სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აგერ მზია კვდება და ჩვენ ორღერძულა ხაზზე ვილაპარაკოთ? ირანის იქით, ჩრდილოეთ კორეაში ვართ" - რა თქვა გიგი უგულავამ პროცესზე
"აგერ მზია კვდება და ჩვენ ორღერძულა ხაზზე ვილაპარაკოთ? ირანის იქით, ჩრდილოეთ კორეაში ვართ" - რა თქვა გიგი უგულავამ პროცესზე

აგერ მზია კვდე­ბა და ჩვენ ორ­ღერ­ძუ­ლა ხაზ­ზე ვი­ლა­პა­რა­კოთ? - ამის შე­სა­ხებ „თბი­ლი­სი მოლ­თან" სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე ობი­ექ­ტის ჯგუ­ფუ­რად ბლო­კი­რე­ბის მცდე­ლო­ბა­ზე და­კა­ვე­ბულ­მა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა გიგი უგუ­ლა­ვამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ყვე­ლა უნდა და­ფიქ­რდეს, თუ რას ემ­სა­ხუ­რე­ბა კა­ნონ­ში ახა­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი.

„ჩემს თავ­ზე სა­უ­ბარს არ ვა­პი­რებ, აბ­სურ­დი იყო, რაც მოხ­და. მინ­და შე­კი­თხვა და­ვუს­ვა აქ წარ­მოდ­გე­ნილ ადა­მი­ანს, სა­დამ­დე აპი­რებს სის­ტე­მა ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბას, ცე­მას, გა­უ­ბე­დუ­რე­ბას? იმე­დი მაქვს, როცა სახ­ლში მიბ­რუნ­დე­ბით, ამ შე­კი­თხვას სა­კუ­თარ თავს უს­ვამთ, ან ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­გის­ვა­მენ. რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი? მი­ზა­ნი თუ არის რომ მსოფ­ლი­ოს­გან იზო­ლი­რე­ბუ­ლი, ჩა­მორ­ჩე­ნი­ლი ქვე­ყა­ნა უნდა ვი­ყოთ, რო­მე­ლიც ერთი ადა­მი­ა­ნის წარ­მო­უდ­გე­ნელ ოც­ნე­ბებს ემ­სა­ხუ­რე­ბა, არ მგო­ნია, ეს თქვე­ნი და თქვე­ნი შვი­ლე­ბის ოც­ნე­ბა იყოს...

ირა­ნის იქით, ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში ვართ, ის ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ შე­ვი­და, დიქ­ტა­ტო­რი ია­ნუ­კო­ვი­ჩის ცვლი­ლე­ბებს იმე­ო­რებს, ჩა­ფხუტს აუკ­რძა­ლავთ, რომ და­ი­ხუ­როს? ქვას და­ი­ხუ­რავს. დგო­მას აუკ­რძა­ლავთ ქუ­ჩა­ში? სხვა ფორ­მას იპო­ვის. გვა­სა­მარ­თლებთ კა­ნო­ნით, რო­მე­ლიც არ არ­სე­ბობს. ქვე­ყა­ნას ტი­ლი­ვით მო­ე­დო კრი­მი­ნა­ლი და იმის ნაც­ვლად, ამას მი­ხე­დონ, 20 წლის ბავ­შვი ჰყავთ და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი. ეს არის მშვი­დო­ბა? ამას ხომ ბოლო არ აქვს? სახ­ლში რომ მიხ­ვალთ, და­ფიქ­რდით, ამის მი­ზა­ნი რა არის და რა შე­დე­გის დად­გო­მა გინ­დათ ამ ქვეყ­ნის­თვის?

მზია ამაღ­ლო­ბე­ლი უკვე სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძვის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის იბ­რძვის. ეს ბრძო­ლა ვერ გა­ჩერ­დე­ბა და არ გა­ჩერ­დე­ბა. ყო­ველ დღეს ამ სო­ცი­ო­პა­თი­უ­რი რე­ჟი­მი აუ­ბე­დუ­რებს, ჩვენ ბედ­ნი­ე­რი ხალ­ხი ვართ. მე­ო­თხე პა­ტიმ­რო­ბა მაქვს თუ მე­ხუ­თე, ვე­ღარ ვით­ვლი, მაგ­რამ მა­ინც ბედ­ნი­ე­რი ვარ. აგერ მზია კვდე­ბა და ჩვენ ორ­ღერ­ძუ­ლა ხაზ­ზე ვი­ლა­პა­რა­კოთ?თა­ვი­სუფ­ლე­ბა მზია ამაღ­ლო­ბელს",- გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"აგერ მზია კვდება და ჩვენ ორღერძულა ხაზზე ვილაპარაკოთ? ირანის იქით, ჩრდილოეთ კორეაში ვართ" - რა თქვა გიგი უგულავამ პროცესზე

"აგერ მზია კვდება და ჩვენ ორღერძულა ხაზზე ვილაპარაკოთ? ირანის იქით, ჩრდილოეთ კორეაში ვართ" - რა თქვა გიგი უგულავამ პროცესზე

აგერ მზია კვდება და ჩვენ ორღერძულა ხაზზე ვილაპარაკოთ? - ამის შესახებ „თბილისი მოლთან" სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობაზე დაკავებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა უნდა დაფიქრდეს, თუ რას ემსახურება კანონში ახალი ცვლილებები.

„ჩემს თავზე საუბარს არ ვაპირებ, აბსურდი იყო, რაც მოხდა. მინდა შეკითხვა დავუსვა აქ წარმოდგენილ ადამიანს, სადამდე აპირებს სისტემა ადამიანების წამებას, ცემას, გაუბედურებას? იმედი მაქვს, როცა სახლში მიბრუნდებით, ამ შეკითხვას საკუთარ თავს უსვამთ, ან ოჯახის წევრები დაგისვამენ. რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი? მიზანი თუ არის რომ მსოფლიოსგან იზოლირებული, ჩამორჩენილი ქვეყანა უნდა ვიყოთ, რომელიც ერთი ადამიანის წარმოუდგენელ ოცნებებს ემსახურება, არ მგონია, ეს თქვენი და თქვენი შვილების ოცნება იყოს...

ირანის იქით, ჩრდილოეთ კორეაში ვართ, ის ცვლილებები, რომელიც ცოტა ხნის წინ შევიდა, დიქტატორი იანუკოვიჩის ცვლილებებს იმეორებს, ჩაფხუტს აუკრძალავთ, რომ დაიხუროს? ქვას დაიხურავს. დგომას აუკრძალავთ ქუჩაში? სხვა ფორმას იპოვის. გვასამართლებთ კანონით, რომელიც არ არსებობს. ქვეყანას ტილივით მოედო კრიმინალი და იმის ნაცვლად, ამას მიხედონ, 20 წლის ბავშვი ჰყავთ დასისხლიანებული. ეს არის მშვიდობა? ამას ხომ ბოლო არ აქვს? სახლში რომ მიხვალთ, დაფიქრდით, ამის მიზანი რა არის და რა შედეგის დადგომა გინდათ ამ ქვეყნისთვის?

მზია ამაღლობელი უკვე სიცოცხლისთვის იბრძვის, თავისუფლებისთვის იბრძვის. ეს ბრძოლა ვერ გაჩერდება და არ გაჩერდება. ყოველ დღეს ამ სოციოპათიური რეჟიმი აუბედურებს, ჩვენ ბედნიერი ხალხი ვართ. მეოთხე პატიმრობა მაქვს თუ მეხუთე, ვეღარ ვითვლი, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ. აგერ მზია კვდება და ჩვენ ორღერძულა ხაზზე ვილაპარაკოთ?თავისუფლება მზია ამაღლობელს",- განაცხადა უგულავამ.