სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ომბუდსმენმა დაინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირს მიმართა და პარლამენტს მოუწოდა დასკვნის გამოქვეყნებამდე, კანონპროექტს მსვლელობა არ მისცეს
ომბუდსმენმა დაინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირს მიმართა და პარლამენტს მოუწოდა დასკვნის გამოქვეყნებამდე, კანონპროექტს მსვლელობა არ მისცეს

სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა და­ი­ნი­ცი­რე­ბულ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ეუთო/ოდირს მი­მარ­თა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს, ეუთო/ოდი­რის დას­კვნის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე, არ მის­ცეს კა­ნონპ­რო­ექტს შემ­დგო­მი მსვლე­ლო­ბა.

„დღეს, 5 თე­ბერ­ვალს სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა მი­მარ­თა ეუთო/ოდირს და სთხო­ვა სა­მარ­თლებ­რი­ვი დას­კვნის მომ­ზა­დე­ბა იმ კა­ნონპ­რო­ექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც მიმ­დი­ნა­რე კვი­რას და­ი­ნი­ცირ­და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში. წარ­მოდ­გე­ნი­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა დაჩ­ქა­რე­ბუ­ლად გა­ნი­ხი­ლე­ბა და მიზ­ნად ისა­ხავს ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში, „შეკ­რე­ბე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­ში და სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში.

მი­თი­თე­ბულ სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კეტ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მო­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, პარ­ლა­მენ­ტი კვლავ დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გა­ნი­ხი­ლავს კა­ნონპ­რო­ექტს, რაც არ იძ­ლე­ვა მას­ში სრულ­ფა­სო­ვა­ნი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის და ჩარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მო­უ­წო­დებს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს, ეუთო/ოდი­რის დას­კვნის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე, არ მის­ცეს კა­ნონპ­რო­ექტს შემ­დგო­მი მსვლე­ლო­ბა და იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ ეუთო/ოდი­რის დას­კვნა წარ­მოდ­გე­ნილ კა­ნონპ­რო­ექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სრუ­ლად იქ­ნე­ბა მხედ­ვე­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი. ამას­თან, მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა ზომა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ზე ნე­გა­ტი­უ­რი ეფექ­ტე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ომბუდსმენმა დაინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირს მიმართა და პარლამენტს მოუწოდა დასკვნის გამოქვეყნებამდე, კანონპროექტს მსვლელობა არ მისცეს

ომბუდსმენმა დაინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირს მიმართა და პარლამენტს მოუწოდა დასკვნის გამოქვეყნებამდე, კანონპროექტს მსვლელობა არ მისცეს

სახალხო დამცველმა დაინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირს მიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნებამდე, არ მისცეს კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა.

„დღეს, 5 თებერვალს სახალხო დამცველმა მიმართა ეუთო/ოდირს და სთხოვა სამართლებრივი დასკვნის მომზადება იმ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარე კვირას დაინიცირდა საქართველოს პარლამენტში. წარმოდგენილი ინიციატივა დაჩქარებულად განიხილება და მიზნად ისახავს ცვლილებების შეტანას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში.

მითითებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მოწოდების მიუხედავად, პარლამენტი კვლავ დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რაც არ იძლევა მასში სრულფასოვანი მონაწილეობის და ჩართვის შესაძლებლობას.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნებამდე, არ მისცეს კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა და იმედს გამოთქვამს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით, სრულად იქნება მხედველობაში მიღებული. ამასთან, მიღებული იქნება ყველა ზომა ადამიანის უფლებებზე ნეგატიური ეფექტების აღმოსაფხვრელად”, - ნათქვამია ინფორმაციაში.