საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესროლეს - რას აცხადებს გურამ მაჭარაშვილი: “აბა, რა ჰგონია ახლა?!“
გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესროლეს - რას აცხადებს გურამ მაჭარაშვილი: “აბა, რა ჰგონია ახლა?!“

“რა უკ­ვირს ახლა ზუ­რა­ბიშ­ვილს, ვერ გა­ვი­გე - არ ვე­უბ­ნე­ბო­დით, რომ მას თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბო­და იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა პა­სუხს მოს­თხოვ­და?! აბა, რა ჰგო­ნია ახლა?!“ - ამის შე­სა­ხებ “ხალ­ხის ძა­ლის“ დე­პუ­ტატ­მა, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვილ­მა გა­მა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ცნო­ბებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მე-5 პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს აე­რო­პორ­ტში კვერ­ცხე­ბი ეს­რო­ლეს.

მისი თქმით, “ძა­ლა­დო­ბა ყო­ველ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცია რაც იქ­ნე­ბა ეს იქ­ნე­ბა“.

მა­ჭა­რაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ წუმ­პე­დან ამო­იყ­ვა­ნა და რომ არა მათი მხარ­და­ჭე­რას, მას სოფ­ლის გამ­გებ­ლად არა­ვინ აირ­ჩევ­და.

“მე არ მეს­მის, რა უკ­ვირს ახლა ზუ­რა­ბიშ­ვილს. ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ წუმ­პე­დან ამო­იყ­ვა­ნა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ", მერე უთხრა, რომ არ ეღა­ლა­ტა სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის­თვის, პო­ლი­ტი­კა­ზე აღარ არის სა­უ­ბა­რი სა­ერ­თოდ. დიახ, დიახ. სოფ­ლის გამ­გებ­ლად არა­ვინ აირ­ჩევ­და ზუ­რა­ბიშ­ვილს, რომ არა ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა. ეს ხომ ყვე­ლამ კარ­გად იცის. მა­ნამ­დე აირ­ჩევ­დნენ ასარ­ჩე­ვი რომ ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ ამას თავი და­ვა­ნე­ბოთ, შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა, ვიდ­რე მა­გა­ლი­თად, “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ აქვს ხომ?! ზუ­რა­ბიშ­ვილს რა უკ­ვირს?! როცა გა­მო­ვი­და და თა­ვის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან ათა­სო­ბით მი­სულ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას, სა­ქარ­თვე­ლოს უღა­ლა­ტა, ჩა­დი­ო­და უცხო­ეთ­ში და ამ­ბობ­და, რომ კან­დი­და­ტის სტა­ტუსს არ იმ­სა­ხუ­რებს სა­ქარ­თვე­ლოო. ამ­ბობ­და, რომ შავი ხვრე­ლე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამ­ბობ­და, რომ ის ნა­ხევ­რად ქარ­თვე­ლია და ნა­ხევ­რად ევ­რო­პე­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში მო­დი­ო­და და დას­ცი­ნო­და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს და ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და ახლა რა უკ­ვირს ვერ გა­ვი­გე?! არ ვე­უბ­ნე­ბო­დით, რომ მას თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბო­და, იმი­ტომ რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა პა­სუხს მოს­თხოვ­და?! აბა, რა გო­ნია ახლა?! რა თქმა უნდა, ძა­ლა­დო­ბა ყო­ველ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის რე­აქ­ცია რაც იქ­ნე­ბა ეს იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­რაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, ტვ “პირ­ვე­ლის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს მე-5 პრე­ზი­დენტს, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს აე­რო­პორ­ტში კვერ­ცხე­ბი ეს­რო­ლეს.

ავტორი:

გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესროლეს - რას აცხადებს გურამ მაჭარაშვილი: “აბა, რა ჰგონია ახლა?!“

გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესროლეს - რას აცხადებს გურამ მაჭარაშვილი: “აბა, რა ჰგონია ახლა?!“

“რა უკვირს ახლა ზურაბიშვილს, ვერ გავიგე - არ ვეუბნებოდით, რომ მას თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა იმიტომ, რომ საქართველოს საზოგადოება პასუხს მოსთხოვდა?! აბა, რა ჰგონია ახლა?!“ - ამის შესახებ “ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა გამაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესროლეს.

მისი თქმით, “ძალადობა ყოველთვის მიუღებელია, მაგრამ ქართული საზოგადოების რეაქცია რაც იქნება ეს იქნება“.

მაჭარაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი “ქართულმა ოცნებამ“ წუმპედან ამოიყვანა და რომ არა მათი მხარდაჭერას, მას სოფლის გამგებლად არავინ აირჩევდა.

“მე არ მესმის, რა უკვირს ახლა ზურაბიშვილს. ადამიანი, რომელიც საერთოდ წუმპედან ამოიყვანა "ქართულმა ოცნებამ", მერე უთხრა, რომ არ ეღალატა საკუთარი ქვეყნისთვის, პოლიტიკაზე აღარ არის საუბარი საერთოდ. დიახ, დიახ. სოფლის გამგებლად არავინ აირჩევდა ზურაბიშვილს, რომ არა ჩვენი მხარდაჭერა. ეს ხომ ყველამ კარგად იცის. მანამდე აირჩევდნენ ასარჩევი რომ ყოფილიყო, მაგრამ ამას თავი დავანებოთ, შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, ვიდრე მაგალითად, “ქართულ ოცნებას“ აქვს ხომ?! ზურაბიშვილს რა უკვირს?! როცა გამოვიდა და თავის ადმინისტრაციასთან ათასობით მისულ საქართველოს მოქალაქეს შეურაცხყოფა მიაყენა, საკუთარ ქვეყანას, საქართველოს უღალატა, ჩადიოდა უცხოეთში და ამბობდა, რომ კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს საქართველოო. ამბობდა, რომ შავი ხვრელებია საქართველოში, ამბობდა, რომ ის ნახევრად ქართველია და ნახევრად ევროპელი. საქართველოს პარლამენტში მოდიოდა და დასცინოდა პარლამენტის წევრებს და ქართულ საზოგადოებას და ახლა რა უკვირს ვერ გავიგე?! არ ვეუბნებოდით, რომ მას თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა, იმიტომ რომ საქართველოს საზოგადოება პასუხს მოსთხოვდა?! აბა, რა გონია ახლა?! რა თქმა უნდა, ძალადობა ყოველთვის მიუღებელია, მაგრამ ქართული საზოგადოების რეაქცია რაც იქნება ეს იქნება“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ტვ “პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში კვერცხები ესროლეს.