სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მას შემდეგ, რაც მას პოლიციამ მიაკვლია და დანებება უბრძანა, თავი მოიკლა - რა ხდება ცნობილი თავდამსხმელზე, რომელმაც მონტენეგროში, ახლი წელს მასობრივი მკვლელობა მოაწყო
მას შემდეგ, რაც მას პოლიციამ მიაკვლია და დანებება უბრძანა, თავი მოიკლა - რა ხდება ცნობილი თავდამსხმელზე, რომელმაც მონტენეგროში, ახლი წელს მასობრივი მკვლელობა მოაწყო

სულ ცოტა, 12 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 2 ბავ­შვი, და­ი­ღუ­პა, კი­დევ 4 და­შავ­და 1-ელ იან­ვარს, ნა­შუ­ა­დღევს, მონ­ტე­ნეგ­როს ქა­ლაქ ცე­ტი­ნე­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რის თავ­დას­ხმის შე­დე­გად.

ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 45 წლის მა­მა­კა­ცი, აკო მარ­ტი­ნო­ვი­ჩი, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ალ­კოჰო­ლურ სას­მელს სვამ­და, რო­დე­საც ახალ წელს, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 17:30 სა­ათ­ზე, რეს­ტო­რან­ში სხვა სტუ­მარ­თან შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­და.

კა­მა­თის შემ­დეგ, მარ­ტი­ნო­ვი­ჩი შინ წა­ვი­და ია­რა­ღის ასა­ღე­ბად, შემ­დეგ რეს­ტო­რან­ში დაბ­რუნ­და და რამ­დე­ნი­მე მომ­ხმა­რე­ბე­ლი მოკ­ლა. სრო­ლი­სას და­ი­ღუ­პა რეს­ტორ­ნის მფლო­ბე­ლი და მისი ორი შვი­ლი - 10 და 13 წლის მო­ზარ­დე­ბი. შემ­დეგ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მარ­ტი­ნო­ვი­ჩი, თავ­დას­ხმის პირ­ვე­ლი ად­გი­ლი­დან მან­ქა­ნით წა­ვი­და და ხუთ სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს ეს­რო­ლა.

მარ­ტი­ნო­ვიჩ­მა, მას შემ­დეგ, რაც მას პო­ლი­ცი­ამ მი­აკ­ვლია და და­ნე­ბე­ბა უბ­რძა­ნა, თავი მო­იკ­ლა.

რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, მარ­ტი­ნო­ვიჩს პრობ­ლე­მე­ბი კა­ნონ­თან აქამ­დეც ჰქონ­და - მას 2005 წელს მი­უ­სა­ჯეს ერთი წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა უწეს­რი­გო ქცე­ვის­თვის, 2022 წელს კი მარ­ტი­ნო­ვიჩს უპო­ვეს ია­რა­ღი და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რის­თვი­საც მას სამ­თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა, თუმ­ცა არ გა­ნი­ხი­ლე­ბო­და უსაფრ­თხო­ე­ბის რის­კად.

ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მი­ლო­ი­კო სპა­იჩ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა:

"ამ უაზ­რო ქმე­დე­ბამ თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­ში გა­მო­იწ­ვია გა­ნუ­ზო­მე­ლი მწუ­ხა­რე­ბა. ნუ­გე­შის­მცე­მე­ლი სი­ტყვე­ბი არ არ­სე­ბობს".

სპა­ი­ჩის თქმით­ვე, ქვეყ­ნის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო სა­გან­გე­ბო სხდო­მა­ზე გა­ნი­ხი­ლავს სას­წრა­ფო წე­სით "ყვე­ლა ვა­რი­ანტს" სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­სა­ცა­ვად, მათ შო­რის, ია­რა­ღის ტა­რე­ბის სრუ­ლი აკ­რძალ­ვის ჩათ­ვლით.

ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაჭ­რი­ლე­ბი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან.

პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ინ­ცი­დენ­ტი არ უკავ­შირ­დე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბულ კრი­მი­ნა­ლურ ჯგუ­ფებს შო­რის კონ­ფლიქტს.

ცე­ტი­ნი­ე­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მონ­ტე­ნეგ­როს მთავ­რო­ბამ სამდღი­ა­ნი გლო­ვა გა­მო­ა­ცხა­და - 2, 3 და 4 იან­ვარს. სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტე­ბი გა­უქ­მდა პოდ­გო­რი­ცა­ში, ბუდ­ვა­სა და კო­ტორ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

მას შემდეგ, რაც მას პოლიციამ მიაკვლია და დანებება უბრძანა, თავი მოიკლა - რა ხდება ცნობილი თავდამსხმელზე, რომელმაც მონტენეგროში, ახლი წელს მასობრივი მკვლელობა მოაწყო

მას შემდეგ, რაც მას პოლიციამ მიაკვლია და დანებება უბრძანა, თავი მოიკლა - რა ხდება ცნობილი თავდამსხმელზე, რომელმაც მონტენეგროში, ახლი წელს მასობრივი მკვლელობა მოაწყო

სულ ცოტა, 12 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი, დაიღუპა, კიდევ 4 დაშავდა 1-ელ იანვარს, ნაშუადღევს, მონტენეგროს ქალაქ ცეტინეში შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად.

ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმაში ბრალდებული 45 წლის მამაკაცი, აკო მარტინოვიჩი, მთელი დღის განმავლობაში ალკოჰოლურ სასმელს სვამდა, როდესაც ახალ წელს, ადგილობრივი დროით 17:30 საათზე, რესტორანში სხვა სტუმართან შელაპარაკება მოუვიდა.

კამათის შემდეგ, მარტინოვიჩი შინ წავიდა იარაღის ასაღებად, შემდეგ რესტორანში დაბრუნდა და რამდენიმე მომხმარებელი მოკლა. სროლისას დაიღუპა რესტორნის მფლობელი და მისი ორი შვილი - 10 და 13 წლის მოზარდები. შემდეგ შეიარაღებული მარტინოვიჩი, თავდასხმის პირველი ადგილიდან მანქანით წავიდა და ხუთ სხვადასხვა ადგილას კიდევ რამდენიმე ადამიანს ესროლა.

მარტინოვიჩმა, მას შემდეგ, რაც მას პოლიციამ მიაკვლია და დანებება უბრძანა, თავი მოიკლა.

როგორც ცნობილი გახდა, მარტინოვიჩს პრობლემები კანონთან აქამდეც ჰქონდა - მას 2005 წელს მიუსაჯეს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა უწესრიგო ქცევისთვის, 2022 წელს კი მარტინოვიჩს უპოვეს იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები, რისთვისაც მას სამთვიანი პატიმრობა მიესაჯა, თუმცა არ განიხილებოდა უსაფრთხოების რისკად.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მილოიკო სპაიჩმა სოციალურ ქსელში დაწერა:

"ამ უაზრო ქმედებამ თითოეულ ჩვენგანში გამოიწვია განუზომელი მწუხარება. ნუგეშისმცემელი სიტყვები არ არსებობს".

სპაიჩის თქმითვე, ქვეყნის უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომაზე განიხილავს სასწრაფო წესით "ყველა ვარიანტს" საზოგადოების დასაცავად, მათ შორის, იარაღის ტარების სრული აკრძალვის ჩათვლით.

ექიმების ინფორმაციით, დაჭრილები მძიმე მდგომარეობაში არიან.

პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტი არ უკავშირდება ორგანიზებულ კრიმინალურ ჯგუფებს შორის კონფლიქტს.

ცეტინიეში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მონტენეგროს მთავრობამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა - 2, 3 და 4 იანვარს. საახალწლო კონცერტები გაუქმდა პოდგორიცაში, ბუდვასა და კოტორში.