სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი რუხაძე მიხეილ ყაველაშვილზე - “შესაძლებელია უკეთესი, უფრო გამაერთიანებელი ადამიანი არჩეულიყო... ადამიანი, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად მუშაობდა, ვიდრე "ხალხის ძალა"
ირაკლი რუხაძე მიხეილ ყაველაშვილზე - “შესაძლებელია უკეთესი, უფრო გამაერთიანებელი ადამიანი არჩეულიყო... ადამიანი, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად მუშაობდა, ვიდრე "ხალხის ძალა"

“შე­საძ­ლე­ბე­ლია უკე­თე­სი ყო­ფი­ლი­ყო უფრო გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ყო­ფი­ლი­ყო არ­ჩე­უ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთ­თან უფრო კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად მუ­შა­ობ­და, ვიდ­რე "ხალ­ხის ძალა", - ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმე­დის“ მფლო­ბელ­მა, ბიზ­ნეს­მენ­მა ირაკ­ლი რუ­ხა­ძემ “იმე­დის“ ეთერ­ში სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გი­ის მიერ პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ­ჩე­ულ მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს­თან შეხ­ვედ­რის დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა.

  • რუ­ხა­ძის თქმით, მან სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რა, რომ, როცა “ამ­ხე­ლა ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე ვართ, ბევ­რად უფრო მეტი ყუ­რა­დღე­ბა მარ­თებს მმარ­თველ პარ­ტი­ას, რას და რო­გორ გა­ა­კე­თებს“.

"მე თუ მკი­თხავთ, ბევ­რად უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და იმის­და მი­უ­ხე­და­ვად, რომ მე ბა­ტონ ყა­ვე­ლაშ­ვილს არ ვიც­ნობ, მხო­ლოდ კარ­გი გა­მი­გია მას­ზე, შე­იძ­ლე­ბა, ფან­ტას­ტი­კუ­რი კან­დი­და­ტია, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი და იმე­დი მაქვს, რომ ყვე­ლას ძა­ლი­ან გაგ­ვაკ­ვირ­ვებს და ბედ­ნი­ე­რე­ბი ვიქ­ნე­ბით ოთხი წლის მერე თუ ხუთი წლის მერე, რომ ეს კაცი იყო არ­ჩე­უ­ლი. შე­საძ­ლე­ბე­ლია უკე­თე­სი ყო­ფი­ლი­ყო უფრო გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ყო­ფი­ლი­ყო არ­ჩე­უ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც და­სავ­ლეთ­თან უფრო კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად მუ­შა­ობ­და, ვიდ­რე "ხალ­ხის ძალა", ესეც ვთქვი. როცა ამ­ხე­ლა ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე ვართ, ბევ­რად უფრო მეტი ყუ­რა­დღე­ბა მარ­თებს მმარ­თველ პარ­ტი­ას, რას გა­ა­კე­თებს და რო­გორ გა­ა­კე­თებს“, - აღ­ნიშ­ნა რუ­ხა­ძემ “იმედ­თან“.

  • მა­ნამ­დე რუ­ხა­ძემ თქვა, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრსა და ბიზ­ნე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის შეხ­ვედ­რა­ზე მის მიერ ნათ­ქვამ­მა “სი­ტყვამ ვნე­ბა­თა­ღელ­ვა გა­მო­იწ­ვია“, შე­სა­ბა­მი­სად, შეც­დე­ბა გა­ი­მე­ო­როს ის, რაც შეხ­ვედ­რა­ზე მის მიერ გაჟ­ღერ­და.

“იყო ხალ­ხი,რო­მე­ლიც დღეს აკ­რი­ტი­კებს მთავ­რო­ბას, იმი­ტომ, რომ მი­აჩ­ნია, რომ დღეს მთავ­რო­ბა არას­წორ პო­ზი­ცი­ა­ზე დგას და იყო ხალ­ხი, ვი­საც მი­აჩ­ნია,რომ მთავ­რო­ბა დგას სწორ მხა­რეს და რო­მელ­საც რა თქმა უნდა, მეც ვე­კუთ­ვნი.

