სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოხვდა ლომის ბოკვერი თბილისის ზოოპარკში? როგორ გრძნობს თავს? - საქართველოში შემოყვანილი ცხოველის ამბავი თანმიმდევრულად და დეტალურად: რას წერს ზოოპარკი
როგორ მოხვდა ლომის ბოკვერი თბილისის ზოოპარკში? როგორ გრძნობს თავს? - საქართველოში შემოყვანილი ცხოველის ამბავი თანმიმდევრულად და დეტალურად: რას წერს ზოოპარკი

თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კი მათ­თან მიყ­ვა­ნი­ლი ლო­მის ბოკ­ვრის შე­სა­ხებ ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

“ამ­ბა­ვი თან­მიმ­დევ­რუ­ლად და დე­ტა­ლუ­რად“, - წერს ზო­ო­პარ­კი და ყვე­ლა იმ კი­თხვას სცემს პა­სუ­ხის, რო­მე­ლიც ამ ბოლო დროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­უჩ­ნდა.

  • რო­გორ მოხ­ვდა ლო­მის ბოკ­ვე­რი თბი­ლი­სის ზო­ო­პარკში?

26 დე­კემ­ბერს, დი­ლით ლაშა ბე­ქა­ურ­მა თბი­ლი­სის ზო­ო­პარკში ლო­მის ბოკ­ვე­რი მო­იყ­ვა­ნა და სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლის თან­დას­წრე­ბით ზო­ო­პარკს გად­მოს­ცა.

  • რო­გორ გრძნობს თავს ბოკ­ვე­რი?

ზო­ო­პარ­კის ვე­ტე­ქი­მე­ბის შე­ფა­სე­ბით ცხო­ველს კუნ­თო­ვა­ნი მა­სის გან­ვი­თა­რე­ბის შე­ფერ­ხე­ბი­სა და რა­ქი­ტის ნიშ­ნე­ბი აქვს. გარ­და ამი­სა, აღე­ნიშ­ნე­ბა საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის პრობ­ლე­მე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი დე­დის­გან მო­შო­რე­ბი­სა და ხე­ლოვ­ნურ კვე­ბა­ზე გა­დაყ­ვა­ნის შე­დე­გია. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ თით­ქმის ყვე­ლა ცხო­ვე­ლი, იქ­ნე­ბა ის სა­ზღვარ­ზე თუ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩა­მორ­თმე­უ­ლი, ზო­ო­პარკში ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მით შე­მო­დის და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყო­ველ მათ­განს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სი ესა­ჭი­რო­ე­ბა.მოყ­ვა­ნი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ბოკ­ვრის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მკვეთ­რად გა­უ­ა­რეს­და. სა­ჭი­რო გახ­და ინ­ტენ­სი­უ­რი ჩა­რე­ვა და ჩვე­ნი ვე­ტე­ქი­მე­ბის რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად ცხო­ვე­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა ნელ-ნელა დას­ტა­ბი­ლურ­და. ამ­ჟა­მად თავს უკეთ გრძნობს, მაგ­რამ გარ­კვე­ულ მკურ­ნა­ლო­ბას მა­ინც სა­ჭი­რო­ებს და, შე­სა­ბა­მი­სად, ვე­ტე­ქი­მე­ბის 24-სა­ა­თი­ა­ნი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა.

  • აქვს თუ არა თბი­ლი­სის ზო­ო­პარკს ცხო­ვე­ლის ჩა­მორ­თმე­ვის უფ­ლე­ბა?

თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ზო­ო­პარ­კის ბი­ნა­დარ ცხო­ვე­ლებ­ზე. ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ის ფარ­გლებს გა­რეთ არ­სე­ბულ, კერ­ძო პი­რის ან კომ­პა­ნი­ის სა­კუთ­რე­ბა­ში მყოფ ცხო­ვე­ლებ­ზე ჩვე­ნი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა არ ვრცელ­დე­ბა. ზო­ო­პარკს არ აქვს ცხო­ვე­ლე­ბის კონ­ფის­კა­ცი­ის უფ­ლე­ბა. ცხო­ვე­ლე­ბის კონ­ტრო­ლი და კონ­კრე­ტულ ფაქ­ტებ­ზე რე­ა­გი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს კომ­პე­ტენ­ცი­ის სფე­როა. ცხო­ვე­ლის სა­ზღვარ­ზე გად­მოყ­ვა­ნას სა­ბა­ჟო სამ­სა­ხუ­რი აკონ­ტრო­ლებს.სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბის მიერ გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის შემ­დეგ ეს ცხო­ვე­ლე­ბი, შე­სა­ბა­მი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბის დაც­ვით, დრო­ე­ბით შე­ნახ­ვა­ზე გად­მოჰ­ყავთ თბი­ლი­სის ზო­ო­პარკში. სა­თა­ნა­დო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის არარ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­სა­მარ­თლოს ან შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ცხო­ვე­ლი ზო­ო­პარკში რჩე­ბა.

  • რამ­დე­ნად ხში­რად მოჰ­ყავთ ზო­ო­პარკში ჩა­მორ­თმე­უ­ლი ცხო­ვე­ლე­ბი?

ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლი­სის ზო­ო­პარკში ამ გზით მოხ­ვდა 5 დათ­ვი, 2 მა­კა­კა, წავი, თუ­თი­ყუ­შე­ბი და მტა­ცე­ბე­ლი ფრინ­ვე­ლე­ბი. ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი, კერ­ძო პი­რე­ბის ხელ­ში უკა­ნო­ნოდ მყო­ფი ცხო­ვე­ლე­ბი, ზო­ო­პარკში გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტის გა­ფორ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მო­იყ­ვა­ნა.

  • გვჭირ­დე­ბო­და თუ არა ზო­ო­პარკში ახა­ლი ლომი?

თბი­ლი­სის ზო­ო­პარკში შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია კო­ლექ­ცი­ის გეგ­მა, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს, რა სა­ხე­ო­ბის ცხო­ვე­ლი უნდა გვყავ­დეს, რის­თვის და რამ­დე­ნი. ჩა­მორ­თმე­უ­ლი ცხო­ვე­ლე­ბი ზო­ო­პარ­კის­თვის ყო­ველ­თვის დიდი პრობ­ლე­მაა და ამ­გვა­რი „სი­ურპრი­ზე­ბი“ და­მა­ტე­ბით სირ­თუ­ლე­ებს გვიქ­მნის, რად­გან წი­ნას­წარ არ ვი­ცით, რა სა­ხე­ო­ბა იქ­ნე­ბა, რა ასა­კის, რა სქე­სის და ა.შ. მა­გა­ლი­თად, ახლა სა­ერ­თოდ არ ვი­ყა­ვით მზად ლო­მის მი­სა­ღე­ბად. ამ­გვარ შემ­თხვე­ვებ­ში არ გვაქვს წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა (იგუ­ლის­ხმე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სივ­რცის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და კე­თილ­მო­წყო­ბა, კვე­ბა, სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბი და ა.შ.), გა­მო­უ­ვალ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვვარ­დე­ბით და იძუ­ლე­ბულ­ნი ვხდე­ბით, მი­ვი­ღოთ ცხო­ვე­ლი, ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს სხვა ინ­სტი­ტუ­ცია, სა­დაც მისი და­ტო­ვე­ბა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ეს ცხო­ვე­ლე­ბი გან­წი­რუ­ლე­ბი არი­ან და მათი მო­მა­ვა­ლი გა­ურ­კვე­ვე­ლია.

  • და, ბო­ლოს...

კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ ცხო­ვე­ლი არ არის სა­თა­მა­შო. მა­ში­ნაც კი, როცა ოჯა­ხი ძაღ­ლის, კა­ტის, თუ­თი­ყუ­შის ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის აყ­ვა­ნას გეგ­მავს, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უნდა იქ­ნას ყვე­ლა ფაქ­ტო­რი: ის, რომ ცხო­ველს სჭირ­დე­ბა მის­თვის შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მო, კვე­ბა, ვეტ­მომ­სა­ხუ­რე­ბა, ყუ­რა­დღე­ბა და სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბა.

  • გვაქვს კი ამ ყვე­ლაფ­რის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­შუ­ა­ლე­ბა?

ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ოჯა­ხი ვე­ღარ უვ­ლის ცხო­ველს და უწევს მისი გა­ჩუ­ქე­ბა ან, უა­რეს შემ­თხვე­ვა­ში, ქუ­ჩა­ში გაშ­ვე­ბა.გა­რე­ულ ცხო­ვე­ლებ­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ... ჩვენ, ადა­მი­ა­ნებს, ყო­ველ­თვის უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ცხო­ველს აქვს ინ­ტე­ლექ­ტი, ემო­ცი­ე­ბი და გრძნო­ბე­ბი. გარ­თო­ბის მიზ­ნით აყ­ვა­ნი­ლი და თა­ვი­დან მო­შო­რე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლის ბედი ყო­ველ­თვის ტრა­გი­კუ­ლია.

ფოტო: ნია ტყე­შე­ლაშ­ვი­ლი

ლო­მის ბოკ­ვე­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მას შემ­დეგ მო­ექ­ცა, რაც ორგზის ოლიმ­პი­ურ­მა ჩემ­პი­ონ­მა ძი­უ­დო­ში, ლეშა ბე­ქა­ურ­მა მას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო “ინ­სტაგ­რამ­ზე“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ვი­დე­ოს გამო სპორ­ტსმე­ნი კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი გახ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან ბოკ­ვე­რი თბი­ლი­სის ზო­ო­პარკში მი­იყ­ვა­ნა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

როგორ მოხვდა ლომის ბოკვერი თბილისის ზოოპარკში? როგორ გრძნობს თავს? - საქართველოში შემოყვანილი ცხოველის ამბავი თანმიმდევრულად და დეტალურად: რას წერს ზოოპარკი

როგორ მოხვდა ლომის ბოკვერი თბილისის ზოოპარკში? როგორ გრძნობს თავს? - საქართველოში შემოყვანილი ცხოველის ამბავი თანმიმდევრულად და დეტალურად: რას წერს ზოოპარკი

თბილისის ზოოპარკი მათთან მიყვანილი ლომის ბოკვრის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ავრცელებს.

“ამბავი თანმიმდევრულად და დეტალურად“, - წერს ზოოპარკი და ყველა იმ კითხვას სცემს პასუხის, რომელიც ამ ბოლო დროს საზოგადოებას გაუჩნდა.

  • როგორ მოხვდა ლომის ბოკვერი თბილისის ზოოპარკში?

26 დეკემბერს, დილით ლაშა ბექაურმა თბილისის ზოოპარკში ლომის ბოკვერი მოიყვანა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლის თანდასწრებით ზოოპარკს გადმოსცა.

  • როგორ გრძნობს თავს ბოკვერი?

ზოოპარკის ვეტექიმების შეფასებით ცხოველს კუნთოვანი მასის განვითარების შეფერხებისა და რაქიტის ნიშნები აქვს. გარდა ამისა, აღენიშნება საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. ეს ყველაფერი დედისგან მოშორებისა და ხელოვნურ კვებაზე გადაყვანის შედეგია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა ცხოველი, იქნება ის საზღვარზე თუ საქართველოს ტერიტორიაზე ჩამორთმეული, ზოოპარკში ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემით შემოდის და, ფაქტობრივად, ყოველ მათგანს რეაბილიტაციის კურსი ესაჭიროება.მოყვანიდან რამდენიმე საათში ბოკვრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. საჭირო გახდა ინტენსიური ჩარევა და ჩვენი ვეტექიმების რამდენიმესაათიანი ძალისხმევის შედეგად ცხოველის მდგომარეობა ნელ-ნელა დასტაბილურდა. ამჟამად თავს უკეთ გრძნობს, მაგრამ გარკვეულ მკურნალობას მაინც საჭიროებს და, შესაბამისად, ვეტექიმების 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

  • აქვს თუ არა თბილისის ზოოპარკს ცხოველის ჩამორთმევის უფლება?

თბილისის ზოოპარკი პასუხისმგებელია ზოოპარკის ბინადარ ცხოველებზე. ჩვენი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ არსებულ, კერძო პირის ან კომპანიის საკუთრებაში მყოფ ცხოველებზე ჩვენი უფლებამოსილება არ ვრცელდება. ზოოპარკს არ აქვს ცხოველების კონფისკაციის უფლება. ცხოველების კონტროლი და კონკრეტულ ფაქტებზე რეაგირება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციის სფეროა. ცხოველის საზღვარზე გადმოყვანას საბაჟო სამსახური აკონტროლებს.სახელმწიფო უწყებების მიერ გარეული ცხოველების ჩამორთმევის შემდეგ ეს ცხოველები, შესაბამისი პროცედურების დაცვით, დროებით შენახვაზე გადმოჰყავთ თბილისის ზოოპარკში. სათანადო დოკუმენტაციის არარსებობის შემთხვევაში სასამართლოს ან შესაბამისი უწყებების გადაწყვეტილების საფუძველზე ცხოველი ზოოპარკში რჩება.

  • რამდენად ხშირად მოჰყავთ ზოოპარკში ჩამორთმეული ცხოველები?

ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისის ზოოპარკში ამ გზით მოხვდა 5 დათვი, 2 მაკაკა, წავი, თუთიყუშები და მტაცებელი ფრინველები. ზემოთ ჩამოთვლილი, კერძო პირების ხელში უკანონოდ მყოფი ცხოველები, ზოოპარკში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შესაბამისი დოკუმენტის გაფორმების საფუძველზე მოიყვანა.

  • გვჭირდებოდა თუ არა ზოოპარკში ახალი ლომი?

თბილისის ზოოპარკში შემუშავებულია კოლექციის გეგმა, რომელიც განსაზღვრავს, რა სახეობის ცხოველი უნდა გვყავდეს, რისთვის და რამდენი. ჩამორთმეული ცხოველები ზოოპარკისთვის ყოველთვის დიდი პრობლემაა და ამგვარი „სიურპრიზები“ დამატებით სირთულეებს გვიქმნის, რადგან წინასწარ არ ვიცით, რა სახეობა იქნება, რა ასაკის, რა სქესის და ა.შ. მაგალითად, ახლა საერთოდ არ ვიყავით მზად ლომის მისაღებად. ამგვარ შემთხვევებში არ გვაქვს წინასწარ მომზადების საშუალება (იგულისხმება შესაბამისი სივრცის უზრუნველყოფა და კეთილმოწყობა, კვება, სამკურნალო პრეპარატები და ა.შ.), გამოუვალ სიტუაციაში ვვარდებით და იძულებულნი ვხდებით, მივიღოთ ცხოველი, ვინაიდან საქართველოში არ არსებობს სხვა ინსტიტუცია, სადაც მისი დატოვება იქნება შესაძლებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ცხოველები განწირულები არიან და მათი მომავალი გაურკვეველია.

  • და, ბოლოს...

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ცხოველი არ არის სათამაშო. მაშინაც კი, როცა ოჯახი ძაღლის, კატის, თუთიყუშის ან ნებისმიერი სხვა შინაური ცხოველის აყვანას გეგმავს, გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა ფაქტორი: ის, რომ ცხოველს სჭირდება მისთვის შესაბამისი გარემო, კვება, ვეტმომსახურება, ყურადღება და სხვადასხვა აქტივობა.

  • გვაქვს კი ამ ყველაფრის უზრუნველყოფის საშუალება?

ხშირია შემთხვევები, როდესაც ოჯახი ვეღარ უვლის ცხოველს და უწევს მისი გაჩუქება ან, უარეს შემთხვევაში, ქუჩაში გაშვება.გარეულ ცხოველებზე აღარაფერს ვამბობთ... ჩვენ, ადამიანებს, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ცხოველს აქვს ინტელექტი, ემოციები და გრძნობები. გართობის მიზნით აყვანილი და თავიდან მოშორებული ცხოველის ბედი ყოველთვის ტრაგიკულია.

ფოტო: ნია ტყეშელაშვილი

ლომის ბოკვერი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ძიუდოში, ლეშა ბექაურმა მასთან ერთად გადაღებული ვიდეო “ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.

ვიდეოს გამო სპორტსმენი კრიტიკის ობიექტი გახდა. მოგვიანებით მან ბოკვერი თბილისის ზოოპარკში მიიყვანა.

იხილეთ ასევე: