სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო მასშტაბით კოსმოსის სფეროზე სახელმწიფო დანახარჯები ისტორიულ მაქსიმუმზეა: ლიდერია აშშ, მას ჩინეთი მოსდევს, რუსეთი მნიშვნელოვნად ჩამორჩება - კოსმოსური რბოლა ციფრებში
მსოფლიო მასშტაბით კოსმოსის სფეროზე სახელმწიფო დანახარჯები ისტორიულ მაქსიმუმზეა: ლიდერია აშშ, მას ჩინეთი მოსდევს, რუსეთი მნიშვნელოვნად ჩამორჩება - კოსმოსური რბოლა ციფრებში

კოს­მო­სუ­რი რბო­ლა სულ უფრო მას­შტა­ბუ­რი ხდე­ბა და წამ­ყვა­ნი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი სულ უფრო მეტ თან­ხებს ხარ­ჯა­ვენ მის ასათ­ვი­სებ­ლად.

2024 წელს, მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, კოს­მო­სურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე სა­ხელ­მწი­ფო და­ნა­ხარ­ჯებ­მა 135 მი­ლი­არდ დო­ლარს მი­აღ­წია, რაც 2023 წელ­თან შე­და­რე­ბით 10%-ით მე­ტია. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას BroadcastPro ME კონ­სულ­ტა­ცი­ურ-ანა­ლი­ტი­კუ­რი კომ­პა­ნია Novaspace-ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

ამ ზრდის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი თავ­დაც­ვის სექ­ტორ­ზე მო­დის, რო­მელ­შიც ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ოდე­ნო­ბა 73 მი­ლი­არდ დო­ლარს შე­ად­გენს, რაც ნიშ­ნავს, რომ თავ­დაც­ვა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი კოს­მო­სუ­რი პროგ­რა­მე­ბი მზარ­დია. ზო­გა­დად, მსოფ­ლიო ქვეყ­ნე­ბი სულ უფრო მეტ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს დე­ბენ კოს­მო­სურ დარ­გში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აშშ კვლავ ლი­დე­რობს, მისი წილი სა­ერ­თო ოდე­ნო­ბის 59%-მდე შემ­ცირ­და, ეს მო­ნა­ცე­მი 2000 წელს 75%-ზე მეტი იყო. ეს ცვლი­ლე­ბა ასა­ხავს ჩი­ნე­თი­სა და სხვა ქვეყ­ნე­ბის მზარდ ინ­ტე­რეს­სა და ინ­ვეს­ტი­ცი­ებს კოს­მო­სის ასათ­ვი­სებ­ლად.

გა­სულ წელს აშშ-მა კოს­მო­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით 79 მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მეტი და­ხარ­ჯა, მე­ო­რე ად­გილ­ზეა მისი მთა­ვა­რი კონ­კუ­რენ­ტი ჩი­ნე­თი - 19 მი­ლი­არ­დზე მე­ტით, მე­სა­მეა ია­პო­ნია - 6 მი­ლი­არდ 796 მი­ლი­ო­ნით, რუ­სე­თი კი მხო­ლოდ მე­ო­თხეა - თით­ქმის 4 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რით.

ევ­რო­პა­ში კი ყვე­ლა­ზე დიდი ხარ­ჯე­ბით საფ­რან­გე­თი ლი­დე­რობს.

ნა­ხეთ ინ­ფოგ­რა­ფი­კა­ზე კოს­მოს­ზე და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხე­ბი ქვეყ­ნე­ბის მი­ხე­დე­ვით.

ავ­ტო­რე­ბის შე­ფა­სე­ბით, ქვეყ­ნე­ბი არა მხო­ლოდ კოს­მო­სის კვლე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აფარ­თო­ე­ბენ, არა­მედ ამ სფე­როს გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის ხელ­შე­წყო­ბის­თვი­საც იყე­ნე­ბენ.

  • კოს­მო­სუ­რი "რბო­ლა" - რუ­სე­თის ჩა­მორ­ჩე­ნა

რუ­სე­თის პო­ზი­ცი­ე­ბი აღ­ნიშ­ნულ სფე­რო­ში შე­სამ­ჩნე­ვად სუს­ტდე­ბა. ეს შე­ე­ხე­ბა არა მხო­ლოდ ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბას, არა­მედ ტექ­ნო­ლო­გი­ურ ჩა­მორ­ჩე­ნას, გან­სა­კუთ­რე­ბით აშშ-ის­გან.

აშშ მრა­ვა­ლი წე­ლია, წარ­მა­ტე­ბით იყე­ნებს მრა­ვალ­ჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის რა­კე­ტებს, მა­შინ როცა რუ­სეთს მსგავ­სი ტექ­ნო­ლო­გია ჯერ არ გა­აჩ­ნია.

2023 წელს "როს­კოს­მო­სის" ხელ­მძღვა­ნელ­მა იური ბო­რი­სოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სუ­ლი მრა­ვალ­ჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის რა­კე­ტა "Амур-СПГ" SpaceX-ის Falcon 9-ზე უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და.

ამ გან­ცხა­დე­ბას და­სავ­ლე­თი ირო­ნი­ით შეხ­ვდა, რად­გან აღ­ნიშ­ნულ რა­კე­ტას ჯერ არ­ცერ­თი გაშ­ვე­ბა არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია და ის ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ პრო­ექ­ტის სა­ხით არ­სე­ბობს.

