სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბოლნისში, ავტოავარიისას ორი არასრულწლოვანის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულ პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა?
ბოლნისში, ავტოავარიისას ორი არასრულწლოვანის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულ პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა?

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ორი არას­რულ­წლო­ვა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2024 წლის 30 დე­კემ­ბერს ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას ბრალ­დე­ბულ­მა გა­მო­ი­ჩი­ნა უყუ­რა­დღე­ბო­ბა, ვერ უზ­რუნ­ველ­ყო სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის უსაფრ­თხოდ მარ­თვა და ორ არას­რულ­წლო­ვანს შე­ე­ჯა­ხა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით­ვე, მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვალ­ნენ.

"სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-8 ნა­წი­ლით (ავ­ტო­მო­ბი­ლის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვა, რა­მაც ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია) წა­რედ­გი­ნა. პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, 30 დე­კემ­ბერს, მარ­ნე­უ­ლი-ბოლ­ნი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის მოხ­და, რომ­ლის შე­დე­გად ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­დგომ, შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა შე­იკ­რი­ბა და ვი­თა­რე­ბა და­ი­ძა­ბა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად, სხვა­დას­ხვა სა­ხის და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო შსს-ს რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მელ­მა და ამას­თან, და­შავ­და რვა მო­ქა­ლა­ქე.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და რო­გორც შეკ­რე­ბილ მო­ქა­ლა­ქე­ებს, ასე­ვე, მო­ქა­ლა­ქე­ებ­სა და ად­გილ­ზე მყოფ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს შო­რის. შეკ­რე­ბი­ლებ­მა გა­და­აბ­რუ­ნეს შე­ჯა­ხე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა, ასე­ვე, სას­წრა­ფო - სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დის ავ­ტო­მო­ბი­ლი.

უწყე­ბის ცნო­ბით­ვე, სი­ტუ­ა­ცი­ის დე­ეს­კა­ლა­ცი­ის მიზ­ნით, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გა­მო­ცხად­დნენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა და­ნა­ყო­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მათ შო­რის სა­პატ­რუ­ლო, კრი­მი­ნა­ლუ­რი და გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

ბოლნისში, ავტოავარიისას ორი არასრულწლოვანის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულ პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა?

ბოლნისში, ავტოავარიისას ორი არასრულწლოვანის გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულ პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა - რა ინფორმაციას ავრცელებს პროკურატურა?

საქართველოს პროკურატურამ ბოლნისის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი არასრულწლოვანის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 30 დეკემბერს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ავტომანქანით გადაადგილებისას ბრალდებულმა გამოიჩინა უყურადღებობა, ვერ უზრუნველყო სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოდ მართვა და ორ არასრულწლოვანს შეეჯახა. პროკურატურის ცნობითვე, მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებულები ადგილზე გარდაიცვალნენ.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 30 დეკემბერს, მარნეული-ბოლნისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის მოხდა, რომლის შედეგად ორი არასრულწლოვანი გარდაიცვალა. შემდგომ, შემთხვევის ადგილას ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და ვითარება დაიძაბა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლის თანახმადაც, დაპირისპირების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო შსს-ს რამდენიმე თანამშრომელმა და ამასთან, დაშავდა რვა მოქალაქე.

შსს-ს ინფორმაციითვე, დაპირისპირება მოხდა როგორც შეკრებილ მოქალაქეებს, ასევე, მოქალაქეებსა და ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს შორის. შეკრებილებმა გადააბრუნეს შეჯახებაში მონაწილე ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე, სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი.

უწყების ცნობითვე, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მათ შორის საპატრულო, კრიმინალური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლები.

იხილეთ ასევე: