მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:25-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰამასმა" ბოლო მომენტში შეთანხმებაზე უარი თქვა და მოთხოვნები წარადგინა - ნაადრევი ზეიმი, დაბომბილი ღაზა და პროტესტი იერუსალიმში: ბოლო ცნობები
"ჰამასმა" ბოლო მომენტში შეთანხმებაზე უარი თქვა და მოთხოვნები წარადგინა - ნაადრევი ზეიმი, დაბომბილი ღაზა და პროტესტი იერუსალიმში: ბოლო ცნობები

ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმებს ღა­ზის სექ­ტორ­ში ახა­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით 77 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი ანკლა­ვის მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

  • სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო წერს, რომ სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბი ის­რა­ელ­სა და "ჰა­მასს" შო­რის ცე­ცხლის შე­წყვე­ტი­სა და მძევ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და.

ის­რა­ე­ლის მიერ შე­თან­ხმე­ბის მი­ღე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ ჩა­ით­ვლე­ბა მა­ნამ, სა­ნამ ამას ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის კა­ბი­ნე­ტი და მთავ­რო­ბა არ და­ამ­ტკი­ცებს. კენ­ჭისყრა დღე­ის­თვის იყო და­გეგ­მი­ლი, თუმ­ცა ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ოფის­მა გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ "ჰა­მა­სმა“ ბოლო მო­მენ­ტში შე­თან­ხმე­ბა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და და მო­თხოვ­ნე­ბი წა­რად­გი­ნა. რა მო­თხოვ­ნებ­ზეა სა­უ­ბა­რი არ კონ­კრეტ­დე­ბა.

ამ დი­ლით თემ­თა პა­ლა­ტა­ში გა­მოს­ვლი­სას, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა თქვა: "მე მო­ვუ­წო­დებ ის­რა­ელს მხა­რი და­უ­ჭი­როს ამ შე­თან­ხმე­ბას. ახლა უკან და­ხე­ვის დრო არ არის. ორი­ვე მხა­რემ უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს შე­თან­ხმე­ბის თი­თო­ე­უ­ლი ეტა­პი სრუ­ლად და დრო­უ­ლად. ამ კონ­ფლიქ­ტის ის­ტო­რია სავ­სეა ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით. ტრა­გე­დია იქ­ნე­ბა, რომ ეს ისევ გან­მე­ორ­დეს. ეს არის არა მხო­ლოდ ცე­ცხლის შე­წყვე­ტის, არა­მედ ხან­გრძლი­ვი მშვი­დო­ბის შან­სი."

პა­რა­ლე­ლუ­რად, იე­რუ­სა­ლიმ­ში მო­მი­ტინ­გე­ე­ბი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ - პრო­ტეს­ტი გა­მარ­თეს კონ­ფლიქ­ტის დროს და­ღუ­პუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ოჯა­ხის წევ­რებ­მა.

"გვუ­რას ფო­რუ­მი“ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა შე­თან­ხმე­ბას და აცხა­დებს, რომ ის არ გა­მო­იწ­ვევს ჰა­მა­სის გა­ნად­გუ­რე­ბას, პი­რი­ქით, გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს ის­რა­ე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სა­სიკ­ვდი­ლო და­ნა­შა­უ­ლის­თვის მსჯავ­რდე­ბულ პა­ლეს­ტი­ნე­ლებს.

  • ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ მი­ნის­ტრის სპი­კერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა იქ­ნე­ბა "ის­რა­ე­ლის სიძ­ლი­ე­რი­სა და მო­რა­ლუ­რი სი­ცხა­დის დე­მონ­სტრი­რე­ბა", მი­სი­ვე თქმით, სა­ბო­ლოო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას, დე­ვიდ მენ­სერ­მა გა­ნა­ცხა­და: ”ეს შე­თან­ხმე­ბა, არ არის დათ­მო­ბა, ეს არის ის­რა­ე­ლის სიძ­ლი­ე­რი­სა და მო­რა­ლუ­რი სი­ცხა­დის დე­მონ­სტრი­რე­ბა.”

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოს საკითხი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - რას აცხადებენ დეპუტატები
ავტორი:

"ჰამასმა" ბოლო მომენტში შეთანხმებაზე უარი თქვა და მოთხოვნები წარადგინა - ნაადრევი ზეიმი, დაბომბილი ღაზა და პროტესტი იერუსალიმში: ბოლო ცნობები

"ჰამასმა" ბოლო მომენტში შეთანხმებაზე უარი თქვა და მოთხოვნები წარადგინა - ნაადრევი ზეიმი, დაბომბილი ღაზა და პროტესტი იერუსალიმში: ბოლო ცნობები

ისრაელის საჰაერო თავდასხმებს ღაზის სექტორში ახალი მონაცემებით 77 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ანკლავის მოსახლეობასა და ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ საჰაერო დარტყმები ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში განხორციელდა.

ისრაელის მიერ შეთანხმების მიღება ოფიციალურად არ ჩაითვლება მანამ, სანამ ამას ქვეყნის უსაფრთხოების კაბინეტი და მთავრობა არ დაამტკიცებს. კენჭისყრა დღეისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ "ჰამასმა“ ბოლო მომენტში შეთანხმებაზე უარი განაცხადა და მოთხოვნები წარადგინა. რა მოთხოვნებზეა საუბარი არ კონკრეტდება.

ამ დილით თემთა პალატაში გამოსვლისას, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა: "მე მოვუწოდებ ისრაელს მხარი დაუჭიროს ამ შეთანხმებას. ახლა უკან დახევის დრო არ არის. ორივე მხარემ უნდა განახორციელოს შეთანხმების თითოეული ეტაპი სრულად და დროულად. ამ კონფლიქტის ისტორია სავსეა ხელიდან გაშვებული შესაძლებლობებით. ტრაგედია იქნება, რომ ეს ისევ განმეორდეს. ეს არის არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის, არამედ ხანგრძლივი მშვიდობის შანსი."

პარალელურად, იერუსალიმში მომიტინგეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას აპროტესტებენ - პროტესტი გამართეს კონფლიქტის დროს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებმა.

"გვურას ფორუმი“ ეწინააღმდეგება შეთანხმებას და აცხადებს, რომ ის არ გამოიწვევს ჰამასის განადგურებას, პირიქით, გაათავისუფლებს ისრაელის წინააღმდეგ სასიკვდილო დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პალესტინელებს.

  • ისრაელის პრემიერ მინისტრის სპიკერმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება იქნება "ისრაელის სიძლიერისა და მორალური სიცხადის დემონსტრირება", მისივე თქმით, საბოლოო მოლაპარაკებები გაგრძელდება.

პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, დევიდ მენსერმა განაცხადა: ”ეს შეთანხმება, არ არის დათმობა, ეს არის ისრაელის სიძლიერისა და მორალური სიცხადის დემონსტრირება.”