პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი სერიული პედოფილის საქმე: 40 წლის მამაკაცი 13-14 წლის ბავშვებს პორნოგრაფიულ ვიდეოებს უგზავნიდა - "მომწერა "ნინო ნინოს" სახელით"
ქართველი სერიული პედოფილის საქმე: 40 წლის მამაკაცი 13-14 წლის ბავშვებს პორნოგრაფიულ ვიდეოებს უგზავნიდა - "მომწერა "ნინო ნინოს" სახელით"

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა ცოტა ხნის წინ 40 წლის მა­მა­კა­ცი და­ა­კა­ვა, რომ­ლის მსხვერ­პლიც ათო­ბით ბავ­შვია და ინ­ტი­მურ კად­რებს, ვი­დე­ო­ებს და ფო­ტო­ებს სახ­ლში ინა­ხავ­და.

  • სე­რი­უ­ლი პე­დო­ფი­ლი, მსხვერ­პლს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ეძებ­და, ბავ­შვებ­თან ნდო­ბა­ში შეს­ვლის შემ­დეგ, მათ სექ­სუ­ა­ლურ თე­მებ­ზე ელა­პა­რა­კე­ბო­და და პორ­ნოგ­რა­ფი­ულ ვი­დე­ო­ებს უგ­ზავ­ნი­და.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა თით­ქმის 5 წელს ით­ვლის.

“წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წერ­და არას­რულ­წლო­ვან პი­რებს, მათ შო­რის 13-14 წლის გო­გო­ნებს. შე­სა­ბა­მი­სად, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ის არის სე­რი­უ­ლი პე­დო­ფი­ლი“, - აცხა­დებს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი კახა სო­სე­ლია.

კი­თხვა­ზე, მო­ა­ხერ­ხა თუ არა ბრალ­დე­ბულ­მა ვინ­მეს­თან შეხ­ვედ­რა, გა­მომ­ძი­ე­ბელ პა­სუ­ხობს, რომ “აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა არ შე­უძ­ლია.“

  • "კუ­რი­ე­რი P.S-მა" ერთ-ერთი მსხვერ­პლი ბავ­შვის ჩვე­ნე­ბა მო­ი­პო­ვა, რო­მელ­მაც პე­დო­ფილს მიზ­ნის მიღ­წე­ვა არ აცა­და და მის­გან თა­ვის დახ­სნა მა­ლე­ვე შეძ­ლო.

“14 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მომ­წე­რა “ნინო ნინო“-ს სა­ხე­ლით. პრო­ფი­ლად მე­ყე­ნა ფოტო, სა­დაც ჩან­და, რომ ბავ­შვი ვი­ყა­ვი. მან გა­მო­მიგ­ზავ­ნა პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ვი­დეო, გავ­ბრაზ­დი და ვუ­პა­სუ­ხე, რომ ჩემ­თვის აღა­რას­დროს მო­ე­წე­რა,“ - წე­რია ჩვე­ნე­ბა­ში.

გო­გო­ნა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად უკვე ცნეს. ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბუ­ლი კა­ცის ქმე­დე­ბა ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში გარ­ყვნილ ქმე­დე­ბად შე­ფას­და.

პე­დო­ფილ­მა სხვა ბავ­შვე­ბის მა­ხე­ში გაბ­მა შეძ­ლო, მათ აი­ძუ­ლა, რომ ინ­ტი­მუ­რი ვი­დე­ო­ე­ბი გა­და­ე­ღოთ და მის­თვის გა­ეგ­ზავ­ნათ. გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა, და­კა­ვე­ბუ­ლის სახ­ლი­სა და მან­ქა­ნის ჩხრე­კი­სას, მო­ცუ­ლო­ბი­თი ფა­ი­ლე­ბი ამო­ი­ღეს. მი­მო­წე­რე­ბი ასო­ბით ბავ­შვთან და ქალ­თან, ასე­ვე - მსხვერ­პლთა ინ­ტი­მუ­რი კად­რე­ბი.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა.

წყა­რო

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ქართველი სერიული პედოფილის საქმე: 40 წლის მამაკაცი 13-14 წლის ბავშვებს პორნოგრაფიულ ვიდეოებს უგზავნიდა - "მომწერა "ნინო ნინოს" სახელით"

ქართველი სერიული პედოფილის საქმე: 40 წლის მამაკაცი 13-14 წლის ბავშვებს პორნოგრაფიულ ვიდეოებს უგზავნიდა - "მომწერა "ნინო ნინოს" სახელით"

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ცოტა ხნის წინ 40 წლის მამაკაცი დააკავა, რომლის მსხვერპლიც ათობით ბავშვია და ინტიმურ კადრებს, ვიდეოებს და ფოტოებს სახლში ინახავდა.

  • სერიული პედოფილი, მსხვერპლს სოციალურ ქსელებში ეძებდა, ბავშვებთან ნდობაში შესვლის შემდეგ, მათ სექსუალურ თემებზე ელაპარაკებოდა და პორნოგრაფიულ ვიდეოებს უგზავნიდა.

გამოძიების ინფორმაციით, მისი დანაშაულებრივი საქმიანობა თითქმის 5 წელს ითვლის.

“წლების განმავლობაში წერდა არასრულწლოვან პირებს, მათ შორის 13-14 წლის გოგონებს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ის არის სერიული პედოფილი“, - აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი კახა სოსელია.

კითხვაზე, მოახერხა თუ არა ბრალდებულმა ვინმესთან შეხვედრა, გამომძიებელ პასუხობს, რომ “აღნიშნული ინფორმაციის დადასტურება არ შეუძლია.“

  • "კურიერი P.S-მა" ერთ-ერთი მსხვერპლი ბავშვის ჩვენება მოიპოვა, რომელმაც პედოფილს მიზნის მიღწევა არ აცადა და მისგან თავის დახსნა მალევე შეძლო.

“14 წლის ვიყავი, როდესაც მომწერა “ნინო ნინო“-ს სახელით. პროფილად მეყენა ფოტო, სადაც ჩანდა, რომ ბავშვი ვიყავი. მან გამომიგზავნა პორნოგრაფიული ვიდეო, გავბრაზდი და ვუპასუხე, რომ ჩემთვის აღარასდროს მოეწერა,“ - წერია ჩვენებაში.

გოგონა დაზარალებულად უკვე ცნეს. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული კაცის ქმედება ამ კონკრეტულ შემთხვევაში გარყვნილ ქმედებად შეფასდა.

პედოფილმა სხვა ბავშვების მახეში გაბმა შეძლო, მათ აიძულა, რომ ინტიმური ვიდეოები გადაეღოთ და მისთვის გაეგზავნათ. გამომძიებლებმა, დაკავებულის სახლისა და მანქანის ჩხრეკისას, მოცულობითი ფაილები ამოიღეს. მიმოწერები ასობით ბავშვთან და ქალთან, ასევე - მსხვერპლთა ინტიმური კადრები.

დაზარალებულების იდენტიფიცირება ამ დრომდე გრძელდება.

წყარო