კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყალბი სასიყვარულო ურთიერთობა 5 მილიონის სანაცვლოდ და ბაზარზე მონოპოლია? - ცნობილ თურქ მსახიობს, სერენაი სარიქაიასა და მის მენეჯერს უმძიმეს ბრალდებებს უყენებენ
ყალბი სასიყვარულო ურთიერთობა 5 მილიონის სანაცვლოდ და ბაზარზე მონოპოლია? - ცნობილ თურქ მსახიობს, სერენაი სარიქაიასა  და მის მენეჯერს უმძიმეს ბრალდებებს უყენებენ

თურ­ქუ­ლი მე­დია აქ­ტი­უ­რად წერს სკან­დალ­ზე, რომ­ლის ცენ­ტრშიც ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი სე­რე­ნაი სა­რი­ქა­ია და მისი მე­ნე­ჯე­რი აიშე ბა­რი­მი აღ­მოჩ­ნდნენ. სტამ­ბო­ლის პრო­კუ­რა­ტუ­რამ ID İletişim-ისა და სხვა მე­ნე­ჯე­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, რო­მე­ლიც ბაზ­რის მო­ნო­პო­ლი­ზა­ცი­ას, გა­და­სა­ხა­დე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბას და ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

  • "ყალ­ბი სიყ­ვა­რუ­ლის“ სკან­და­ლი

მსა­ხი­ო­ბე­ბი სე­რე­ნაი სა­რი­ქა­ია და მომ­ღე­რა­ლი და ბიზ­ნეს­მე­ნი მერთ დე­მი­რი "ყალ­ბი, სა­რეკ­ლა­მო სიყ­ვა­რუ­ლის“ საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რე­ბენ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიზ­ნეს­მენ­მა, რო­მე­ლიც თურ­ქულ მე­დი­ა­ში მერთ დე­მი­რის საყ­ვარ­ლად არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, 5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და იმის­თვის, რომ სე­რე­ნაი სა­რი­ქა­ი­ა­სა და მერ­თს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის როლი მო­ერ­გოთ. მი­ზე­ზი კი ის, იყო, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი წარ­მოდ­გე­ნა მისი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ შე­ეც­ვა­ლა, ასე­ვე იმის­თვის, რომ მერთ დე­მი­რი ცნო­ბილ მსა­ხი­ობ­თან რო­მა­ნით უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი გამ­ხდა­რი­ყო.

თან­ხა კი ბიზ­ნეს­მენ­მა სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ას გა­და­უ­ხა­და, რო­მე­ლიც ერ­თგვარ სცე­ნარს სწერ­და სე­რე­ნა­ი­სა და მერთ დე­მი­რის ყალ­ბი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის.

ბრალ­დე­ბის თა­ნახ­მად, 5 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი მი­ი­ღო ID Communications-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა და პარტნი­ორ­მა აიშე ბა­რიმ­მა.

გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, სტამ­ბო­ლის გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ფი­ნან­სუ­რი და­ნა­შა­უ­ლე­ბის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სა­ა­გენ­ტო­სა (MASAK) და კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბას წე­რი­ლით მი­მარ­თა. სე­რე­ნაი სა­რი­ქა­ი­ა­სა და მერთ დე­მი­რის სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბის და სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბის შე­მოწ­მე­ბი­სა და სა­ვა­რა­უ­დო ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბი­სა და გა­და­სა­ხა­დე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბის­თვის.

აიშე ბა­რი­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრალ­დე­ბე­ბი მო­ი­ცავს:

მო­ნო­პო­ლი­ზა­ცი­ას და კონ­კუ­რენ­ცი­ის შე­ზღუდ­ვას. მსა­ხი­ო­ბე­ბის იძუ­ლე­ბას, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ მის მიერ შერ­ჩე­ულ პრო­ექ­ტებ­ში.უპი­რა­ტე­სო­ბის მი­ნი­ჭე­ბას მხო­ლოდ მის­თვის სა­სურ­ველ პი­რებ­ზე.

ID İletişim-ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხი:

ID İletişim-მა ბრალ­დე­ბე­ბი უარ­ყო და გა­ნა­ცხა­და:"ჩვე­ნი კომ­პა­ნია 2002 წლი­დან სთა­ვა­ზობს მე­ნე­ჯე­რულ მომ­სა­ხუ­რე­ბას თურ­ქე­თის ყვე­ლა­ზე პა­ტივ­სა­ცემ მსა­ხი­ო­ბებს და მოქ­მე­დებს გლო­ბა­ლუ­რი სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით.. ბოლო ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი აიშე ბა­რი­მი და მსა­ხი­ო­ბი სე­რე­ნაი სა­რი­ქა­ია უსა­ფუძ­ვლო და მი­უ­ღე­ბე­ლი ბრალ­დე­ბე­ბის სა­მიზ­ნე გახ­დნენ. ჩვენ იმ პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ, სა­მარ­თლებ­რივ ზო­მებს მივ­მარ­თავთ."

ცნო­ბილ­მა თუქრმა მსა­ხი­ობ­მა ჰა­ზალ კა­ი­ამ სე­რე­ნაი სა­რი­ქა­ი­ა­სა და აიშე ბა­რი­მის მი­მართ მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტა:"ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ასე­თი მძი­მე ბრალ­დე­ბე­ბი უსა­ფუძ­ვლო ჭო­რებ­ზე დაყ­რდნო­ბით ვრცელ­დე­ბა. ქა­ლე­ბის წარ­მა­ტე­ბა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი ზე­წო­ლა მი­უ­ღე­ბე­ლია და აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლია."

  • მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რმა ცნო­ბილ­მა ადა­მი­ან­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა სე­რე­ნაი სა­რი­ქა­ი­ა­სა და აიშე ბა­რიმს, ზო­გი­ერ­თმა მათ­გან­მა ასე­ვე ისა­უბ­რა პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე. მსა­ხი­ობ­მა დე­ნიზ იშინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ აიშე ბა­რი­მი პი­რა­დად უშ­ლი­და ხელს მის მუ­შა­ო­ბას.

"რო­დეს­მე გი­ფიქ­რი­ათ, რამ­დე­ნი მსა­ხი­ო­ბის უფ­ლე­ბა და­ირ­ღვა იმ ქა­ლის გამო, ვის მი­მარ­თაც ქა­ლუ­რი სო­ლი­და­რო­ბა გაქვთ? - ის პი­რა­დად ცდი­ლობ­და ხელი შე­ე­შა­ლა ჩემი მუ­შა­ო­ბის­თვის და გზა გა­და­უ­კე­ტა ჩემს ნაც­ნობ ძა­ლი­ან ნი­ჭი­ერ მსა­ხი­ო­ბებს. ვე­კი­თხე­ბი ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლებს, არის თუ არა ეს ერ­თგვა­რი მა­ფია?“

სე­რე­ნაი მე­ნე­ჯერ­თან ერ­თად

"ეს ისე­თი უც­ნა­უ­რი და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ არის, რომ სათ­ქმე­ლი არა­ფე­რია", - თქვა სე­რე­ნაი სა­რი­ქა­ი­ამ.გა­მოთ­ქმუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის სა­პა­სუ­ხოდ.

ავტორი:

ყალბი სასიყვარულო ურთიერთობა 5 მილიონის სანაცვლოდ და ბაზარზე მონოპოლია? - ცნობილ თურქ მსახიობს, სერენაი სარიქაიასა და მის მენეჯერს უმძიმეს ბრალდებებს უყენებენ

ყალბი სასიყვარულო ურთიერთობა 5 მილიონის სანაცვლოდ და ბაზარზე მონოპოლია? - ცნობილ თურქ მსახიობს, სერენაი სარიქაიასა  და მის მენეჯერს უმძიმეს ბრალდებებს უყენებენ

თურქული მედია აქტიურად წერს სკანდალზე, რომლის ცენტრშიც ცნობილი მსახიობი სერენაი სარიქაია და მისი მენეჯერი აიშე ბარიმი აღმოჩნდნენ. სტამბოლის პროკურატურამ ID İletişim-ისა და სხვა მენეჯერული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, რომელიც ბაზრის მონოპოლიზაციას, გადასახადებისთვის თავის არიდებას და ფულის გათეთრებას უკავშირდება.

  • "ყალბი სიყვარულის“ სკანდალი

მსახიობები სერენაი სარიქაია და მომღერალი და ბიზნესმენი მერთ დემირი "ყალბი, სარეკლამო სიყვარულის“ საქმეში ფიგურირებენ.

არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენმა, რომელიც თურქულ მედიაში მერთ დემირის საყვარლად არის მოხსენიებული, 5 მილიონი დოლარი გადაიხადა იმისთვის, რომ სერენაი სარიქაიასა და მერთს საზოგადოებაში შეყვარებულების როლი მოერგოთ. მიზეზი კი ის, იყო, რომ საზოგადოებაში არსებული წარმოდგენა მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ შეეცვალა, ასევე იმისთვის, რომ მერთ დემირი ცნობილ მსახიობთან რომანით უფრო პოპულარული გამხდარიყო.

თანხა კი ბიზნესმენმა სარეკლამო კამპანიას გადაუხადა, რომელიც ერთგვარ სცენარს სწერდა სერენაისა და მერთ დემირის ყალბი სასიყვარულო ურთიერთობისთვის.

ბრალდების თანახმად, 5 მილიონი დოლარი მიიღო ID Communications-ის დამფუძნებელმა და პარტნიორმა აიშე ბარიმმა.

გამოძიების ფარგლებში, სტამბოლის გენერალურმა პროკურატურამ ფინანსური დანაშაულების საგამოძიებო სააგენტოსა (MASAK) და კიბერდანაშაულების განყოფილებას წერილით მიმართა. სერენაი სარიქაიასა და მერთ დემირის საბანკო ანგარიშების და სატელეფონო ჩანაწერების შემოწმებისა და სავარაუდო ფულის გათეთრებისა და გადასახადებისთვის თავის არიდებისთვის.

აიშე ბარიმის წინააღმდეგ ბრალდებები მოიცავს:

მონოპოლიზაციას და კონკურენციის შეზღუდვას. მსახიობების იძულებას, მონაწილეობა მიიღონ მის მიერ შერჩეულ პროექტებში.უპირატესობის მინიჭებას მხოლოდ მისთვის სასურველ პირებზე.

ID İletişim-ის ოფიციალური პასუხი:

ID İletişim-მა ბრალდებები უარყო და განაცხადა:"ჩვენი კომპანია 2002 წლიდან სთავაზობს მენეჯერულ მომსახურებას თურქეთის ყველაზე პატივსაცემ მსახიობებს და მოქმედებს გლობალური სტანდარტების მიხედვით.. ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენი თანადამფუძნებელი აიშე ბარიმი და მსახიობი სერენაი სარიქაია უსაფუძვლო და მიუღებელი ბრალდებების სამიზნე გახდნენ. ჩვენ იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, სამართლებრივ ზომებს მივმართავთ."

ცნობილმა თუქრმა მსახიობმა ჰაზალ კაიამ სერენაი სარიქაიასა და აიშე ბარიმის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა:"ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი მძიმე ბრალდებები უსაფუძვლო ჭორებზე დაყრდნობით ვრცელდება. ქალების წარმატებაზე დამყარებული ზეწოლა მიუღებელია და აღმაშფოთებელია."

  • მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მხარი დაუჭირა სერენაი სარიქაიასა და აიშე ბარიმს, ზოგიერთმა მათგანმა ასევე ისაუბრა პირად გამოცდილებაზე. მსახიობმა დენიზ იშინმა განაცხადა, რომ აიშე ბარიმი პირადად უშლიდა ხელს მის მუშაობას.

"როდესმე გიფიქრიათ, რამდენი მსახიობის უფლება დაირღვა იმ ქალის გამო, ვის მიმართაც ქალური სოლიდარობა გაქვთ? - ის პირადად ცდილობდა ხელი შეეშალა ჩემი მუშაობისთვის და გზა გადაუკეტა ჩემს ნაცნობ ძალიან ნიჭიერ მსახიობებს. ვეკითხები ქალთა უფლებების დამცველებს, არის თუ არა ეს ერთგვარი მაფია?“

სერენაი მენეჯერთან ერთად

"ეს ისეთი უცნაური და წარმოუდგენელი რამ არის, რომ სათქმელი არაფერია", - თქვა სერენაი სარიქაიამ.გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ.