საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

17

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 21:53-ზე, მთვარე ქალწულშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ვარჯიში. ორგანიზმის გაწმენდა.
მსოფლიო
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელისუფლება ჟურნალისტების სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებაზე გადავიდა" - მზია ამაღლობელის პროცესზე მედიის წარმომადგენლები მივიდნენ: რა კომენტარები კეთდება
"ხელისუფლება ჟურნალისტების სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებაზე გადავიდა" - მზია ამაღლობელის პროცესზე მედიის წარმომადგენლები მივიდნენ: რა კომენტარები კეთდება

"ბა­თუ­მე­ლე­ბი“ არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სტან­დარ­ტის, ყვე­ლა­ზე გა­მოც­დი­ლი - სხვა­დას­ხვა რე­ჟი­მის დროს თა­ვი­სი პრინ­ცი­პუ­ლო­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა და მისი ასე­თი სა­მა­გა­ლი­თოდ დას­ჯა, არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად, გა­მიზ­ნუ­ლი აქტი, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტმა, ნინო ჟი­ჟი­ლაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს­თან გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ახლა დროა კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი გა­ერ­თი­ან­დნენ, რად­გან შე­საძ­ლოა, მე­დი­ა­ზე თავ­დას­ხმე­ბის პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დეს.

„ეს რე­ჟი­მი ჩა­მო­ყა­ლიბ­და მო­ძა­ლა­დე რე­ჟი­მად, შე­სა­ბა­მი­სად, არ არის გა­საკ­ვი­რი, რომ მე­დია არის ერთ-ერთი სა­მიზ­ნე სუ­ბი­ექ­ტი რე­ჟი­მის. მე­დია იმი­ტომ, რომ ეს არის ერ­თა­დერ­თი მის­გან სრუ­ლად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სივ­რცე (ვგუ­ლის­ხმობ კრი­ტი­კულ მე­დი­ას), რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვე­რა­ფე­რი ვერ მო­უ­ხერ­ხა.

"ბა­თუ­მე­ლე­ბი" არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი სტან­დარ­ტის, ყვე­ლა­ზე გა­მოც­დი­ლი, სხვა­დას­ხვა რე­ჟი­მის დროს თა­ვი­სი პრინ­ცი­პუ­ლო­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა და მისი ასე­თი სა­მა­გა­ლი­თოდ დას­ჯა, რა თქმა უნდა, ჩემი აზ­რით, არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად, გა­მიზ­ნუ­ლი აქტი. ამი­ტომ გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რია, ეს არის რე­ჟი­მის ჩემი აზ­რით, ბოლო პე­რი­ო­დი, სა­დაც ის ხდე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აგ­რე­სი­უ­ლი. მით უმე­ტეს, ჩვენ ყვე­ლამ ვი­ცით, რომ ის პრო­ცეს­ში იყე­ნებს რუ­სულ მე­თო­დი­კას. კრემ­ლის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­თი და­გეგ­მილ აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე თავ­დას­ხმე­ბი არის ერთ-ერთი მთა­ვა­რი, ამი­ტომ ჩვენ არ უნდა გა­მოვ­რი­ცხოთ, რომ ეს პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა.

ვფიქ­რობ, რომ ჩვენ ყვე­ლა ერ­თად უნდა ვი­ყოთ, ჩვენ კრი­ტი­კუ­ლი მე­დია ისე ერ­თად უნდა ვი­ყოთ, რო­გორც არას­დროს და ჩვენ შევ­ძლებთ ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ერ­თად შე­დე­გი და­ვა­ყე­ნოთ. რე­ჟი­მი ბოლო დღე­ებს, თვე­ებს ით­ვლის და ჩვენ ამა­ში ჩვე­ნი წვრი­ლი უნდა შე­ვი­ტა­ნოთ, რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით, ასე­ვე მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვით“, - გა­ნა­ცხა­და ჟი­ჟი­ლაშ­ვილ­მა.

სა­სა­მარ­თლო­ში მყო­ფი ვახო სა­ნა­ია აცხა­დებს, სა­სა­მარ­თლო ბე­ჭედს იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­არ­ტყამს, რა ბრძა­ნე­ბაც „რე­ჟი­მის­გან მი­უ­ვა“.

"სა­სა­მარ­თლოს­გან არა­ნა­ი­რი მო­ლო­დი­ნი არ მაქვს იმი­ტომ, რომ სა­სა­მარ­თლო უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობს. მას თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მარ­თავს ივა­ნიშ­ვი­ლი. სა­სა­მარ­თლო ბე­ჭედს და­არ­ტყამს ნე­ბის­მი­ერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რა ბრძა­ნე­ბაც რე­ჟი­მის­გან მო­უ­ვა. ცალ­კე აღე­ბუ­ლი სა­სა­მარ­თლო, რო­გორც ინ­სტი­ტუ­ცია, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს. ის, რა­საც ახლა თვალს ვა­დევ­ნებთ, დღეს არ და­წყე­ბუ­ლა, დიდი ხა­ნია და­წყე­ბუ­ლია, თუმ­ცა დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით და­პა­ტიმ­რე­ბა­ზე გა­და­ვი­და. ეს არის დე­მოკ­რა­ტი­ის ბო­ლომ­დე გა­ნად­გუ­რე­ბის მცდე­ლო­ბა, ივა­ნიშ­ვი­ლი ამას კარ­გა ხა­ნია აკე­თებს და ახლა ფიქ­რობს, რომ ეს არის ფი­ნა­ლუ­რი ეპი­ზო­დი ამ დიქ­ტა­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ ჩვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბა უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შია, უნდა გაგ­რძელ­დეს. ორი გა­მო­სა­ვა­ლი არ­სე­ბობს - ან ივა­ნიშ­ვი­ლი ინარ­ჩუ­ნებს დიქ­ტა­ტუ­რას და ბო­ლომ­დე ანად­გუ­რებს დე­მოკ­რა­ტი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში, ან იმარ­ჯვებს ხალ­ხი, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­ას და­აბ­რუ­ნებს. ეს ორი გა­მო­სა­ვა­ლია და აქე­დან არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბა გა­ი­მარ­ჯვოს ივა­ნიშ­ვი­ლის გეგ­მებ­მა, აუ­ცი­ლებ­ლად ხალ­ხმა უნდა გა­ი­მარ­ჯვოს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ასეც მოხ­დე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ვახო სა­ნა­ი­ამ.

ცნო­ბის­თვის, ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მი­ვიდ­ნენ, რომ­ლე­ბიც „ბა­თუ­მე­ლე­ბი­სა“ და „ნეტ­გა­ზე­თის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­სა და დი­რექ­ტორს, მზია ამაღ­ლო­ბელს სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ დაემშვიდობა "კვარა" ნეაპოლს?
ავტორი:

"ხელისუფლება ჟურნალისტების სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებაზე გადავიდა" - მზია ამაღლობელის პროცესზე მედიის წარმომადგენლები მივიდნენ: რა კომენტარები კეთდება

"ხელისუფლება ჟურნალისტების სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებაზე გადავიდა" - მზია ამაღლობელის პროცესზე მედიის წარმომადგენლები მივიდნენ: რა კომენტარები კეთდება

"ბათუმელები“ არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტის, ყველაზე გამოცდილი - სხვადასხვა რეჟიმის დროს თავისი პრინციპულობის გამომხატველი მედიასაშუალება და მისი ასეთი სამაგალითოდ დასჯა, არის აბსოლუტურად, გამიზნული აქტი, - ამის შესახებ ჟურნალისტმა, ნინო ჟიჟილაშვილმა "ინტერპრესნიუსს“ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა.

