კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამის შესახებ არაფერი ვიცოდით - უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე ნებისმიერ მოლაპარაკებას უშედეგოდ მივიჩნევთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრაზე
"ამის შესახებ არაფერი ვიცოდით - უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე ნებისმიერ მოლაპარაკებას უშედეგოდ მივიჩნევთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრაზე

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბით, აშშ-სა და რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ე­ბის შეხ­ვედ­რა­ში, რო­მე­ლიც სა­უ­დის არა­ბეთ­შია და­გეგ­მი­ლი, უკ­რა­ი­ნა მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებს, - უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ამის შე­სა­ხებ ზე­ლენ­სკიმ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს ჰკი­თხეს, მი­ი­ღებს თუ არა უკ­რა­ი­ნა მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­უ­დის არა­ბეთ­ში აშშ-ის და რუ­სე­თის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შეხ­ვედ­რა­ში.

„უკ­რა­ი­ნა მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ მი­ი­ღებს. ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცო­დით. უკ­რა­ი­ნა უკ­რა­ი­ნის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის გა­რე­შე ნე­ბის­მი­ერ მო­ლა­პა­რა­კე­ბას უშე­დე­გოდ მი­იჩ­ნევს. ვერ ვა­ღი­ა­რებთ ვე­რა­ნა­ირ შე­თან­ხმე­ბას ჩვენს გა­რე­შე. ჩვენ არ ვა­ღი­ა­რებთ ასეთ შე­თან­ხმე­ბებს“, - აღ­ნიშ­ნა ზე­ლენ­სკიმ.

შე­გახ­სე­ნებთ, ხვალ სა­უ­დის არა­ბეთ­ში რუ­სე­თი­სა და აშშ-ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის შეხ­ვედ­რა იგეგ­მე­ბა, რო­მელ­ზე­დაც, უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ რუ­სე­თის ომს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

ავტორი:

"ამის შესახებ არაფერი ვიცოდით - უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე ნებისმიერ მოლაპარაკებას უშედეგოდ მივიჩნევთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრაზე

"ამის შესახებ არაფერი ვიცოდით - უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე ნებისმიერ მოლაპარაკებას უშედეგოდ მივიჩნევთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი საუდის არაბეთში დაგეგმილ შეხვედრაზე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-სა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრაში, რომელიც საუდის არაბეთშია დაგეგმილი, უკრაინა მონაწილეობას არ მიიღებს, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხეს, მიიღებს თუ არა უკრაინა მონაწილეობას საუდის არაბეთში აშშ-ის და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრაში.

„უკრაინა მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. უკრაინა უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე ნებისმიერ მოლაპარაკებას უშედეგოდ მიიჩნევს. ვერ ვაღიარებთ ვერანაირ შეთანხმებას ჩვენს გარეშე. ჩვენ არ ვაღიარებთ ასეთ შეთანხმებებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ხვალ საუდის არაბეთში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლების შეხვედრა იგეგმება, რომელზედაც, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს განიხილავენ.