პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„ძალიან უყვარს შვილებთან ერთად დროის გატარება, ნატრობს, ნახოს შვილიშვილიც“ - აქციების დროს დაკავებული ვეფხია კასრაძის მეუღლე, ელენე კროტენკო
„ძალიან უყვარს შვილებთან ერთად დროის გატარება, ნატრობს, ნახოს შვილიშვილიც“ - აქციების დროს დაკავებული ვეფხია კასრაძის მეუღლე, ელენე კროტენკო

4 დე­კემ­ბერს ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს რვა პირი, მათ შო­რის 54 წლის ვე­ფხია კას­რა­ძე, რო­მე­ლიც კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა. ის თავს რე­ჟი­მის ტყვედ მი­იჩ­ნევს.

ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრა­ლი ვე­ფხია კას­რა­ძეს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ფა­რულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წერ­ზე დაყ­რდნო­ბით წა­რუდ­გი­ნეს. ბრალ­დე­ბულს 6-დან 9 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

ვე­ფხია კას­რა­ძე ცხინ­ვა­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. ის სო­ფელ ერგნეთ­ში გა­ი­ზარ­და. რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძო­და ჯერ 90-იან წლებ­ში, შემ­დეგ 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომში. აქვს ვე­ტე­რა­ნის სტა­ტუ­სი. რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნავს, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის შემ­დეგ არ მი­უ­ტო­ვე­ბია სახ­ლი სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან, აქვე მო­ა­წყო ფერ­მა და მე­ურ­ნე­ო­ბაც. მას პირ­ველ მე­უღ­ლეს­თან ორი, ხოლო მე­ო­რეს­თან სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი ჰყავს.

რა ვი­თა­რე­ბაა ამ­ჟა­მად და­კა­ვე­ბუ­ლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და რა მო­ლო­დი­ნე­ბი აქვს ოჯახს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის­გან, რო­მე­ლიც 6 მარტს არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი, ამის შე­სა­ხებ ვე­ფხია კას­რა­ძის ცოლს, ელე­ნე კრო­ტენ­კოს ვე­სა­უბ­რეთ:

რა ვი­თა­რე­ბა­ში და­ა­კა­ვეს თქვე­ნი მე­უღ­ლე, გქონ­დათ თუ არა ამის მო­ლო­დი­ნი?

4 დე­კემ­ბერს ორ ბავ­შვთან ერ­თად ვი­ყა­ვი სახ­ლში, ერთი სკო­ლა­ში მყავ­და გაშ­ვე­ბუ­ლი. ონ­ლა­ინ ვერ­თვე­ბო­დი აბი­ტუ­რი­ენტს, ინ­გლი­სურ­ში ვა­მე­ცა­დი­ნებ­დი. ვე­ფხია სამ­შე­ნებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბი­თაც არის და­კა­ვე­ბუ­ლი და ერთ-ერთ ოჯახ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. იქ მი­ა­კი­თხეს, გა­მო­უყ­ვა­ნია პო­ლი­ცი­ას და თან კა­მე­რით იღებ­დნენ. წი­ნას­წარ და­გეგ­მეს ალ­ბათ რა­ღაც

შემ­დეგ მო­ვიდ­ნენ ჩვენ­თან. კარი რომ გა­ვა­ღე, 5 პო­ლი­ცი­ე­ლი დამ­ხვდა. შე­მო­ვიდ­ნენ, ყო­ველ­გვა­რი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე, მი­თხრეს, რომ ჩემი მე­უღ­ლე და­ა­პა­ტიმ­რეს. მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ეს ჩემ­თვის, ვკი­თხე, რას ეძებ­დნენ ჩვენს ოჯახ­ში. ია­რაღს ვე­ძებ­თო , მი­პა­სუ­ხეს. რად­გა­ნაც გაკ­ვე­თილს ვა­ტა­რებ­დი, ეკ­რა­ნი გახ­სნი­ლი მქონ­და, მა­შინ­ვე გა­თი­შეს ლეპ­ტო­პი, ხე­ლი­დან გა­მომ­გლი­ჯეს მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი, რომ არა­ფე­რი ჩა­მე­წე­რა.

ერ­თა­დერ­თი ია­რა­ღი, რისი პოვ­ნაც ჩემს სახ­ლში შე­იძ­ლე­ბო­და, ჩემი ვა­ჟის სა­თა­მა­შო პის­ტო­ლე­ტე­ბი იყო.

და­კა­ვე­ბამ­დე ტე­ლე­ვი­ზი­ით რომ კად­რე­ბი გავ­რცელ­და, ჩემს მე­უღ­ლეს ეცი­ნე­ბო­და, არ უყუ­რებ­და ამას სე­რი­ო­ზუ­ლად. მი­თხრა, რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე შე­თხზე­სო. ამას ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი.

