მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯენიფერმა და ბენმა მორიგი თავბრუსდამხვევი რომანის შემდეგ დაშორება საბოლოოდ გადაწყვიტეს - ლოპესი და აფლეკი განქორწინებაზე შეთანხმდნენ
ჯენიფერმა და ბენმა მორიგი თავბრუსდამხვევი რომანის შემდეგ დაშორება საბოლოოდ გადაწყვიტეს - ლოპესი და აფლეკი განქორწინებაზე შეთანხმდნენ

ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი და ბენ აფ­ლე­კი მათი შო­კის­მომ­გვრე­ლი და­შო­რე­ბი­დან 5 თვე­ში გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე შე­თან­ხმდნენ.

წყვი­ლი, რო­მელ­მაც 2022 წელს იქორ­წი­ნა, ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2025 წლის 20 თე­ბერ­ვალს გან­ქორ­წინ­დე­ბა. შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ქორ­წი­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შე­ძე­ნილ ქო­ნე­ბას შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს.

ყო­ფილ­მა წყვილ­მა ასე­ვე მი­აღ­წია შე­თან­ხმე­ბას ბე­ვერ­ლი ჰილ­სის 61-მი­ლი­ონ დო­ლა­რი­ან სა­სახ­ლე­ზე, რო­მე­ლიც ერ­თად იყი­დეს, თუმ­ცა უც­ნო­ბია, რა პი­რო­ბებ­ზე შე­თან­ხმდნენ ვარ­სკვლა­ვე­ბი ამ უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ისი­ნი წი­ნას­წა­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­რე­შე და­ქორ­წინ­დნენ და მათი სა­ერ­თო ქო­ნე­ბა 550 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენს, თუმ­ცა ლო­პე­სის ქო­ნე­ბა გა­ცი­ლე­ბით მეტი - 400 მი­ლი­ო­ნია.

აფ­ლეკ­მა და ლო­პეს­მა 2022 წლის 16 ივ­ლისს ლას ვე­გას­ში, Little White Chapel-ში სა­ი­დუმ­ლოდ იქორ­წი­ნეს. ეს მათი პირ­ვე­ლი ნიშ­ნო­ბის შე­წყვე­ტი­დან 18 წლის შემ­დეგ მოხ­და.

იმა­ვე წლის 20 აგ­ვის­ტოს წყვილ­მა მე­ო­რედ, ამ­ჯე­რად აფ­ლე­კის მა­მულ­ში, ჯორ­ჯი­ის შტატ­ში დადო ფიცი.

ჯე­ნი­ფერ­მა გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე სა­ბუ­თე­ბი მათი ჯორ­ჯი­ა­ში ქორ­წი­ნე­ბის ზუს­ტად 2 წლის თავ­ზე შე­ი­ტა­ნა, თუმ­ცა და­შო­რე­ბის თა­რი­ღად 2024 წლის 26 აპ­რი­ლი მი­უ­თი­თა.

მსა­ხი­ობ­მა და მომ­ღე­რალ­მა რო­მა­ნი 2021 წლის და­სა­წყის­ში აღად­გი­ნეს - სულ რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ, რაც ჯე­ნი­ფერ­მა ალექს როდ­რი­გეს­თან ნიშ­ნო­ბა გააუქ­მა.

გან­ქორ­წი­ნე­ბის პი­რო­ბებ­ზე შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, ლო­პე­სი ასე­ვე, აფ­ლე­კის გვარ­ზე უარს ამ­ბობს სა­კუ­თარ სრულ სა­ხელ­სა და გვარს - ჯე­ნი­ფერ ლინ ლო­პესს იბ­რუ­ნებს.

აფ­ლეკ­სა და ლო­პესს თა­ვი­ან­თი მრა­ვალ­წლი­ა­ნი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მრა­ვა­ლი მი­ლი­ო­ნი აქვთ ნა­შოვ­ნი, მათ შო­რის გა­სარ­თო­ბი პრო­ექ­ტე­ბი­დან, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი­დან, ბრენ­დებ­თან და­დე­ბუ­ლი კონ­ტრაქ­ტე­ბი­დან და ა.შ.

კა­ლი­ფორ­ნი­ის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სა­კუთ­რე­ბის კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, წყვი­ლი შე­საძ­ლოა, იუ­რი­დი­უ­ლად ვალ­დე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, რომ ქორ­წი­ნე­ბის დროს მი­ღე­ბუ­ლი მი­ლი­ო­ნე­ბი 50/50-ზე გა­ე­ყო - მათ შო­რის, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი და შე­მო­სა­ვა­ლი.

Cosmopolitan-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლო­პე­სი წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 40 მი­ლი­ონ დო­ლარს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს, თუმ­ცა ეს თან­ხა შე­იძ­ლე­ბა, მისი ყო­ველ­წლი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით გან­სხვავ­დე­ბო­დეს.

აფ­ლე­კის წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლიც წლი­დან წლამ­დე გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, თუმ­ცა 2020 წელს მსა­ხი­ობ­მა 55 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­მო­ი­მუ­შა­ვა.

გან­ქორ­წი­ნე­ბა­ზე მო­რი­გე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მას შემ­დეგ გავ­რცელ­და, რაც აფ­ლეკს ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე "ოქ­როს გლო­ბუ­სის" ცე­რე­მო­ნი­ამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე ეს­ტუმ­რა.

არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, ბენი და ჯე­ნი­ფე­რი და­შო­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ერ­თმა­ნეთ­თან კონ­ტაქტს ინარ­ჩუ­ნე­ბენ.

დე­კემ­ბერ­ში აფ­ლე­კი და ლო­პე­სი ლოს ან­ჯე­ლეს­ში შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს და სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბი გაც­ვა­ლეს.

"მათ გან­ზრა­ხუ­ლი აქვთ, ერ­თმა­ნე­თის ცხოვ­რე­ბა­ში დარ­ჩნენ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რო­მან­ტი­კუ­ლი კავ­ში­რი აღარ აქვთ", - გა­ნუ­ცხა­და Page Six-ს წყა­რომ.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ჯენიფერმა და ბენმა მორიგი თავბრუსდამხვევი რომანის შემდეგ დაშორება საბოლოოდ გადაწყვიტეს - ლოპესი და აფლეკი განქორწინებაზე შეთანხმდნენ

ჯენიფერმა და ბენმა მორიგი თავბრუსდამხვევი რომანის შემდეგ დაშორება საბოლოოდ გადაწყვიტეს - ლოპესი და აფლეკი განქორწინებაზე შეთანხმდნენ

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი მათი შოკისმომგვრელი დაშორებიდან 5 თვეში განქორწინებაზე შეთანხმდნენ.

წყვილი, რომელმაც 2022 წელს იქორწინა, ოფიციალურად 2025 წლის 20 თებერვალს განქორწინდება. შეთანხმების მიხედვით, თითოეული მათგანი ქორწინების პერიოდში ინდივიდუალურად შეძენილ ქონებას შეინარჩუნებს.

ყოფილმა წყვილმა ასევე მიაღწია შეთანხმებას ბევერლი ჰილსის 61-მილიონ დოლარიან სასახლეზე, რომელიც ერთად იყიდეს, თუმცა უცნობია, რა პირობებზე შეთანხმდნენ ვარსკვლავები ამ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით.

ისინი წინასწარი ხელშეკრულების გარეშე დაქორწინდნენ და მათი საერთო ქონება 550 მილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა ლოპესის ქონება გაცილებით მეტი - 400 მილიონია.

აფლეკმა და ლოპესმა 2022 წლის 16 ივლისს ლას ვეგასში, Little White Chapel-ში საიდუმლოდ იქორწინეს. ეს მათი პირველი ნიშნობის შეწყვეტიდან 18 წლის შემდეგ მოხდა.

იმავე წლის 20 აგვისტოს წყვილმა მეორედ, ამჯერად აფლეკის მამულში, ჯორჯიის შტატში დადო ფიცი.

ჯენიფერმა განქორწინებაზე საბუთები მათი ჯორჯიაში ქორწინების ზუსტად 2 წლის თავზე შეიტანა, თუმცა დაშორების თარიღად 2024 წლის 26 აპრილი მიუთითა.

მსახიობმა და მომღერალმა რომანი 2021 წლის დასაწყისში აღადგინეს - სულ რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც ჯენიფერმა ალექს როდრიგესთან ნიშნობა გააუქმა.

განქორწინების პირობებზე შეთანხმების მიხედვით, ლოპესი ასევე, აფლეკის გვარზე უარს ამბობს საკუთარ სრულ სახელსა და გვარს - ჯენიფერ ლინ ლოპესს იბრუნებს.

აფლეკსა და ლოპესს თავიანთი მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში მრავალი მილიონი აქვთ ნაშოვნი, მათ შორის გასართობი პროექტებიდან, ინვესტიციებიდან, ბრენდებთან დადებული კონტრაქტებიდან და ა.შ.

კალიფორნიის საზოგადოებრივი საკუთრების კანონის მიხედვით, წყვილი შესაძლოა, იურიდიულად ვალდებული ყოფილიყო, რომ ქორწინების დროს მიღებული მილიონები 50/50-ზე გაეყო - მათ შორის, უძრავი ქონება, ავტომობილები და შემოსავალი.

Cosmopolitan-ის ინფორმაციით, ლოპესი წელიწადში დაახლოებით 40 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, თუმცა ეს თანხა შეიძლება, მისი ყოველწლიური პროექტების რაოდენობის მიხედვით განსხვავდებოდეს.

აფლეკის წლიური შემოსავალიც წლიდან წლამდე განსხვავებულია, თუმცა 2020 წელს მსახიობმა 55 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

განქორწინებაზე მორიგების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც აფლეკს ყოფილი მეუღლე "ოქროს გლობუსის" ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე ესტუმრა.

არსებული ცნობებით, ბენი და ჯენიფერი დაშორების მიუხედავად, ერთმანეთთან კონტაქტს ინარჩუნებენ.

დეკემბერში აფლეკი და ლოპესი ლოს ანჯელესში შეხვდნენ ერთმანეთს და საახალწლო საჩუქრები გაცვალეს.

"მათ განზრახული აქვთ, ერთმანეთის ცხოვრებაში დარჩნენ, მიუხედავად იმისა, რომ რომანტიკული კავშირი აღარ აქვთ", - განუცხადა Page Six-ს წყარომ.

წყარო