კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრა დასრულდა: რაზე შეთანხმდნენ მხარეები
პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრა დასრულდა: რაზე შეთანხმდნენ მხარეები

“გვქონ­და ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო და კარ­გი სა­უ­ბა­რი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გორ უნდა ჩა­ტარ­დეს ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი“, - ამის შე­სა­ხებ “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ პრე­ზი­დენ­ტი­სა და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

  • ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის თქმით, შეხ­ვედ­რა­ზე პრე­ზი­დენ­ტმა გა­მოთ­ქვა მზა­ო­ბა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეს­თან, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან დი­ა­ლოგ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

“გვქონ­და ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო და კარ­გი სა­უ­ბა­რი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­გორ უნდა ჩა­ტარ­დეს ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, რა პი­რო­ბებ­ში იმი­სათ­ვის, რომ გა­მო­ი­რი­ცხოს ის უმ­სგავ­სო­ბე­ბი, რაც ჩვენ ვი­ხი­ლეთ 26 ოქ­ტომ­ბერს. ამავდრო­უ­ლად, ვმსჯე­ლობთ პრე­ზი­დენ­ტთან ერ­თად იმა­ზე, თუ რო­გორ უნდა გა­დავ­დგათ შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბი, რომ იყოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი. პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და მზა­ო­ბა დი­ა­ლო­გის­თვის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან“, - გა­ნა­ცხა­და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ.

  • შეხ­ვედ­რის შემ­დეგ კო­მენ­ტა­რი მე­დი­ას­თან “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, დი­მიტ­რი ცქი­ტიშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა.

“ეს არის სა­და­ვო სა­კი­თხი, ჩვენ­თვის ჩარ­ჩო არის ერთი, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვა­ი­ძუ­ლოთ, და­ნიშ­ნოს არ­ჩევ­ნე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ცქი­ტიშ­ვილ­მა, რი­თაც “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის“ ლი­დე­რის , ნიკა გვა­რა­მი­ას გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ მისი პი­რა­დი პო­ზი­ცი­აა, პარ­ლა­მენ­ტის და­თხოვ­ნა და ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი.

ცქი­ტიშ­ვი­ლის თქმით, ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა უნდა მოხ­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე “შიდა და გარე ზე­წო­ლით“.

“შიდა და გარე ზე­წო­ლით, პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვა­ი­ძუ­ლოთ და­ი­ნიშ­ნოს არ­ჩევ­ნე­ბი და ეს არ­ჩევ­ნე­ბი უნდა იყოს გა­რან­ტი­რე­ბუ­ლად უკე­თე­სი, არ მივ­ცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ კი­დევ ერთხელ მო­ი­პა­როს არ­ჩევ­ნე­ბი. ამის წი­ნა­პი­რო­ბა არის არა მხო­ლოდ იმ ხალ­ხის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რომ­ლებ­საც პა­ტიმ­რო­ბის ვადა ისე­დაც გას­დით, არა­მედ სის­ხლის სა­მარ­თლის მუხ­ლით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი უნდა გა­მო­ვიდ­ნენ და შე­წყდეს მათ მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლის დევ­ნა.

  • მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა. ამ ეტაპ­ზე ბევრ სი­ახ­ლეს ვერ გე­ტყვით, მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა და ჩვენ ვთან­ხმდე­ბით იმა­ზე, რომ პრინ­ცი­პუ­ლი სა­კი­თხე­ბი იყოს შე­თან­ხმე­ბუ­ლი იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა 29 დე­კემ­ბრამ­დე, თუკი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გო­ნი­ე­რე­ბას გა­მო­ი­ჩენს და მო­ლა­პა­რა­კე­ებ­ზე მოვა, ჩვენ მზად უნდა გვქონ­დეს ხედ­ვე­ბი, რო­მე­ლიც არის ქვეყ­ნის კრი­ზი­სი­დან გა­მოყ­ვა­ნის.