ბა­ტო­ნი ვე­ფხია ომის ვე­ტე­რა­ნია და ალ­ბათ მის­თვის რუ­სუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის სა­კი­თხი კი­დევ უფრო სენ­სი­ტი­უ­რია...

დიახ, ასეა. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ვე­ფხია წინა მთავ­რო­ბას სულ აკ­რი­ტი­კებ­და, არ მოს­წონ­და მათი პო­ლი­ტი­კა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის პირ­ველ პე­რი­ოდ­ში ის ახ­ლან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი იყო. თან­და­თან რომ შე­იც­ვა­ლა სი­ტუ­ა­ცია და რომ ვნა­ხეთ, რომ უა­რე­სო­ბის­კენ მი­დი­ო­და ქვე­ყა­ნა და გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა­სა და აბ­სურდში აღ­მოვ­ჩნდით, უკვე და­ვი­წყეთ რა­ღა­ცე­ბის გაპ­რო­ტეს­ტე­ბა.

რო­დე­საც „ლელო“ შე­იქ­მნა, პარ­ტი­ა­ში გავ­წევ­რი­ან­დით და ქვეყ­ნის­თვის ბრძო­ლა ასე გა­ვაგ­რძე­ლეთ. ქვე­ყა­ნამ სა­გა­რეო კურ­სი­დან გა­და­უხ­ვია, სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან ასე­თი გა­ჭირ­ვე­ბაა და რამ­დე­ნი ტრა­გე­დია მოხ­და და ამის ყუ­რე­ბა ჩვენ­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო.

სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ბევრ ხალ­ხს შე­ე­ხო ეს რეპ­რე­სი­ე­ბი, მხო­ლოდ ჩემს ქმარს რომ ეხე­ბო­დეს, სხვაა, მაგ­რამ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა უსა­მარ­თლო­ბის პი­რის­პირ. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ქარ­თვე­ლი კაცი ამას არ შე­ე­გუ­ე­ბა. მე ნა­ხევ­რად უკ­რა­ი­ნე­ლი ვარ და ჩემ­თვის ამ მოვ­ლე­ნებს კი­დევ უფრო სხვა­ნა­ი­რი დატ­ვირ­თვა აქვს.

ალ­ბათ ბავ­შვე­ბი ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­ან მა­მის და­კა­ვე­ბას...

ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­ან. მა­მი­კომ რა და­ა­შა­ვაო, თა­ვი­დან ჩუ­მად მე­კი­თხე­ბოდ­ნენ. მე ვუ­თხა­რი, რომ არა­ფე­რი არ და­უ­შა­ვე­ბია მას, თუმ­ცა ბავ­შვი ვერ იგებს, თუ არა­ფე­რი არ და­უ­შა­ვე­ბია, მა­შინ ცი­ხე­ში რა­ტომ ზის მა­მა­მი­სი ცი­ხე­ში?!

გო­გო­ნე­ბი 12 და 10 წლი­სე­ბი არი­ან და ბიჭი გახ­და 8 წლის. გო­გო­ნებს ავუხ­სე­ნი სი­ტუ­ა­ცია, უფრო დი­დე­ბი არი­ან და გა­ი­გეს. ბიჭი ხში­რად ტი­რის, სი­ცხეც აქვს ხოლ­მე ნერ­ვულ ფონ­ზე და მისი და­წყნა­რე­ბა უფრო მი­ჭირს. „ჩვენ ყვე­ლა გეგ­მა შეგ­ვეც­ვა­ლა, მა­მი­კო რომ არ არი­სო“, ამ­ბობს ხოლ­მე.

ის სა­უ­კე­თე­სო მა­მაა. ძა­ლი­ან უყ­ვარს შვი­ლებ­თან ერ­თად დრო­ის გა­ტა­რე­ბა, ნატ­რობს, ნა­ხოს შვი­ლიშ­ვი­ლიც. მე­ო­ჯა­ხე, პა­ტი­ო­სა­ნი, მშრო­მე­ლი ადა­მი­ა­ნია, თა­მა­და, რო­გორც ქარ­თველ კაცს შე­ე­ფე­რე­ბა. მარ­ჯვე­ნა ხელ-ფეხი წა­მარ­თვეს ახლა ქმა­რი გვერ­დით რომ არ მყავს, ძა­ლი­ან რთუ­ლია სამი პა­ტა­რა ბავ­შვით დარ­ჩე­ნა...

რა მო­ლო­დი­ნე­ბი გაქვთ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის­გან, რო­მე­ლიც 6 მარტს არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი?

საქ­მის გან­ხილ­ვი­სას არ მქონ­და მო­ლო­დი­ნი, რომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ, რად­გან წინა დღეს ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძე და და­ნარ­ჩე­ნე­ბი პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვეს. ვი­ცო­დი, რომ ჩემს მე­უღ­ლე­საც იგი­ვე ელო­და. იგი­ვე პრო­კუ­რო­რე­ბი ის­ხდნენ იქ და არც გვი­ფიქ­რია, რომ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტი იქ­ნე­ბო­და.

რო­გორც ვი­ცით, შე­საძ­ლე­ბე­ლია, პრო­ცე­სი ისევ გა­და­ი­დოს, რად­გან სამ­ხი­ლი არა­ფე­რი არ არის და რა­ღაც ხომ უნდა გა­ნი­ხი­ლონ? ბუ­ნე­ბა­ში რაც არ არ­სე­ბობს, რაზე უნდა ისა­უბ­რონ სხდო­მა­ზე? ალ­ბათ თვი­თონ რცხვე­ნი­ათ, რომ ისე­თი რა­ღაც უნდა გა­ნი­ხი­ლონ, რაც არ არ­სე­ბობს.

ვფიქ­რობ, რომ პრო­ცე­სის გა­სა­წე­ლად კეთ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი. ად­ვო­კატ­მა მი­თხრა, რომ აბ­სურ­დუ­ლი საქ­მეა და შე­იძ­ლე­ბა, შემ­დე­გი ნა­ბი­ჯიც აბ­სურ­დუ­ლი იყოს. იუ­რი­დი­უ­ლად ვერ ამ­ბო­ბენ იუ­რის­ტე­ბი ვე­რა­ფერს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

„ძალიან უყვარს შვილებთან ერთად დროის გატარება, ნატრობს, ნახოს შვილიშვილიც“ - აქციების დროს დაკავებული ვეფხია კასრაძის მეუღლე, ელენე კროტენკო

„ძალიან უყვარს შვილებთან ერთად დროის გატარება, ნატრობს, ნახოს შვილიშვილიც“ - აქციების დროს დაკავებული ვეფხია კასრაძის მეუღლე, ელენე კროტენკო

4 დეკემბერს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს რვა პირი, მათ შორის 54 წლის ვეფხია კასრაძე, რომელიც კვლავ პატიმრობაში რჩება. ის თავს რეჟიმის ტყვედ მიიჩნევს.

ჯგუფურ ძალადობაში ბრალი ვეფხია კასრაძეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერზე დაყრდნობით წარუდგინეს. ბრალდებულს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ვეფხია კასრაძე ცხინვალის თეატრის მსახიობია. ის სოფელ ერგნეთში გაიზარდა. რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა ჯერ 90-იან წლებში, შემდეგ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში. აქვს ვეტერანის სტატუსი. როგორც თავად აღნიშნავს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ არ მიუტოვებია სახლი საოკუპაციო ხაზთან, აქვე მოაწყო ფერმა და მეურნეობაც. მას პირველ მეუღლესთან ორი, ხოლო მეორესთან სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.

რა ვითარებაა ამჟამად დაკავებულის საქმესთან დაკავშირებით და რა მოლოდინები აქვს ოჯახს სასამართლო პროცესისგან, რომელიც 6 მარტს არის ჩანიშნული, ამის შესახებ ვეფხია კასრაძის ცოლს, ელენე კროტენკოს ვესაუბრეთ:

რა ვითარებაში დააკავეს თქვენი მეუღლე, გქონდათ თუ არა ამის მოლოდინი?

4 დეკემბერს ორ ბავშვთან ერთად ვიყავი სახლში, ერთი სკოლაში მყავდა გაშვებული. ონლაინ ვერთვებოდი აბიტურიენტს, ინგლისურში ვამეცადინებდი. ვეფხია სამშენებლო საქმიანობითაც არის დაკავებული და ერთ-ერთ ოჯახში იმყოფებოდა. იქ მიაკითხეს, გამოუყვანია პოლიციას და თან კამერით იღებდნენ. წინასწარ დაგეგმეს ალბათ რაღაც

შემდეგ მოვიდნენ ჩვენთან. კარი რომ გავაღე, 5 პოლიციელი დამხვდა. შემოვიდნენ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, მითხრეს, რომ ჩემი მეუღლე დააპატიმრეს. მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის, ვკითხე, რას ეძებდნენ ჩვენს ოჯახში. იარაღს ვეძებთო , მიპასუხეს. რადგანაც გაკვეთილს ვატარებდი, ეკრანი გახსნილი მქონდა, მაშინვე გათიშეს ლეპტოპი, ხელიდან გამომგლიჯეს მობილური ტელეფონი, რომ არაფერი ჩამეწერა.

ერთადერთი იარაღი, რისი პოვნაც ჩემს სახლში შეიძლებოდა, ჩემი ვაჟის სათამაშო პისტოლეტები იყო.

დაკავებამდე ტელევიზიით რომ კადრები გავრცელდა, ჩემს მეუღლეს ეცინებოდა, არ უყურებდა ამას სერიოზულად. მითხრა, რაღაც სისულელე შეთხზესო. ამას ნამდვილად არ ველოდი.

ბატონი ვეფხია ომის ვეტერანია და ალბათ მისთვის რუსული ოკუპაციის საკითხი კიდევ უფრო სენსიტიურია...

დიახ, ასეა. მინდა აღვნიშნო, რომ ვეფხია წინა მთავრობას სულ აკრიტიკებდა, არ მოსწონდა მათი პოლიტიკა. ხელისუფლებაში მოსვლის პირველ პერიოდში ის ახლანდელი ხელისუფლების მხარდამჭერი იყო. თანდათან რომ შეიცვალა სიტუაცია და რომ ვნახეთ, რომ უარესობისკენ მიდიოდა ქვეყანა და განუკითხაობასა და აბსურდში აღმოვჩნდით, უკვე დავიწყეთ რაღაცების გაპროტესტება.

როდესაც „ლელო“ შეიქმნა, პარტიაში გავწევრიანდით და ქვეყნისთვის ბრძოლა ასე გავაგრძელეთ. ქვეყანამ საგარეო კურსიდან გადაუხვია, საოკუპაციო ხაზთან ასეთი გაჭირვებაა და რამდენი ტრაგედია მოხდა და ამის ყურება ჩვენთვის ძალიან რთული იყო.

სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ხალხს შეეხო ეს რეპრესიები, მხოლოდ ჩემს ქმარს რომ ეხებოდეს, სხვაა, მაგრამ ამდენი ადამიანი აღმოჩნდა უსამართლობის პირისპირ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი კაცი ამას არ შეეგუება. მე ნახევრად უკრაინელი ვარ და ჩემთვის ამ მოვლენებს კიდევ უფრო სხვანაირი დატვირთვა აქვს.

ალბათ ბავშვები ძალიან განიცდიან მამის დაკავებას...

ძალიან განიცდიან. მამიკომ რა დააშავაო, თავიდან ჩუმად მეკითხებოდნენ. მე ვუთხარი, რომ არაფერი არ დაუშავებია მას, თუმცა ბავშვი ვერ იგებს, თუ არაფერი არ დაუშავებია, მაშინ ციხეში რატომ ზის მამამისი ციხეში?!

გოგონები 12 და 10 წლისები არიან და ბიჭი გახდა 8 წლის. გოგონებს ავუხსენი სიტუაცია, უფრო დიდები არიან და გაიგეს. ბიჭი ხშირად ტირის, სიცხეც აქვს ხოლმე ნერვულ ფონზე და მისი დაწყნარება უფრო მიჭირს. „ჩვენ ყველა გეგმა შეგვეცვალა, მამიკო რომ არ არისო“, ამბობს ხოლმე.

ის საუკეთესო მამაა. ძალიან უყვარს შვილებთან ერთად დროის გატარება, ნატრობს, ნახოს შვილიშვილიც. მეოჯახე, პატიოსანი, მშრომელი ადამიანია, თამადა, როგორც ქართველ კაცს შეეფერება. მარჯვენა ხელ-ფეხი წამართვეს ახლა ქმარი გვერდით რომ არ მყავს, ძალიან რთულია სამი პატარა ბავშვით დარჩენა...

რა მოლოდინები გაქვთ სასამართლო პროცესისგან, რომელიც 6 მარტს არის ჩანიშნული?

საქმის განხილვისას არ მქონდა მოლოდინი, რომ გაათავისუფლებდნენ, რადგან წინა დღეს ანდრო ჭიჭინაძე და დანარჩენები პატიმრობაში დატოვეს. ვიცოდი, რომ ჩემს მეუღლესაც იგივე ელოდა. იგივე პროკურორები ისხდნენ იქ და არც გვიფიქრია, რომ განსხვავებული სიუჟეტი იქნებოდა.

როგორც ვიცით, შესაძლებელია, პროცესი ისევ გადაიდოს, რადგან სამხილი არაფერი არ არის და რაღაც ხომ უნდა განიხილონ? ბუნებაში რაც არ არსებობს, რაზე უნდა ისაუბრონ სხდომაზე? ალბათ თვითონ რცხვენიათ, რომ ისეთი რაღაც უნდა განიხილონ, რაც არ არსებობს.

ვფიქრობ, რომ პროცესის გასაწელად კეთდება ეს ყველაფერი. ადვოკატმა მითხრა, რომ აბსურდული საქმეა და შეიძლება, შემდეგი ნაბიჯიც აბსურდული იყოს. იურიდიულად ვერ ამბობენ იურისტები ვერაფერს.