კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ლეგენდარული“ ღილაკის დაბრუნება ოვალურ კაბინეტში და რადიკალურად შეცვლილი ინტერიერი - როგორია რეზიდენცია ტრამპების ოჯახის დაბრუნების შემდეგ (ფოტო)
“ლეგენდარული“ ღილაკის დაბრუნება ოვალურ კაბინეტში და რადიკალურად შეცვლილი ინტერიერი - როგორია რეზიდენცია ტრამპების ოჯახის დაბრუნების შემდეგ (ფოტო)

20 იან­ვარს, ვა­შინგტონ­ში 47- ე პრე­ზი­დენ­ტის დო­ნალდ ტრამ­პის სა­ზე­ი­მო ინა­უ­გუ­რა­ცია გა­ი­მარ­თა, რო­მელ­მაც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო.

ფი­ცის და­დე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ წვე­უ­ლე­ბას, ე.წ. თა­ვი­სუფ­ლე­ბის ბალს, მსოფ­ლიო ელი­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ეს­წრნენ. აშშ-ის პრე­ზი­დენტს სა­ცეკ­ვაო ფეხ­საც­მლის მორ­გე­ბა მო­უ­წია. თვა­ლის­მომჭრე­ლი იყო პირ­ვე­ლი ლედი მე­ლა­ნია, რო­მე­ლიც შავ-თეთრ სა­ღა­მოს კა­ბა­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი. ასე­ვე ბრწყი­ნავ­და "ოდ­რის კა­ბა­ში" გა­მო­წყო­ბი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვი­ლი ივან­კა ტრამ­პი და ჯა­ხის სხვა წევ­რე­ბი.

  • მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა კი­დევ ერთხელ მი­ი­პყრო ტრამ­პე­ბის “პრინ­ცე­სად“ წო­დე­ბულ­მა, კაი მე­დი­სონ ტრამპმა.

მას შემ­დეგ, რაც ბა­ბუ­ას წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბა­ში და­ეხ­მა­რა და სი­ტყვით გა­მო­ვი­და, კაი ტრამ­პი ოჯა­ხის სხვა წევ­რებ­თან ერ­თად ნამ­დვი­ლად ვარ­სკვლა­ვუ­რად წარ­სდგა სტუმ­რებ­თა­ნაც. რომ­ლებ­საც ინა­უ­გუ­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ უმას­პინ­ძლეს.

დო­ნალდ ტრამ­პის 17 წლის შვი­ლიშ­ვი­ლი გა­მომ­წე­რებს ამ­ჯე­რად თეთ­რი სახ­ლის აქამ­დე უც­ნობ ად­გი­ლებს ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებს. რო­გორც მე­დია წერს, ოჯახ­მა რე­ზი­დენ­ცია უკვე გა­ნა­ახ­ლა. ყვე­ლა­ზე მე­ტად შე­იც­ვა­ლა მთა­ვა­რი კა­ბი­ნე­ტი - სა­დაც დო­ნალდ ტრამპს საკ­ვან­ძო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა მო­უ­წევს.

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მთა­ვა­რი კა­ბი­ნე­ტის ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს nypost.

  • პრე­ზი­დენ­ტმა ტრამპმა ოვა­ლუ­რი კა­ბი­ნე­ტი სა­ო­ჯა­ხო ფო­ტო­ე­ბი­თა და სხვა პი­რა­დი ნივ­თე­ბის კო­ლა­ჟით და­ამ­შვე­ნა. გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ოვა­ლუ­რი ოფი­სის და­მა­ტე­ბი­თი ფუნ­ქცი­ე­ბი მო­ი­ცავს Diet Coke -ის ღი­ლა­კის დაბ­რუ­ნე­ბას სა­მუ­შაო მა­გი­და­ზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ “დი­ე­ტუ­რი Coke“-ის “გა­მო­სა­ძა­ხე­ბე­ლი“ სპე­ცი­ა­ლუ­რი ღი­ლა­კი დო­ნალდ ტრამ­პის თა­ვის სა­მუ­შაო მა­გი­და­ზე პრე­ზი­დენ­ტო­ბის პირ­ველ ვა­და­ზე ჰქონ­და და­ინ­სტა­ლი­რე­ბუ­ლი. მა­შინ, ეს თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა, ტრამ­პის ერ­თგვარ ნი­შად იქცა. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი აცხა­დებ­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი სას­მე­ლი მის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად საყ­ვა­რე­ლი იყო.

თუმ­ცა, მას შემ­დეგ რაც ჯო ბა­ი­დე­ნი აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტად აირ­ჩი­ეს, ღი­ლა­კი გა­ა­უქ­მა.

Diet Coke -ის ღი­ლა­კი მა­გი­და­ზე.

ოთა­ხის ხედი ტრამ­პის სა­მუ­შაო მა­გი­დი­დან

და­აბ­რუ­ნეს ნე­იტ­რა­ლუ­რი ფე­რის ხა­ლი­ჩა, რო­მე­ლიც ტრამ­პის კა­ბი­ნეტს პირ­ვე­ლი ვა­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ­შვე­ნებ­და.

ოჯა­ხუ­რი ფო­ტო­ე­ბის კო­ლა­ჟი

აბ­რა­ამ ლინ­კოლ­ნის პორ­ტრე­ტი და ბი­უს­ტი

ჯორჯ ვა­შინგტო­ნის პორ­ტრე­ტი ბუხ­რის თავ­ზე

ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ოვა­ლუ­რი კა­ბი­ნე­ტი ჯო ბა­ი­დე­ნის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

“ლეგენდარული“ ღილაკის დაბრუნება ოვალურ კაბინეტში და რადიკალურად შეცვლილი ინტერიერი - როგორია რეზიდენცია ტრამპების ოჯახის დაბრუნების შემდეგ (ფოტო)

“ლეგენდარული“ ღილაკის დაბრუნება ოვალურ კაბინეტში და რადიკალურად შეცვლილი ინტერიერი - როგორია რეზიდენცია ტრამპების ოჯახის დაბრუნების შემდეგ (ფოტო)

20 იანვარს, ვაშინგტონში 47- ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საზეიმო ინაუგურაცია გაიმართა, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

ფიცის დადების შემდეგ გამართულ წვეულებას, ე.წ. თავისუფლების ბალს, მსოფლიო ელიტის წარმომადგენლები დაესწრნენ. აშშ-ის პრეზიდენტს საცეკვაო ფეხსაცმლის მორგება მოუწია. თვალისმომჭრელი იყო პირველი ლედი მელანია, რომელიც შავ-თეთრ საღამოს კაბაში იყო გამოწყობილი. ასევე ბრწყინავდა "ოდრის კაბაში" გამოწყობილი პრეზიდენტის ქალიშვილი ივანკა ტრამპი და ჯახის სხვა წევრები.

  • მედიის ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო ტრამპების “პრინცესად“ წოდებულმა, კაი მედისონ ტრამპმა.

მას შემდეგ, რაც ბაბუას წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში დაეხმარა და სიტყვით გამოვიდა, კაი ტრამპი ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ნამდვილად ვარსკვლავურად წარსდგა სტუმრებთანაც. რომლებსაც ინაუგურაციის დასრულების შემდეგ უმასპინძლეს.

დონალდ ტრამპის 17 წლის შვილიშვილი გამომწერებს ამჯერად თეთრი სახლის აქამდე უცნობ ადგილებს ათვალიერებინებს. როგორც მედია წერს, ოჯახმა რეზიდენცია უკვე განაახლა. ყველაზე მეტად შეიცვალა მთავარი კაბინეტი - სადაც დონალდ ტრამპს საკვანძო გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს.

განახლებული მთავარი კაბინეტის ფოტოებს აქვეყნებს nypost.

  • პრეზიდენტმა ტრამპმა ოვალური კაბინეტი საოჯახო ფოტოებითა და სხვა პირადი ნივთების კოლაჟით დაამშვენა. განახლებული ოვალური ოფისის დამატებითი ფუნქციები მოიცავს Diet Coke -ის ღილაკის დაბრუნებას სამუშაო მაგიდაზე.

აღსანიშნავია, რომ “დიეტური Coke“-ის “გამოსაძახებელი“ სპეციალური ღილაკი დონალდ ტრამპის თავის სამუშაო მაგიდაზე პრეზიდენტობის პირველ ვადაზე ჰქონდა დაინსტალირებული. მაშინ, ეს თავისებურება, ტრამპის ერთგვარ ნიშად იქცა. როგორც პრეზიდენტი აცხადებდა, აღნიშნული სასმელი მისთვის განსაკუთრებულად საყვარელი იყო.

თუმცა, მას შემდეგ რაც ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს, ღილაკი გააუქმა.

Diet Coke -ის ღილაკი მაგიდაზე.

ოთახის ხედი ტრამპის სამუშაო მაგიდიდან

დააბრუნეს ნეიტრალური ფერის ხალიჩა, რომელიც ტრამპის კაბინეტს პირველი ვადის განმავლობაში ამშვენებდა.

ოჯახური ფოტოების კოლაჟი

აბრაამ ლინკოლნის პორტრეტი და ბიუსტი

ჯორჯ ვაშინგტონის პორტრეტი ბუხრის თავზე

ასე გამოიყურებოდა ოვალური კაბინეტი ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის დროს

იხილეთ ასევე: