სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 საინტერესო ფაქტი ფიზიკიდან და წიგნი, რომელიც ამ მეცნიერებაზე ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით
10 საინტერესო ფაქტი ფიზიკიდან და წიგნი, რომელიც ამ მეცნიერებაზე ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით

მეც­ნი­ე­რე­ბის სამ­ყა­რო ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში სა­ო­ცარ აღ­მო­ჩე­ნებს გვპირ­დე­ბა. ამი­ტო­მაც ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა ჩვე­ნი პლა­ნე­ტის, კოს­მო­სის, ცხო­ველ­თა და მცე­ნა­რე­თა სამ­ყა­როს, ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი­სა თუ სხვა თე­მის გარ­შე­მო მკი­თხველ­თა ფარ­თო წრე­ე­ბის­თვის შექ­მნი­ლი წიგ­ნე­ბი, ერ­თგვა­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი, რო­მე­ლიც ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­შიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა.

სწო­რედ ასე­თი წიგ­ნია 500 სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი, რო­მე­ლიც ფი­ზი­კა­ში გა­კე­თე­ბუ­ლი აღ­მო­ჩე­ნე­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს. წიგნ­ში სა­უ­ბა­რია ბუ­ნე­ბის უმარ­ტი­ვე­სი და ამა­ვე დროს უზო­გა­დე­სი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ, გვი­ამ­ბობს მა­ტე­რი­ის აგე­ბუ­ლე­ბებ­სა და თვი­სე­ბებ­ზე, სივ­რცე­სა და დრო­ში მისი მოძ­რა­ო­ბის ზო­გად ფორ­მებ­ზე.

წიგ­ნი გან­კუთ­ვნი­ლია 8-12 წლის მო­ზარ­დე­ბის­თვის, თუმ­ცა არა­ნაკ­ლებ სა­ინ­ტე­რე­სოა უფ­რო­სე­ბის­თვი­საც. თი­თო­ე­ულ თე­მა­ტი­კა­ზე მო­ცე­მუ­ლია ილუსტრა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც უფრო ნათ­ლად შეგ­ვიქ­მნის წარ­მოდ­გე­ნას ამა თუ იმ სა­კი­თხზე.

„500 სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტში“ მო­ცე­მუ­ლია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია ატო­მე­ბი­სა და მო­ლე­კუ­ლე­ბის, ელე­მენ­ტა­რუ­ლი ნა­წი­ლე­ბის, რა­დი­ო­აქ­ტი­ვო­ბის, ენერ­გი­ის, ფარ­დო­ბი­თო­ბის თე­ო­რი­ი­სა და სხვა თე­მე­ბის შე­სა­ხებ.

გთა­ვა­ზობთ 10 სა­ინ­ტე­რე­სო ფაქტს წიგ­ნი­დან:

  1. ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 7 X 1027 ატო­მის­გან შედ­გე­ბა! მათ 90%-ს წყალ­ბა­დის, ნახ­შირ­ბა­დის, აზო­ტი­სა და ჟანგბა­დის ატო­მე­ბი შე­ად­გენს. ჩვენს სხე­ულ­ში­არ­სე­ბუ­ლი წყალ­ბა­დის ყვე­ლა ატო­მის ასა­კი და­ახ­ლო­ე­ბით 13,7 მი­ლი­არ­დი წე­ლია – ისი­ნი სამ­ყა­როს და­ბა­დე­ბი­სას წარ­მო­იქ­მნა.
  2. ელე­მენ­ტა­რუ­ლია ნა­წი­ლა­კე­ბი, რო­მელ­თა შემ­დგო­მი და­ყო­ფა შე­უძ­ლე­ბე­ლია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად ატო­მე­ბი გა­ნუ­ყო­ფად ნა­წი­ლა­კე­ბად ით­ვლე­ბოდ­ნენ, დღეს ცნო­ბი­ლია, რომ ისი­ნი ელექტრო­ნე­ბის, პრო­ტო­ნე­ბი­სა და ნე­იტ­რო­ნე­ბის­გან შედ­გე­ბი­ან.
  3. რა­დი­ო­აქ­ტი­ვო­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნა ანრი ბე­კე­რელ­მა 1896 წელს, რო­დე­საც რენტგე­ნის სხი­ვე­ბის ეფექტს სწავ­ლობ­და. ამ მოვ­ლე­ნას მისი სა­ხე­ლი უწო­და მარი კი­უ­რიმ, რო­მელ­მაც მე­უღ­ლეს­თან, პიერ კი­უ­რის­თან ერ­თად ეს მოვ­ლე­ნა სიღ­რმი­სე­უ­ლად შე­ის­წავ­ლა.
  4. ენერ­გია იზო­მე­ბა ფი­ზი­კუ­რი ერ­თე­უ­ლით, რო­მელ­საც ჯო­უ­ლი, ინ­გლი­სე­ლი ფი­ზი­კო­სის - ჯე­იმს პრეს­კოტ ჯო­უ­ლის სა­ხე­ლი ეწო­დე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ერთი ჯო­უ­ლი არის ენერ­გია, რო­მე­ლიც სა­ჭი­როა მი­წი­დან ვაშ­ლის ერთ მეტრზე ასა­ტა­ცებ­ლად!
  5. იცით, რო­გორ წარ­მო­იქ­მნე­ბა ხმა? მას წარ­მოქ­მნი­ან ნა­წი­ლა­კე­ბი, რომ­ლე­ბიც სწრა­ფად ვიბ­რი­რე­ბენ (ირ­ხე­ვი­ან). ეს ვიბ­რა­ცი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა ჰა­ერ­ში, სი­თხე­ებ­ში ან მყარ ნივ­თი­ე­რე­ბებ­ში და ჩვენს ყუ­რამ­დე აღ­წე­ვენ. სმე­ნის ორ­გა­ნოს მიერ ეს რხე­ვე­ბი აღიქ­მე­ბა ბგე­რე­ბად, ხმა­უ­რად ან მუ­სი­კა­ლურ ტო­ნად.
  6. იცო­დით, რომ შე­გიძ­ლი­ათ გან­სა­ზღვროთ, რა მან­ძილ­ზე მოხ­და გა­ელ­ვე­ბა? ამის­თვის უნდა გა­მოთ­ვა­ლოთ, რამ­დე­ნი წამი გა­ვი­და გა­ელ­ვე­ბი­დან ქუ­ხი­ლის და­წყე­ბამ­დე და მი­ღე­ბუ­ლი სი­დი­დე სამ­ზე გა­ყოთ. მი­ი­ღებთ მან­ძილს კი­ლო­მეტ­რებ­ში. მა­გა­ლი­თად, თუ ქუ­ხი­ლის ხმა გა­ელ­ვე­ბი­დან ოც­და­ა­თი წა­მის შემ­დეგ მო­გეს­მათ, იცო­დეთ, რომ ის და­ახ­ლო­ე­ბით ათ კი­ლო­მეტრში მოხ­და. (ბგე­რი­თი ტალ­ღა ერთ კი­ლო­მეტრს და­ახ­ლო­ე­ბით 3 წამ­ში გა­დის).
  7. ალ­ბერტ აინშტა­ინ­მა, ყვე­ლა დრო­ის ერთ-ერ­თმა უდი­დეს­მა ფი­ზი­კოს­მა, 1915 წელს ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ფარ­დო­ბი­თო­ბის თე­ო­რია, რომ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბა შე­უ­ფა­სე­ბე­ლია. ეს თე­ო­რია სივ­რცე­სა და დროს აღ­წერს. ფარ­დო­ბი­თო­ბის ზო­გა­დი თე­ო­რი­ის თა­ნახ­მად, მა­სი­უ­რი ცი­უ­რი ობი­ექ­ტი, მა­გა­ლი­თად, მზე, იკა­ვებს სივ­რცეს და სივ­რცე-დრო­ის ქსო­ვილ­ში მცი­რე დეპ­რე­სი­ას ან ველს ქმნის. შე­დე­გად, მზე პლა­ნე­ტებს იზი­დავს, მაგ­რამ მათი ჩათ­რე­ვა არ ხდე­ბა, რად­გან ისი­ნი მის გარ­შე­მო საკ­მა­რი­სად სწრა­ფად ბრუ­ნა­ვენ.
  8. თო­მას ალვა ედი­სონ­მა გა­მო­ი­გო­ნა თა­ვი­სი დრო­ის ყვე­ლა­ზე პრაქ­ტი­კუ­ლი ნივ­თი - ელექტრო­ნა­თუ­რა, რომ­ლი­თაც შემ­დგომ ათა­სო­ბით სახ­ლი და ქუჩა გა­ნათ­და. იცო­დით, რომ პირ­ვე­ლი ნა­თუ­რე­ბი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ანა­თებ­და?
  9. ზღვის თევ­ზის რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბას აქვს სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი უჯრე­დე­ბი, რო­მელ­თაც ელექტრო­ცი­ტე­ბი ეწო­დე­ბა და რომ­ლე­ბიც წყლის სიღ­რმე­ე­ბის სიბ­ნე­ლე­ში ექო­ლო­კა­ცი­ის მიზ­ნით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ღა­მუ­რებს ბგე­რი­თი ტალ­ღე­ბი სიბ­ნე­ლე­ში ორი­ენ­ტი­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა, თევ­ზებს კი ელექტრო­ცი­ტე­ბი ნა­დავ­ლის, აგ­რეთ­ვე კლდე­ე­ბი­სა და სხვა დაბ­რკო­ლე­ბე­ბის აღ­მო­ჩე­ნას უად­ვი­ლებს.
  10. დე­და­მი­წა­ზე სი­ცო­ცხლის ფორ­მე­ბის არ­სე­ბო­ბა ხი­ლულ სი­ნათ­ლე­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი! მცე­ნა­რე­ე­ბი და ფო­ტო­სინ­თე­ზის უნა­რის მქო­ნე წყალმცე­ნა­რე­ე­ბი მზის სი­ნათ­ლე­სა და წყალს ქლო­როპ­ლას­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით გარ­დაქ­მნი­ან ნახ­შირ­წყლად და ატ­მოს­ფე­როს ჟანგბა­დით ამ­დიდ­რე­ბენ.

R

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

10 საინტერესო ფაქტი ფიზიკიდან და წიგნი, რომელიც ამ მეცნიერებაზე ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით

10 საინტერესო ფაქტი ფიზიკიდან და წიგნი, რომელიც ამ მეცნიერებაზე ზოგად წარმოდგენას შეგიქმნით

მეცნიერების სამყარო ნებისმიერ ასაკში საოცარ აღმოჩენებს გვპირდება. ამიტომაც ყოველთვის საინტერესოა ჩვენი პლანეტის, კოსმოსის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, ადამიანის ორგანიზმისა თუ სხვა თემის გარშემო მკითხველთა ფართო წრეებისთვის შექმნილი წიგნები, ერთგვარი სახელმძღვანელოები, რომელიც ზოგადი განათლების მიღებაშიც დაგვეხმარება.

სწორედ ასეთი წიგნია 500 საინტერესო ფაქტი, რომელიც ფიზიკაში გაკეთებული აღმოჩენების შესახებ გვიამბობს. წიგნში საუბარია ბუნების უმარტივესი და ამავე დროს უზოგადესი კანონზომიერების შესახებ, გვიამბობს მატერიის აგებულებებსა და თვისებებზე, სივრცესა და დროში მისი მოძრაობის ზოგად ფორმებზე.

წიგნი განკუთვნილია 8-12 წლის მოზარდებისთვის, თუმცა არანაკლებ საინტერესოა უფროსებისთვისაც. თითოეულ თემატიკაზე მოცემულია ილუსტრაციები, რომელიც უფრო ნათლად შეგვიქმნის წარმოდგენას ამა თუ იმ საკითხზე.

„500 საინტერესო ფაქტში“ მოცემულია მნიშვნელოვანი ინფორმაცია ატომებისა და მოლეკულების, ელემენტარული ნაწილების, რადიოაქტივობის, ენერგიის, ფარდობითობის თეორიისა და სხვა თემების შესახებ.

გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს წიგნიდან:

  1. ნორმალური ადამიანის სხეული დაახლოებით 7 X 1027 ატომისგან შედგება! მათ 90%-ს წყალბადის, ნახშირბადის, აზოტისა და ჟანგბადის ატომები შეადგენს. ჩვენს სხეულშიარსებული წყალბადის ყველა ატომის ასაკი დაახლოებით 13,7 მილიარდი წელია – ისინი სამყაროს დაბადებისას წარმოიქმნა.
  2. ელემენტარულია ნაწილაკები, რომელთა შემდგომი დაყოფა შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ატომები განუყოფად ნაწილაკებად ითვლებოდნენ, დღეს ცნობილია, რომ ისინი ელექტრონების, პროტონებისა და ნეიტრონებისგან შედგებიან.
  3. რადიოაქტივობა აღმოაჩინა ანრი ბეკერელმა 1896 წელს, როდესაც რენტგენის სხივების ეფექტს სწავლობდა. ამ მოვლენას მისი სახელი უწოდა მარი კიურიმ, რომელმაც მეუღლესთან, პიერ კიურისთან ერთად ეს მოვლენა სიღრმისეულად შეისწავლა.
  4. ენერგია იზომება ფიზიკური ერთეულით, რომელსაც ჯოული, ინგლისელი ფიზიკოსის - ჯეიმს პრესკოტ ჯოულის სახელი ეწოდება. საინტერესოა, რომ ერთი ჯოული არის ენერგია, რომელიც საჭიროა მიწიდან ვაშლის ერთ მეტრზე ასატაცებლად!
  5. იცით, როგორ წარმოიქმნება ხმა? მას წარმოქმნიან ნაწილაკები, რომლებიც სწრაფად ვიბრირებენ (ირხევიან). ეს ვიბრაციები ვრცელდება ჰაერში, სითხეებში ან მყარ ნივთიერებებში და ჩვენს ყურამდე აღწევენ. სმენის ორგანოს მიერ ეს რხევები აღიქმება ბგერებად, ხმაურად ან მუსიკალურ ტონად.
  6. იცოდით, რომ შეგიძლიათ განსაზღვროთ, რა მანძილზე მოხდა გაელვება? ამისთვის უნდა გამოთვალოთ, რამდენი წამი გავიდა გაელვებიდან ქუხილის დაწყებამდე და მიღებული სიდიდე სამზე გაყოთ. მიიღებთ მანძილს კილომეტრებში. მაგალითად, თუ ქუხილის ხმა გაელვებიდან ოცდაათი წამის შემდეგ მოგესმათ, იცოდეთ, რომ ის დაახლოებით ათ კილომეტრში მოხდა. (ბგერითი ტალღა ერთ კილომეტრს დაახლოებით 3 წამში გადის).
  7. ალბერტ აინშტაინმა, ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა ფიზიკოსმა, 1915 წელს ჩამოაყალიბა ფარდობითობის თეორია, რომლის მნიშვნელობა შეუფასებელია. ეს თეორია სივრცესა და დროს აღწერს. ფარდობითობის ზოგადი თეორიის თანახმად, მასიური ციური ობიექტი, მაგალითად, მზე, იკავებს სივრცეს და სივრცე-დროის ქსოვილში მცირე დეპრესიას ან ველს ქმნის. შედეგად, მზე პლანეტებს იზიდავს, მაგრამ მათი ჩათრევა არ ხდება, რადგან ისინი მის გარშემო საკმარისად სწრაფად ბრუნავენ.
  8. თომას ალვა ედისონმა გამოიგონა თავისი დროის ყველაზე პრაქტიკული ნივთი - ელექტრონათურა, რომლითაც შემდგომ ათასობით სახლი და ქუჩა განათდა. იცოდით, რომ პირველი ნათურები მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში ანათებდა?
  9. ზღვის თევზის რამდენიმე სახეობას აქვს სპეციალიზებული უჯრედები, რომელთაც ელექტროციტები ეწოდება და რომლებიც წყლის სიღრმეების სიბნელეში ექოლოკაციის მიზნით გამოიყენება. ღამურებს ბგერითი ტალღები სიბნელეში ორიენტირებაში ეხმარება, თევზებს კი ელექტროციტები ნადავლის, აგრეთვე კლდეებისა და სხვა დაბრკოლებების აღმოჩენას უადვილებს.
  10. დედამიწაზე სიცოცხლის ფორმების არსებობა ხილულ სინათლეზეა დამოკიდებული! მცენარეები და ფოტოსინთეზის უნარის მქონე წყალმცენარეები მზის სინათლესა და წყალს ქლოროპლასტების დახმარებით გარდაქმნიან ნახშირწყლად და ატმოსფეროს ჟანგბადით ამდიდრებენ.

R