სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეწყალება ძირითადად ეხება ნარკოდანაშაულებს, ნარკომომხმარებლებს, ქურდობას..." - რას ამბობს ირმა ჭკადუა ყაველაშვილის გამოცხადებულ მასშტაბურ და ლამის გასაიდუმლოებულ შეწყალებაზე?
"შეწყალება ძირითადად ეხება ნარკოდანაშაულებს, ნარკომომხმარებლებს, ქურდობას..." - რას ამბობს ირმა ჭკადუა ყაველაშვილის გამოცხადებულ მასშტაბურ და ლამის გასაიდუმლოებულ შეწყალებაზე?

კო­ლე­გი­ის მიერ არ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით 613 მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი პირი შე­ი­წყა­ლა. შე­წყა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ ეს აქტი "ჰუ­მა­ნიზ­მის პრინ­ციპს“ ეფუძ­ნე­ბა. "პრე­ზი­დენ­ტის მიერ მის­თვის კონ­სტი­ტუ­ცი­ით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ეფუძ­ნე­ბა ჰუ­მა­ნიზ­მის პრინ­ციპს და სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რესს. გა­მო­ჩე­ნი­ლი ჰუ­მა­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, შე­წყა­ლე­ბულ პი­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცათ და­უბ­რუნ­დნენ ოჯა­ხებს და კვლავ იქ­ცნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვან წევ­რე­ბად“, - წერს მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი.

  • გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში არ წე­რია და სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ არის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, რო­მელ მუხ­ლებს და რა ტი­პის და­ნა­შა­უ­ლებს შე­ე­ხო უპ­რე­ცე­დენ­ტო შე­წყა­ლე­ბა.

ამ რა­ო­დე­ნო­ბის მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლის შე­წყა­ლე­ბა არა თუ ერთჯე­რა­დად, ბოლო წლებ­ში სრუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­შიც კი არ მომ­ხდა­რა. მარ­თა­ლია, შე­წყა­ლე­ბა პრე­ზი­დენ­ტის ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბაა და მას კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ ავალ­დე­ბუ­ლებს, რომ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყოს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი, თუმ­ცა სა­ჯა­როდ ხელ­მი­საწ­ვდო­მი უნდა იყოს, რა და­ნა­შა­უ­ლის­თვის მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი არი­ან შე­წყა­ლე­ბულ­ნი.

სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ცენ­ტრი გა­მო­ეხ­მა­უ­რა მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის მიერ 19 იან­ვარს 613 მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის შე­წყა­ლე­ბის ფაქტს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მი­იჩ­ნევს, რომ და­ხუ­რუ­ლი, გა­უმჭვირ­ვა­ლე პრო­ცე­სის შე­დე­გად, "თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბი­დან მოკ­ლე დრო­ში, მას­შტა­ბუ­რი რა­ო­დე­ნო­ბით მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის შე­წყა­ლე­ბა აჩენს გან­ცდას, რომ ეს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა თვით­ნე­ბუ­რად, ვიწ­რო-პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბით გა­მო­ი­ყე­ნა".

"სა­გუ­ლის­ხმოა ისიც, რომ 613 მსჯავ­რდე­ბუ­ლის შე­წყა­ლე­ბა არ ნიშ­ნავს იმას, რომ ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა მხო­ლოდ ამ რა­ო­დე­ნო­ბის საქ­მე გა­ნი­ხი­ლა. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, გა­მო­დის, რომ მან ყვე­ლა შე­სუ­ლი გან­ცხა­დე­ბა და­დე­ბი­თად და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, კი­დევ უფრო რე­ლე­ვან­ტუ­რია კი­თხვა, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბი­დან არას­რულ 1 თვე­ში, რო­გორ მო­ა­ხერ­ხა ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა ამ რა­ო­დე­ნო­ბის საქ­მე­ე­ბის სრულ­ყო­ფი­ლად და დე­ტა­ლუ­რად გა­მოკ­ვლე­ვა თა­ნაც ისე, რომ ამ დრომ­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბია, შე­იქ­მნა თუ არა პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხე­ბის შეს­წავ­ლის მიზ­ნით... გა­უმჭვირ­ვა­ლე და და­ხუ­რუ­ლი პრო­ცე­დუ­რით შე­წყა­ლე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მას­შტა­ბუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა, ისე, რომ ამ დრომ­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არ იცის, რა და­ნა­შა­უ­ლე­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბულ პი­რებს შე­ე­ხოთ სა­შე­ღა­ვა­თო პი­რო­ბე­ბი, აძ­ლი­ე­რებს გან­ცდას, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­ქა­ნიზ­მი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ვიწ­რო-პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბით და თვით­ნე­ბუ­რად. შე­წყა­ლე­ბის ამ­გვა­რი პრაქ­ტი­კა ემ­სა­ხუ­რე­ბა არა სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სებს და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ უსაფრ­თხო­ე­ბას, არა­მედ წარ­მო­ად­გენს პო­ლი­ტი­კურ თვით­ნე­ბო­ბას და არის არ­სე­ბუ­ლი რეპ­რე­სი­უ­ლი/სა­დამ­სჯე­ლო სის­ხლის სა­მარ­თლის სის­ტე­მის პარ­ტი­უ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტა­ლი­ზე­ბის მკა­ფიო მა­გა­ლი­თი", - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • ცნო­ბი­სათ­ვის:

შე­წყა­ლე­ბის წესი 2019 წელს მე-5 პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა შეც­ვა­ლა - გა­უქ­მდა შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სია, რის შემ­დე­გაც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი­სათ­ვის მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლის შე­წყა­ლე­ბის საქ­მეს გან­სა­ხილ­ვე­ლად ამ­ზა­დებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი.

ambebi.ge შე­წყა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბის და­ზუს­ტე­ბას ად­ვო­კატ ირმა ჭკა­დუ­ას­თან შე­ე­ცა­და:

- ეს არის ჰუ­მა­ნუ­რი და ასე­ვე, ძალ­ზე გა­ბე­დუ­ლი ნა­ბი­ჯი... გვახ­სოვს, რომ ბოლო 6-7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, როცა პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი იყო, 100 პა­ტი­მა­რიც კი არ არის შე­წყა­ლე­ბუ­ლი. ვი­ცით, რომ მუდ­მი­ვად არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ან სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ ეთან­ხმე­ბი­ან, ან მი­აჩ­ნი­ათ, რომ მათი შვი­ლი, ან ოჯა­ხის წევ­რი არის დამ­ნა­შა­ვე, მაგ­რამ სას­ჯე­ლი მკაც­რია, ზოგს მარ­ჩე­ნა­ლი არ ჰყავს, ზოგს დედა, ან მამა ჰყავს ავად, ასე­თი ტი­პის ადა­მი­ა­ნე­ბი პრე­ზი­დენტს შეჰ­ყუ­რე­ბენ იმე­დის თვა­ლით და რო­გორც წესი, შე­წყა­ლე­ბის მიზ­ნით მას მი­მარ­თა­ვენ ხოლ­მე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა ერთი ადა­მი­ა­ნის იმე­დია პრე­ზი­დენ­ტი, ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გვახ­სოვს არა თუ მას­შტა­ბუ­რი შე­წყა­ლე­ბა, არა­მედ არც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ფაქ­ტე­ბი, რომ­ლებ­ზეც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი შე­იძ­ლე­ბა თან­ხმდე­ბო­და, რომ ამა თუ იმ ადა­მი­ა­ნის შე­წყა­ლე­ბა იქ­ნე­ბო­და სა­მარ­თლი­ა­ნი.

- შე­წყა­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა უპ­რე­ცე­დენ­ტოა. პრაქ­ტი­კუ­ლად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია 20 დღე­ში 613 პა­ტიმ­რის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი საქ­მე და შე­წყა­ლე­ბის რის­კე­ბი შე­ის­წავ­ლო...

- რამ­დე­ნი­მე წე­ლია ქალ­ბა­ტონ­მა პრე­ზი­დენ­ტმა გა­ა­უქ­მა შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სია და ბუ­ნებ­რი­ვია, ბა­ტო­ნი ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი ასე უცებ კო­მი­სი­ას ვერც შეკ­რებ­და. თუმ­ცა მი­მაჩ­ნია, რომ კო­მი­სია არც არის სა­ჭი­რო, ვი­ნა­ი­დან შე­წყა­ლე­ბა თა­ვი­სი ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ნიშ­ნავს იმას, რომ პრე­ზი­დენ­ტი იწყა­ლებს დამ­ნა­შა­ვე­ებს - თუკი ადა­მი­ა­ნი ახ­სნის გა­რე­მო­ე­ბებს, რა­ტომ მოხ­და მისი იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა, რა­შიც ის არის, მას გა­აზ­რე­ბუ­ლი აქვს და ინა­ნი­ებს მის მიერ ჩა­დე­ნილ ქმე­დე­ბას... ყვე­ლა ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს შან­სი, რომ ცხოვ­რე­ბა და­ი­წყოს თა­ვი­დან. პრე­ზი­დენ­ტი არ არის მო­სა­მარ­თლე, პრო­კუ­რო­რი და ად­ვო­კა­ტი, დამ­ჯდა­რი­ყო და შე­ეს­წავ­ლა საქ­მე­ე­ბი.

გა­ნა­ჩე­ნი აუ­ცი­ლე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტია და რო­დე­საც მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რი მი­მარ­თავს პრე­ზი­დენტს, მას თან უნდა ერ­თო­დეს გა­ნა­ჩე­ნი (მას­ში წე­რია, რის­თვის არის ადა­მი­ა­ნი მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი). მკვლე­ლებ­ზე, ყა­ჩა­ღებ­ზე და გამ­ტა­ცებ­ლებ­ზე, ბუ­ნებ­რი­ვია, რო­გორც წესი, სრულ შე­წყა­ლე­ბას არ იყე­ნე­ბენ ხოლ­მე პრე­ზი­დენ­ტე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან ეს არის მარ­თლაც გა­ბე­დუ­ლი, ჰუ­მა­ნუ­რი ნა­ბი­ჯი. მან სა­მუ­შა­ოს და­წყე­ბის­თა­ნა­ვე იზ­რუ­ნა ადა­მი­ა­ნებ­ზე, რო­მელ­თაც ოჯა­ხის წევ­რე­ბი ჰყავთ ცი­ხე­ში. ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა ამ აქ­ტით ძა­ლი­ან ბევ­რი ოჯა­ხი გა­ა­ხა­რა. მის­თვის მად­ლო­ბის მეტი არა­ფე­რი გვეთ­ქმის.

- ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა ვის მი­მართ გა­ი­ღო მო­წყა­ლე­ბა, ანუ რა მუხ­ლებს შე­ე­ხო შე­წყა­ლე­ბა?

- შე­წყა­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში არ­სად წე­რია, რო­მე­ლი მუხ­ლით გა­სა­მარ­თლე­ბულ მსჯავ­რდა­დე­ბულს ეხე­ბა შე­წყა­ლე­ბა. რო­დე­საც გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­დის, სა­სა­მარ­თლო მსჯავ­რდა­დე­ბულს უცხა­დებს, რომ მას აქვს შე­წყა­ლე­ბის უფ­ლე­ბა. ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის დამ­ნა­შა­ვეს აქვს შე­წყა­ლე­ბის მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა. ვი­ცით, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ზის ნარ­კო­ტი­კე­ბის, ქურ­დო­ბის გამო, ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის... ეს ადა­მი­ა­ნე­ბი კონ­კრე­ტუ­ლად ვინ არი­ან, ვერ გე­ტყვით.

- სი­ა­ში არი­ან მძი­მე მუხ­ლე­ბით მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლე­ბიც? კონ­კრე­ტულ ვი­ნა­ო­ბას არა­ვინ ითხოვს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხომ უნდა იყოს ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი, რა მუხ­ლით გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი შე­ი­წყა­ლა პრე­ზი­დენ­ტმა?

- ეს არის ჰუ­მა­ნუ­რი და ამავდრო­უ­ლად კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი აქტი. გარ­კვე­ულ­წი­ლად, პრე­ზი­დენტს არ აქვს უფ­ლე­ბა, გა­მო­ვი­დეს და კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ბრა­ლე­უ­ლო­ბა სა­ჯა­როდ თქვას, ვი­ნა­ი­დან ის გარ­კვე­ულ­წი­ლად პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცე­მებ­საც შე­ი­ცავს. არ მაქვს ზუს­ტი ინ­ფორ­მა­ცია, თუმ­ცა პრე­ზი­დენტს აქვს უფ­ლე­ბა შე­ი­წყა­ლოს მძი­მე, ნაკ­ლე­ბად მძი­მე და მსუ­ბუ­ქი და­ნა­შა­უ­ლის­თვი­საც. ამ შემ­თხვე­ვა­ში მუხ­ლე­ბი არის სხვა­დას­ხვა ტი­პის, თუმ­ცა შე­წყა­ლე­ბა ძი­რი­თა­დად ეხე­ბა ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლებს, ნარ­კო­მომ­ხმა­რებ­ლებს, ქურ­დო­ბას...

- სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არის მით­ქმა-მოთ­ქმა, რომ ეს არის ერ­თგვა­რი სა­ფა­სუ­რი არ­ჩევ­ნებ­ზე კრი­მი­ნა­ლუ­რი, თუ ძა­ლა­დობ­რი­ვი ჯგუ­ფე­ბის მიერ პრო­სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის­თვის, რომ "ოც­ნე­ბამ“ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და პა­ტიმ­რებ­სა და მათი ოჯა­ხის წევ­რებს არ­ჩევ­ნებ­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის. იმა­საც ამ­ბო­ბენ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ე.წ. ტი­ტუშ­კე­ბი შე­მო­აკ­ლდა და რეპ­რე­სი­ებ­ში გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად უშ­ვებს ამ­დენ პა­ტი­მარ­სო...

- მად­ლო­ბა ამ კი­თხვის­თვის. რაც უნდა კარ­გი, ან ცუდი გა­ა­კე­თო ამ ქვე­ყა­ნა­ში, ორი­ვე­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვს ლე­გი­ტი­მუ­რი უფ­ლე­ბა ჰქონ­დეს კი­თხვე­ბი, ყვე­ლა­ფერ­ზე რა­ღა­ცას იტყვი­ან. ეს ის შემ­თხვე­ვაა, როცა ყვე­ლა უნდა ვთან­ხმდე­ბო­დეთ, რომ ეს არის გა­ბე­დუ­ლი ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც გა­დად­გა პრე­ზი­დენ­ტმა. ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს­თან თავს იყ­რი­და ძა­ლი­ან ბევ­რი შე­წყა­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბა, მაგ­რამ არ იწყა­ლებ­და. ძა­ლი­ან ბევ­რია ქალი მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ნარ­კო­ტი­კე­ბის­თვის იხ­დის სას­ჯელს და სხვა, არ მინ­და ჩავ­შა­ლო, ად­ვო­კა­ტი ვარ და სუ­ბი­ექ­ტუ­რი ვიქ­ნე­ბი. მი­მაჩ­ნია, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის სა­პა­ტიმ­რო არ არის გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი ად­გი­ლი და ვი­სურ­ვებ­დი, რომ სს კო­დექ­სი უფრო ლი­ბე­რა­ლუ­რი იყოს და არ იყოს მკაც­რი.

- ასეთ დროს რის­კე­ბიც ხომ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია და რა გა­რან­ტი­ას იძ­ლე­ვა ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი, რომ ამ უპ­რე­ცე­დენ­ტო მოვ­ლე­ნას ქვე­ყა­ნა­ში და­ნა­შა­უ­ლის მაჩ­ვე­ნებ­ლის ზრდა არ მოჰ­ყვე­ბა?

- რა თქმა უნდა, რის­კე­ბი გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ იმა­ში, რომ ამ შე­წყა­ლე­ბის შე­დე­გად არა­ნა­ი­რი და­ნა­შა­უ­ლის მა­ტე­ბას ად­გი­ლი არ ექ­ნე­ბა. რა შუ­ა­შია "ტი­ტუშ­კე­ბი“? ტი­ტუშ­კებ­ზე ისე­დაც სა­უბ­რო­ბენ...

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"შეწყალება ძირითადად ეხება ნარკოდანაშაულებს, ნარკომომხმარებლებს, ქურდობას..." - რას ამბობს ირმა ჭკადუა ყაველაშვილის გამოცხადებულ მასშტაბურ და ლამის გასაიდუმლოებულ შეწყალებაზე?

"შეწყალება ძირითადად ეხება ნარკოდანაშაულებს, ნარკომომხმარებლებს, ქურდობას..." - რას ამბობს ირმა ჭკადუა ყაველაშვილის გამოცხადებულ მასშტაბურ და ლამის გასაიდუმლოებულ შეწყალებაზე?

კოლეგიის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდადებული პირი შეიწყალა. შეწყალების შესახებ ინფორმაცია მიხეილ ყაველაშვილის "ფეისბუქგვერდზე" გამოქვეყნდა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეს აქტი "ჰუმანიზმის პრინციპს“ ეფუძნება. "პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს. გამოჩენილი ჰუმანური დამოკიდებულებით, შეწყალებულ პირებს შესაძლებლობა მიეცათ დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად“, - წერს მიხეილ ყაველაშვილი.

  • გავრცელებულ განცხადებაში არ წერია და საზოგადოება არ არის ინფორმირებული, რომელ მუხლებს და რა ტიპის დანაშაულებს შეეხო უპრეცედენტო შეწყალება.

ამ რაოდენობის მსჯავრდადებულის შეწყალება არა თუ ერთჯერადად, ბოლო წლებში სრული წლის განმავლობაშიც კი არ მომხდარა. მართალია, შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და მას კანონმდებლობა არ ავალდებულებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება იყოს დასაბუთებული, თუმცა საჯაროდ ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რა დანაშაულისთვის მსჯავრდადებული პირები არიან შეწყალებულნი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი გამოეხმაურა მიხეილ ყაველაშვილის მიერ 19 იანვარს 613 მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტს, რომლის თანახმადაც, მიიჩნევს, რომ დახურული, გაუმჭვირვალე პროცესის შედეგად, "თანამდებობის დაკავებიდან მოკლე დროში, მასშტაბური რაოდენობით მსჯავრდებულების შეწყალება აჩენს განცდას, რომ ეს უფლებამოსილება ყაველაშვილმა თვითნებურად, ვიწრო-პარტიული ინტერესებით გამოიყენა".

"საგულისხმოა ისიც, რომ 613 მსჯავრდებულის შეწყალება არ ნიშნავს იმას, რომ ყაველაშვილმა მხოლოდ ამ რაოდენობის საქმე განიხილა. სხვა შემთხვევაში, გამოდის, რომ მან ყველა შესული განცხადება დადებითად დააკმაყოფილა. შესაბამისად, კიდევ უფრო რელევანტურია კითხვა, თანამდებობის დაკავებიდან არასრულ 1 თვეში, როგორ მოახერხა ყაველაშვილმა ამ რაოდენობის საქმეების სრულყოფილად და დეტალურად გამოკვლევა თანაც ისე, რომ ამ დრომდე საზოგადოებისთვის უცნობია, შეიქმნა თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური კომისია აღნიშნული საკითხების შესწავლის მიზნით... გაუმჭვირვალე და დახურული პროცედურით შეწყალების უფლებამოსილების მასშტაბური გამოყენება, ისე, რომ ამ დრომდე საზოგადოებამ არ იცის, რა დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებს შეეხოთ საშეღავათო პირობები, აძლიერებს განცდას, რომ აღნიშნული მექანიზმი გამოყენებულია ვიწრო-პარტიული ინტერესებით და თვითნებურად. შეწყალების ამგვარი პრაქტიკა ემსახურება არა საჯარო ინტერესებს და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, არამედ წარმოადგენს პოლიტიკურ თვითნებობას და არის არსებული რეპრესიული/სადამსჯელო სისხლის სამართლის სისტემის პარტიული ინსტრუმენტალიზების მკაფიო მაგალითი", - ვკითხულობთ განცხადებაში.

  • ცნობისათვის:

შეწყალების წესი 2019 წელს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეცვალა - გაუქმდა შეწყალების კომისია, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტისათვის მსჯავრდადებულის შეწყალების საქმეს განსახილველად ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური.

ambebi.ge შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებას ადვოკატ ირმა ჭკადუასთან შეეცადა:

- ეს არის ჰუმანური და ასევე, ძალზე გაბედული ნაბიჯი... გვახსოვს, რომ ბოლო 6-7 წლის განმავლობაში, როცა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იყო, 100 პატიმარიც კი არ არის შეწყალებული. ვიცით, რომ მუდმივად არსებობენ ადამიანები, რომლებიც ან სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, ან მიაჩნიათ, რომ მათი შვილი, ან ოჯახის წევრი არის დამნაშავე, მაგრამ სასჯელი მკაცრია, ზოგს მარჩენალი არ ჰყავს, ზოგს დედა, ან მამა ჰყავს ავად, ასეთი ტიპის ადამიანები პრეზიდენტს შეჰყურებენ იმედის თვალით და როგორც წესი, შეწყალების მიზნით მას მიმართავენ ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ არა ერთი ადამიანის იმედია პრეზიდენტი, ბოლო წლების განმავლობაში არ გვახსოვს არა თუ მასშტაბური შეწყალება, არამედ არც ინდივიდუალური ფაქტები, რომლებზეც საზოგადოების დიდი ნაწილი შეიძლება თანხმდებოდა, რომ ამა თუ იმ ადამიანის შეწყალება იქნებოდა სამართლიანი.

- შეწყალებულთა რაოდენობა უპრეცედენტოა. პრაქტიკულად წარმოუდგენელია 20 დღეში 613 პატიმრის ინდივიდუალური საქმე და შეწყალების რისკები შეისწავლო...

- რამდენიმე წელია ქალბატონმა პრეზიდენტმა გააუქმა შეწყალების კომისია და ბუნებრივია, ბატონი ყაველაშვილი ასე უცებ კომისიას ვერც შეკრებდა. თუმცა მიმაჩნია, რომ კომისია არც არის საჭირო, ვინაიდან შეწყალება თავისი შინაარსიდან გამომდინარე ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი იწყალებს დამნაშავეებს - თუკი ადამიანი ახსნის გარემოებებს, რატომ მოხდა მისი იმ მდგომარეობაში ყოფნა, რაშიც ის არის, მას გააზრებული აქვს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას... ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს შანსი, რომ ცხოვრება დაიწყოს თავიდან. პრეზიდენტი არ არის მოსამართლე, პროკურორი და ადვოკატი, დამჯდარიყო და შეესწავლა საქმეები.

განაჩენი აუცილებელი დოკუმენტია და როდესაც მსჯავრდადებულის ოჯახის წევრი მიმართავს პრეზიდენტს, მას თან უნდა ერთოდეს განაჩენი (მასში წერია, რისთვის არის ადამიანი მსჯავრდადებული). მკვლელებზე, ყაჩაღებზე და გამტაცებლებზე, ბუნებრივია, როგორც წესი, სრულ შეწყალებას არ იყენებენ ხოლმე პრეზიდენტები. აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის მხრიდან ეს არის მართლაც გაბედული, ჰუმანური ნაბიჯი. მან სამუშაოს დაწყებისთანავე იზრუნა ადამიანებზე, რომელთაც ოჯახის წევრები ჰყავთ ციხეში. ყაველაშვილმა ამ აქტით ძალიან ბევრი ოჯახი გაახარა. მისთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

- ყაველაშვილმა ვის მიმართ გაიღო მოწყალება, ანუ რა მუხლებს შეეხო შეწყალება?

- შეწყალების შესახებ კანონში არსად წერია, რომელი მუხლით გასამართლებულ მსჯავრდადებულს ეხება შეწყალება. როდესაც განაჩენი გამოდის, სასამართლო მსჯავრდადებულს უცხადებს, რომ მას აქვს შეწყალების უფლება. ნებისმიერი ტიპის დამნაშავეს აქვს შეწყალების მოთხოვნის უფლება. ვიცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ზის ნარკოტიკების, ქურდობის გამო, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის... ეს ადამიანები კონკრეტულად ვინ არიან, ვერ გეტყვით.

- სიაში არიან მძიმე მუხლებით მსჯავრდადებულებიც? კონკრეტულ ვინაობას არავინ ითხოვს, საზოგადოება ხომ უნდა იყოს ინფორმირებული, რა მუხლით გასამართლებული ადამიანები შეიწყალა პრეზიდენტმა?

- ეს არის ჰუმანური და ამავდროულად კონფიდენციალური აქტი. გარკვეულწილად, პრეზიდენტს არ აქვს უფლება, გამოვიდეს და კონკრეტული ადამიანების ბრალეულობა საჯაროდ თქვას, ვინაიდან ის გარკვეულწილად პერსონალურ მონაცემებსაც შეიცავს. არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუმცა პრეზიდენტს აქვს უფლება შეიწყალოს მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დანაშაულისთვისაც. ამ შემთხვევაში მუხლები არის სხვადასხვა ტიპის, თუმცა შეწყალება ძირითადად ეხება ნარკოდანაშაულებს, ნარკომომხმარებლებს, ქურდობას...

- საზოგადოებაში არის მითქმა-მოთქმა, რომ ეს არის ერთგვარი საფასური არჩევნებზე კრიმინალური, თუ ძალადობრივი ჯგუფების მიერ პროსახელისუფლებო მოქმედებებისთვის, რომ "ოცნებამ“ მადლობა გადაუხადა პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს არჩევნებში შეტანილი წვლილისთვის. იმასაც ამბობენ, ხელისუფლებას ე.წ. ტიტუშკები შემოაკლდა და რეპრესიებში გამოსაყენებლად უშვებს ამდენ პატიმარსო...

- მადლობა ამ კითხვისთვის. რაც უნდა კარგი, ან ცუდი გააკეთო ამ ქვეყანაში, ორივეზე საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური უფლება ჰქონდეს კითხვები, ყველაფერზე რაღაცას იტყვიან. ეს ის შემთხვევაა, როცა ყველა უნდა ვთანხმდებოდეთ, რომ ეს არის გაბედული ნაბიჯი, რომელიც გადადგა პრეზიდენტმა. ამდენი ხნის განმავლობაში ქალბატონ სალომესთან თავს იყრიდა ძალიან ბევრი შეწყალების განცხადება, მაგრამ არ იწყალებდა. ძალიან ბევრია ქალი მსჯავრდადებული, რომელიც ნარკოტიკებისთვის იხდის სასჯელს და სხვა, არ მინდა ჩავშალო, ადვოკატი ვარ და სუბიექტური ვიქნები. მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის საპატიმრო არ არის გამოსასწორებელი ადგილი და ვისურვებდი, რომ სს კოდექსი უფრო ლიბერალური იყოს და არ იყოს მკაცრი.

- ასეთ დროს რისკებიც ხომ გასათვალისწინებელია და რა გარანტიას იძლევა ყაველაშვილი, რომ ამ უპრეცედენტო მოვლენას ქვეყანაში დანაშაულის მაჩვენებლის ზრდა არ მოჰყვება?

- რა თქმა უნდა, რისკები გასათვალისწინებელია, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამ შეწყალების შედეგად არანაირი დანაშაულის მატებას ადგილი არ ექნება. რა შუაშია "ტიტუშკები“? ტიტუშკებზე ისედაც საუბრობენ...