ამ მო­საზ­რე­ბე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი მზად არის, რა თქმა უნდა, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი არის მცი­რე სა­კი­თხებ­ში. თუმ­ცა არა­ვის გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ გო­ნი­ე­რე­ბას გა­მო­ი­ჩენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ამი­ტომ ჩვენ მზად უნდა ვი­ყოთ იმის­თვის, რომ 29 დე­კემ­ბრის მე­რეც გვქონ­დეს ნა­ბი­ჯე­ბი, რათა მზად ვი­ყოთ გაღ­რმა­ვე­ბუ­ლი კრი­ზი­სის­თვის, რო­მე­ლიც მო­სა­ლოდ­ნე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ცქი­ტიშ­ვილ­მა.

  • “ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­ი­ნიშ­ნოს პარ­ლა­მენ­ტის და­თხოვ­ნით - ჩვენ უნდა ვი­ყოთ მზად იმი­სათ­ვის, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით 29 დე­კემ­ბრი­დან კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იქ­ნას მი­ღე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ლი­დერ­მა, ნიკა გვა­რა­მი­ამ.

ნიკა გვა­რა­მი­ას თქმით, შეხ­ვედ­რი­სას გა­მო­იკ­ვე­თა კონ­ტუ­რე­ბი ერ­თი­ან ფორ­მატ­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის სტრუქ­ტუ­რი­რე­ბის და ფორ­მა­ლი­ზა­ცი­ის.

“მე რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი და კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლის­ტი ისევ ამ აზ­რზე ვრჩე­ბი (პარ­ლა­მენ­ტის და­თხოვ­ნა და ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი). მე ვერ ვხე­დავ ან­ტი­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, თუმ­ცა კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, ერ­თი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა მი­სა­ღე­ბი. დღეს გა­მო­იკ­ვე­თა კონ­ტუ­რე­ბი ერ­თი­ან ფორ­მატ­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის სტრუქ­ტუ­რი­რე­ბის, ფორ­მა­ლი­ზა­ცი­ის, რი­თაც მე ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი უნდა მი­ი­ღოს რო­გორ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილ­მა, ასე­ვე პო­ლი­ტი­კურ­მა ნა­წილ­მა. მთა­ვა­რი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით არის ის, ვინც დარ­ჩა ამ ქვე­ყა­ნა­ში ლე­გი­ტი­მუ­რი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით, ეს არის პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ნიკა გვა­რა­მი­ამ.

  • “ერ­თი­ა­ნო­ბა - ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი გი­ორ­გი ვა­შა­ძე:

“ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი არის ის რომ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ჩარ­ჩო­ე­ბი­დან გა­სუ­ლია, ამი­ტომ, ამ ჩარ­ჩო­ებ­ში და­აბ­რუ­ნებს ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, მეტი არა­ფე­რი.

რაც შე­ხე­ბა მე­ქა­ნიზმს, ვი­სა­უბ­რეთ - 29 დე­კემ­ბრის შემ­დეგ, რა ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მი უნდა იყოს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ლე­გი­ტი­მურ პრე­ზი­დენ­ტთან, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან ერ­თად წარ­მარ­თავს პო­ლი­ტი­კურ-სა­ზო­გა­დო­ებ­რივ პრო­ცესს სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­ტეს­ტი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გაგ­რძელ­დეს, რის­თვი­საც დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც ამ პრო­ტეს­ტში იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. სი­ახ­ლე­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თვი­საც სი­ახ­ლე იყო, ხვალ 19:00 სა­ათ­ზე გვექ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ მე­ქა­ნიზ­მებ­ზე ხვალ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ისა­უბ­რებს - თუ რა მე­ქა­ნიზ­მი წარ­მარ­თვას პო­ლი­ტი­კურ-სა­ზო­გა­დო­ებ­რივ პრო­ცესს, რო­მე­ლიც სჭირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, რო­მე­ლიც და­ე­ლა­პა­რა­კე­ბა პარტნი­ო­რებს და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ექ­ნე­ბა მუდ­მი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცია.

