კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა გახდა გონივრული კომპრომისი, რომ ქვეყანა სტაბილური განვითარების რელსებს დაუბრუნდეს?! ბიძინა ივანიშვილი თავად იქცა ბაობაბად" - საფრანგეთში ყოფილი ელჩი
"რა გახდა გონივრული კომპრომისი, რომ ქვეყანა სტაბილური განვითარების რელსებს დაუბრუნდეს?! ბიძინა ივანიშვილი თავად იქცა ბაობაბად" - საფრანგეთში ყოფილი ელჩი

განა რა გახ­და გო­ნივ­რუ­ლი კომ­პრო­მი­სი, რომ ქვე­ყა­ნა სტა­ბი­ლურ გან­ვი­თა­რე­ბას, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­რო­სა და გან­ვი­თა­რე­ბის რელ­სებს და­უბ­რუნ­დეს?! - დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს კარ­გად ეს­მის, რომ ეს პო­ლი­ტი­კუ­რი არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზეა. სამ­წუ­ხა­როდ, იგი თა­ვად იქცა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბა­ო­ბა­ბად, რო­მელ­საც ღრმად აქვს ფეს­ვე­ბი გად­გმუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ საფ­რან­გეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი ელჩი, გოჩა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი „ფე­ის­ბუქ­ზე“ წერს.

  • მისი თქმით, რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბით ზო­მი­ე­რად ფრთხი­ლი პო­ლი­ტი­კა, რუ­სე­თის მი­მართ ორ­მხრი­ვი სან­ქცი­ე­ბის არ­შე­მო­ღე­ბა, მაგ­რამ სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის სრუ­ლი დაც­ვა, გა­სა­გე­ბი პო­ლი­ტი­კა იყო, თუმ­ცა „ტრა­დი­ცი­ულ პარტნი­ო­რებ­თან რი­ტო­რი­კის ჯიბ­რი­თა და მტრუ­ლი ლექ­სი­კით შე­ტე­ვა გა­მიზ­ნუ­ლი სტრა­ტე­გი­აა, რათა და­სავ­ლეთ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ზე უარი თა­ვად თქვას“.

"20 იან­ვა­რიც გა­და­გორ­და. ტრამ­პი პრე­ზი­დენ­ტია. ახლა რა? ტრამპში კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლი იმე­დე­ბი უკვე გა­მარ­თლდა? მშვი­დო­ბა და დე­მოკ­რა­ტია იქ­ნე­ბა მისი დაც­ვის ობი­ექ­ტი ყველ­გან.

ჯერ კი­დევ ბევ­რს შე­ვი­ტყობთ. დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნა ად­რეა.

ტრამპს ასე­ვე აუ­ცი­ლებ­ლად ეცო­დი­ნე­ბა, რომ იმ შო­რე­ულ ჯორ­ჯი­ა­ში, აშშ-ს ელჩი და­ი­ბა­რეს და უთხრეს, თქვე­ნი ქვეყ­ნის ქმე­დე­ბე­ბი წი­თელ ხა­ზებს უახ­ლოვ­დე­ბა და ასე თუ გაგ­რძელ­და, მოგ­ვი­წევს შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი მი­ვი­ღო­თო.

ჩვენს ძლივს და დიდი შრო­მით გა­ერ­თგუ­ლე­ბულ პარტნი­ო­რებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დე­ფი­ცი­ტი კი არა, ნამ­დვი­ლი კრა­ხი მსგავ­სმა რი­ტო­რი­კამ მოგ­ვი­ტა­ნა შე­დე­გად.

კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი: რუ­სეთ­თან მი­მარ­თე­ბით ზო­მი­ე­რად ფრთხი­ლი პო­ლი­ტი­კა, რუ­სე­თის მი­მართ ორ­მხრი­ვი სან­ქცი­ე­ბის არ შე­მო­ღე­ბა, მაგ­რამ სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბის სრუ­ლი დაც­ვა, გა­სა­გე­ბი პო­ლი­ტი­კა იყო და ვფიქ­რობ, მო­მა­ვალ მთავ­რო­ბებ­საც მო­უ­წევთ ამ გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი და გლო­ბა­ლუ­რი გე­ო­პო­ლი­ტი­კის რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გან­სა­ზღვრონ მოქ­მე­დე­ბის სტრა­ტე­გია.

მაგ­რამ თან­და­თან ვრწმუნ­დე­ბი, რომ ჩვენს ტრა­დი­ცი­ულ პარტნი­ო­რებ­თან (რო­მელ­თა მი­მართ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი სა­მად­ლო­ბე­ლი გვაქვს დაგ­რო­ვი­ლი) რი­ტო­რი­კის ჯიბ­რი­თა და მტრუ­ლი ლექ­სი­კით შე­ტე­ვა გა­მიზ­ნუ­ლი სტრა­ტე­გი­აა, რომ და­სავ­ლეთ­მა თა­ვად­ვე თქვას ჩვენ­ზე უარი, რომ იზო­ლა­ცი­ა­ში დარ­ჩე­ნი­ლებს, სა­ხელ­მწი­ფოს და­ღუპ­ვის პი­რას მი­სუ­ლებს ერ­თა­დერთ გა­მო­სავ­ლად რუ­სეთ­თან, ჩი­ნეთ­თან და ირან­თან მო­კავ­ში­რე­ო­ბა დაგ­ვრჩეს და თა­ვის გა­სა­სა­მარ­თლებ­ლად ვთქვათ: მე და­სავ­ლეთ­ში ინ­ტეგ­რა­ცია მინ­დო­და, თქვენ კი ხელი მკა­რით და აი, ახია თქვენ­ზე თუ დამ­კარ­გე­თო.

მგო­ნი აღა­რა­ვინ ტყუვ­დე­ბა იმ სა­კენ­კით, თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს არა­ვინ სჭირ­დე­ბა, არც და­სავ­ლე­თი და არც რუ­სე­თი, თა­ვად­ვე მო­ა­ხერ­ხებს სა­კუ­თა­რი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. ეს ასე, სამ­წუ­ხა­როდ ვერ იქ­ნე­ბა და უკვე დროა, დამ­ღუპ­ველ ილუ­ზი­ებს და­ვა­ნე­ბოთ თავი.

შე­სა­ბა­მი­სად ეს რი­ტო­რი­კა დღეს არა ქვეყ­ნის, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კის შემ­ქმნელ-გამ­ტა­რებ­ლის ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბა, ხოლო ყვე­ლა ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნე პო­ლი­ტი­კო­სი ერ­თგუ­ლი ჯა­რის­კა­ცი­ვით ას­რუ­ლებს მის მი­თი­თე­ბას. უფრო მე­ტიც, უფ­როსს რომ ასი­ა­მოვ­ნოს მცდე­ლო­ბას არ აკ­ლე­ბენ, რომ კი­დევ უფრო მეტი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნონ უკვე გა­ფუ­ჭე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებს.

დღეს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მხო­ლოდ კა­ბი­ნე­ტებ­ში ჯდო­მა არაა და ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც ახერ­ხე­ბენ ძა­ლა­უფ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რეპ­რე­სი­უ­ლი პო­ლი­ტი­კაა.

პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის მიერ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძო­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­ურ წევრთა მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რეპ­რე­სი­ე­ბი უკი­დუ­რე­სად მავ­ნე შე­დე­გებს იწ­ვევს ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის.

ძა­ლი­ან მა­ღელ­ვებს ეს მდგო­მა­რე­ო­ბა, უკვე სა­ხე­ზეა სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბა, რაც ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან სა­ში­შია:

  1. ზო­გა­დად, ყვე­ლა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მსა­ხი­ო­ბე­ბი, ხე­ლო­ვა­ნი ხალ­ხი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ფუნ­და­მენ­ტურ როლს ას­რუ­ლე­ბენ იდე­ე­ბი­სა და მო­საზ­რე­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვა­ში, ხში­რად აპ­რო­ტეს­ტე­ბენ უსა­მარ­თლო­ბას. მათი გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დათ­რგუნ­ვა ნიშ­ნავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ში­ში­სა დამ­კვიდ­რე­ბას. დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ­სე­ბი­თი საყ­რდე­ნია და მისი ერო­ზია გა­ა­ნად­გუ­რებს ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბას და ჩა­ახ­შობს გან­სხვა­ვე­ბულ ხმას, შემ­ცირ­დე­ბა კრე­ა­ტი­უ­ლო­ბა და ხე­ლოვ­ნე­ბა თან­და­თან გახ­დე­ბა კონ­ფორ­მის­ტუ­ლი. იგი გა­უ­ფა­სურ­დე­ბა.ბევ­რჯერ მით­ქვამს და კი­დევ ვი­მე­ო­რებ: პი­რა­დად მე, ჩემი ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის მირ­ჩევ­ნია ხე­ლო­ვა­ნე­ბი­ცა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც ზედ­მე­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობ­დნენ, ვიდ­რე თა­ვი­სუ­ფა­ლი აზ­რის გა­მოთ­ქმას ვერ ბე­დავ­დნენ.
  2. რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ ეგუ­ე­ბა თა­ვი­სუ­ფალ კრი­ტი­კას და აკა­ვებს, აპა­ტიმ­რებს, ემუქ­რე­ბა ხე­ლო­ვა­ნებს, ჟურ­ნა­ლის­ტებს (ანუ მათ, ვის­თვი­საც თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ­სე­ბო­ბის და შე­მოქ­მე­დე­ბის მთა­ვა­რი წყა­რო-ჟანგბა­დია) თა­ვის­თა­ვად იქ­მნე­ბა ცენ­ზუ­რა და სტიგ­მა­ტი­ზა­ცია, რაც არა მხო­ლოდ რეპ­რე­სი­რე­ბულ ხე­ლო­ვა­ნებ­ზე, არა­მედ სხვა მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზეც მოქ­მე­დებს, აში­ნებს, აჩი­ა­ვებს და აბე­ჩა­ვებს მათ. შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც ავადსახ­სე­ნე­ბელ წარ­სულ­ში ხდე­ბო­და გა­დარ­ჩე­ნის ში­შის, უნ­დობ­ლო­ბი­სა და დე­ნონ­სა­ცი­ის ატ­მოს­ფე­რო­ში ადა­მი­ა­ნებს აღარ სურთ ღიად ისა­უბ­რონ მგრძნო­ბი­ა­რე პო­ლი­ტი­კურ ან სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე. ამას აშ­კა­რად ვგრძნობ უკვე ყო­ველ­დღი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მე­გობ­რებ­სა და ნა­თე­სა­ვებ­ში. ეს პა­რა­ლე­ლე­ბი რომ ჩნდე­ბა უკვე ცუ­და­დაა საქ­მე.

დიახ, იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც დღეს პრო­ტესტს გა­მო­ხა­ტავს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა აქვთ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზ­რზე. წიგ­ნი­ე­რი, კულ­ტუ­რუ­ლი, საქ­მის ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად მცოდ­ნე ხალ­ხია, მათი ხმე­ბის ჩახ­შო­ბით, პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა ასუს­ტებს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, მო­სახ­ლე­ო­ბას კი აში­ნებს და ზღუ­დავს უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მო­ბი­ლი­ზე­ბას დაგ­რო­ვი­ლი სათ­ქმე­ლის ან წუ­ხი­ლის გა­მო­სა­ხა­ტად. პრო­ტეს­ტი­სად­მი სო­ლი­და­რო­ბის გამო გა­ნად­გუ­რე­ბით ემუქ­რე­ბი­ან ბიზ­ნეს კომ­პა­ნი­ებს, აზი­ა­ნე­ბენ მათ რე­პუ­ტა­ცი­ას, გზის გა­და­კეტვის­თვის აკა­ვე­ბენ, აპა­ტიმ­რე­ბენ სტუ­დენ­ტებს.

