლოს ნატ­როშ­ვილ­მა მო­სა­მარ­თლე კობა ჩა­გუ­ნა­ვას.

სა­ბო­ლო­ოდ კი, მო­სა­მარ­თლე კობა ჩა­გუ­ნა­ვამ შსს-ს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა გა­ი­ზი­ა­რა და იუ­მო­რისტ ქარ­თლოს ნატ­როშ­ვილს ამ­ჯე­რად, 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლი და­ა­კის­რა.

ავტორი:

"ჩავრთე ტელევიზორი, ვნახე, რომ არის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის ინაუგურაცია... ჩემში ჯერ მიშა "გავარდა" და მერე წავედი მე აქციაზე" - რა თქვა პროცესზე ქართლოს ნატროშვილმა

"ჩავრთე ტელევიზორი, ვნახე, რომ არის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის ინაუგურაცია... ჩემში ჯერ მიშა "გავარდა" და მერე წავედი მე აქციაზე" - რა თქვა პროცესზე ქართლოს ნატროშვილმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ იუმორისტი ქართლოს ნატროშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 500 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული სახდელი დააკისრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნატროშვილს მიმდინარე აქციებზე გზის გადაკეტვას ედავება.

  • როგორც შსს-ს წარმომადგენელმა სხდომაზე აღნიშნა, არსებობს კადრები, სადაც ჩანს ქართლოს ნატროშვილის მხრიდან გზის გადაკეტვა. აღნიშნული კადრები დღეს სასამართლო პროცესზეც გამოიკვლიეს. შსს-ს წარმომადგენელმა მოსამართლეს ნატოშვილის ადმინისტრაციული წესით სამართალდამრღვევად ცნობის შუამდგომლობით მიმართა.

დაცვის მხარის თქმით, კი ნატროშვილის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების საფუძველი არ არსებობს, ამიტომ სასამართლოში იშუამდგომლა, რომ ნატროშვილს სიტყვიერი შენიშვნა მისცემოდა.

თავად ქართლოს ნატროშვილის თქმით, გზის გადაკეტვის მოტივით ის უკვე ორჯერ არის დაჯარიმებული 5 000-5 000 ლარით 11-13 თებერვალს. ამჯერად კი, მას შსს ედავება გასული წლის ნოემბერში პარლამენტთან გზის გადაკეტვას, როდესაც მისვე თქმით, "პარლამენტში თვითგამოცხადებული პრეზიდენტის ინაუგურაცია მიმდინარეობდა".

"ლირიული გადახვევა მინდა გავაკეთო ბატონო მოსამართლე. 28 ნოემბერს, ჩავრთე ტელევიზორი, ვნახე, რომ არის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის ინაუგურაცია. ჩემში ჯერ მიშა გავარდა და მერე წავედი მე აქციაზე”, - მიმართა ქართლოს ნატროშვილმა მოსამართლე კობა ჩაგუნავას.

საბოლოოდ კი, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ შსს-ს შუამდგომლობა გაიზიარა და იუმორისტ ქართლოს ნატროშვილს ამჯერად, 500 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული სახდელი დააკისრა.