კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადამაყოლეთ თანამედროვე სურათის ყიდვას, ის სურათი სახლში წავიღე? პრეზიდენტის სასახლეში კიდია... დღევანდელი მთავრობა 4-ჯერ მეტს ხარჯავს" - სააკაშვილი
"გადამაყოლეთ თანამედროვე სურათის ყიდვას, ის სურათი სახლში წავიღე? პრეზიდენტის სასახლეში კიდია... დღევანდელი მთავრობა 4-ჯერ მეტს ხარჯავს" - სააკაშვილი

2014 წელს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე გავ­ხდი, რამ­დე­ნი­მე დღე­ში ეს საქ­მე აღიძ­რა - ვინ­მემ არ მი­თხრას, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა თვი­თონ გა­ბე­და სა­ქარ­თვე­ლო­ზე ათ­ჯერ დიდი ქვეყ­ნის რე­გი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნელ­ზე და ყო­ფილ პრე­ზი­დენტზე საქ­მის აღ­ძვრა - რა თქმა უნდა, ეს იყო მი­თი­თე­ბა და და­ვა­ლე­ბა, იმი­ტომ, რომ ყელ­ში ვყავ­დი გა­ჩხი­რუ­ლი მის პატ­რო­ნებს,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა დიდი ოდე­ნო­ბით სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის ჯგუ­ფუ­რად გაფ­ლან­გვის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბა რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის სამი წლის თავ­ზე სურთ, რად­გან „რუ­სე­თის ტე­ლე­ვი­ზი­ებს ზარ-ზე­ი­მით მო­ეხ­სე­ნი­ე­ბი­ნათ“.

„რაც შე­ე­ხე­ბა იმას თუ რამ­დე­ნად პო­ლი­ტი­კუ­რია ეს პრო­ცე­სი. შევ­ხე­დოთ ქრო­ნო­ლო­გი­ას და ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი გახ­დე­ბა. 2014 წელს მე გავ­ხდი უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე. რამ­დე­ნი­მე დღე­ში ამ მოვ­ლე­ნი­დან, ე.წ ის საქ­მე აღიძ­რა, რო­მელ­საც დღეს იხი­ლავთ. შემ­დეგ, ძა­ლი­ან გა­დამ­წყვეტ დროს, 2015 წელს, მე ვხვდე­ბი უკ­რა­ი­ნის ყვე­ლა­ზე დიდი და ყვე­ლა­ზე სტრა­ტე­გი­უ­ლი ოლ­ქის, რე­გი­ო­ნის, ოდე­სის, გუ­ბერ­ნა­ტო­რი. ეს არის ის დრო, რო­დე­საც რუ­სე­თი ოდე­სის და­პყრო­ბის მცდე­ლო­ბე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბებს აქ­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებს და ამ დროს, იქ მათ გზა­ზე ხვდე­ბათ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

ეს რა თქმა უნდა, მათ ძა­ლი­ან აღი­ზი­ა­ნებ­და. ჰოი საკ­ვირ­ვე­ლე­ბა, რამ­დე­ნი­მე დღე­ში, რაც მე გუ­ბერ­ნა­ტო­რი გავ­ხდი, მგო­ნი, დღე­ვან­დე­ლი მოქ­მე­დი ე.წ. მო­სა­მარ­თლე უკ­რა­ი­ნის ყვე­ლა­ზე დიდი ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რის და­პა­ტიმ­რე­ბის ბრძა­ნე­ბას გას­ცემს. ერთი სახე გაქვთ თქვენ - ეს არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის. ვინ­მემ არ მი­თხრას, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა თვი­თონ გა­ბე­და და თვი­თონ გა­და­წყვი­ტა სა­ქარ­თვე­ლო­ზე ათ­ჯერ დიდი ქვეყ­ნის იმ რე­გი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნელ­ზე და ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტზე საქ­მის აღ­ძვრა, რო­მე­ლიც პრაქ­ტი­კუ­ლად, სი­დი­დით სა­ქარ­თვე­ლოს უტოლ­დე­ბა. რა თქმა უნდა, ეს იყო მი­თი­თე­ბა და და­ვა­ლე­ბა. იმი­ტომ, რომ ყელ­ში ვყავ­დი გა­ჩხი­რუ­ლი მის პატ­რო­ნებს. ამი­ტომ ქრო­ნო­ლო­გია დღე­სა­ვით ნა­თე­ლია და პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბაც რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის სამი წლის თავ­ზე გინ­დო­დათ, რათა რუ­სე­თის ტე­ლე­ვი­ზი­ებს ზარ-ზე­ი­მით მო­ეხ­სე­ნი­ე­ბი­ნათ. ეს არის ამ საქ­მის არსი“,- გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

  • სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, „დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბა ზუს­ტად 4-ჯერ მეტს ხარ­ჯავს“, ვიდ­რე თა­ვად ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს.

"დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბა ხარ­ჯავს ზუს­ტად 4-ჯერ მეტს, ვიდ­რე მე ვხარ­ჯავ­დი მა­შინ. ეს ვიცი ზუს­ტად. თქვენ არ მოხ­სე­ნით გრი­ფით სა­ი­დუმ­ლო ამ მთავ­რო­ბის ხარ­ჯებს მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზით, რომ მე გა­გემ­ტყუ­ნე­ბი­ნეთ და ამათ ვი­თომ არა­ფე­რი. ესე­ნი მარ­თლა ღრე­ო­ბებ­ზე, ორ­გი­ებ­ზე ხარ­ჯა­ვენ, მარ­თლა სა­ზი­ზღრო­ბებ­ზე, უამ­რა­ვი არა­სა­ჭი­რო ნივ­თის შე­ძე­ნა­ზე. რომ გა­და­მა­ყო­ლეთ თა­ნა­მედ­რო­ვე სუ­რა­თის ყიდ­ვას, ის სუ­რა­თი სახ­ლში წა­ვი­ღე? იქ კი­დია პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე­ში, რო­მე­ლიც თქვენ გა­ა­უქ­მეთ“, - გა­ნა­ცხა­და სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ამას­თან, სხდო­მა­ზე სა­ა­კაშ­ვილ­მა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის მიერ მისი მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებ­ზეც ისა­უბ­რა. რო­გორც სა­ა­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, დო­ნალდ ტრამ­პი მას „კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძოლ­სა და რე­ფორ­მა­ტორს უწო­დებ­და“.

ავტორი:

"გადამაყოლეთ თანამედროვე სურათის ყიდვას, ის სურათი სახლში წავიღე? პრეზიდენტის სასახლეში კიდია... დღევანდელი მთავრობა 4-ჯერ მეტს ხარჯავს" - სააკაშვილი

"გადამაყოლეთ თანამედროვე სურათის ყიდვას, ის სურათი სახლში წავიღე? პრეზიდენტის სასახლეში კიდია... დღევანდელი მთავრობა 4-ჯერ მეტს ხარჯავს" - სააკაშვილი

2014 წელს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გავხდი, რამდენიმე დღეში ეს საქმე აღიძრა - ვინმემ არ მითხრას, რომ ივანიშვილმა თვითონ გაბედა საქართველოზე ათჯერ დიდი ქვეყნის რეგიონის ხელმძღვანელზე და ყოფილ პრეზიდენტზე საქმის აღძვრა - რა თქმა უნდა, ეს იყო მითითება და დავალება, იმიტომ, რომ ყელში ვყავდი გაჩხირული მის პატრონებს,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლოზე განაცხადა.

  • სააკაშვილის თქმით, აღნიშნული პროცესის დასრულება რუსეთის უკრაინაში შეჭრის სამი წლის თავზე სურთ, რადგან „რუსეთის ტელევიზიებს ზარ-ზეიმით მოეხსენიებინათ“.

„რაც შეეხება იმას თუ რამდენად პოლიტიკურია ეს პროცესი. შევხედოთ ქრონოლოგიას და ყველაფერი ნათელი გახდება. 2014 წელს მე გავხდი უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე. რამდენიმე დღეში ამ მოვლენიდან, ე.წ ის საქმე აღიძრა, რომელსაც დღეს იხილავთ. შემდეგ, ძალიან გადამწყვეტ დროს, 2015 წელს, მე ვხვდები უკრაინის ყველაზე დიდი და ყველაზე სტრატეგიული ოლქის, რეგიონის, ოდესის, გუბერნატორი. ეს არის ის დრო, როდესაც რუსეთი ოდესის დაპყრობის მცდელობების ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს და ამ დროს, იქ მათ გზაზე ხვდებათ სააკაშვილი.

ეს რა თქმა უნდა, მათ ძალიან აღიზიანებდა. ჰოი საკვირველება, რამდენიმე დღეში, რაც მე გუბერნატორი გავხდი, მგონი, დღევანდელი მოქმედი ე.წ. მოსამართლე უკრაინის ყველაზე დიდი ოლქის გუბერნატორის დაპატიმრების ბრძანებას გასცემს. ერთი სახე გაქვთ თქვენ - ეს არის ბიძინა ივანიშვილის. ვინმემ არ მითხრას, რომ ივანიშვილმა თვითონ გაბედა და თვითონ გადაწყვიტა საქართველოზე ათჯერ დიდი ქვეყნის იმ რეგიონის ხელმძღვანელზე და ასევე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე საქმის აღძვრა, რომელიც პრაქტიკულად, სიდიდით საქართველოს უტოლდება. რა თქმა უნდა, ეს იყო მითითება და დავალება. იმიტომ, რომ ყელში ვყავდი გაჩხირული მის პატრონებს. ამიტომ ქრონოლოგია დღესავით ნათელია და პროცესის დასრულებაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის სამი წლის თავზე გინდოდათ, რათა რუსეთის ტელევიზიებს ზარ-ზეიმით მოეხსენიებინათ. ეს არის ამ საქმის არსი“,- განაცხადა სააკაშვილმა.

  • სააკაშვილის თქმით, „დღევანდელი მთავრობა ზუსტად 4-ჯერ მეტს ხარჯავს“, ვიდრე თავად ხელისუფლებაში ყოფნის დროს.

"დღევანდელი მთავრობა ხარჯავს ზუსტად 4-ჯერ მეტს, ვიდრე მე ვხარჯავდი მაშინ. ეს ვიცი ზუსტად. თქვენ არ მოხსენით გრიფით საიდუმლო ამ მთავრობის ხარჯებს მხოლოდ ერთადერთი მიზეზით, რომ მე გაგემტყუნებინეთ და ამათ ვითომ არაფერი. ესენი მართლა ღრეობებზე, ორგიებზე ხარჯავენ, მართლა საზიზღრობებზე, უამრავი არასაჭირო ნივთის შეძენაზე. რომ გადამაყოლეთ თანამედროვე სურათის ყიდვას, ის სურათი სახლში წავიღე? იქ კიდია პრეზიდენტის სასახლეში, რომელიც თქვენ გააუქმეთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, სხდომაზე სააკაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებზეც ისაუბრა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, დონალდ ტრამპი მას „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლსა და რეფორმატორს უწოდებდა“.