მე ვთქვი სი­ტყვა, რო­მელ­მაც, რო­გორც ვხე­დავ, გა­მო­იწ­ვია ვნე­ბა­თა­ღელ­ვა. მე არ ვა­პი­რებ­დი არა­ნა­ი­რი სი­ტყვის თქმას, იქ მო­მი­ვი­და თავ­ში, რომ მეთ­ქვა, ამი­ტომ შე­ვეც­დე­ბი, რა­ღაც­ნა­ი­რად გა­ვი­მე­ო­რო.

რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფე­რი ზუს­ტად არ მახ­სოვს, რაც იქ ვთქვი, მაგ­რამ შე­ვეც­დე­ბი გა­ვი­მე­ო­რო, იქ, რა ვთქვი. პრე­მი­ერ­მა ძა­ლი­ან დე­ტა­ლუ­რად და გრძლად მოყ­ვა ის­ტო­რია უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბი­დან და სად ვართ დღეს. ამ ის­ტო­რი­ას მე, დიდ­წი­ლად ვე­თან­ხმე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა ნი­უ­ანსს არ ვე­თან­ხმე­ბი, მაგ­რამ დიდ­წი­ლად ვე­თან­ხმე­ბი და ამას ყვე­ლა გუ­ლის­ყუ­რით ვუს­მენ­დით. რო­დე­საც მორ­ჩა და კი­თხვე­ბი წა­ვი­და, მე უბ­რა­ლოდ, და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი რა­ღაც ვთქვი, პრე­მი­ერს ვუ­თხა­რი, რომ ეს ის­ტო­რია, რო­მელ­საც თქვენ ჰყვე­ბით, არის ძა­ლი­ან რთუ­ლი ის­ტო­რია და ის, რომ ჩვენ გუ­ლის­ყუ­რით გის­მენ­დით და არ გა­წყვე­ტი­ნებ­დით, არ უნდა გა­და­ი­თარ­გმნოს იმა­ში, რომ... ჯერ ერთი, ან ყვე­ლას გვეს­მის, რა­საც გვიყ­ვე­ბით იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ნი­უ­ან­სია ის­ტო­რი­ა­ში, რო­მელ­საც ჰყვე­ბით, ან რა­ტომ­ღაც ყვე­ლა­ნი ვე­თან­ხმე­ბით. ჩვენ უბ­რა­ლოდ პა­ტი­ვის­ცე­მით გის­მენ­დით და არ გა­წყვე­ტი­ნებ­დით, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს,რომ ამ ოთახ­ში ხალ­ხი ეთან­ხმე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და რუ­ხა­ძემ.

  • რუ­ხა­ძემ სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ე­ბი გან­მარ­ტა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც:

“მე ვთქვი, შენ თუ თა­ვი­დან, პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის არ გჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­გან მო­ი­თხოვ­დნენ ომში ჩაბ­მას, მა­შინ ყვე­ლა­ფე­რი სხვა არის სა­გი­ჟე­თი, ანუ მერე, ყვე­ლა­ნა­ი­რი მოქ­მე­დე­ბა, რაც “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ გა­ა­კე­თა, არა­ფერ­ში ჯდე­ბა.

მე ვთქვი, რომ უცებ-უცებ, მთელ და­სავ­ლურ სამ­ყა­როს შე­ას­კდა, ყვე­ლა გა­და­იმ­ტე­რა, მთე­ლი მსოფ­ლიო მოგ­ვიტ­რი­ალ­და და ჩვენ გვა­გი­ნებ­და, ეს არა­ფერ­ში არ ჯდე­ბა, თუ იმ პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის [სა­ქარ­თვე­ლოს ომში ჩაბ­მის მო­თხოვ­ნა] არ გჯე­რა. ეს ვთქვი მე და ჩემი გა­მოს­ვლის მთა­ვა­რი ნა­წი­ლი იყო ეს. მე ვთქვი, რომ ეს არის ურ­თუ­ლე­სი ის­ტო­რია,რო­მელ­საც თქვენ ჰყვე­ბით, ბა­ტო­ნო პრე­მი­ე­რო და მე ზუს­ტად ვიცი, რომ ამ ოთახ­ში არის ხალ­ხი, რო­მელ­საც პირ­ვე­ლი ნა­წილ­ში არ სჯე­რა, იმი­ტომ კი არა, რომ ცუ­დე­ბი არი­ან, კარ­გე­ბი არი­ან - მე მყავს მე­გობ­რე­ბი, პარტნი­ო­რე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც ვკა­მა­თობ, რომ­ლებ­საც შე­მიძ­ლია ვაჩ­ვე­ნო, შე­ხე­დე, ჰი­ლა­რი კლინ­ტონ­მა რა თქვა, შე­ხე­დე, აქ რა წე­რია, იქ რა წე­რია და მა­ინც მი­ჭირს იმის დამ­ტკი­ცე­ბა, რომ ვუ­თხრა, “რა უნდა გვე­ო­მა, სამ დღე­ში დავ­მარ­ცხდე­ბო­დით“. ასე თუ გჯე­რა, მა­შინ, უკვე შემ­დე­გი ყვე­ლა­ფე­რი არის - მერე იწყებ ფიქ­რს, რამ გა­ა­გი­ჟა ეს ხალ­ხი, რა სი­გი­ჟე­ში გამ­ხვი­ეს, მარ­თლა, რა აქვთ ტვინ­ში, მარ­თლა რუ­სეთ­ში ხომ არ მივ­ყა­ვართ, მარსზე ხომ არ მი­მაფ­რე­ნენ, რა ხდე­ბა. ამა­ზე იყო, რაც მე ვთქვი - მე ვთქვი, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თქვენ, რო­დე­საც ამ ის­ტო­რი­ას ჰყვე­ბით, ეს პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი კარ­გად უნდა იყოს ახ­სნი­ლი“ , - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი რუ­ხა­ძემ “იმედ­თან“.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

