კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მედავებიან 29 დეკემბერს გზის გადაკეტვას, რაც ფიზიკურად არ ყოფილა ბუნებაში" - ლექს-სენი
"მედავებიან 29 დეკემბერს გზის გადაკეტვას, რაც ფიზიკურად არ ყოფილა ბუნებაში" - ლექს-სენი

გზა არ გა­და­მი­კე­ტავს - იმ დღეს ზუს­ტად ვიცი, რომ ნაძ­ვის ხის გვერ­დზე ვი­დე­ქი,- ამის შე­სა­ხებ მომ­ღე­რალ­მა ლექ­სო ქავ­თა­რა­ძემ (“ლექს-სენი”) ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნუ­ცხა­და.

  • მომ­ღე­რალს გა­სუ­ლი წლის 29 დე­კემ­ბერს, მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვას, კერ­ძოდ გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­და­კეტ­ვას ედა­ვე­ბი­ან. საქ­მეს მო­სა­მარ­თლე ნინი ენუ­ქი­ძე იხი­ლავს.

რო­გორც მომ­ღე­რალ­მა პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და, მას აქ­ცი­ა­ზე გზა არ გა­და­უ­კე­ტავს, შე­სა­ბა­მი­სად სა­სა­მარ­თლოს­გან ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მის და­კის­რე­ბას არ ელო­დე­ბა.

"მე­და­ვე­ბი­ან 29 დე­კემ­ბერს გზის გა­და­კეტ­ვას, რაც ფი­ზი­კუ­რად არ ყო­ფი­ლა ბუ­ნე­ბა­ში. ცხა­დია, აქ­ცი­ებ­ზე ოქ­ტომ­ბრის მერე დავ­დი­ვარ და კი­დევ ვივ­ლი. გზა არ გა­და­მი­კე­ტავს, მაგ­რამ რო­გორც ვიცი, რა­ღაც სტან­დარ­ტია, "და­ზუ­მუ­ლი" კად­რე­ბი და ა.შ. კონ­კრე­ტუ­ლად იმ დღეს რაც ეხე­ბა, ზუს­ტად ვიცი, რომ ნაძ­ვის ხის გვერ­დზე ვი­დე­ქი, ბორ­დი­ურ­თან.

რაც შე­ე­ხე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, 25 წე­ლია ამ სფე­რო­ში ვარ და კლი­პი, ვი­დეო, მონ­ტა­ჟი ჩემ­ზე კარ­გად არა­ვინ იცის. [მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა] არ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ წარ­მოდ­გე­ნა მაქვს, რაც იქ­ნე­ბა. მოწ­მე­ე­ბი ფორ­მა­ლუ­რად ყვე­ლას­თან არი­ან და ბუ­ნებ­რი­ვია, ჩემ­თა­ნაც იქ­ნე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ლექ­სო ქავ­თა­რა­ძემ.

  • თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მომ­ღე­რა­ლი ლექ­სო ქავ­თა­რა­ძე („ლექს-სენი“) ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად ცნო და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლის სა­ხით 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით ჯა­რი­მა და­ა­კის­რა.

მომ­ღე­რალს გა­სუ­ლი წლის 29 დე­კემ­ბერს, მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­და­კეტ­ვას ედა­ვე­ბოდ­ნენ. საქ­მე მო­სა­მარ­თლე ნინი ენუ­ქი­ძემ გა­ნი­ხი­ლა. რო­გორც მომ­ღე­რალ­მა გა­ნა­ცხა­და, ის 29 დე­კემ­ბერს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ნამ­დვი­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და აქ­ცი­ა­ზე, თუმ­ცა იდგა ნაძ­ვის ხეს­თან და გზა არ გა­და­უ­კე­ტავს.

შსს-ს წარ­მო­მად­გენ­ლის გან­მარ­ტე­ბით, საქ­მე­ში არ­სე­ბობს ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც მომ­ღერ­ლის მხრი­დან გზის გა­და­კეტ­ვა ჩანს. სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცებ­და ლექ­სო ქავ­თა­რა­ძის ად­ვო­კა­ტი, ამი­ტომ მან ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის შე­წყვე­ტა მო­ი­თხო­ვა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მო­სა­მარ­თლემ შსს-ს შუ­ამ­დგომ­ლო­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და მომ­ღე­რალს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მა და­ა­კის­რა.

ავტორი:

"მედავებიან 29 დეკემბერს გზის გადაკეტვას, რაც ფიზიკურად არ ყოფილა ბუნებაში" - ლექს-სენი

"მედავებიან 29 დეკემბერს გზის გადაკეტვას, რაც ფიზიკურად არ ყოფილა ბუნებაში" - ლექს-სენი

გზა არ გადამიკეტავს - იმ დღეს ზუსტად ვიცი, რომ ნაძვის ხის გვერდზე ვიდექი,- ამის შესახებ მომღერალმა ლექსო ქავთარაძემ (“ლექს-სენი”) ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა.

  • მომღერალს გასული წლის 29 დეკემბერს, მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, კერძოდ გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან. საქმეს მოსამართლე ნინი ენუქიძე იხილავს.

როგორც მომღერალმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა, მას აქციაზე გზა არ გადაუკეტავს, შესაბამისად სასამართლოსგან ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებას არ ელოდება.

"მედავებიან 29 დეკემბერს გზის გადაკეტვას, რაც ფიზიკურად არ ყოფილა ბუნებაში. ცხადია, აქციებზე ოქტომბრის მერე დავდივარ და კიდევ ვივლი. გზა არ გადამიკეტავს, მაგრამ როგორც ვიცი, რაღაც სტანდარტია, "დაზუმული" კადრები და ა.შ. კონკრეტულად იმ დღეს რაც ეხება, ზუსტად ვიცი, რომ ნაძვის ხის გვერდზე ვიდექი, ბორდიურთან.

რაც შეეხება მტკიცებულებას, 25 წელია ამ სფეროში ვარ და კლიპი, ვიდეო, მონტაჟი ჩემზე კარგად არავინ იცის. [მტკიცებულება] არ მინახავს, მაგრამ წარმოდგენა მაქვს, რაც იქნება. მოწმეები ფორმალურად ყველასთან არიან და ბუნებრივია, ჩემთანაც იქნება”, - განაცხადა ლექსო ქავთარაძემ.

  • თბილისის საქალაქო სასამართლომ მომღერალი ლექსო ქავთარაძე („ლექს-სენი“) ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 500 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

მომღერალს გასული წლის 29 დეკემბერს, მიმდინარე აქციაზე რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ. საქმე მოსამართლე ნინი ენუქიძემ განიხილა. როგორც მომღერალმა განაცხადა, ის 29 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე ნამდვილად იმყოფებოდა აქციაზე, თუმცა იდგა ნაძვის ხესთან და გზა არ გადაუკეტავს.

შსს-ს წარმომადგენლის განმარტებით, საქმეში არსებობს ვიდეოჩანაწერი, სადაც მომღერლის მხრიდან გზის გადაკეტვა ჩანს. საპირისპიროს ამტკიცებდა ლექსო ქავთარაძის ადვოკატი, ამიტომ მან ადმინისტრაციული სამართალწარმოების შეწყვეტა მოითხოვა. საბოლოო ჯამში, მოსამართლემ შსს-ს შუამდგომლობა გაითვალისწინა და მომღერალს ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა.