ისრაელსა და ჰამასს შორის ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიღწეულია - ეს ხდება კატარის დედაქალაქ დოჰაში დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ.
ჰამასი გაათავისუფლებს 33 მძევალს, მათ შორის ყველა ქალს, ბავშვს და 50 წელს გადაცილებულ მამაკაცს, ნათქვამია სააგენტოში. სანაცვლოდ ისრაელი ასობით პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.
"შეთანხმებით... გათავისუფლდებიან მძევლები, შეწყდება ბრძოლა, ისრაელი უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოებით და ნება მოგვეცემა, რომ მნიშვნელოვნად გავუზარდოთ ჰუმანიტარული დახმარება პალესტინელებს, რომლებიც საშინლად დაიტანჯნენ ამ ომში, რომელიც ჰამასმა დაიწყო". - თქვა ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას.
პალესტინელები ახალ ამბავს ხან იუნისში ზეიმობენ, საზეიმო განწყობაა ისრაელშიც.
"ახლო აღმოსავლეთში მძევლებთან დაკავშირებული შეთანხმება მიღწეულია. მათ მალე გაათავისუფლებენ" - განაცხადა დონალდ ტრამპმა. აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი განცხადებას, სავარაუდოდ, მოგვიანებით გააკეთებს.
შეთანხმება უნდა დაამტკიცოს ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა, რომელიც სავარაუდოდ ხუთშაბათს შეიკრიბება. იერუსალიმის უზენაეს სასამართლოს მიეცემა შესაძლებლობა, მოისმინოს პროტესტი პალესტინელ პატიმრებთან დაკავშირებით.
ისრაელელი მაღალჩინოსნის თქმით, გარიგების ფარგლებში გათავისუფლდებიან პალესტინელი მებრძოლებიც, რომლებიც მკვლელობისთვის ან სასიკვდილო შედეგის თავდასხმის გამო არიან ნასამართლევი, თუმცა მათი რიცხვი დამოკიდებული იქნება ცოცხალი მძევლების რაოდენობაზე, რაც ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ისრაელი არ გაათავისუფლებს იმ პირებს, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმაში იღებდნენ მონაწილეობას.
ისრაელსა და ჰამასს შორის სამხედრო დაპირისპირება დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბერს გამთენიისას ღაზის სექტორიდან განხორციელებული ფართომასშტაბიანი სარაკეტო თავდასხმით ისრაელის ტერიტორიაზე, რომელსაც მოყვა რამდენიმე პალესტინური ტერორისტული დაჯგუფების კოორდინირებული შეტევა ღაზას სექტორის საზღართან არსებულ სამხედრო ბაზებზე.
ჰამასის დაქვემდებარებაში მყოფი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ავიადარტყმებისა და შეტაკებების შედეგად 25 ოქტომბრის მდგომარეობით 6500-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა და 17000-ზე მეტი დაიჭრა, უმეტესად ბავშვები და მშვიდობიანი მოქალაქეები. იძულებით გადააგილებულთა რიცხვი ღაზას სექტორში 1.4 მილიონს შეადგენს.
ისრაელის მხარეს დაიღუპა 1400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო, დაიჭრა 5400-ზე მეტი და იძულებით გადაადგილებულია ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი.