სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთი საჰაერო ტერორისტულ აქტებს მთელ მსოფლიოში გეგმავდა" - რას აცხადებს დონალდ ტუსკი
"რუსეთი საჰაერო ტერორისტულ აქტებს მთელ მსოფლიოში გეგმავდა" - რას აცხადებს დონალდ ტუსკი

პო­ლო­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა დო­ნალდ ტუსკმა რუ­სე­თი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით სხვა­დას­ხვა ავი­ა­ხა­ზე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ დი­ვერ­სი­ის მომ­ზა­დე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას "დო­ი­ჩე ველე“ ავ­რცე­ლებს.

  • "ყვე­ლა­ფე­რი, რისი თქმაც შე­მიძ­ლია - და დე­ტა­ლებს არ შე­ვე­ხე­ბი, მაგ­რამ შე­მიძ­ლია და­ვა­დას­ტუ­რო, რომ ეს შეშ­ფო­თე­ბა მარ­თე­ბუ­ლია - არის ის, რომ რუ­სე­თი გეგ­მავ­და სა­ჰა­ე­რო ტე­რო­რის­ტულ აქ­ტებს და არა მხო­ლოდ პო­ლო­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ“, - აღ­ნიშ­ნა ტუსკმა ვარ­შა­ვა­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

მისი თქმით, პო­ლო­ნე­თი "მთა­ვარ როლს თა­მა­შობს ევ­რო­პა­ში დი­ვერ­სი­ის აქ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში, რომ­ლებ­საც რუ­სე­თი აწყობს და არა მხო­ლოდ პო­ლო­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე“.

დო­ნალდ ტუსკმა აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა იმ ფონ­ზე გა­ა­კე­თა, როცა მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ მოს­კო­ვი ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­დან ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა­ში მი­მა­ვა­ლი სატ­ვირ­თო და სამ­გზავ­რო თვითმფრი­ნა­ვე­ბის­თვის ცე­ცხლის წა­კი­დე­ბის მიზ­ნით ოპე­რა­ცი­ებს გეგ­მავ­და.

The Wall Street Journal-ი, და­სავ­ლურ სა­დაზ­ვერ­ვო სა­ა­გენ­ტო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით, წერ­და, რომ დი­ვერ­სი­უ­ლი აქ­ტე­ბი მო­ი­ცავ­და ზა­ფხუ­ლის ინ­ცი­დენ­ტებს, მათ შო­რის ხან­ძრებს DHL ლო­ჯის­ტი­კურ ცენ­ტრებ­ში ლა­იფ­ციგ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში და ბირ­მინ­გემ­ში, ბრი­ტა­ნეთ­ში. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი ად­რეც აცხა­დებ­დნენ, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა დი­ვერ­სი­უ­ლი აქ­ტე­ბი ყო­ფი­ლი­ყო.

პო­ლო­ნე­თი რუ­სეთს უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბებს უყე­ნებს, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კე­რი, დი­მიტ­რი პეს­კო­ვი პო­ლო­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, დო­ნალდ ტუს­კის გან­ცხა­დე­ბას.

"ეს სხვა არა­ფე­რია, თუ არა კი­დევ ერთი უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ. პო­ლო­ნე­თი მსგავ­სი უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბე­ბით კარ­გად არის ცნო­ბი­ლი და ცდი­ლობს ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით ამ სფე­რო­ში ლი­დე­რო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს“, - გა­ნა­ცხა­და დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"რუსეთი საჰაერო ტერორისტულ აქტებს მთელ მსოფლიოში გეგმავდა" - რას აცხადებს დონალდ ტუსკი

"რუსეთი საჰაერო ტერორისტულ აქტებს მთელ მსოფლიოში გეგმავდა" - რას აცხადებს დონალდ ტუსკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა რუსეთი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ავიახაზების წინააღმდეგ დივერსიის მომზადებაში დაადანაშაულა, - ინფორმაციას "დოიჩე ველე“ ავრცელებს.

  • "ყველაფერი, რისი თქმაც შემიძლია - და დეტალებს არ შევეხები, მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ ეს შეშფოთება მართებულია - არის ის, რომ რუსეთი გეგმავდა საჰაერო ტერორისტულ აქტებს და არა მხოლოდ პოლონეთის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ტუსკმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, პოლონეთი "მთავარ როლს თამაშობს ევროპაში დივერსიის აქტების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებსაც რუსეთი აწყობს და არა მხოლოდ პოლონეთის ტერიტორიაზე“.

დონალდ ტუსკმა აღნიშნული განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როცა მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსკოვი ევროკავშირის ქვეყნებიდან ჩრდილოეთ ამერიკაში მიმავალი სატვირთო და სამგზავრო თვითმფრინავებისთვის ცეცხლის წაკიდების მიზნით ოპერაციებს გეგმავდა.

The Wall Street Journal-ი, დასავლურ სადაზვერვო სააგენტოებზე დაყრდნობით, წერდა, რომ დივერსიული აქტები მოიცავდა ზაფხულის ინციდენტებს, მათ შორის ხანძრებს DHL ლოჯისტიკურ ცენტრებში ლაიფციგში, გერმანიაში და ბირმინგემში, ბრიტანეთში. სამართალდამცავი ორგანოები ადრეც აცხადებდნენ, რომ ეს შეიძლება დივერსიული აქტები ყოფილიყო.

პოლონეთი რუსეთს უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებს, - ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებას.

"ეს სხვა არაფერია, თუ არა კიდევ ერთი უსაფუძვლო ბრალდება რუსეთის წინააღმდეგ. პოლონეთი მსგავსი უსაფუძვლო ბრალდებებით კარგად არის ცნობილი და ცდილობს ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით ამ სფეროში ლიდერობა შეინარჩუნოს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.