თვით­მარ­ქვია რე­ჟიმს, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა­ში ქა­ო­სი მო­ი­ტა­ნა, ახლა აქვს შან­სი კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ჩარ­ჩო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ში თვი­თო­ნაც მი­ი­ღოს წვლი­ლი. თუ ამას არ აკე­თებს, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ გვი­წევს სხვა რე­ჟიმ­ში გა­დას­ვლა. სხვა მე­ქა­ნიზ­მი იქ­ნე­ბა ის, რომ ჩა­მო­ი­შა­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, თვით­მარ­ქვია რე­ჟი­მი, იმის­თვის რომ ხალ­ხმა და­იბ­რუ­ნოს ძა­ლა­უფ­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, თუ რას ფიქ­რობს, “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის“ ლი­დე­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას გან­ცხა­დე­ბა­ზე, რომ მისი პო­ზი­ცი­აა პარ­ლა­მენ­ტის და­თხოვ­ნა და ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, ვა­შა­ძე ამ­ბობს, რომ სა­ჭი­როა და­სა­ბუ­თე­ბე­ბი და ყვე­ლა მხა­რეს შო­რის შე­თან­ხმე­ბა.

“ჩვენ ყვე­ლა მე­ქა­ნიზ­მზე გვქონ­და სა­უ­ბა­რი. სხვა­დას­ხვა სა­კი­თხე­ბი და­ის­ვა. ამას სჭირ­დე­ბა და­სა­ბუ­თე­ბე­ბი, ყვე­ლა მხა­რეს შო­რის შე­თან­ხმე­ბა და იმ გზით უნდა ვი­ა­როთ, რომ­ლი­თაც მაქ­სი­მა­ლუ­რი კონ­სენ­სუ­სის გზა იქ­ნე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ.

00:00 / 00:00
ავტორი:

პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრა დასრულდა: რაზე შეთანხმდნენ მხარეები

პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრა დასრულდა: რაზე შეთანხმდნენ მხარეები

“გვქონდა ძალიან სასარგებლო და კარგი საუბარი იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები“, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

  • ბადრი ჯაფარიძის თქმით, შეხვედრაზე პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან დიალოგთან დაკავშირებით.

“გვქონდა ძალიან სასარგებლო და კარგი საუბარი იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, რა პირობებში იმისათვის, რომ გამოირიცხოს ის უმსგავსობები, რაც ჩვენ ვიხილეთ 26 ოქტომბერს. ამავდროულად, ვმსჯელობთ პრეზიდენტთან ერთად იმაზე, თუ როგორ უნდა გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები, რომ იყოს უზრუნველყოფილი ახალი არჩევნები. პრეზიდენტმა განაცხადა მზაობა დიალოგისთვის ბიძინა ივანიშვილთან“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

  • შეხვედრის შემდეგ კომენტარი მედიასთან “გახარია საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა გააკეთა.

“ეს არის სადავო საკითხი, ჩვენთვის ჩარჩო არის ერთი, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ, დანიშნოს არჩევნები“, - განაცხადა ცქიტიშვილმა, რითაც “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის , ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ამბობს, რომ მისი პირადი პოზიციაა, პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები.

ცქიტიშვილის თქმით, ხელახალი არჩევნების დანიშვნა უნდა მოხდეს ხელისუფლებაზე “შიდა და გარე ზეწოლით“.

“შიდა და გარე ზეწოლით, პოლიტიკური პროცესებით ხელისუფლება ვაიძულოთ დაინიშნოს არჩევნები და ეს არჩევნები უნდა იყოს გარანტირებულად უკეთესი, არ მივცეთ საშუალება, რომ კიდევ ერთხელ მოიპაროს არჩევნები. ამის წინაპირობა არის არა მხოლოდ იმ ხალხის გათავისუფლება, რომლებსაც პატიმრობის ვადა ისედაც გასდით, არამედ სისხლის სამართლის მუხლით დაკავებულები უნდა გამოვიდნენ და შეწყდეს მათ მიმართ სისხლის სამართლის დევნა.

  • მიმდინარეობს მუშაობა. ამ ეტაპზე ბევრ სიახლეს ვერ გეტყვით, მიმდინარეობს მუშაობა და ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ პრინციპული საკითხები იყოს შეთანხმებული იმისთვის, რომ ქვეყანა 29 დეკემბრამდე, თუკი ხელისუფლება გონიერებას გამოიჩენს და მოლაპარაკეებზე მოვა, ჩვენ მზად უნდა გვქონდეს ხედვები, რომელიც არის ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის.

ამ მოსაზრებების ძირითადი ნაწილი მზად არის, რა თქმა უნდა, განსხვავებული მოსაზრებები არის მცირე საკითხებში. თუმცა არავის გვაქვს მოლოდინი, რომ გონიერებას გამოიჩენს ხელისუფლება, ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ 29 დეკემბრის მერეც გვქონდეს ნაბიჯები, რათა მზად ვიყოთ გაღრმავებული კრიზისისთვის, რომელიც მოსალოდნელია“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

  • “ახალი არჩევნები შეიძლება დაინიშნოს პარლამენტის დათხოვნით - ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ განსაკუთრებით 29 დეკემბრიდან კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნას მიღებული“, - განაცხადა “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას თქმით, შეხვედრისას გამოიკვეთა კონტურები ერთიან ფორმატში გადაწყვეტილებების მიღების სტრუქტურირების და ფორმალიზაციის.

“მე როგორც პოლიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ისევ ამ აზრზე ვრჩები (პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები). მე ვერ ვხედავ ანტიკონსტიტუციურობას ამ მიმართულებით, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთიანი გადაწყვეტილებაა მისაღები. დღეს გამოიკვეთა კონტურები ერთიან ფორმატში გადაწყვეტილებების მიღების სტრუქტურირების, ფორმალიზაციის, რითაც მე ძალიან კმაყოფილი ვარ. გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს როგორ საზოგადოების ნაწილმა, ასევე პოლიტიკურმა ნაწილმა. მთავარი ამ მიმართულებით არის ის, ვინც დარჩა ამ ქვეყანაში ლეგიტიმური საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ეს არის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

  • “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე:

“ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ის რომ, ხელისუფლება საკონსტიტუციო ჩარჩოებიდან გასულია, ამიტომ, ამ ჩარჩოებში დააბრუნებს ახალი არჩევნები, მეტი არაფერი.

რაც შეხება მექანიზმს, ვისაუბრეთ - 29 დეკემბრის შემდეგ, რა ორგანიზაციული მექანიზმი უნდა იყოს, რომელიც საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად წარმართავს პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესს საქართველოში. საქართველოში პროტესტი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რისთვისაც დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ პროტესტში იღებს მონაწილეობას. სიახლეებზე, რომლებიც ჩვენთვისაც სიახლე იყო, ხვალ 19:00 საათზე გვექნება საუბარი. ორგანიზაციულ მექანიზმებზე ხვალ სალომე ზურაბიშვილი ისაუბრებს - თუ რა მექანიზმი წარმართვას პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესს, რომელიც სჭირდება საქართველოს, რომელიც დაელაპარაკება პარტნიორებს და საქართველოს მოქალაქეებთან ექნება მუდმივი კომუნიკაცია.

თვითმარქვია რეჟიმს, რომელმაც ქვეყანაში ქაოსი მოიტანა, ახლა აქვს შანსი კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებაში თვითონაც მიიღოს წვლილი. თუ ამას არ აკეთებს, ასეთ შემთხვევაში, ჩვენ გვიწევს სხვა რეჟიმში გადასვლა. სხვა მექანიზმი იქნება ის, რომ ჩამოიშალოს ხელისუფლება, თვითმარქვია რეჟიმი, იმისთვის რომ ხალხმა დაიბრუნოს ძალაუფლება“, - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება კითხვას, თუ რას ფიქრობს, “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომ მისი პოზიციაა პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები, ვაშაძე ამბობს, რომ საჭიროა დასაბუთებები და ყველა მხარეს შორის შეთანხმება.

“ჩვენ ყველა მექანიზმზე გვქონდა საუბარი. სხვადასხვა საკითხები დაისვა. ამას სჭირდება დასაბუთებები, ყველა მხარეს შორის შეთანხმება და იმ გზით უნდა ვიაროთ, რომლითაც მაქსიმალური კონსენსუსის გზა იქნება“,- განაცხადა ვაშაძემ.