სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვიცოდი ჩემი მეუღლის უკრაინული რომანის შესახებ" - რას წერს უკრაინული მედია სანდრა რულოვსზე, მის შეცვლილ იმიჯზე და ურთიერთობაზე მიხეილ სააკაშვილთან
"არ ვიცოდი ჩემი მეუღლის უკრაინული რომანის შესახებ" - რას წერს უკრაინული მედია სანდრა რულოვსზე, მის შეცვლილ იმიჯზე და  ურთიერთობაზე მიხეილ სააკაშვილთან

"არ ვი­ცო­დი ჩემი მე­უღ­ლის უკ­რა­ი­ნუ­ლი რო­მა­ნის შე­სა­ხებ: რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის ცოლი და რა არის ცნო­ბი­ლი მის შე­სა­ხებ“ - ამ სა­თა­უ­რით უკ­რა­ი­ნუ­ლი "ტე­ლეგ­რა­ფი“, სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ ყო­ფილ პირ­ველ ლე­დი­ზე სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს.

  • გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ის შე­მოკ­ლე­ბულ ვა­რი­ანტს:

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა საკ­მა­ოდ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. პო­ლი­ტი­კოსს ოთხი შვი­ლი ჰყავს სამი სხვა­დას­ხვა ქა­ლის­გან, თუმ­ცა ის ოფი­ცი­ა­ლუ­რად მხო­ლოდ სან­დრა რუ­ლოვსზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი.

ტე­ლეგ­რაფ­მა გა­და­წყვი­ტა გა­ერ­კვია, რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ახლა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი სან­დრა რუ­ლოვ­სი, სად არის და რას საქ­მი­ა­ნობს ქალი.

  • რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი ცოლი?

გა­მო­ცე­მა სტა­ტი­ა­ში წერს, რომ ქარ­თვე­ლი და უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად მხო­ლოდ ერთხელ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. ის 1993 წელს შეხ­ვდა თა­ვის მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს სან­დრა რუ­ლოვსს, რო­მე­ლიც ნი­დერ­ლან­დე­ბი­და­ნაა. ეს მოხ­და სტრას­ბურ­გში (საფ­რან­გე­თი) ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტში, სა­დაც ქალი ას­წავ­ლი­და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კურსს.

იმა­ვე წელს სან­დრა გა­და­ვი­და ნიუ-იორკში და და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და ჰო­ლან­დი­ურ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ფირ­მა­ში. 1996 წელს სან­დრა სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და, სა­დაც მუ­შა­ობ­და წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტეტ­ში და ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფოს სა­კონ­სუ­ლო­ში, თბი­ლის­ში.

2004 წლი­დან 2013 წლამ­დე სან­დრა სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ლედი იყო. The Times-ი წერ­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ცოლი არის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძალა მისი მე­უღ­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის და რო­გორც ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის არ­ქი­ტექ­ტო­რის.

რუ­ლოვ­სი იყო ქმრის საყ­რდე­ნი. ის აცხა­დებ­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი სავ­სეა ენერ­გი­ი­თა და იმე­დით და რომ ის შექ­მნის ახალ სამ­ყა­როს სა­ქარ­თვე­ლო­ში. სან­დრა სა­უბ­რობს ხუთ ენა­ზე და არის Soho Foundation-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, არა­სამ­თავ­რო­ბო საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა ბავ­შვებს, დევ­ნი­ლებს, მარ­ტო­ხე­ლა პენ­სი­ო­ნე­რებს და მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯა­ხებს. 2007 წლი­დან ფონ­დი ჩარ­თუ­ლია რეპ­რო­დუქ­ცი­ულ ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და ახალ­შო­ბილ­თა მოვ­ლა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა უფ­როს ვაჟს, ედუ­არ­დმა ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მი­ი­ღო. ახალ­გაზ­რდა ნი­დერ­ლან­დე­ბის უტ­რეხ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობს. სა­ა­კაშ­ვი­ლის ყო­ფილ­მა მე­უღ­ლემ ზა­ფხულ­შიც გა­მო­ა­ცხა­და, რომ ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის ფა­კულ­ტეტ­ზე ფსი­ქო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით აბა­რებ­და გა­მოც­დებს.

