მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

19

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:25-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად. კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დადასტურდა, რომ ივანიშვილი საქართველოში რუსული გავლენის აგენტია" - ბოკუჩავა
"დადასტურდა, რომ ივანიშვილი საქართველოში რუსული გავლენის აგენტია" - ბოკუჩავა

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან მუ­შა­ო­ბა გა­ვაგ­რძე­ლოთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის სან­ქცი­რე­ბის მიზ­ნით, რათა ივა­ნიშ­ვილ­მა სან­ქცი­ე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბა ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ვერ შეძ­ლოს, - ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ თინა ბო­კუ­ჩა­ვამ გა­ნა­ცხა­და.

  • რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­სან­ქცი­რე­ბა „ადას­ტუ­რებს, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნის აგენ­ტია“. ბო­კუ­ჩა­ვას თქმით­ვე, სან­ქცი­ე­ბის შე­დე­გად „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის ქო­ნე­ბა ტო­ტა­ლუ­რად გა­უ­ფა­სურ­და.

"ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მთავ­რო­ბამ სან­ქცი­ე­ბის გუ­შინ­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­ა­დას­ტუ­რა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი რუ­სულ ინ­ტე­რე­სებს, რუ­სულ სარ­გე­ბელს ემ­სა­ხუ­რე­ბა და რომ ის, სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნის აგენ­ტია. ეს არის სწო­რედ ამე­რი­კუ­ლი სან­ქცი­ე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი, რო­მე­ლიც აშშ-ს სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტმა და­ა­წე­სა ე.წ. ოფა­კის მე­ქა­ნიზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბით, ანუ სა­გა­რეო აქ­ტი­ვე­ბის კონ­ტრო­ლის ოფი­სის გა­მო­ყე­ნე­ბით, რო­მე­ლიც გან­სხვავ­დე­ბა გლო­ბა­ლუ­რი "მაგ­ნიც­კის აქ­ტის­გან" და ეფუძ­ნე­ბა სწო­რედ ივა­ნიშ­ვი­ლის რუ­სუ­ლი კავ­ში­რე­ბის, რუ­სუ­ლი სარ­გებ­ლის­თვის მუ­შა­ო­ბის ფაქტს. ივა­ნიშ­ვი­ლის აქ­ტი­ვე­ბი და­სან­ქცირ­და ამე­რი­კა­ში, მას აეკ­რძა­ლა ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ტი­ვის ლე­გა­ლუ­რად გა­ყიდ­ვა, იქ­ნე­ბა ეს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბი, თუ მა­გა­ლი­თად, ფერ­წე­რუ­ლი ტილო. ის ვე­ღარ შეძ­ლებს, რომ ლე­გა­ლუ­რად გა­ყი­დოს ნე­ბის­მი­ე­რი აქ­ტი­ვი, ხოლო „შავ ბა­ზარ­ზე“ ამ­გვა­რი აქ­ტი­ვე­ბის გა­ყიდ­ვის შემ­თხვე­ვა­ში კარ­გად გვეს­მის, რომ სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბის 10%-საც კი არ შე­ად­გენს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის ქო­ნე­ბა სან­ქცი­ე­ბის შე­დე­გად ტო­ტა­ლუ­რად გა­უ­ფა­სურ­და.

ივა­ნიშ­ვი­ლი ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ვერც ერთ ფი­ნან­სურ ტრან­ზაქ­ცი­ას ამე­რი­კულ დო­ლარ­ში. უნდა გვეს­მო­დეს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­და­რი­ცხვა, რაც შე­იძ­ლე­ბა ქარ­თუ­ლი ბან­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­დეს, ამე­რი­კუ­ლი ბან­კე­ბის გავ­ლით, ე.წ. სა­შუ­ა­მავ­ლო ბან­კე­ბის გავ­ლით, რომ­ლე­ბიც მო­მენ­ტა­ლუ­რად დაბ­ლო­კა­ვენ ნე­ბის­მი­ერ ამ­გვარ ტრან­ზაქ­ცი­ას. „ოფა­კის“ სან­ქცი­ე­ბი მო­ი­ცავს ე.წ. მე­ო­რად ეფექტს, რაც იმას გუ­ლის­ხმობს, რომ ნე­ბის­მი­ე­რი პირი, ან ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ივა­ნიშ­ვი­ლის სან­ქცი­რე­ბულ ტრან­ზაქ­ცი­ას­თან იქ­ნე­ბა შემ­ხებ­ლო­ბა­ში, შე­იძ­ლე­ბა ამე­რი­კუ­ლი სან­ქცი­ე­ბის სა­მიზ­ნე გახ­დეს. ნე­ბის­მი­ე­რი ქარ­თუ­ლი ბან­კი, თუ და­უშ­ვებს ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის ნე­ბის­მი­ერ ტრან­ზაქ­ცი­ას, თა­ვად აღ­ნიშ­ნუ­ლი ბან­კიც შე­საძ­ლოა, და­სან­ქცირ­დეს აშშ-ს მიერ, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის, ან ნე­ბის­მი­ე­რი კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კის მხრი­დან სა­სან­ქციო რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვა უდი­დეს დარ­ტყმას მი­ა­ყე­ნებს ქარ­თულ სა­ბან­კო სის­ტე­მას და შე­სა­ბა­მი­სად, ტო­ტა­ლუ­რად ჩა­მოშ­ლის ქარ­თულ ეკო­ნო­მი­კას, ამი­ტომ დიდი იმე­დი მაქვს, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კი და არც ერთი კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კი ამ უდი­დეს რის­კზე, ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არ წავ­ლენ.

ივა­ნიშ­ვილს ასე­ვე და­ებ­ლო­კა წვდო­მა სინ­გა­პუ­რის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მი­სა­ღებ ასე­უ­ლო­ბით მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე. ივა­ნიშ­ვი­ლი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა ტო­ტა­ლურ ფი­ნან­სურ იზო­ლა­ცი­ა­ში მო­აქ­ცია და რამ­დე­ნი „ქე­შიც“ არ უნდა ჰქონ­დეს მას გან­სა­კარ­გად, ამ­გვარ ტო­ტა­ლურ ფი­ნან­სურ იზო­ლა­ცი­ა­ში ვერ ისარ­გებ­ლებს ვერც ერთი სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბით. ის დიდ ხანს ნამ­დვი­ლად ვერ გაძ­ლებს და ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა „ქე­შით“ ოპე­რი­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

მი­სი­ვე თქმით, „ივა­ნიშ­ვი­ლის კრი­მი­ნა­ლურ რე­ჟიმ­თან შეზ­რდი­ლი ბიზ­ნე­სი მას უნდა გა­ნუდ­გეს“.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან მუ­შა­ო­ბა გა­ვაგ­რძე­ლოთ მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სან­ქცი­რე­ბის მიზ­ნით იმის­თვის, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა სან­ქცი­ე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბა ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ვერ შეძ­ლოს. ვი­ცით, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი აშშ-ში ცხოვ­რობს, გარ­კვე­უ­ლი ბიზ­ნე­სე­ბი აქვს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ამ სან­ქცი­ე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე გა­აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას. ჩვენ ასე­ვე გა­ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას ივა­ნიშ­ვი­ლის კრი­მი­ნა­ლურ რე­ჟიმ­თან შეზ­რდილ ბიზ­ნეს­თან იმის­თვის, რომ მათი და­სან­ქცი­რე­ბაც მოხ­დეს. თუ პატ­რი­ო­ტუ­ლი შეგ­რძნე­ბე­ბით არა, თვით­გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტინ­ქტით მა­ინც უნდა იხელ­მძღვა­ნე­ლოს ივა­ნიშ­ვი­ლის კრი­მი­ნა­ლურ რე­ჟიმ­თან შეზ­რდილ­მა ბიზ­ნეს­მა და ივა­ნიშ­ვი­ლის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ, სან­ქცი­რე­ბულ რე­ჟიმს თა­ვის გა­დარ­ჩე­ნის მიზ­ნით მა­ინც გა­ნუდ­გეს“, - გა­ნა­ცხა­და ბო­კუ­ჩა­ვამ.

ცნო­ბის­თვის, აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტმა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას აშშ-ის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის უცხო­უ­რი აქ­ტი­ვე­ბის კონ­ტრო­ლის ოფი­სი (OFAC) ავ­რცე­ლებს.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, „რო­გორც რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პირ­ზე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე და მის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­ზე სან­ქცი­ე­ბის შე­დე­გად რიგი შე­ზღუდ­ვე­ბი წეს­დე­ბა. შე­ზღუდ­ვე­ბი ვრცელ­დე­ბა ყვე­ლა ტრან­ზაქ­ცი­ა­ში, რო­მელ­შიც ივა­ნიშ­ვი­ლის მფლო­ბე­ლო­ბა­ში მყო­ფი ნე­ბის­მი­ე­რი კომ­პა­ნია მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა ის მას პირ­და­პირ თუ არა­პირ­და­პირ აკონ­ტრლებს, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად თუ ჯგუ­ფუ­რად, 50%-ს თუ მეტს".

ამას­თან, რო­გორც აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვა­ნი, ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნი აცხა­დებს, „შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ასან­ქცი­რებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" და­მა­არ­სე­ბელ­სა და სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­სარ­გებ­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მო­მავ­ლის ძი­რის გა­მო­თხრის­თვის".

„ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სან­ქცი­რე­ბუ­ლია აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ბრძა­ნე­ბა №14024 მუხ­ლი 1(a)(ii)(C)-ის სა­ფუძ­ველ­ზე, ვი­ნა­ი­დან ის არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ან თა­ნა­მო­ნა­წი­ლე, ან პირ­და­პირ თუ ირი­ბად ჩარ­თუ­ლი, ან მცდე­ლო­ბა გა­უ­წე­ვია ისე­თი ქმე­დე­ბე­ბი­სა თუ პო­ლი­ტი­კის­თვის, რო­მე­ლიც ძირს უთხრის დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცე­სებს ან ინ­სტი­ტუ­ტებს რო­გორც შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, ისე სა­ზღვარ­გა­რეთ, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მთავ­რო­ბის პირ­და­პი­რი თუ ირი­ბი სარ­გებ­ლის­თვის", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოს საკითხი კვლავ საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია - რას აცხადებენ დეპუტატები
ავტორი:

"დადასტურდა, რომ ივანიშვილი საქართველოში რუსული გავლენის აგენტია" - ბოკუჩავა

"დადასტურდა, რომ ივანიშვილი საქართველოში რუსული გავლენის აგენტია" - ბოკუჩავა

მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მუშაობა გავაგრძელოთ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების სანქცირების მიზნით, რათა ივანიშვილმა სანქციებისთვის თავის არიდება ოჯახის წევრების გამოყენებით ვერ შეძლოს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

  • როგორც ის აღნიშნავს, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება „ადასტურებს, რომ ის საქართველოში რუსული გავლენის აგენტია“. ბოკუჩავას თქმითვე, სანქციების შედეგად „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ქონება ტოტალურად გაუფასურდა.

"ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ სანქციების გუშინდელი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ივანიშვილი რუსულ ინტერესებს, რუსულ სარგებელს ემსახურება და რომ ის, საქართველოში რუსული გავლენის აგენტია. ეს არის სწორედ ამერიკული სანქციების სამართლებრივი საფუძველი, რომელიც აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა დააწესა ე.წ. ოფაკის მექანიზმის გამოყენებით, ანუ საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის გამოყენებით, რომელიც განსხვავდება გლობალური "მაგნიცკის აქტისგან" და ეფუძნება სწორედ ივანიშვილის რუსული კავშირების, რუსული სარგებლისთვის მუშაობის ფაქტს. ივანიშვილის აქტივები დასანქცირდა ამერიკაში, მას აეკრძალა ნებისმიერი აქტივის ლეგალურად გაყიდვა, იქნება ეს უძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები, თუ მაგალითად, ფერწერული ტილო. ის ვეღარ შეძლებს, რომ ლეგალურად გაყიდოს ნებისმიერი აქტივი, ხოლო „შავ ბაზარზე“ ამგვარი აქტივების გაყიდვის შემთხვევაში კარგად გვესმის, რომ საბაზრო ღირებულების 10%-საც კი არ შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილის ქონება სანქციების შედეგად ტოტალურად გაუფასურდა.

ივანიშვილი ვერ განახორციელებს ვერც ერთ ფინანსურ ტრანზაქციას ამერიკულ დოლარში. უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი საერთაშორისო გადარიცხვა, რაც შეიძლება ქართული ბანკების გამოყენებით განხორციელდეს, ამერიკული ბანკების გავლით, ე.წ. საშუამავლო ბანკების გავლით, რომლებიც მომენტალურად დაბლოკავენ ნებისმიერ ამგვარ ტრანზაქციას. „ოფაკის“ სანქციები მოიცავს ე.წ. მეორად ეფექტს, რაც იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერი პირი, ან ორგანიზაცია, რომელიც ივანიშვილის სანქცირებულ ტრანზაქციასთან იქნება შემხებლობაში, შეიძლება ამერიკული სანქციების სამიზნე გახდეს. ნებისმიერი ქართული ბანკი, თუ დაუშვებს ივანიშვილისთვის ნებისმიერ ტრანზაქციას, თავად აღნიშნული ბანკიც შესაძლოა, დასანქცირდეს აშშ-ს მიერ, ეროვნული ბანკის, ან ნებისმიერი კომერციული ბანკის მხრიდან სასანქციო რეჟიმის დარღვევა უდიდეს დარტყმას მიაყენებს ქართულ საბანკო სისტემას და შესაბამისად, ტოტალურად ჩამოშლის ქართულ ეკონომიკას, ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ ეროვნული ბანკი და არც ერთი კომერციული ბანკი ამ უდიდეს რისკზე, ქართული სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ არ წავლენ.

ივანიშვილს ასევე დაებლოკა წვდომა სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისაღებ ასეულობით მილიონ დოლარზე. ივანიშვილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ტოტალურ ფინანსურ იზოლაციაში მოაქცია და რამდენი „ქეშიც“ არ უნდა ჰქონდეს მას განსაკარგად, ამგვარ ტოტალურ ფინანსურ იზოლაციაში ვერ ისარგებლებს ვერც ერთი საბანკო მომსახურებით. ის დიდ ხანს ნამდვილად ვერ გაძლებს და ძალიან გაუჭირდება „ქეშით“ ოპერირება“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

მისივე თქმით, „ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმთან შეზრდილი ბიზნესი მას უნდა განუდგეს“.

"მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მუშაობა გავაგრძელოთ მისი ოჯახის წევრების სანქცირების მიზნით იმისთვის, რომ ივანიშვილმა სანქციებისთვის თავის არიდება ოჯახის წევრების გამოყენებით ვერ შეძლოს. ვიცით, რომ მისი ქალიშვილი აშშ-ში ცხოვრობს, გარკვეული ბიზნესები აქვს და დარწმუნებული ვარ, ამერიკის შეერთებული შტატები ამ სანქციების გაფართოებაზე გააგრძელებს მუშაობას. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მუშაობას ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმთან შეზრდილ ბიზნესთან იმისთვის, რომ მათი დასანქცირებაც მოხდეს. თუ პატრიოტული შეგრძნებებით არა, თვითგადარჩენის ინსტინქტით მაინც უნდა იხელმძღვანელოს ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმთან შეზრდილმა ბიზნესმა და ივანიშვილის დანაშაულებრივ, სანქცირებულ რეჟიმს თავის გადარჩენის მიზნით მაინც განუდგეს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს.

განცხადების თანახმად, „როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები წესდება. შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა ის მას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აკონტრლებს, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50%-ს თუ მეტს".

ამასთან, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, „შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის".

„ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია აღმასრულებელი ბრძანება №14024 მუხლი 1(a)(ii)(C)-ის საფუძველზე, ვინაიდან ის არის პასუხისმგებელი ან თანამონაწილე, ან პირდაპირ თუ ირიბად ჩართული, ან მცდელობა გაუწევია ისეთი ქმედებებისა თუ პოლიტიკისთვის, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს როგორც შეერთებულ შტატებში, ისე საზღვარგარეთ, რუსეთის ფედერაციის მთავრობის პირდაპირი თუ ირიბი სარგებლისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.