სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ღლონტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო პრობლემები შეექმნა - "გარეთ ვერ გავდივართ, გვერდზე სახლებს ხეები დაეცა, არ გვაქვს დენი და წყალი"
მამუკა ღლონტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო პრობლემები შეექმნა - "გარეთ ვერ გავდივართ, გვერდზე სახლებს ხეები დაეცა, არ გვაქვს დენი და წყალი"

"დენი არ გვაქვს, წყა­ლი არ გვაქვს და არც ინ­ტერ­ნე­ტი" - წერს ტე­ლეპ­რო­დი­უ­სე­რი მამუ­კა ღლონ­ტი, რო­მე­ლიც, რო­გორც ცნო­ბი­ლია, უკვე წლე­ბია, ზღვის­პი­რეთ­ში ცხოვ­რობს, კერ­ძოდ, კაპ­რო­ვან­ში.

5-დღი­ან­მა გა­და­უ­დე­ბელ­მა, ძლი­ერ­მა თოვლმა ის და მისი მე­უღ­ლე ფაქ­ტობ­რი­ვად სახ­ლში ჩა­კე­ტა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცენ­ტრა­ლუ­რი გზა მისი სახ­ლი­დან 100-მეტრშია, ისეა თოვ­ლის გამო ყვე­ლა­ფე­რი ირ­გვლივ ჩა­ხერ­გი­ლი, რომ სახ­ლი­დან გას­ვლას ვერ ახერ­ხებს.

AMBEBI.GE მა­მუ­კა ღლონტს და­უ­კავ­შირ­და.

- თოვა 5 დღის წინ და­ი­წყო და დღემ­დე არ ჩერ­დე­ბა. თოვ­ლის სიმ­ძი­მემ და­ამ­ტვრია ხის ტო­ტე­ბი, წა­აქ­ცია ხე­ე­ბი, და­ა­ზი­ა­ნა სახ­ლე­ბი, ელექტრო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბა, ინ­ტერ­ნე­ტი, ზო­გან - გაზ­მო­მა­რა­გე­ბა არ არის, ზო­გან - წყალ­მო­მა­რა­გე­ბა. ჩვენ მე­ხუ­თე დღეა, დენი არ გვაქვს და ახლა მი­ვი­ღე სმს, - წყა­ლიც შე­წყდე­ბა... მთა­ვა­რი ისაა, რომ გა­და­უ­ღებ­ლად თოვს.

- რამ­ხე­ლაა თოვ­ლის სა­ფა­რი?

- 80 სმ-მდე. თუ არ გა­ჩერ­და, შე­იძ­ლე­ბა მეტრსაც მი­აღ­წი­ოს, ინ­ტენ­სი­უ­რად თოვს... ელექტრო­ე­ნერ­გია მე იმი­ტომ არ მაქვს, რომ ჩა­მომტვრე­ულ­მა ხე­ებ­მა და ტო­ტებ­მა ელექტრო­გაყ­ვა­ნი­ლო­ბა და­ა­ზი­ა­ნა, რად­გან თოვ­ლის სიმ­ძი­მემ ისი­ნი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მო­ტე­ხა. ჩემს ეზო­ში მო­ის­პო ნარ­გა­ვე­ბი, ხე­ე­ბი. წინა ეზო­ში ვერ გავ­დი­ვარ, მაგ­რამ ჩემი სახ­ლის გვერ­დზე რა სახ­ლე­ბი­ცაა, ყვე­ლას ხე აქვს და­ცე­მუ­ლი.

ჩემ­სას ჯერ­ჯე­რო­ბით არ დას­ცე­მია. ერთ სახ­ლს მა­გა­ლი­თად, სამი ხე ერ­თად და­ე­ცა. ჩა­მო­ტე­ხი­ლი ტო­ტე­ბით და წაქ­ცე­უ­ლი ხე­ე­ბით ჩა­ხერ­გი­ლია ყვე­ლა­ფე­რი, მო­სას­ვლე­ლი გზა. ჩვენს სახ­ლამ­დე ვერ მოხ­ვალთ, გა­და­ხერ­გი­ლია. სახ­ლი­დან ქუ­ჩამ­დე 100 მეტ­რია და იქამ­დე ვერ მივ­დი­ვარ. სა­ერ­თოდ, გა­რეთ ვერ გავ­დი­ვართ და იზო­ლი­რე­ბუ­ლე­ბი ვართ.

- პრო­დუქ­ტე­ბი თუ გაქვთ?

- რა­ღაც მა­რა­გი სულ გვაქვს ხოლ­მე და ახლა უბ­რა­ლოდ იმ მა­რაგს ვი­ზო­გავთ.

- არა­ვინ ასუფ­თა­ვებს თოვ­ლის­გან და დამ­ტვრე­უ­ლი ტო­ტე­ბის­გან, ხე­ე­ბის­გან ტე­რი­ტო­რი­ას?

- პირ­ველ დღეს ტრაქ­ტო­რი გა­მოგ­ზავ­ნეს, რო­მელ­მაც გზა გაწ­მინ­და და ისევ ჩა­მო­იმ­ტვრა ყვე­ლა­ფე­რი. იმის მერე არა­ვინ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ამინ­დის პროგ­ნოზს თუ და­ვუ­ჯე­რებთ, ხვალ დი­ლამ­დე უნდა გავძლოთ... არა­და, ახ­ლაც ისე თოვს, აი, რა გი­თხრათ.

ავტორი:

მამუკა ღლონტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო პრობლემები შეექმნა - "გარეთ ვერ გავდივართ, გვერდზე სახლებს ხეები დაეცა, არ გვაქვს დენი და წყალი"

მამუკა ღლონტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო პრობლემები შეექმნა - "გარეთ ვერ გავდივართ, გვერდზე სახლებს ხეები დაეცა, არ გვაქვს დენი და წყალი"

"დენი არ გვაქვს, წყალი არ გვაქვს და არც ინტერნეტი" - წერს ტელეპროდიუსერი მამუკა ღლონტი, რომელიც, როგორც ცნობილია, უკვე წლებია, ზღვისპირეთში ცხოვრობს, კერძოდ, კაპროვანში.

5-დღიანმა გადაუდებელმა, ძლიერმა თოვლმა ის და მისი მეუღლე ფაქტობრივად სახლში ჩაკეტა. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური გზა მისი სახლიდან 100-მეტრშია, ისეა თოვლის გამო ყველაფერი ირგვლივ ჩახერგილი, რომ სახლიდან გასვლას ვერ ახერხებს.

AMBEBI.GE მამუკა ღლონტს დაუკავშირდა.

- თოვა 5 დღის წინ დაიწყო და დღემდე არ ჩერდება. თოვლის სიმძიმემ დაამტვრია ხის ტოტები, წააქცია ხეები, დააზიანა სახლები, ელექტროგაყვანილობა, ინტერნეტი, ზოგან - გაზმომარაგება არ არის, ზოგან - წყალმომარაგება. ჩვენ მეხუთე დღეა, დენი არ გვაქვს და ახლა მივიღე სმს, - წყალიც შეწყდება... მთავარი ისაა, რომ გადაუღებლად თოვს.

- რამხელაა თოვლის საფარი?

- 80 სმ-მდე. თუ არ გაჩერდა, შეიძლება მეტრსაც მიაღწიოს, ინტენსიურად თოვს... ელექტროენერგია მე იმიტომ არ მაქვს, რომ ჩამომტვრეულმა ხეებმა და ტოტებმა ელექტროგაყვანილობა დააზიანა, რადგან თოვლის სიმძიმემ ისინი დიდი რაოდენობით მოტეხა. ჩემს ეზოში მოისპო ნარგავები, ხეები. წინა ეზოში ვერ გავდივარ, მაგრამ ჩემი სახლის გვერდზე რა სახლებიცაა, ყველას ხე აქვს დაცემული.

ჩემსას ჯერჯერობით არ დასცემია. ერთ სახლს მაგალითად, სამი ხე ერთად დაეცა. ჩამოტეხილი ტოტებით და წაქცეული ხეებით ჩახერგილია ყველაფერი, მოსასვლელი გზა. ჩვენს სახლამდე ვერ მოხვალთ, გადახერგილია. სახლიდან ქუჩამდე 100 მეტრია და იქამდე ვერ მივდივარ. საერთოდ, გარეთ ვერ გავდივართ და იზოლირებულები ვართ.

- პროდუქტები თუ გაქვთ?

- რაღაც მარაგი სულ გვაქვს ხოლმე და ახლა უბრალოდ იმ მარაგს ვიზოგავთ.

- არავინ ასუფთავებს თოვლისგან და დამტვრეული ტოტებისგან, ხეებისგან ტერიტორიას?

- პირველ დღეს ტრაქტორი გამოგზავნეს, რომელმაც გზა გაწმინდა და ისევ ჩამოიმტვრა ყველაფერი. იმის მერე არავინ გამოჩენილა. ამინდის პროგნოზს თუ დავუჯერებთ, ხვალ დილამდე უნდა გავძლოთ... არადა, ახლაც ისე თოვს, აი, რა გითხრათ.