კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გთავაზობთ ორ ვარიანტს: საქართველოს დელეგაციის მანდატების გარკვეული პირობებით აღიარებისა და არაღიარების" - PACE-ის მონიტორინგის კომისიის განცხადება
"გთავაზობთ ორ ვარიანტს: საქართველოს დელეგაციის მანდატების გარკვეული პირობებით აღიარებისა და არაღიარების" - PACE-ის მონიტორინგის კომისიის განცხადება

PACE-ის მო­ნი­ტო­რინ­გის კო­მი­სია ასამ­ბლე­ას სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით ორ ვა­რი­ანტს სთა­ვა­ზობს - სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის მან­და­ტე­ბის გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბით აღი­ა­რე­ბი­სა და არა­ღი­ა­რე­ბის, - ამის შე­სა­ხებ სა­მუ­შაო დო­კუ­მენტს ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ის (PACE) მო­ნი­ტო­რინ­გის კო­მი­სია ავ­რცე­ლებს.

"2024 წლის 26 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მოვ­ლე­ნე­ბი, მათ შო­რის შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვე­ბი, ოპო­ზი­ცი­ი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის რეპ­რე­სი­რე­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს წევ­რო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს და ევ­რო­პის საბ­ჭო­ში წევ­რო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­საც. შე­სა­ბა­მი­სად, ასამ­ბლე­ას [სა­ქარ­თვე­ლოს] ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის­გან ცხა­დი გა­რან­ტი­ე­ბი სჭირ­დე­ბა, რომ ისი­ნი გულ­წრფე­ლად აპი­რე­ბენ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უკუს­ვლის შე­მობ­რუ­ნე­ბას და წევ­რო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

შემ­დგომ­ში, მო­ნი­ტო­რინ­გის კო­მი­სია ასამ­ბლე­ას ორ ვა­რი­ანტს სთა­ვა­ზობს.

პირ­ვე­ლი ვა­რი­ან­ტის თა­ნახ­მად, მოხ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის მან­და­ტე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა იმ პი­რო­ბით, რომ 2025 წლის აპ­რი­ლამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი: და­ი­წყე­ბენ “ნამ­დვი­ლად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს” შექ­მნა­ზე მუ­შა­ო­ბას ოპო­ზი­ცი­ას­თან და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად; გა­დად­გა­მენ ნა­ბი­ჯებს ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის აღ­სად­გე­ნად; და­ას­რუ­ლე­ბენ პო­ლი­ცი­ურ სი­სას­ტი­კეს და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვებს; შე­წყვე­ტენ დე­მონ­სტრან­ტე­ბის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო ლი­დე­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას და ბო­ლომ­დე პა­ტივს სცე­მენ გა­მო­ხატ­ვი­სა და შეკ­რე­ბის უფ­ლე­ბას.

ამ ვა­რი­ან­ტში, ასამ­ბლეა 2025 წლის აპ­რილ­ში შე­ა­ფა­სებს ამ პუნ­ქტებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პროგ­რესს და სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის მან­და­ტებს გა­და­ხე­დოს, მათ შო­რის შე­ა­ჩე­როს კი­დე­ვაც.

მო­ნი­ტო­რინ­გის კო­მი­სი­ის მიერ მომ­ზა­დე­ბულ მე­ო­რე ვა­რი­ან­ტში სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი­სად­მი მო­თხოვ­ნე­ბი იგი­ვე რჩე­ბა, ერ­თა­დერ­თი სხვა­ო­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ამ ვა­რი­ან­ტში არ მოხ­დე­ბა PACE-ში სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის მან­და­ტე­ბის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბა.

ავტორი:

"გთავაზობთ ორ ვარიანტს: საქართველოს დელეგაციის მანდატების გარკვეული პირობებით აღიარებისა და არაღიარების" - PACE-ის მონიტორინგის კომისიის განცხადება

"გთავაზობთ ორ ვარიანტს: საქართველოს დელეგაციის მანდატების გარკვეული პირობებით აღიარებისა და არაღიარების" - PACE-ის მონიტორინგის კომისიის განცხადება

PACE-ის მონიტორინგის კომისია ასამბლეას საქართველოსთან დაკავშირებით ორ ვარიანტს სთავაზობს - საქართველოს დელეგაციის მანდატების გარკვეული პირობებით აღიარებისა და არაღიარების, - ამის შესახებ სამუშაო დოკუმენტს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომისია ავრცელებს.

"2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვლენები, მათ შორის შეკრების თავისუფლების დარღვევის შემთხვევები, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირება ეწინააღმდეგება საქართველოს წევრობის ვალდებულებებს და ევროპის საბჭოში წევრობის ვალდებულებებსაც. შესაბამისად, ასამბლეას [საქართველოს] ოფიციალური პირებისგან ცხადი გარანტიები სჭირდება, რომ ისინი გულწრფელად აპირებენ დემოკრატიული უკუსვლის შემობრუნებას და წევრობის ვალდებულებების შესრულებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

შემდგომში, მონიტორინგის კომისია ასამბლეას ორ ვარიანტს სთავაზობს.

პირველი ვარიანტის თანახმად, მოხდება საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება იმ პირობით, რომ 2025 წლის აპრილამდე საქართველოს ოფიციალური პირები: დაიწყებენ “ნამდვილად დემოკრატიული ახალი არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო გარემოს” შექმნაზე მუშაობას ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად; გადადგამენ ნაბიჯებს ევროკავშირში გაწევრიანების აღსადგენად; დაასრულებენ პოლიციურ სისასტიკეს და ადამიანის უფლებების დარღვევებს; შეწყვეტენ დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების ბოროტად გამოყენებას და ბოლომდე პატივს სცემენ გამოხატვისა და შეკრების უფლებას.

ამ ვარიანტში, ასამბლეა 2025 წლის აპრილში შეაფასებს ამ პუნქტებზე საქართველოს პროგრესს და საშუალება ექნება საქართველოს დელეგაციის მანდატებს გადახედოს, მათ შორის შეაჩეროს კიდევაც.

მონიტორინგის კომისიის მიერ მომზადებულ მეორე ვარიანტში საქართველოს ოფიციალური პირებისადმი მოთხოვნები იგივე რჩება, ერთადერთი სხვაობა იმაში მდგომარეობს, რომ ამ ვარიანტში არ მოხდება PACE-ში საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება.