კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მზია ამაღლობელის პატიმრობის გაპროტესტების გამო დღეს 9 ადამიანს გაასამართლებენ: მათ შორის ნინო ქათამაძეს, მაია ცირამუასა და ვლადიმერ აფხაზავას
მზია ამაღლობელის პატიმრობის გაპროტესტების გამო დღეს 9 ადამიანს გაასამართლებენ: მათ შორის ნინო ქათამაძეს, მაია ცირამუასა და ვლადიმერ აფხაზავას

ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­ლე­გი­ის თავ­მჯდო­მა­რის მალ­ხაზ ოქ­რო­პი­რაშ­ვი­ლის სახ­ლთან 26 იან­ვარს გა­მარ­თუ­ლი 30-წუ­თი­ა­ნი აქ­ცი­ის გამო პო­ლი­ცი­ამ რე­ა­გი­რე­ბა 6 თე­ბერ­ვალს გა­და­წყვი­ტა, შე­სა­ბა­მი­სად, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ჟურ­ნა­ლისტ მზია ამაღ­ლო­ბე­ლის უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბის გაპ­რო­ტეს­ტე­ბის გამო, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქმი შე­უდ­გი­ნა აქ­ცი­ის 9 მო­ნა­წი­ლეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე დღეს ქუ­თა­ის­ში სა­სა­მარ­თლო სხდო­მა გა­ი­მარ­თე­ბა, "ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი" კი შემ­დე­გი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან:

  • გელა მთივ­ლიშ­ვი­ლი - ჟურ­ნა­ლის­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ბე­ბი / მთის ამ­ბე­ბის რე­დაქ­ტო­რი;
  • ნინო ქა­თა­მა­ძე - მუ­სი­კო­სი, "ნინო ქა­თა­მა­ძის ფონ­დის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი;
  • ვლა­დი­მერ აფხა­ზა­ვა - მას­წავ­ლე­ბე­ლი, მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს პირ­ვე­ლი მფლო­ბე­ლი;• ხვი­ჩა ვა­შაყ­მა­ძე - ჟურ­ნა­ლის­ტი;• ქე­თე­ვან ფი­ლა­უ­რი - ფსი­ქო­ლო­გი;
  • მაია ცი­რა­მუა - ფსი­ქო­ლო­გი
  • ქეთი ფი­ლა­უ­რი - ფსი­ქო­ლო­გი
  • ხვი­ჩა ვა­შაყ­მა­ძე - ჟურ­ნა­ლის­ტი
  • ირი­ნა ზა­რან­დია - სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი
  • გივი ცინ­ცა­ძე - ლან­ჩხუ­თის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რი
  • ეკა კუ­ხა­ლაშ­ვი­ლი - "ქუ­თა­ი­სი პოს­ტის“ ჟურ­ნა­ლის­ტი.

შე­გახ­სე­ნებთ, მალ­ხაზ ოქ­რო­პი­რაშ­ვი­ლი სწო­რედ ის მო­სა­მარ­თლეა, რო­მელ­მაც არ გა­ნი­ხი­ლა "ბა­თუ­მე­ლე­ბი­სა“ და "ნეტ­გა­ზე­თის“ დამ­ფუძ­ნებ­ლი­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლის, მზია ამაღ­ლო­ბე­ლის სა­ა­პე­ლა­ციო სა­ჩი­ვა­რი უკა­ნო­ნო და­პა­ტიმ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რი­თაც მზია პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა.

მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამპრო­ტეს­ტე­ბელ­თა სხდო­მა ორ­შა­ბათს, 10 თე­ბერ­ვალს, 12:00 სა­ათ­ზე, ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ი­მარ­თე­ბა. საქ­მეს მო­სა­მარ­თლე ცი­ცი­ნო მო­სი­ძე გა­ნი­ხი­ლავს. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 174-ე პრი­მა პირ­ვე­ლი მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლი, სას­ჯე­ლის სა­ხით 15 დღემ­დე ვა­დით და­პა­ტიმ­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. კო­დექსში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, იგი­ვე ქმე­დე­ბა გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 5 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით ან 60 დღემ­დე ვა­დით პა­ტიმ­რო­ბას. შეკ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­თა ინ­ტე­რე­სებს სა­სა­მარ­თლო­ში სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ცენ­ტრის ად­ვო­კა­ტე­ბი და­ი­ცა­ვენ.

მზია ამაღ­ლო­ბე­ლი 30-ე დღეა შიმ­ში­ლობს და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო ის ცი­ხი­დან სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრშია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

პრო­კუ­რა­ტუ­რა მას პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის­თვის სი­ლის გაწ­ვნის გამო, პო­ლი­ცი­ელ­ზე თავ­დას­ხმას ედა­ვე­ბა. მზია ამაღ­ლო­ბელს 4-დან 7 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

მზია ამაღლობელის პატიმრობის გაპროტესტების გამო დღეს 9 ადამიანს გაასამართლებენ: მათ შორის ნინო ქათამაძეს, მაია ცირამუასა და ვლადიმერ აფხაზავას

მზია ამაღლობელის პატიმრობის გაპროტესტების გამო დღეს 9 ადამიანს გაასამართლებენ: მათ შორის ნინო ქათამაძეს, მაია ცირამუასა და ვლადიმერ აფხაზავას

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან 26 იანვარს გამართული 30-წუთიანი აქციის გამო პოლიციამ რეაგირება 6 თებერვალს გადაწყვიტა, შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტ მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის გაპროტესტების გამო, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა აქციის 9 მონაწილეს. აქედან გამომდინარე დღეს ქუთაისში სასამართლო სხდომა გაიმართება, "ბრალდებულები" კი შემდეგი ადამიანები არიან:

  • გელა მთივლიშვილი - ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი;
  • ნინო ქათამაძე - მუსიკოსი, "ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი;
  • ვლადიმერ აფხაზავა - მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი;• ხვიჩა ვაშაყმაძე - ჟურნალისტი;• ქეთევან ფილაური - ფსიქოლოგი;
  • მაია ცირამუა - ფსიქოლოგი
  • ქეთი ფილაური - ფსიქოლოგი
  • ხვიჩა ვაშაყმაძე - ჟურნალისტი
  • ირინა ზარანდია - სამოქალაქო აქტივისტი
  • გივი ცინცაძე - ლანჩხუთის საკრებულოს წევრი
  • ეკა კუხალაშვილი - "ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, მალხაზ ოქროპირაშვილი სწორედ ის მოსამართლეა, რომელმაც არ განიხილა "ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი უკანონო დაპატიმრებასთან დაკავშირებით, რითაც მზია პოლიტიკურ პატიმრობაში დატოვა.

მისი გადაწყვეტილების გამპროტესტებელთა სხდომა ორშაბათს, 10 თებერვალს, 12:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. საქმეს მოსამართლე ციცინო მოსიძე განიხილავს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილი, სასჯელის სახით 15 დღემდე ვადით დაპატიმრებას ითვალისწინებს. კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, იგივე ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან 60 დღემდე ვადით პატიმრობას. შეკრების მონაწილეთა ინტერესებს სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატები დაიცავენ.

მზია ამაღლობელი 30-ე დღეა შიმშილობს და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ის ციხიდან სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.

პროკურატურა მას პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმას ედავება. მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.