კარ­გით რა. არ გი­ნა­ხავთ ერთი ბა­ტო­ნი სამ­ძი­მარ­ზე ან იუ­ბი­ლე­ზე რომ მი­დის რა ხდე­ბა? კა­ნო­ნე­ბიც გა­ვაპ­ლას­ტე­ლი­ნეთ.ქვე­ყა­ნა უკვე იზო­ლი­რე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის და ფუნ­და­მენ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის, მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის აზ­რის და­იგ­ნო­რე­ბის (ოც­ნე­ბის მხარ­დამ­ჭერ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბაც ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის გამო უჭერ­და მხარს ოც­ნე­ბას) გამო. დიდი ზი­ა­ნი მი­ად­გა ქვეყ­ნის რე­პუ­ტა­ცი­ას და შე­ზღუ­და მისი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რა­საც სულ მალე, აუ­ცი­ლებ­ლად მოჰ­ყვე­ბა მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი შე­დე­გე­ბი. ნამ­დვი­ლად მოყ­ვე­ბა და მერე ერ­თმა­ნეთ­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბა ვე­ღარ უშ­ვე­ლის საქ­მეს. მო­სახ­ლე­ო­ბა სრუ­ლად და­კარ­გავს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მი­მართ ნდო­ბას და მღელ­ვა­რე­ბა გახ­დე­ბა სა­ყო­ველ­თაო.განა რა გახ­და გო­ნივ­რუ­ლი კომ­პრო­მი­სი, რომ ქვე­ყა­ნა სტა­ბი­ლურ გან­ვი­თა­რე­ბას, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­რო­სა და გან­ვი­თა­რე­ბის რელ­სებს და­უბ­რუნ­დეს?!

ბა­ტონ ბი­ძი­ნას, რო­მელ­საც ვერ და­ვუ­კარ­გავთ გამ­ჭრი­ა­ხო­ბის უნარს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ კარ­გად ეს­მის, რომ მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზეა ეს პო­ლი­ტი­კუ­რი არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე რის­კე­ბი ქვეყ­ნი­სა და მისი სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბი­სად­მი. სამ­წუ­ხა­როდ იგი თა­ვად იქცა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ბა­ო­ბა­ბად, რო­მელ­საც ღრმად აქვს ფეს­ვე­ბი გად­გმუ­ლი“,- წერს გოჩა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი.

ავტორი:

"რა გახდა გონივრული კომპრომისი, რომ ქვეყანა სტაბილური განვითარების რელსებს დაუბრუნდეს?! ბიძინა ივანიშვილი თავად იქცა ბაობაბად" - საფრანგეთში ყოფილი ელჩი

"რა გახდა გონივრული კომპრომისი, რომ ქვეყანა სტაბილური განვითარების რელსებს დაუბრუნდეს?! ბიძინა ივანიშვილი თავად იქცა ბაობაბად" - საფრანგეთში ყოფილი ელჩი

განა რა გახდა გონივრული კომპრომისი, რომ ქვეყანა სტაბილურ განვითარებას, ცივილიზებულ სამყაროსა და განვითარების რელსებს დაუბრუნდეს?! - დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს კარგად ესმის, რომ ეს პოლიტიკური არასტაბილურობა მის პასუხისმგებლობაზეა. სამწუხაროდ, იგი თავად იქცა ჩვენს ქვეყანაში ბაობაბად, რომელსაც ღრმად აქვს ფესვები გადგმული, - ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, გოჩა ჯავახიშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

  • მისი თქმით, რუსეთთან მიმართებით ზომიერად ფრთხილი პოლიტიკა, რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციების არშემოღება, მაგრამ საერთაშორისო სანქციების სრული დაცვა, გასაგები პოლიტიკა იყო, თუმცა „ტრადიციულ პარტნიორებთან რიტორიკის ჯიბრითა და მტრული ლექსიკით შეტევა გამიზნული სტრატეგიაა, რათა დასავლეთმა საქართველოზე უარი თავად თქვას“.

"20 იანვარიც გადაგორდა. ტრამპი პრეზიდენტია. ახლა რა? ტრამპში კონცენტრირებული იმედები უკვე გამართლდა? მშვიდობა და დემოკრატია იქნება მისი დაცვის ობიექტი ყველგან.

ჯერ კიდევ ბევრს შევიტყობთ. დასკვნების გამოტანა ადრეა.

ტრამპს ასევე აუცილებლად ეცოდინება, რომ იმ შორეულ ჯორჯიაში, აშშ-ს ელჩი დაიბარეს და უთხრეს, თქვენი ქვეყნის ქმედებები წითელ ხაზებს უახლოვდება და ასე თუ გაგრძელდა, მოგვიწევს შესაბამისი ზომები მივიღოთო.

ჩვენს ძლივს და დიდი შრომით გაერთგულებულ პარტნიორებთან კომუნიკაციის დეფიციტი კი არა, ნამდვილი კრახი მსგავსმა რიტორიკამ მოგვიტანა შედეგად.

კიდევ ერთხელ ვიტყვი: რუსეთთან მიმართებით ზომიერად ფრთხილი პოლიტიკა, რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციების არ შემოღება, მაგრამ საერთაშორისო სანქციების სრული დაცვა, გასაგები პოლიტიკა იყო და ვფიქრობ, მომავალ მთავრობებსაც მოუწევთ ამ გეოგრაფიული და გლობალური გეოპოლიტიკის რეალობის გათვალისწინებით განსაზღვრონ მოქმედების სტრატეგია.

მაგრამ თანდათან ვრწმუნდები, რომ ჩვენს ტრადიციულ პარტნიორებთან (რომელთა მიმართ წლების განმავლობაში უამრავი სამადლობელი გვაქვს დაგროვილი) რიტორიკის ჯიბრითა და მტრული ლექსიკით შეტევა გამიზნული სტრატეგიაა, რომ დასავლეთმა თავადვე თქვას ჩვენზე უარი, რომ იზოლაციაში დარჩენილებს, სახელმწიფოს დაღუპვის პირას მისულებს ერთადერთ გამოსავლად რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან მოკავშირეობა დაგვრჩეს და თავის გასასამართლებლად ვთქვათ: მე დასავლეთში ინტეგრაცია მინდოდა, თქვენ კი ხელი მკარით და აი, ახია თქვენზე თუ დამკარგეთო.

მგონი აღარავინ ტყუვდება იმ საკენკით, თითქოს საქართველოს არავინ სჭირდება, არც დასავლეთი და არც რუსეთი, თავადვე მოახერხებს საკუთარი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას. ეს ასე, სამწუხაროდ ვერ იქნება და უკვე დროა, დამღუპველ ილუზიებს დავანებოთ თავი.

შესაბამისად ეს რიტორიკა დღეს არა ქვეყნის, არამედ საქართველოში პოლიტიკის შემქმნელ-გამტარებლის ინტერესებს ემსახურება, ხოლო ყველა ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსი ერთგული ჯარისკაცივით ასრულებს მის მითითებას. უფრო მეტიც, უფროსს რომ ასიამოვნოს მცდელობას არ აკლებენ, რომ კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენონ უკვე გაფუჭებულ ურთიერთობებს.

დღეს, ხელისუფლება მხოლოდ კაბინეტებში ჯდომა არაა და ერთადერთი, რაზეც ახერხებენ ძალაუფლების განხორციელებას, რეპრესიული პოლიტიკაა.

პოლიტიკური ძალაუფლების მიერ თავისუფლებისთვის მებრძოლი ხელოვანების, ჟურნალისტების და საზოგადოების აქტიურ წევრთა მიმართ განხორციელებული რეპრესიები უკიდურესად მავნე შედეგებს იწვევს ქვეყნის დემოკრატიისთვის.

ძალიან მაღელვებს ეს მდგომარეობა, უკვე სახეზეა სამოქალაქო დაპირისპირება, რაც ძალიან, ძალიან საშიშია:

