სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რეჟიმი გადასულია შეტევაზე - ჩვენი პასუხიც უნდა იყოს შეტევა: გაფიცვები უნდა იყოს ყველგან, რკინიგზაში, პორტებში" - ხაბეიშვილი
"რეჟიმი გადასულია შეტევაზე - ჩვენი პასუხიც უნდა იყოს შეტევა: გაფიცვები უნდა იყოს ყველგან, რკინიგზაში, პორტებში" - ხაბეიშვილი

"რე­ჟი­მი გა­და­სუ­ლია შე­ტე­ვა­ზე - ხალ­ხის და­ში­ნე­ბას ცდი­ლობს და­კა­ვე­ბით, ცე­მით, ამი­ტომ პრო­ტეს­ტი უნდა გახ­დეს უფრო მე­ტად მძლავ­რი, უნდა იყოს გა­ფიც­ვე­ბი, აქ­ცია-პერ­ფორ­მან­სე­ბით არ გა­მო­დის საქ­მე ასეთ მძი­მე რე­ჟი­მებ­თან, - ამის შე­სა­ხებ “ერ­თი­ა­ნო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

  • ხა­ბე­იშ­ვი­ლის თქმით, ახლა „ერ­თი­ა­ნო­ბა მარ­თებთ“ და საქ­მე­ზე უნდა გა­და­ვიდ­ნენ.

"რე­ჟი­მი იქ­ცე­ვა ასე, მუდ­მი­ვად ცდი­ლო­ბენ, რომ წნე­ხის ქვეშ ჰყავ­დეთ ადა­მი­ა­ნე­ბი და ჩვენ ასე­ვე ვხე­დავთ, რომ მათი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი იყ­ვნენ დევ­ნი­ლე­ბი. ახლა სა­ინ­ფორ­მა­ციო პრო­პა­გან­და აწყო­ბი­ლი აქვთ, რომ იჭე­რენ, დევ­ნი­ან - შე­ტე­ვა­ზე არი­ან, ამი­ტომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას კარ­გად უნდა ეს­მო­დეს, რომ ჩვე­ნი პა­სუ­ხი უნდა იყოს შე­ტე­ვა და მათ შო­რის ის, რაც მათ სტკი­ვათ. მე მეს­მის, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნა არა­ვის არ მოს­წონს, მაგ­რამ ამის სა­პირ­წო­ნედ ჩვენ გვაქვს ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც უნდა და­ვიც­ვათ, ამი­ტომ სწო­რედ, რომ გა­ფიც­ვე­ბი უნდა იყოს ყველ­გან, მა­გა­ლი­თად რკი­ნიგ­ზა­ში, პორ­ტებ­ში და ასე­თი აქ­ცი­ე­ბია სა­ჭი­რო, რომ რე­ჟიმს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­ვუ­წი­ოთ. აქ­ცია-პერ­ფორ­მან­სე­ბით არ გა­მო­დის ეს საქ­მე ასეთ მძი­მე რე­ჟი­მებ­თან. ჩვენ რომ გა­რეთ გა­მო­ვი­ხე­დავთ, ელექტრო­ე­ნერ­გია გვაქვს და სახ­ლში ფე­რა­დი ტე­ლე­ვი­ზო­რი გვაქვს, არ ნიშ­ნავს იმას, რომ ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ. შე­ვარ­დნა­ძის დროს­თა­ნაც კი ვერ მივა ახ­ლოს ის პო­ლი­ტი­კუ­რი რე­ა­ლო­ბა, რო­მე­ლიც ახლა გვაქვს - არი­ან მაგ­ნიტსკის სი­ა­ში, არი­ან და­სან­ქცი­რე­ბუ­ლე­ბი, არა­ვინ არ აღი­ა­რებს, ოფი­ცი­ა­ლუ­რი მწა­მებ­ლე­ბი მი­ტა­ცე­ბულ ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში და ერ­თიც მინ­და ავღ­ნიშ­ნო, რომ გა­უ­გო­ნა­რი თე­მე­ბის გარ­ჩე­ვე­ბი მი­დის ტე­ლე­ვი­ზი­ით. კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი რა­ღაც გა­ურ­კვე­ველ დის­კუ­სი­ებს აწარ­მო­ე­ბენ, რომ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“, იმის დროს და ამის დროს - შე­წყვი­ტეთ ეს სი­გი­ჟე­ე­ბი, ეს არის ოლი­გარ­ქის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა, რომ ამ პრო­პა­გან­დის მე­სი­ჯე­ბით გა­სა­უბ­როთ.