მისი ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, სან­დრა რუ­ლოვ­სი ახლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფსი­ქო-ონ­კო­ლო­გი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის (IPOS) წევ­რია. მას შემ­დეგ, რაც მი­ი­ღო მა­გის­ტრის ხა­რის­ხი ჯან­დაც­ვის გლო­ბა­ლურ პო­ლი­ტი­კა­ში, ქალ­მა გა­დად­გა კა­რი­ე­რუ­ლი ნა­ბი­ჯი (შე­ის­წავ­ლა ფსი­ქო­ლო­გია), რა­საც იყე­ნებს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ის­თვის კი­ბო­თი და­ა­ვა­დე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­თან.

სა­ა­კაშ­ვილ­თან ქორ­წი­ნე­ბა 30 წელი გაგ­რძელ­და. 2023 წელს რუ­ლოვსმა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მო­ი­ნა­ხუ­ლა პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი სა­ა­კაშ­ვი­ლი და გა­ნა­ცხა­და, რომ ისი­ნი ერ­თად აღარ იყ­ვნენ და ხელი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­წე­რა.

ქალ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ პა­ტიმ­რო­ბა­ში მყოფ მე­უღ­ლეს­თან შეხ­ვედ­რის­თვის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად მომ­ზა­დე­ბას ორი წელი დას­ჭირ­და. გულ­წრფე­ლი სა­უბ­რის შემ­დეგ სან­დრამ თქვა, რომ მას თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბა და ბედ­ნი­ე­რე­ბა უსურ­ვა.

სა­ა­კაშ­ვილ­მა ფე­ის­ბუ­ქის სა­კუ­თარ გვერ­დზე და­წე­რა, რომ სან­დრა ყვე­ლა­ზე კე­თი­ლი და ჭკვი­ა­ნი ქალი იყო, რო­მელ­საც იც­ნობ­და. მე­უღ­ლის წყა­ლო­ბით ბევ­რს მი­აღ­წია. პო­ლი­ტი­კოს­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ სან­დრა მისი ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ სიყ­ვა­რუ­ლად რჩე­ბა, რად­გან ეს იყო ძა­ლი­ან დიდი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია და მისი ნა­წი­ლი.

სტა­ტი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა აღი­ა­რა, რომ მას გული ატ­კი­ნა, რად­გან უკ­რა­ი­ნა­ში ყოფ­ნი­სას უკ­რა­ი­ნელ დე­პუ­ტატ ლიზა იას­კოს­თან რო­მა­ნი და­ი­წყო. 2021 წელს მათ სა­ჯა­როდ გა­მო­ა­ცხა­დეს ურ­თი­ერ­თო­ბა 2023 წელს კი იას­კო პირ­ვე­ლად გახ­და დედა.

2021 წელს მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში უკ­რა­ი­ნე­ლი დე­პუ­ტა­ტი ამ­ბობ­და, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა მე­უღ­ლეს­თან სან­დრა რუ­ლოვსთან დას­რულ­და. "სან­დრა რუ­ლოვსმა თქვა, რომ ქმრის უკ­რა­ი­ნელ ქალ­თან რო­მა­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო და მათი აღი­ა­რე­ბის ფორ­მა სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი. მაგ­რამ სიმ­შვი­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნა და ქმრის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­ი­თხო­ვა", - ვკი­თხუ­ლობთ სტა­ტი­ა­ში.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, რუ­ლოვსმა იმი­ჯი მკვეთ­რად შე­იც­ვა­ლა. თმა მოკ­ლედ შე­იჭ­რა და შე­ღებ­ვა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

სან­დრა ახლა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბა, მისი პოს­ტე­ბი კი ძი­რი­თა­დად გარ­დაც­ვლილ უახ­ლო­ეს ადა­მი­ა­ნებს ეხე­ბა, რო­მელ­საც პი­რა­დად იც­ნობ­და. ასე­ვე ნაკ­ლე­ბად ერე­ვა პო­ლი­ტი­კა­ში და ყო­ფილ მე­უღ­ლე­ზე არა­ფერს აღარ წერს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­კაშ­ვილს, 2023 წლის 23 დე­კემ­ბერს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით, პა­ტი­მარ­მა სა­ა­კაშ­ვილ­მა ყო­ფილ მე­უღ­ლეს და­ბა­დე­ბის დღე მი­უ­ლო­ცა.