მისივე თქმით, ახლა დროა კრიტიკული მედიასაშუალებები გაერთიანდნენ, რადგან შესაძლოა, მედიაზე თავდასხმების პროცესი გაგრძელდეს.

„ეს რეჟიმი ჩამოყალიბდა მოძალადე რეჟიმად, შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ მედია არის ერთ-ერთი სამიზნე სუბიექტი რეჟიმის. მედია იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი მისგან სრულად დამოუკიდებელი სივრცე (ვგულისხმობ კრიტიკულ მედიას), რომელსაც ხელისუფლებამ ვერაფერი ვერ მოუხერხა.

"ბათუმელები" არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტის, ყველაზე გამოცდილი, სხვადასხვა რეჟიმის დროს თავისი პრინციპულობის გამომხატველი მედიასაშუალება და მისი ასეთი სამაგალითოდ დასჯა, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, არის აბსოლუტურად, გამიზნული აქტი. ამიტომ გასაკვირი არაფერია, ეს არის რეჟიმის ჩემი აზრით, ბოლო პერიოდი, სადაც ის ხდება განსაკუთრებულად აგრესიული. მით უმეტეს, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ის პროცესში იყენებს რუსულ მეთოდიკას. კრემლის სახელმძღვანელოთი დაგეგმილ აქტივობებში ჟურნალისტებზე თავდასხმები არის ერთ-ერთი მთავარი, ამიტომ ჩვენ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება.

ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიყოთ, ჩვენ კრიტიკული მედია ისე ერთად უნდა ვიყოთ, როგორც არასდროს და ჩვენ შევძლებთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად შედეგი დავაყენოთ. რეჟიმი ბოლო დღეებს, თვეებს ითვლის და ჩვენ ამაში ჩვენი წვრილი უნდა შევიტანოთ, როგორც პროფესიული საქმიანობით, ასევე მოქალაქეობრივით“, - განაცხადა ჟიჟილაშვილმა.

სასამართლოში მყოფი ვახო სანაია აცხადებს, სასამართლო ბეჭედს იმ გადაწყვეტილებას დაარტყამს, რა ბრძანებაც „რეჟიმისგან მიუვა“.

"სასამართლოსგან არანაირი მოლოდინი არ მაქვს იმიტომ, რომ სასამართლო უბრალოდ არ არსებობს. მას თავიდან ბოლომდე მართავს ივანიშვილი. სასამართლო ბეჭედს დაარტყამს ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რა ბრძანებაც რეჟიმისგან მოუვა. ცალკე აღებული სასამართლო, როგორც ინსტიტუცია, საქართველოში არ არსებობს. ის, რასაც ახლა თვალს ვადევნებთ, დღეს არ დაწყებულა, დიდი ხანია დაწყებულია, თუმცა დღეს ხელისუფლება ჟურნალისტების სისხლის სამართლის წესით დაპატიმრებაზე გადავიდა. ეს არის დემოკრატიის ბოლომდე განადგურების მცდელობა, ივანიშვილი ამას კარგა ხანია აკეთებს და ახლა ფიქრობს, რომ ეს არის ფინალური ეპიზოდი ამ დიქტატურის ჩამოყალიბების. აქედან გამომდინარე, ჩვენ ჩვენი პროფესიული მოვალეობის შესრულება უნდა გავაგრძელოთ და წინააღმდეგობა, რაც საზოგადოებაშია, უნდა გაგრძელდეს. ორი გამოსავალი არსებობს - ან ივანიშვილი ინარჩუნებს დიქტატურას და ბოლომდე ანადგურებს დემოკრატიას საქართველოში, ან იმარჯვებს ხალხი, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიას დააბრუნებს. ეს ორი გამოსავალია და აქედან არაფრით არ შეიძლება გაიმარჯვოს ივანიშვილის გეგმებმა, აუცილებლად ხალხმა უნდა გაიმარჯვოს და დარწმუნებული ვარ, ასეც მოხდება“,- განაცხადა ვახო სანაიამ.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები მივიდნენ, რომლებიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"