მზია ამაღ­ლო­ბელ­ზე გე­უბ­ნე­ბი­ან, რომ კრი­მი­ნა­ლია, 19-20 წლის ბავ­შვებ­ზე გე­უბ­ნე­ბი­ან, რომ სა­ხელ­მწი­ფოს ატ­რი­ა­ლე­ბენ, დიმა ბი­ძი­ნაშ­ვილ­ზე ამ­ბო­ბენ, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის დამ­ნა­შა­ვეა, სი­გი­ჟე­ებს გახ­ვე­ვენ თავს და თქვენ კი­დევ დგა­ხართ და თავს იმარ­თლებთ, პარ­ტი­ულ კო­ნი­ექ­ტუ­რებს გა­ნი­ხი­ლავთ, ვი­ღა­ცებს ადა­რებთ ერ­თმა­ნეთს და ან წიგ­ნი ხომ წა­გი­კი­თხავთ, ან ხომ გი­ყუ­რე­ბი­ათ რე­ჟი­მე­ბი რო­გორ იქ­ცე­ვი­ან, რე­ჟი­მი არ­ჩევ­ნე­ბით არ აბა­რებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ და ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ სხვა საქ­მე­ზე უნდა მივ­დგეთ, ერ­თი­ა­ნო­ბა გვმარ­თებს, ეს არ არის შე­ჯიბ­რე­ბი­თო­ბა, რომ ერთი პარ­ტია მე­ო­რეს უპირ­და­პირ­დე­ბა, ცოტა დამ­შვიდ­დით და საქ­მე­ზე ვი­ფიქ­როთ. ჩვენ თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სხე­დან ცი­ხე­ში სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლის გამო, ამი­ტომ ეს ბრა­ზი უნდა მივ­მარ­თოთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით.“ - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა, რომ­ლის გან­ცხა­დე­ბა­საც პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"რეჟიმი გადასულია შეტევაზე - ჩვენი პასუხიც უნდა იყოს შეტევა: გაფიცვები უნდა იყოს ყველგან, რკინიგზაში, პორტებში" - ხაბეიშვილი

"რეჟიმი გადასულია შეტევაზე - ჩვენი პასუხიც უნდა იყოს შეტევა: გაფიცვები უნდა იყოს ყველგან, რკინიგზაში, პორტებში" - ხაბეიშვილი

"რეჟიმი გადასულია შეტევაზე - ხალხის დაშინებას ცდილობს დაკავებით, ცემით, ამიტომ პროტესტი უნდა გახდეს უფრო მეტად მძლავრი, უნდა იყოს გაფიცვები, აქცია-პერფორმანსებით არ გამოდის საქმე ასეთ მძიმე რეჟიმებთან, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

  • ხაბეიშვილის თქმით, ახლა „ერთიანობა მართებთ“ და საქმეზე უნდა გადავიდნენ.

"რეჟიმი იქცევა ასე, მუდმივად ცდილობენ, რომ წნეხის ქვეშ ჰყავდეთ ადამიანები და ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ მათი მთავარი ამოცანაა, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ დევნილები. ახლა საინფორმაციო პროპაგანდა აწყობილი აქვთ, რომ იჭერენ, დევნიან - შეტევაზე არიან, ამიტომ საზოგადოებას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ჩვენი პასუხი უნდა იყოს შეტევა და მათ შორის ის, რაც მათ სტკივათ. მე მესმის, რომ თავისუფლების აღკვეთა, პატიმრობაში ყოფნა არავის არ მოსწონს, მაგრამ ამის საპირწონედ ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყანა, რომელიც უნდა დავიცვათ, ამიტომ სწორედ, რომ გაფიცვები უნდა იყოს ყველგან, მაგალითად რკინიგზაში, პორტებში და ასეთი აქციებია საჭირო, რომ რეჟიმს წინააღმდეგობა გავუწიოთ. აქცია-პერფორმანსებით არ გამოდის ეს საქმე ასეთ მძიმე რეჟიმებთან. ჩვენ რომ გარეთ გამოვიხედავთ, ელექტროენერგია გვაქვს და სახლში ფერადი ტელევიზორი გვაქვს, არ ნიშნავს იმას, რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ. შევარდნაძის დროსთანაც კი ვერ მივა ახლოს ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც ახლა გვაქვს - არიან მაგნიტსკის სიაში, არიან დასანქცირებულები, არავინ არ აღიარებს, ოფიციალური მწამებლები მიტაცებულ ძალაუფლებაში და ერთიც მინდა ავღნიშნო, რომ გაუგონარი თემების გარჩევები მიდის ტელევიზიით. კონკრეტული პოლიტიკოსები, გარკვეული ჯგუფები რაღაც გაურკვეველ დისკუსიებს აწარმოებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, იმის დროს და ამის დროს - შეწყვიტეთ ეს სიგიჟეები, ეს არის ოლიგარქის მთავარი ამოცანა, რომ ამ პროპაგანდის მესიჯებით გასაუბროთ.

მზია ამაღლობელზე გეუბნებიან, რომ კრიმინალია, 19-20 წლის ბავშვებზე გეუბნებიან, რომ სახელმწიფოს ატრიალებენ, დიმა ბიძინაშვილზე ამბობენ, რომ სისხლის სამართლის დამნაშავეა, სიგიჟეებს გახვევენ თავს და თქვენ კიდევ დგახართ და თავს იმართლებთ, პარტიულ კონიექტურებს განიხილავთ, ვიღაცებს ადარებთ ერთმანეთს და ან წიგნი ხომ წაგიკითხავთ, ან ხომ გიყურებიათ რეჟიმები როგორ იქცევიან, რეჟიმი არჩევნებით არ აბარებს ხელისუფლებას, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ამიტომ ვფიქრობ, რომ სხვა საქმეზე უნდა მივდგეთ, ერთიანობა გვმართებს, ეს არ არის შეჯიბრებითობა, რომ ერთი პარტია მეორეს უპირდაპირდება, ცოტა დამშვიდდით და საქმეზე ვიფიქროთ. ჩვენ თანამოქალაქეები სხედან ციხეში სამშობლოს სიყვარულის გამო, ამიტომ ეს ბრაზი უნდა მივმართოთ ამ მიმართულებით.“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის განცხადებასაც პრესსამსახური ავრცელებს.