კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტუტანჰამონის აკლდამის აღმოჩენის შემდეგ პირველად, ეგვიპტეში კიდევ ერთი ფარაონის აკლდამა აღმოაჩინეს - რას მიაკვლიეს მეცნიერებმა: "სიხარულისგან რაც შევძელი, ტირილის დაწყება იყო"
ტუტანჰამონის აკლდამის აღმოჩენის შემდეგ პირველად, ეგვიპტეში კიდევ ერთი ფარაონის აკლდამა აღმოაჩინეს - რას მიაკვლიეს მეცნიერებმა: "სიხარულისგან რაც შევძელი, ტირილის დაწყება იყო"

ტუ­ტა­ნ­ჰა­მო­ნის საფ­ლა­ვის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ პირ­ვე­ლად, ეგ­ვიპ­ტო­ლო­გებ­მა კი­დევ ერთი ფა­რა­ო­ნის საფ­ლა­ვი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

  • მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­მო­ჩე­ნი­ლია მეფე თუტ­მოს II-ის საფ­ლა­ვი.

ბრი­ტა­ნე­ლი და ეგ­ვიპ­ტე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის­გან შემ­დგარ­მა გუნ­დმა ის ქა­ლაქ ლუქ­სო­რის მახ­ლობ­ლად, თე­ბეს ნეკ­რო­პო­ლის და­სავ­ლეთ ხე­ო­ბებ­ში იპო­ვა.

მკვლევ­რე­ბი ფიქ­რობ­დნენ, რომ ეგ­ვიპ­ტის მე-18 დი­ნას­ტი­ის ფა­რა­ო­ნე­ბის სა­მარ­ხე­ბი ამ ად­გი­ლი­დან 2 კი­ლო­მეტრზე მეტი მან­ძი­ლით იყო და­შო­რე­ბუ­ლი და ე.წ. მე­ფე­თა ველ­თან უფრო ახ­ლოს იყო.

  • ჯგუფ­მა ის აღ­მო­ა­ჩი­ნა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც აქამ­დე დი­ნას­ტი­ის წევ­რი ქა­ლე­ბის გან­სას­ვე­ნე­ბელ ად­გი­ლებ­თან იყო ასო­ცი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ რო­დე­საც სა­მარხში შე­ვიდ­ნენ, ნა­ხეს, რომ ის მო­ხა­ტუ­ლი იყო, რაც მი­უ­თი­თებ­და, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში ფა­რა­ო­ნის საფ­ლავს მი­აკ­ვლი­ეს.

"სა­მარ­ხის ჭე­რის ნა­წი­ლი კვლავ ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი იყო: მეც­ნი­ე­რებს დახ­ვდათ ლურ­ჯად შე­ღე­ბი­ლი ჭერი ყვი­თე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბით. ასე­თი ჭერი მხო­ლოდ ფა­რა­ო­ნე­ბის აკ­ლდა­მებ­ში გვხვდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მი­სი­ის სა­ვე­ლე ხელ­მძღვა­ნელ­მა, დოქ­ტორ­მა პირს ლი­ზერ­ლენდმა.

"ასე­თი რა­მე­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­სას პირ­ვე­ლი ემო­ცია უბ­რა­ლოდ, უკი­დუ­რე­სი გა­ოგ­ნე­ბაა, რად­გან რო­დე­საც აწყდე­ბი რა­ღა­ცას, რის პოვ­ნა­საც არ ელო­დი, ეს ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლია. რო­დე­საც გა­მო­ვე­დი, ჩემი მე­უღ­ლე გა­რეთ მე­ლო­დე­ბო­და და ერ­თა­დერ­თი, რაც შევ­ძე­ლი, ტი­რი­ლის და­წყე­ბა იყო", - იხ­სე­ნებს მკვლე­ვა­რი BBC-სთან.

დოქ­ტორ­მა ლი­ზერ­ლენდმა გა­ნა­ცხა­და, რომ აღ­მო­ჩე­ნამ პა­სუ­ხი გას­ცა კი­თხვას, თუ სად მდე­ბა­რე­ობს მე-18 დი­ნას­ტი­ის ად­რე­უ­ლი ფა­რა­ო­ნე­ბის აკ­ლდა­მე­ბი.

თუტ­მოს II ტუ­ტა­ნ­ჰა­მო­ნის წი­ნა­პა­რი იყო, რომ­ლის მმარ­თვე­ლო­ბაც სა­ვა­რა­უ­დოდ ძვ.წ. 1493-დან 1479 წლამ­დე გრძელ­დე­ბო­და. ტუ­ტა­ნ­ჰა­მო­ნის საფ­ლა­ვი ბრი­ტა­ნელ­მა არ­ქე­ო­ლო­გებ­მა 1922 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

თუტ­მოს II ყვე­ლა­ზე მე­ტად ცნო­ბი­ლია, რო­გორც დე­დო­ფალ ჰატშეფ­სუ­ტის მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც ეგ­ვიპ­ტის ერთ-ერთ უდი­დეს ფა­რა­ო­ნად ით­ვლე­ბა და ერთ-ერთი იმ მცი­რე­რი­ცხო­ვან ქალ ფა­რა­ონ­თა­გა­ნია, რომ­ლე­ბიც და­მო­უ­კი­დებ­ლად მარ­თავ­დნენ.

დოქ­ტორ­მა ლი­ზერ­ლენდმა თქვა, რომ აკ­ლდა­მის "დიდი კიბე და ძა­ლი­ან დიდი დაღ­მა­ვა­ლი დე­რე­ფა­ნი" ფუ­ფუ­ნე­ბა­ზე მი­უ­თი­თებ­და.

"ამ ყვე­ლაფ­რის გავ­ლას ძა­ლი­ან დიდი დრო დას­ჭირ­და," - თქვა მან და აღ­ნიშ­ნა, რომ ის წყალ­დი­დო­ბის ნარ­ჩე­ნე­ბით - სა­მარხში შეს­ვლა მხო­ლოდ 10-მეტ­რი­ან გა­სას­ვლელ­ში გაძ­რო­მის შემ­დეგ შევ­ძე­ლით, რო­მელ­საც ზე­მოთ მხო­ლოდ 40-სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი ღრი­ჭო ჰქონ­და", - ამ­ბობს ლი­ზერ­ლენ­დი.

სა­მარხში მკვლევ­რებ­მა ასე­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნეს რე­ლი­გი­უ­რი ტექ­სტი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ფა­რა­ო­ნე­ბის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი. დოქ­ტო­რი ლი­ზერ­ლენ­დის თქმით, ეს კი­დევ ერთი მთა­ვა­რი ნი­შა­ნი იყო იმი­სა, რომ მათ მე­ფის საფ­ლა­ვი იპო­ვეს.

ნა­პოვ­ნი არ­ტე­ფაქ­ტე­ბი თუტ­მოს II-ის დაკ­რძალ­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა.

  • დოქ­ტორ­მა ლი­ზერ­ლენდმა ხაზი გა­უს­ვა, რომ მის­მა გუნ­დმა იცის, და­ახ­ლო­ე­ბით სად არის მე­ო­რე აკ­ლდა­მა, და ის შე­იძ­ლე­ბა, კვლავ ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი და გან­ძე­უ­ლით სავ­სე იყოს.

ფა­რა­ო­ნის საფ­ლა­ვის აღ­მო­ჩე­ნამ დოქ­ტორ ლი­ზერ­ლენ­დის “ახა­ლი სა­მე­ფოს კვლე­ვის ფონ­დი­სა” და ეგ­ვიპ­ტის ტუ­რიზ­მი­სა და ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტის სა­მი­ნის­ტროს ერ­თობ­ლი­ვი გუნ­დის 12 წელ­ზე მეტი ხნის მუ­შა­ო­ბა და­აგ­ვირ­გვი­ნა.

წყა­რო

ავტორი:

ტუტანჰამონის აკლდამის აღმოჩენის შემდეგ პირველად, ეგვიპტეში კიდევ ერთი ფარაონის აკლდამა აღმოაჩინეს - რას მიაკვლიეს მეცნიერებმა: "სიხარულისგან რაც შევძელი, ტირილის დაწყება იყო"

ტუტანჰამონის აკლდამის აღმოჩენის შემდეგ პირველად, ეგვიპტეში კიდევ ერთი ფარაონის აკლდამა აღმოაჩინეს - რას მიაკვლიეს მეცნიერებმა: "სიხარულისგან რაც შევძელი, ტირილის დაწყება იყო"

ტუტანჰამონის საფლავის აღმოჩენის შემდეგ პირველად, ეგვიპტოლოგებმა კიდევ ერთი ფარაონის საფლავი აღმოაჩინეს.

  • მედიის ინფორმაციით, აღმოჩენილია მეფე თუტმოს II-ის საფლავი.

ბრიტანელი და ეგვიპტელი მეცნიერებისგან შემდგარმა გუნდმა ის ქალაქ ლუქსორის მახლობლად, თებეს ნეკროპოლის დასავლეთ ხეობებში იპოვა.

მკვლევრები ფიქრობდნენ, რომ ეგვიპტის მე-18 დინასტიის ფარაონების სამარხები ამ ადგილიდან 2 კილომეტრზე მეტი მანძილით იყო დაშორებული და ე.წ. მეფეთა ველთან უფრო ახლოს იყო.

  • ჯგუფმა ის აღმოაჩინა ტერიტორიაზე, რომელიც აქამდე დინასტიის წევრი ქალების განსასვენებელ ადგილებთან იყო ასოცირებული, მაგრამ როდესაც სამარხში შევიდნენ, ნახეს, რომ ის მოხატული იყო, რაც მიუთითებდა, რომ სინამდვილეში ფარაონის საფლავს მიაკვლიეს.

"სამარხის ჭერის ნაწილი კვლავ ხელუხლებელი იყო: მეცნიერებს დახვდათ ლურჯად შეღებილი ჭერი ყვითელი ვარსკვლავებით. ასეთი ჭერი მხოლოდ ფარაონების აკლდამებში გვხვდება", - განაცხადა მისიის საველე ხელმძღვანელმა, დოქტორმა პირს ლიზერლენდმა.

"ასეთი რამეების აღმოჩენისას პირველი ემოცია უბრალოდ, უკიდურესი გაოგნებაა, რადგან როდესაც აწყდები რაღაცას, რის პოვნასაც არ ელოდი, ეს ძალიან ამაღელვებელია. როდესაც გამოვედი, ჩემი მეუღლე გარეთ მელოდებოდა და ერთადერთი, რაც შევძელი, ტირილის დაწყება იყო", - იხსენებს მკვლევარი BBC-სთან.

დოქტორმა ლიზერლენდმა განაცხადა, რომ აღმოჩენამ პასუხი გასცა კითხვას, თუ სად მდებარეობს მე-18 დინასტიის ადრეული ფარაონების აკლდამები.

თუტმოს II ტუტანჰამონის წინაპარი იყო, რომლის მმართველობაც სავარაუდოდ ძვ.წ. 1493-დან 1479 წლამდე გრძელდებოდა. ტუტანჰამონის საფლავი ბრიტანელმა არქეოლოგებმა 1922 წელს აღმოაჩინეს.

თუტმოს II ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც დედოფალ ჰატშეფსუტის მეუღლე, რომელიც ეგვიპტის ერთ-ერთ უდიდეს ფარაონად ითვლება და ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქალ ფარაონთაგანია, რომლებიც დამოუკიდებლად მართავდნენ.

დოქტორმა ლიზერლენდმა თქვა, რომ აკლდამის "დიდი კიბე და ძალიან დიდი დაღმავალი დერეფანი" ფუფუნებაზე მიუთითებდა.

"ამ ყველაფრის გავლას ძალიან დიდი დრო დასჭირდა," - თქვა მან და აღნიშნა, რომ ის წყალდიდობის ნარჩენებით - სამარხში შესვლა მხოლოდ 10-მეტრიან გასასვლელში გაძრომის შემდეგ შევძელით, რომელსაც ზემოთ მხოლოდ 40-სანტიმეტრიანი ღრიჭო ჰქონდა", - ამბობს ლიზერლენდი.

სამარხში მკვლევრებმა ასევე აღმოაჩინეს რელიგიური ტექსტი, რომელიც მხოლოდ ფარაონებისთვის იყო განკუთვნილი. დოქტორი ლიზერლენდის თქმით, ეს კიდევ ერთი მთავარი ნიშანი იყო იმისა, რომ მათ მეფის საფლავი იპოვეს.

ნაპოვნი არტეფაქტები თუტმოს II-ის დაკრძალვასთან ასოცირდება.

  • დოქტორმა ლიზერლენდმა ხაზი გაუსვა, რომ მისმა გუნდმა იცის, დაახლოებით სად არის მეორე აკლდამა, და ის შეიძლება, კვლავ ხელუხლებელი და განძეულით სავსე იყოს.

ფარაონის საფლავის აღმოჩენამ დოქტორ ლიზერლენდის “ახალი სამეფოს კვლევის ფონდისა” და ეგვიპტის ტურიზმისა და ანტიკვარიატის სამინისტროს ერთობლივი გუნდის 12 წელზე მეტი ხნის მუშაობა დააგვირგვინა.

წყარო