პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მილიარდერ ოლიგარქს საკუთარ ბანკებთან პრობლემები აქვს, მოაგვაროს იურისტების საშუალებით! ქვეყანა ფინანსური პრობლემების მძევლად აქცია" - ხიდაშელი ივანიშვილზე
"მილიარდერ ოლიგარქს საკუთარ ბანკებთან პრობლემები აქვს, მოაგვაროს იურისტების საშუალებით! ქვეყანა ფინანსური პრობლემების მძევლად აქცია" - ხიდაშელი ივანიშვილზე

მი­ლი­არ­დერ ოლი­გარ­ქს სა­კუ­თარ ბან­კებ­თან პრობ­ლე­მე­ბი აქვს, მო­აგ­ვა­როს იუ­რის­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით! ქვე­ყა­ნა სა­კუ­თარ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მძევ­ლად აქ­ცია, იმ დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რაც თა­ვად და­ი­ჯე­რა, რომ „კრე­დიტ სუ­ი­სი“ რა­ღაც დიდი კონ­სპი­რა­ცი­ის ნა­წი­ლი იყო, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა „სა­მო­ქა­ლა­ქო იდე­ის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი, თინა ხი­და­შე­ლი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ივა­ნიშ­ვი­ლი აპი­რებს კი­დევ ერთ შვე­ი­ცა­რი­ულ ბანკს – Julius Baer-ს უჩივ­ლოს.

  • მი­სი­ვე თქმით, მთე­ლი ეს პრო­ცე­სი ღრმად არა­სე­რი­ო­ზუ­ლია.

"რაც უფრო მე­ტად და­ი­ჯე­რებს [ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი], რომ ის არის პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის ქვეშ, მისი პრობ­ლე­მაა. რე­ა­ლუ­რად, მას პრობ­ლე­მე­ბი ჯერ ერთ ბანკთან ჰქონ­და, მერე მე­ო­რე ბანკთან. პირ­ველ ბანკთან და­კავ­ში­რე­ბით აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კრი­მი­ნა­ლუ­რი სქე­მა მოქ­მე­დებ­და, რომ­ლის ნა­წი­ლიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც გახ­და, ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, მაგ­რამ ეს რე­ა­ლო­ბა იყო. მან და­ი­ჯე­რა თა­ვის თავ­ში ჩა­ნერ­გი­ლი კონ­სპი­რა­ცი­ის თე­ო­რი­ე­ბის, რომ „კრე­დიტ სუ­ი­სის“ სა­ხით მას მთე­ლი მსოფ­ლიო ებ­რძო­და და მთე­ლი სამ­ყა­როს ცენ­ტრში იყო. ეს და­ახ­ლო­ე­ბით იმ ტი­პის სა­უ­ბა­რია დიდი ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი წე­რილ­ში რომ ეწე­რა კო­ბა­ხი­ძეს, რომ თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში სან­ქცი­ებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ, დიდი ბრი­ტა­ნე­თის მთავ­რო­ბა ჩა­მო­ინ­გრე­ვა, ამ ბოდ­ვებ­ზე არ შე­მიძ­ლია სე­რი­ო­ზუ­ლად სა­უ­ბა­რი.

მთე­ლი ეს პრო­ცე­სი ღრმად არა­სე­რი­ო­ზუ­ლია. მი­ლი­არ­დერ ოლი­გარ­ქს სა­კუ­თარ ბან­კებ­თან პრობ­ლე­მე­ბი აქვს, მო­აგ­ვა­როს იუ­რის­ტე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით! ქვე­ყა­ნა სა­კუ­თარ ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მძევ­ლად აქ­ცია, იმ დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, რაც თა­ვად და­ი­ჯე­რა, რომ „კრე­დიტ სუ­ი­სი“ რა­ღაც დიდი კონ­სპი­რა­ცი­ის ნა­წი­ლი იყო, ეს ქვე­ყა­ნა სა­კუ­თა­რი ფუ­ლის მძევ­ლად აქ­ცია. ამის უფ­ლე­ბა, მას ქარ­თულ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არ უნდა მის­ცეს!“, - გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

გარ­და ამი­სა, ხი­და­შელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აშშ-ს ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს და აშშ-ს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზეც ისა­უბ­რა. ხი­და­შელს მო­ლო­დი­ნი აქვს, რომ „სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი კრი­ზი­სი დას­რულ­დე­ბა“.

„პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პი ამ­ბობს, რომ თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა არის მისი პრი­ო­რი­ტე­ტი. დიდი იმე­დი მაქვს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი დამ­თავ­რდე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო გა­მო­ვა სან­ქცი­ე­ბის და შე­ჩე­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის დი­ლე­მი­დან და გაჩ­ნდე­ბა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სამ­ხედ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბამ თვი­სობ­რი­ვად უკე­თეს, ფარ­თო არე­ალ­ში გა­და­ი­ნაც­ვლოს.

დღეს მთა­ვა­რი კი­თხვა უნდა იყოს ის, თუ რას აპი­რებს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ტრამ­პის მიერ გუ­შინ გა­მო­ცხა­დე­ბულ თე­მა­ზე - „ამე­რი­კის მტრებ­თან მე­გობ­რო­ბა და­ის­ჯე­ბა“, [მა­შინ] რო­დე­საც არ­სე­ბობს მსოფ­ლიო მე­დი­ით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მა­სა­ლა, სა­დაც ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ირან­ში, „ჰა­მა­სის“ და „ჰეზ­ბო­ლას“ ლი­დე­რე­ბის გვერ­დით დგას“, - გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"მილიარდერ ოლიგარქს საკუთარ ბანკებთან პრობლემები აქვს, მოაგვაროს იურისტების საშუალებით! ქვეყანა ფინანსური პრობლემების მძევლად აქცია" - ხიდაშელი ივანიშვილზე

"მილიარდერ ოლიგარქს საკუთარ ბანკებთან პრობლემები აქვს, მოაგვაროს იურისტების საშუალებით! ქვეყანა ფინანსური პრობლემების მძევლად აქცია" - ხიდაშელი ივანიშვილზე

მილიარდერ ოლიგარქს საკუთარ ბანკებთან პრობლემები აქვს, მოაგვაროს იურისტების საშუალებით! ქვეყანა საკუთარ ფინანსური პრობლემების მძევლად აქცია, იმ დღიდან მოყოლებული, რაც თავად დაიჯერა, რომ „კრედიტ სუისი“ რაღაც დიდი კონსპირაციის ნაწილი იყო, - ასე გამოეხმაურა „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი, თინა ხიდაშელი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებას, რომლის მიხედვით, ივანიშვილი აპირებს კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკს – Julius Baer-ს უჩივლოს.

  • მისივე თქმით, მთელი ეს პროცესი ღრმად არასერიოზულია.

"რაც უფრო მეტად დაიჯერებს [ბიძინა ივანიშვილი], რომ ის არის პოლიტიკური დევნის ქვეშ, მისი პრობლემაა. რეალურად, მას პრობლემები ჯერ ერთ ბანკთან ჰქონდა, მერე მეორე ბანკთან. პირველ ბანკთან დაკავშირებით აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივი კრიმინალური სქემა მოქმედებდა, რომლის ნაწილიც ბიძინა ივანიშვილიც გახდა, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს რეალობა იყო. მან დაიჯერა თავის თავში ჩანერგილი კონსპირაციის თეორიების, რომ „კრედიტ სუისის“ სახით მას მთელი მსოფლიო ებრძოდა და მთელი სამყაროს ცენტრში იყო. ეს დაახლოებით იმ ტიპის საუბარია დიდი ბრიტანეთის მთავრობის წინააღმდეგ გამოქვეყნებული წერილში რომ ეწერა კობახიძეს, რომ თუ საქართველოში სანქციებს განახორციელებენ, დიდი ბრიტანეთის მთავრობა ჩამოინგრევა, ამ ბოდვებზე არ შემიძლია სერიოზულად საუბარი.

მთელი ეს პროცესი ღრმად არასერიოზულია. მილიარდერ ოლიგარქს საკუთარ ბანკებთან პრობლემები აქვს, მოაგვაროს იურისტების საშუალებით! ქვეყანა საკუთარ ფინანსური პრობლემების მძევლად აქცია, იმ დღიდან მოყოლებული, რაც თავად დაიჯერა, რომ „კრედიტ სუისი“ რაღაც დიდი კონსპირაციის ნაწილი იყო, ეს ქვეყანა საკუთარი ფულის მძევლად აქცია. ამის უფლება, მას ქართულმა საზოგადოებამ არ უნდა მისცეს!“, - განაცხადა ხიდაშელმა.

გარდა ამისა, ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს და აშშ-ს ურთიერთობებზეც ისაუბრა. ხიდაშელს მოლოდინი აქვს, რომ „საქართველოში არსებული კრიზისი დასრულდება“.

„პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და უსაფრთხოება არის მისი პრიორიტეტი. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დამთავრდება, საქართველო გამოვა სანქციების და შეჩერებული პროგრამების დილემიდან და გაჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ სამხედრო თანამშრომლობამ თვისობრივად უკეთეს, ფართო არეალში გადაინაცვლოს.

დღეს მთავარი კითხვა უნდა იყოს ის, თუ რას აპირებს ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება“ ტრამპის მიერ გუშინ გამოცხადებულ თემაზე - „ამერიკის მტრებთან მეგობრობა დაისჯება“, [მაშინ] როდესაც არსებობს მსოფლიო მედიით გავრცელებული მასალა, სადაც ირაკლი კობახიძე ირანში, „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ ლიდერების გვერდით დგას“, - განაცხადა ხიდაშელმა.