ასე­ვე უნდა აღი­ნიშ­ნოს "Ангара-А5", რო­მელ­საც ხში­რად "სკან­და­ლურ" რა­კე­ტად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. მისი ფასი ზედ­მე­ტად მა­ღა­ლია და მხო­ლოდ ოთხჯერ გა­უშ­ვეს.

აქვე უნდა ით­ქვას, რომ გარ­და სა­ხელ­მწი­ფო კოს­მო­სუ­რი პროგ­რა­მე­ბი­სა, სულ უფრო აქ­ტი­უ­რო­ბენ კერ­ძო კოს­მო­სუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი თა­ვი­ან­თი ახალ-ახა­ლი მი­სი­ე­ბით. წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

მსოფლიო მასშტაბით კოსმოსის სფეროზე სახელმწიფო დანახარჯები ისტორიულ მაქსიმუმზეა: ლიდერია აშშ, მას ჩინეთი მოსდევს, რუსეთი მნიშვნელოვნად ჩამორჩება - კოსმოსური რბოლა ციფრებში

მსოფლიო მასშტაბით კოსმოსის სფეროზე სახელმწიფო დანახარჯები ისტორიულ მაქსიმუმზეა: ლიდერია აშშ, მას ჩინეთი მოსდევს, რუსეთი მნიშვნელოვნად ჩამორჩება - კოსმოსური რბოლა ციფრებში

კოსმოსური რბოლა სულ უფრო მასშტაბური ხდება და წამყვანი სახელმწიფოები სულ უფრო მეტ თანხებს ხარჯავენ მის ასათვისებლად.

2024 წელს, მსოფლიო მასშტაბით, კოსმოსურ საქმიანობაზე სახელმწიფო დანახარჯებმა 135 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 2023 წელთან შედარებით 10%-ით მეტია. ამ ინფორმაციას BroadcastPro ME კონსულტაციურ-ანალიტიკური კომპანია Novaspace-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ ზრდის ძირითადი ნაწილი თავდაცვის სექტორზე მოდის, რომელშიც ინვესტიციების ოდენობა 73 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ თავდაცვაზე ორიენტირებული კოსმოსური პროგრამები მზარდია. ზოგადად, მსოფლიო ქვეყნები სულ უფრო მეტ ინვესტიციებს დებენ კოსმოსურ დარგში. მიუხედავად იმისა, რომ აშშ კვლავ ლიდერობს, მისი წილი საერთო ოდენობის 59%-მდე შემცირდა, ეს მონაცემი 2000 წელს 75%-ზე მეტი იყო. ეს ცვლილება ასახავს ჩინეთისა და სხვა ქვეყნების მზარდ ინტერესსა და ინვესტიციებს კოსმოსის ასათვისებლად.

გასულ წელს აშშ-მა კოსმოსის მიმართულებით 79 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა, მეორე ადგილზეა მისი მთავარი კონკურენტი ჩინეთი - 19 მილიარდზე მეტით, მესამეა იაპონია - 6 მილიარდ 796 მილიონით, რუსეთი კი მხოლოდ მეოთხეა - თითქმის 4 მილიარდი დოლარით.

ევროპაში კი ყველაზე დიდი ხარჯებით საფრანგეთი ლიდერობს.

ნახეთ ინფოგრაფიკაზე კოსმოსზე დახარჯული თანხები ქვეყნების მიხედევით.

ავტორების შეფასებით, ქვეყნები არა მხოლოდ კოსმოსის კვლევის შესაძლებლობებს აფართოებენ, არამედ ამ სფეროს გეოპოლიტიკური გავლენის გაძლიერებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვისაც იყენებენ.

  • კოსმოსური "რბოლა" - რუსეთის ჩამორჩენა

რუსეთის პოზიციები აღნიშნულ სფეროში შესამჩნევად სუსტდება. ეს შეეხება არა მხოლოდ ხარჯების შემცირებას, არამედ ტექნოლოგიურ ჩამორჩენას, განსაკუთრებით აშშ-ისგან.

აშშ მრავალი წელია, წარმატებით იყენებს მრავალჯერადი გამოყენების რაკეტებს, მაშინ როცა რუსეთს მსგავსი ტექნოლოგია ჯერ არ გააჩნია.

2023 წელს "როსკოსმოსის" ხელმძღვანელმა იური ბორისოვმა განაცხადა, რომ რუსული მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა "Амур-СПГ" SpaceX-ის Falcon 9-ზე უკეთესი იქნებოდა.

ამ განცხადებას დასავლეთი ირონიით შეხვდა, რადგან აღნიშნულ რაკეტას ჯერ არცერთი გაშვება არ განუხორციელებია და ის ამ ეტაპზე მხოლოდ პროექტის სახით არსებობს.

ასევე უნდა აღინიშნოს "Ангара-А5", რომელსაც ხშირად "სკანდალურ" რაკეტად მოიხსენიებენ. მისი ფასი ზედმეტად მაღალია და მხოლოდ ოთხჯერ გაუშვეს.

აქვე უნდა ითქვას, რომ გარდა სახელმწიფო კოსმოსური პროგრამებისა, სულ უფრო აქტიურობენ კერძო კოსმოსური კომპანიები თავიანთი ახალ-ახალი მისიებით. წყარო