ირაკლი რუხაძე მიხეილ ყაველაშვილზე - “შესაძლებელია უკეთესი, უფრო გამაერთიანებელი ადამიანი არჩეულიყო... ადამიანი, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად მუშაობდა, ვიდრე "ხალხის ძალა"

ირაკლი რუხაძე მიხეილ ყაველაშვილზე - “შესაძლებელია უკეთესი, უფრო გამაერთიანებელი ადამიანი არჩეულიყო... ადამიანი, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად მუშაობდა, ვიდრე "ხალხის ძალა"

“შესაძლებელია უკეთესი ყოფილიყო უფრო გამაერთიანებელი ადამიანი ყოფილიყო არჩეული. განსაკუთრებით ადამიანი, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად მუშაობდა, ვიდრე "ხალხის ძალა", - ამის შესახებ ტელეკომპანია “იმედის“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ “იმედის“ ეთერში საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულ მიხეილ ყაველაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, როდესაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

  • რუხაძის თქმით, მან საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, რომ, როცა “ამხელა ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე ვართ, ბევრად უფრო მეტი ყურადღება მართებს მმართველ პარტიას, რას და როგორ გააკეთებს“.

"მე თუ მკითხავთ, ბევრად უკეთესი იქნებოდა იმისდა მიუხედავად, რომ მე ბატონ ყაველაშვილს არ ვიცნობ, მხოლოდ კარგი გამიგია მასზე, შეიძლება, ფანტასტიკური კანდიდატია, როგორც პრეზიდენტი და იმედი მაქვს, რომ ყველას ძალიან გაგვაკვირვებს და ბედნიერები ვიქნებით ოთხი წლის მერე თუ ხუთი წლის მერე, რომ ეს კაცი იყო არჩეული. შესაძლებელია უკეთესი ყოფილიყო უფრო გამაერთიანებელი ადამიანი ყოფილიყო არჩეული. განსაკუთრებით ადამიანი, რომელიც დასავლეთთან უფრო კონსტრუქციულად მუშაობდა, ვიდრე "ხალხის ძალა", ესეც ვთქვი. როცა ამხელა ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე ვართ, ბევრად უფრო მეტი ყურადღება მართებს მმართველ პარტიას, რას გააკეთებს და როგორ გააკეთებს“, - აღნიშნა რუხაძემ “იმედთან“.

  • მანამდე რუხაძემ თქვა, რომ პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე მის მიერ ნათქვამმა “სიტყვამ ვნებათაღელვა გამოიწვია“, შესაბამისად, შეცდება გაიმეოროს ის, რაც შეხვედრაზე მის მიერ გაჟღერდა.

“იყო ხალხი,რომელიც დღეს აკრიტიკებს მთავრობას, იმიტომ, რომ მიაჩნია, რომ დღეს მთავრობა არასწორ პოზიციაზე დგას და იყო ხალხი, ვისაც მიაჩნია,რომ მთავრობა დგას სწორ მხარეს და რომელსაც რა თქმა უნდა, მეც ვეკუთვნი.

მე ვთქვი სიტყვა, რომელმაც, როგორც ვხედავ, გამოიწვია ვნებათაღელვა. მე არ ვაპირებდი არანაირი სიტყვის თქმას, იქ მომივიდა თავში, რომ მეთქვა, ამიტომ შევეცდები, რაღაცნაირად გავიმეორო.

რა თქმა უნდა, ყველაფერი ზუსტად არ მახსოვს, რაც იქ ვთქვი, მაგრამ შევეცდები გავიმეორო, იქ, რა ვთქვი. პრემიერმა ძალიან დეტალურად და გრძლად მოყვა ისტორია უკრაინაში ომის დაწყებიდან და სად ვართ დღეს. ამ ისტორიას მე, დიდწილად ვეთანხმები, შეიძლება ყველა ნიუანსს არ ვეთანხმები, მაგრამ დიდწილად ვეთანხმები და ამას ყველა გულისყურით ვუსმენდით. როდესაც მორჩა და კითხვები წავიდა, მე უბრალოდ, დაახლოებით ასეთი რაღაც ვთქვი, პრემიერს ვუთხარი, რომ ეს ისტორია, რომელსაც თქვენ ჰყვებით, არის ძალიან რთული ისტორია და ის, რომ ჩვენ გულისყურით გისმენდით და არ გაწყვეტინებდით, არ უნდა გადაითარგმნოს იმაში, რომ... ჯერ ერთი, ან ყველას გვესმის, რასაც გვიყვებით იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ნიუანსია ისტორიაში, რომელსაც ჰყვებით, ან რატომღაც ყველანი ვეთანხმებით. ჩვენ უბრალოდ პატივისცემით გისმენდით და არ გაწყვეტინებდით, მაგრამ ეს არ ნიშნავს,რომ ამ ოთახში ხალხი ეთანხმება“, - განაცხადა რუხაძემ.

  • რუხაძემ საკუთარი პოზიციები განმარტა “ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებითაც:

“მე ვთქვი, შენ თუ თავიდან, პირველი ნაწილის არ გჯერა, რომ საქართველოსგან მოითხოვდნენ ომში ჩაბმას, მაშინ ყველაფერი სხვა არის საგიჟეთი, ანუ მერე, ყველანაირი მოქმედება, რაც “ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, არაფერში ჯდება.

მე ვთქვი, რომ უცებ-უცებ, მთელ დასავლურ სამყაროს შეასკდა, ყველა გადაიმტერა, მთელი მსოფლიო მოგვიტრიალდა და ჩვენ გვაგინებდა, ეს არაფერში არ ჯდება, თუ იმ პირველი ნაწილის [საქართველოს ომში ჩაბმის მოთხოვნა] არ გჯერა. ეს ვთქვი მე და ჩემი გამოსვლის მთავარი ნაწილი იყო ეს. მე ვთქვი, რომ ეს არის ურთულესი ისტორია,რომელსაც თქვენ ჰყვებით, ბატონო პრემიერო და მე ზუსტად ვიცი, რომ ამ ოთახში არის ხალხი, რომელსაც პირველი ნაწილში არ სჯერა, იმიტომ კი არა, რომ ცუდები არიან, კარგები არიან - მე მყავს მეგობრები, პარტნიორები, რომლებთანაც ვკამათობ, რომლებსაც შემიძლია ვაჩვენო, შეხედე, ჰილარი კლინტონმა რა თქვა, შეხედე, აქ რა წერია, იქ რა წერია და მაინც მიჭირს იმის დამტკიცება, რომ ვუთხრა, “რა უნდა გვეომა, სამ დღეში დავმარცხდებოდით“. ასე თუ გჯერა, მაშინ, უკვე შემდეგი ყველაფერი არის - მერე იწყებ ფიქრს, რამ გააგიჟა ეს ხალხი, რა სიგიჟეში გამხვიეს, მართლა, რა აქვთ ტვინში, მართლა რუსეთში ხომ არ მივყავართ, მარსზე ხომ არ მიმაფრენენ, რა ხდება. ამაზე იყო, რაც მე ვთქვი - მე ვთქვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ, როდესაც ამ ისტორიას ჰყვებით, ეს პირველი ნაწილი კარგად უნდა იყოს ახსნილი“ , - განაცხადა ირაკლი რუხაძემ “იმედთან“.