  1. ზოგადად, ყველა საზოგადოებაში მსახიობები, ხელოვანი ხალხი, ჟურნალისტები ფუნდამენტურ როლს ასრულებენ იდეებისა და მოსაზრებების გამოხატვაში, ხშირად აპროტესტებენ უსამართლობას. მათი გამოხატვის თავისუფლების დათრგუნვა ნიშნავს საზოგადოებაში შიშისა დამკვიდრებას. დემოკრატიულ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არსებითი საყრდენია და მისი ეროზია გაანადგურებს ამ თავისუფლებას და ჩაახშობს განსხვავებულ ხმას, შემცირდება კრეატიულობა და ხელოვნება თანდათან გახდება კონფორმისტული. იგი გაუფასურდება.ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ: პირადად მე, ჩემი ქვეყნის დემოკრატიისთვის მირჩევნია ხელოვანებიცა და ჟურნალისტებიც ზედმეტი თავისუფლებით სარგებლობდნენ, ვიდრე თავისუფალი აზრის გამოთქმას ვერ ბედავდნენ.
  2. როდესაც ხელისუფლება ვერ ეგუება თავისუფალ კრიტიკას და აკავებს, აპატიმრებს, ემუქრება ხელოვანებს, ჟურნალისტებს (ანუ მათ, ვისთვისაც თავისუფლება არსებობის და შემოქმედების მთავარი წყარო-ჟანგბადია) თავისთავად იქმნება ცენზურა და სტიგმატიზაცია, რაც არა მხოლოდ რეპრესირებულ ხელოვანებზე, არამედ სხვა მოქალაქეებზეც მოქმედებს, აშინებს, აჩიავებს და აბეჩავებს მათ. შესაბამისად, როგორც ავადსახსენებელ წარსულში ხდებოდა გადარჩენის შიშის, უნდობლობისა და დენონსაციის ატმოსფეროში ადამიანებს აღარ სურთ ღიად ისაუბრონ მგრძნობიარე პოლიტიკურ ან სოციალურ საკითხებზე. ამას აშკარად ვგრძნობ უკვე ყოველდღიურ ურთიერთობაში მეგობრებსა და ნათესავებში. ეს პარალელები რომ ჩნდება უკვე ცუდადაა საქმე.

დიახ, იმ ადამიანებს, ვინც დღეს პროტესტს გამოხატავს, მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ საზოგადოებრივ აზრზე. წიგნიერი, კულტურული, საქმის ზედმიწევნით კარგად მცოდნე ხალხია, მათი ხმების ჩახშობით, პოლიტიკური ძალა ასუსტებს სამოქალაქო საზოგადოებას, მოსახლეობას კი აშინებს და ზღუდავს უსამართლობის წინააღმდეგ მობილიზებას დაგროვილი სათქმელის ან წუხილის გამოსახატად. პროტესტისადმი სოლიდარობის გამო განადგურებით ემუქრებიან ბიზნეს კომპანიებს, აზიანებენ მათ რეპუტაციას, გზის გადაკეტვისთვის აკავებენ, აპატიმრებენ სტუდენტებს.

კარგით რა. არ გინახავთ ერთი ბატონი სამძიმარზე ან იუბილეზე რომ მიდის რა ხდება? კანონებიც გავაპლასტელინეთ.ქვეყანა უკვე იზოლირებულია საერთაშორისო ასპარეზზე, ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების დარღვევის, მოსახლეობის უმრავლესობის აზრის დაიგნორების (ოცნების მხარდამჭერთა უმრავლესობაც ევროპული ინტეგრაციის გამო უჭერდა მხარს ოცნებას) გამო. დიდი ზიანი მიადგა ქვეყნის რეპუტაციას და შეზღუდა მისი დიპლომატიური და კულტურული ურთიერთობები, რასაც სულ მალე, აუცილებლად მოჰყვება მძიმე ეკონომიკური და სოციალური შედეგები. ნამდვილად მოყვება და მერე ერთმანეთზე გადაბრალება ვეღარ უშველის საქმეს. მოსახლეობა სრულად დაკარგავს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობას და მღელვარება გახდება საყოველთაო.განა რა გახდა გონივრული კომპრომისი, რომ ქვეყანა სტაბილურ განვითარებას, ცივილიზებულ სამყაროსა და განვითარების რელსებს დაუბრუნდეს?!

ბატონ ბიძინას, რომელსაც ვერ დავუკარგავთ გამჭრიახობის უნარს, დარწმუნებული ვარ კარგად ესმის, რომ მის პასუხისმგებლობაზეა ეს პოლიტიკური არასტაბილურობა, ხელისუფლებისა და ქვეყნის პოლიტიკური კრიზისი და აქედან გამომდინარე რისკები ქვეყნისა და მისი საკუთარი მოსახლეობისადმი. სამწუხაროდ იგი თავად იქცა ჩვენს ქვეყანაში ბაობაბად, რომელსაც ღრმად აქვს ფესვები გადგმული“,- წერს გოჩა ჯავახიშვილი.