"გი­ლო­ცავ და­ბა­დე­ბის დღეს ულა­მა­ზე­სო, ყვე­ლა სა­ა­კაშ­ვი­ლის - ედუ­ჩას, ნი­კუ­შას სა­ხე­ლით! მიშა...“

და­ახ­ლო­ე­ბით ორი წე­ლია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი. ლიზა იას­კო დიდი ხა­ნია, ექ­სპრე­ზი­დენტზე კო­მენ­ტარს აღარ აკე­თებს. ქალი თვე­ე­ბია მის სა­ნა­ხა­ვად სა­ქარ­თვე­ლო­შიც აღარ ყო­ფი­ლა. ერთი წლის წინ, სა­ა­კაშ­ვი­ლის ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტუ­სი, სა­დაც წერ­და, რომ ის და სოფო ნი­ჟა­რა­ძე შე­რიგ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სტა­ტუ­სი წა­ი­შა­ლა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"არ ვიცოდი ჩემი მეუღლის უკრაინული რომანის შესახებ" - რას წერს უკრაინული მედია სანდრა რულოვსზე, მის შეცვლილ იმიჯზე და ურთიერთობაზე მიხეილ სააკაშვილთან

"არ ვიცოდი ჩემი მეუღლის უკრაინული რომანის შესახებ" - რას წერს უკრაინული მედია სანდრა რულოვსზე, მის შეცვლილ იმიჯზე და  ურთიერთობაზე მიხეილ სააკაშვილთან

"არ ვიცოდი ჩემი მეუღლის უკრაინული რომანის შესახებ: როგორ გამოიყურება სააკაშვილის ცოლი და რა არის ცნობილი მის შესახებ“ - ამ სათაურით უკრაინული "ტელეგრაფი“, საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ყოფილ პირველ ლედიზე სტატიას აქვეყნებს.

  • გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვარიანტს:

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრება საკმაოდ მრავალფეროვანია. პოლიტიკოსს ოთხი შვილი ჰყავს სამი სხვადასხვა ქალისგან, თუმცა ის ოფიციალურად მხოლოდ სანდრა რულოვსზე იყო დაქორწინებული.

ტელეგრაფმა გადაწყვიტა გაერკვია, როგორ გამოიყურება ახლა საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი, სად არის და რას საქმიანობს ქალი.

  • როგორ გამოიყურება სააკაშვილის ყოფილი ცოლი?

გამოცემა სტატიაში წერს, რომ ქართველი და უკრაინელი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად მხოლოდ ერთხელ იყო დაქორწინებული. ის 1993 წელს შეხვდა თავის მომავალ მეუღლეს სანდრა რულოვსს, რომელიც ნიდერლანდებიდანაა. ეს მოხდა სტრასბურგში (საფრანგეთი) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტში, სადაც ქალი ასწავლიდა ადამიანის უფლებათა კურსს.

იმავე წელს სანდრა გადავიდა ნიუ-იორკში და დაიწყო მუშაობა კოლუმბიის უნივერსიტეტში და ჰოლანდიურ ადამიანის უფლებათა ფირმაში. 1996 წელს სანდრა სააკაშვილთან ერთად საქართველოში დაბრუნდა, სადაც მუშაობდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში და ნიდერლანდების სამეფოს საკონსულოში, თბილისში.

2004 წლიდან 2013 წლამდე სანდრა საქართველოს პირველი ლედი იყო. The Times-ი წერდა, რომ სააკაშვილის ცოლი არის მამოძრავებელი ძალა მისი მეუღლის ხელისუფლებაში მოსვლის და როგორც ვარდების რევოლუციის არქიტექტორის.

რულოვსი იყო ქმრის საყრდენი. ის აცხადებდა, რომ სააკაშვილი სავსეა ენერგიითა და იმედით და რომ ის შექმნის ახალ სამყაროს საქართველოში. სანდრა საუბრობს ხუთ ენაზე და არის Soho Foundation-ის დამფუძნებელი, არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ბავშვებს, დევნილებს, მარტოხელა პენსიონერებს და მრავალშვილიან ოჯახებს. 2007 წლიდან ფონდი ჩართულია რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და ახალშობილთა მოვლაში.

რაც შეეხება უფროს ვაჟს, ედუარდმა ხელოვნური ინტელექტის მაგისტრის ხარისხი მიიღო. ახალგაზრდა ნიდერლანდების უტრეხტის უნივერსიტეტში სწავლობს. სააკაშვილის ყოფილმა მეუღლემ ზაფხულშიც გამოაცხადა, რომ ბაკალავრიატის ფაკულტეტზე ფსიქოლოგიის მიმართულებით აბარებდა გამოცდებს.

მისი ფეისბუქის გვერდით თუ ვიმსჯელებთ, სანდრა რულოვსი ახლა საერთაშორისო ფსიქო-ონკოლოგიის საზოგადოების (IPOS) წევრია. მას შემდეგ, რაც მიიღო მაგისტრის ხარისხი ჯანდაცვის გლობალურ პოლიტიკაში, ქალმა გადადგა კარიერული ნაბიჯი (შეისწავლა ფსიქოლოგია), რასაც იყენებს ფსიქოლოგიური კონსულტაციისთვის კიბოთი დაავადებულ პაციენტებთან.

სააკაშვილთან ქორწინება 30 წელი გაგრძელდა. 2023 წელს რულოვსმა საავადმყოფოში მოინახულა პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი და განაცხადა, რომ ისინი ერთად აღარ იყვნენ და ხელი ოფიციალურად გააწერა.

ქალმა აღნიშნა, რომ პატიმრობაში მყოფ მეუღლესთან შეხვედრისთვის ფსიქოლოგიურად მომზადებას ორი წელი დასჭირდა. გულწრფელი საუბრის შემდეგ სანდრამ თქვა, რომ მას თავისუფლება, ჯანმრთელობა და ბედნიერება უსურვა.

სააკაშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ სანდრა ყველაზე კეთილი და ჭკვიანი ქალი იყო, რომელსაც იცნობდა. მეუღლის წყალობით ბევრს მიაღწია. პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ სანდრა მისი ცხოვრების მთავარ სიყვარულად რჩება, რადგან ეს იყო ძალიან დიდი სიყვარულის ისტორია და მისი ნაწილი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილმა აღიარა, რომ მას გული ატკინა, რადგან უკრაინაში ყოფნისას უკრაინელ დეპუტატ ლიზა იასკოსთან რომანი დაიწყო. 2021 წელს მათ საჯაროდ გამოაცხადეს ურთიერთობა 2023 წელს კი იასკო პირველად გახდა დედა.

2021 წელს მიცემულ ინტერვიუში უკრაინელი დეპუტატი ამბობდა, რომ სააკაშვილის ურთიერთობა მეუღლესთან სანდრა რულოვსთან დასრულდა. "სანდრა რულოვსმა თქვა, რომ ქმრის უკრაინელ ქალთან რომანის შესახებ ინფორმაცია მისთვის მოულოდნელი იყო და მათი აღიარების ფორმა სრულიად მიუღებელი. მაგრამ სიმშვიდე შეინარჩუნა და ქმრის გათავისუფლება მოითხოვა", - ვკითხულობთ სტატიაში.

რამდენიმე თვის წინ, რულოვსმა იმიჯი მკვეთრად შეიცვალა. თმა მოკლედ შეიჭრა და შეღებვაზე უარი განაცხადა.

სანდრა ახლა სოციალურ ქსელში იშვიათად ჩნდება, მისი პოსტები კი ძირითადად გარდაცვლილ უახლოეს ადამიანებს ეხება, რომელსაც პირადად იცნობდა. ასევე ნაკლებად ერევა პოლიტიკაში და ყოფილ მეუღლეზე არაფერს აღარ წერს. რაც შეეხება სააკაშვილს, 2023 წლის 23 დეკემბერს სოციალური ქსელის საშუალებით, პატიმარმა სააკაშვილმა ყოფილ მეუღლეს დაბადების დღე მიულოცა.

"გილოცავ დაბადების დღეს ულამაზესო, ყველა სააკაშვილის - ედუჩას, ნიკუშას სახელით! მიშა...“

დაახლოებით ორი წელია მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ არაფერია ცნობილი. ლიზა იასკო დიდი ხანია, ექსპრეზიდენტზე კომენტარს აღარ აკეთებს. ქალი თვეებია მის სანახავად საქართველოშიც აღარ ყოფილა. ერთი წლის წინ, სააკაშვილის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა სტატუსი, სადაც წერდა, რომ ის და სოფო ნიჟარაძე შერიგდნენ. მოგვიანებით სტატუსი წაიშალა.

წაიკითხეთ ასევე: