სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
" სოხუმის დაცემამდე ჩვენ მივეცით აფხაზებს იარაღი, ქართველები კი უიარაღოდ იყვნენ" - რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სკანდალური ინტერვიუ
" სოხუმის დაცემამდე ჩვენ მივეცით აფხაზებს იარაღი, ქართველები კი უიარაღოდ იყვნენ" - რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სკანდალური ინტერვიუ

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პირ­ვე­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი (1990-1996 წლე­ბი) ან­დრეი კო­ზი­რე­ვი ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ზე, კერ­ძოდ, აფხა­ზე­თის ომზე სა­უბ­რობს.მან გა­იხ­სე­ნა ის პე­რი­ო­დი, თუ რო­გორ წარ­მო­იშ­ვა კონ­ფლიქ­ტი.

  • ის იხ­სე­ნებს სი­ტუ­ა­ცი­ას, რო­დე­საც ომის წინ აფხა­ზეთ­ში ჩაფ­რინ­და, რათა სი­ტუ­ა­ცი­ას ად­გილ­ზე გას­ცნო­ბო­და.

"მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ კი მქონ­და ზუს­ტი წარ­მოდ­გე­ნა, რომ როცა და­ი­წყო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი რეს­პუბ­ლი­კე­ბის ფორ­მი­რე­ბა და ამა­ში დიდი როლი ბალ­ტი­ის­პი­რეთ­მა ითა­მა­შა, შემ­დეგ ყვე­ლამ თქვა, მო­ი­ცა­დეთ, ჩვენ სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი ვართ, ამის სა­პი­რის­პი­როდ კი ცე­კა­სა და კა-გე-ბე-ში გაჩ­ნდა იდეა, უნდა "გა­ვაღ­ვი­ძოთ" ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბი, რათა ისი­ნი ფაქ­ტის წი­ნა­შე და­ვა­ყე­ნოთ...

ამის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მა­გა­ლი­თი კი სა­ქარ­თვე­ლოა. თქვენ გინ­დათ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­დან გას­ვლა? - მა­შინ თქვენ აფხა­ზე­თი და "სამ­ხრეთ ოსე­თი" გა­მო­გე­ყო­ფათ.

ეს ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი იყო. მა­შინ პა­ველ გრა­ჩოვ­თან (მა­შინ­დე­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი) ერ­თად შევ­ხვდით არ­ძინ­ბას, რო­მე­ლიც ამ სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი მოძ­რა­ო­ბის პირ­ვე­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო.

ის შე­იძ­ლე­ბა ეთ­ნი­კუ­რად აფხა­ზი იყო, მაგ­რამ მოს­კო­ვე­ლი ბიჭი გახ­ლდათ. მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და და ცხოვ­რე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი აქ გა­ა­ტა­რა. ჩვენ ერთ ენა­ზე ვსა­უბ­რობ­დით, მოს­კო­ვუ­რი აქ­ცენ­ტით. ის ევ­გე­ნი პრი­მა­კოვ­თან, მსოფ­ლიო ეკო­ნო­მი­კის ინ­სტი­ტუ­ტში მუ­შა­ობ­და, სა­დაც უმ­ცრო­სი მეც­ნი­ე­რი-მუ­შა­კი იყო. რო­მე­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი ის გახ­ლდათ?! რო­მე­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძო­ლი ის იყო?! ეს იყო სი­სუ­ლე­ლე. არ­ძინ­ბა ღიად ამ­ბობ­და, მე თქვენ და­მი­ძა­ხე­თო...წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

" სოხუმის დაცემამდე ჩვენ მივეცით აფხაზებს იარაღი, ქართველები კი უიარაღოდ იყვნენ" - რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სკანდალური ინტერვიუ

" სოხუმის დაცემამდე ჩვენ მივეცით აფხაზებს იარაღი, ქართველები კი უიარაღოდ იყვნენ" - რუსეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის სკანდალური ინტერვიუ

რუსეთის ფედერაციის პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი (1990-1996 წლები) ანდრეი კოზირევი ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველოზე, კერძოდ, აფხაზეთის ომზე საუბრობს.მან გაიხსენა ის პერიოდი, თუ როგორ წარმოიშვა კონფლიქტი.

  • ის იხსენებს სიტუაციას, როდესაც ომის წინ აფხაზეთში ჩაფრინდა, რათა სიტუაციას ადგილზე გასცნობოდა.

"მათთან ურთიერთობის შემდეგ კი მქონდა ზუსტი წარმოდგენა, რომ როცა დაიწყო დამოუკიდებელი რესპუბლიკების ფორმირება და ამაში დიდი როლი ბალტიისპირეთმა ითამაშა, შემდეგ ყველამ თქვა, მოიცადეთ, ჩვენ სუვერენული სახელმწიფოები ვართ, ამის საპირისპიროდ კი ცეკასა და კა-გე-ბე-ში გაჩნდა იდეა, უნდა "გავაღვიძოთ" ავტონომიური რესპუბლიკები, რათა ისინი ფაქტის წინაშე დავაყენოთ...

ამის განსაკუთრებული მაგალითი კი საქართველოა. თქვენ გინდათ საბჭოთა კავშირიდან გასვლა? - მაშინ თქვენ აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" გამოგეყოფათ.

ეს ხელოვნურად შექმნილი იყო. მაშინ პაველ გრაჩოვთან (მაშინდელი თავდაცვის მინისტრი) ერთად შევხვდით არძინბას, რომელიც ამ სეპარატისტული მოძრაობის პირველი ხელმძღვანელი იყო.

ის შეიძლება ეთნიკურად აფხაზი იყო, მაგრამ მოსკოველი ბიჭი გახლდათ. მოსკოვში ცხოვრობდა და ცხოვრების უდიდესი ნაწილი აქ გაატარა. ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობდით, მოსკოვური აქცენტით. ის ევგენი პრიმაკოვთან, მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტში მუშაობდა, სადაც უმცროსი მეცნიერი-მუშაკი იყო. რომელი რევოლუციონერი ის გახლდათ?! რომელი თავისუფლებისთვის მებრძოლი ის იყო?! ეს იყო სისულელე. არძინბა ღიად ამბობდა, მე თქვენ დამიძახეთო...წაიკითხეთ ვრცლად