პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“როდესაც ადამიანი შედარებით კეთილდღეობით ცხოვრობს, ნაკლებად ფიქრობს ღმერთზე, როცა შეემთხვევა უბედურება ან რაიმე მძიმე სატანჯველი, ადამიანი მდაბლდება“ - მეუფე შიო
“როდესაც ადამიანი შედარებით კეთილდღეობით ცხოვრობს, ნაკლებად ფიქრობს ღმერთზე, როცა შეემთხვევა უბედურება ან რაიმე მძიმე სატანჯველი, ადამიანი მდაბლდება“ - მეუფე შიო

“რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი შე­და­რე­ბით კე­თილ­დღე­ო­ბით ცხოვ­რობს, ნაკ­ლე­ბად ფიქ­რობს ღმერ­თზე, ღვთის წყა­ლო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე, მაგ­რამ, როცა შე­ემ­თხვე­ვა უბე­დუ­რე­ბა ან რა­ი­მე მძი­მე სა­ტან­ჯვე­ლი, ადა­მი­ა­ნი მდაბ­ლდე­ბა, მას სულ სხვა ხედ­ვა ეხ­სნე­ბა და სხვა­ნა­ი­რი თვა­ლით უყუ­რებს ბევრ რა­მეს...იშ­ვი­ა­თად თუ ვა­ფუძ­ნებთ ჩვენს ცხოვ­რე­ბას ქრის­ტე­სად­მი მად­ლი­ე­რე­ბა­ზე იმ ყვე­ლაფ­რის­თვის, რაც მან ჩვენ­თვის გა­ა­კე­თა“, - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ (მუ­ჯი­რი) ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • მი­სი­ვე თქმით, იშ­ვი­ა­თად თუ ვა­ფუძ­ნებთ ჩვენს ცხოვ­რე­ბას ქრის­ტე­სად­მი მად­ლი­ე­რე­ბა­ზე იმ ყვე­ლაფ­რის­თვის, რაც ჩვენ­თვის გა­ა­კე­თა.

“დღეს ჩვენ სა­ხა­რე­ბა­ში წა­ვი­კი­თხეთ, რომ ერთხელ უფალ იესო ქრის­ტეს შე­მოხ­ვდა ათი კეთ­რო­ვა­ნი კაცი. ისი­ნი მო­შო­რე­ბით დად­გნენ და გა­ი­ძა­ხოდ­ნენ: “იესო მო­ძღვა­რო, შეგ­ვი­წყა­ლე ჩვენ!“ (ლკ. 17, 13). რო­გორც იცით, კეთ­როვ­ნებს ეკ­რძა­ლე­ბო­დათ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცხოვ­რე­ბა და ადა­მი­ა­ნებ­თან ახ­ლოს მის­ვლაც კი. ასე­თი სა­ში­ნე­ლი ხვედ­რი ჰქონ­დათ. ისი­ნი კარ­გავ­დნენ ოჯა­ხებს, კარ­გავ­დნენ ახ­ლობ­ლებს და სრუ­ლი უი­მე­დო­ბი­სა და სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბის ზღვარ­ზე იყ­ვნენ. ამ ათ კეთ­რო­ვანს სა­ნამ ჰქონ­დათ ჯან­მრთე­ლო­ბა და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობ­დნენ, არ სწამ­დათ იესო ქრის­ტე­სი. მათ ირ­გვლივ მრავ­ლად იყ­ვნენ მწიგ­ნობ­რე­ბი, ფა­რი­სევ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც უარ­ყოფ­დნენ იმას, რომ ქრის­ტე არის ღვთის­გან, რომ ის ღვთის ძა­ლით აკე­თებს ყვე­ლა­ფერს; მას დევ­ნიდ­ნენ და დას­ცი­ნოდ­ნენ, რო­გორც გახ­სოვთ. ამი­ტომ არ არის გა­საკ­ვი­რი, რომ ესე­ნიც მათი გავ­ლე­ნის ქვეშ მოქ­ცე­უ­ლიყ­ვნენ; მაგ­რამ რო­დე­საც მათ შე­ემ­თხვათ უბე­დუ­რე­ბა - მძი­მე სენი, მათ გა­ახ­სენ­დათ ყვე­ლა­ფე­რი, რაც სმე­ნო­დათ იესო ქრის­ტე­ზე, მის სას­წა­უ­ლებ­ზე, შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­ან­თი თვა­ლი­თაც კი ჰქონ­დათ ნა­ნა­ხი და აი, მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლა.

  • სა­ერ­თოდ, ცხოვ­რე­ბა­ში ასეა ხში­რად და უმე­ტეს­წი­ლად, რომ რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი შე­და­რე­ბით კე­თილ­დღე­ო­ბით ცხოვ­რობს, ნაკ­ლე­ბად ფიქ­რობს ღმერ­თზე, ღვთის წყა­ლო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე, მაგ­რამ როცა შე­ემ­თხვე­ვა უბე­დუ­რე­ბა ან რა­ი­მე მძი­მე სა­ტან­ჯვე­ლი, ადა­მი­ა­ნი მდაბ­ლდე­ბა, მას სულ სხვა ხედ­ვა ეხ­სნე­ბა და სხვა­ნა­ი­რი თვა­ლით უყუ­რებს ბევრ რა­მეს.

ამ კეთ­როვ­ნებ­საც ასე მო­უ­ვი­დათ. მათ, ღვთის წყა­ლო­ბის გარ­და, არაფ­რის იმე­დი აღარ დარ­ჩე­ნო­დათ, ამი­ტომ მო­დი­ან მა­ცხო­ვარ­თან და სთხო­ვენ შე­წყა­ლე­ბას. უფალ­მა ისი­ნი შო­რი­დან აკურ­თხა და უბ­რძა­ნა, მღვდლებ­თან მი­სუ­ლიყ­ვნენ, ვი­ნა­ი­დან კეთ­როვ­ნის გან­კურ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მღვდელს უნდა და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნა ეს ამ­ბა­ვი, რომ შემ­დეგ ეს გან­კურ­ნე­ბუ­ლი შე­ეშ­ვათ ქა­ლაქ­სა თუ სო­ფელ­ში, ანუ და­სახ­ლე­ბულ ად­გილ­ზე. ისი­ნიც წა­ვიდ­ნენ და მა­ლე­ვე და­ი­ნა­ხეს, რომ ათი­ვე გა­ნი­კურ­ნა, მაგ­რამ მათ­გან მხო­ლოდ ერთი მობ­რუნ­და ქრის­ტეს­კენ, რომ მად­ლო­ბა გა­და­ე­ხა­და მის­თვის. იგი მო­ვი­და უფალ­თან, და­ი­ჩო­ქა მის წი­ნა­შე, ხმა­მაღ­ლა ადი­და ღმერ­თი და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და მას. უფალ­მა უთხრა: “ადე­ქი და წადი, შენ­მა რწმე­ნამ გიხ­სნა შენ“ (ლკ. 17, 19).

სა­ხა­რე­ბის ამ ეპი­ზოდ­ზე როცა ვფიქ­რობთ, ჩვენ თავს ვე­უბ­ნე­ბით ხოლ­მე: არა, მე რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მათ ად­გილ­ზე, ასე არ მო­ვიქ­ცე­ო­დი, ამ ცხრა უმა­დუ­რის ად­გილ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვი­დო­დი უფალ­თან და მად­ლო­ბას შევ­წი­რავ­დი მას. მაგ­რამ მარ­თლა ასეა, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო? მარ­თლა ასე ვგა­ვართ უფრო ამ ერთ მად­ლი­ერს და არ ვგა­ვართ ცხრა უმა­დურს? იესო ქრის­ტემ ხომ ჩვენ­თვის ბევ­რად მეტი რამ გა­ა­კე­თა, ვიდ­რე ამ კეთ­როვ­ნე­ბის­თვის? განა ჩვენც არ გან­გვკურ­ნა მან თა­ვი­სი ტან­ჯვე­ბით? განა არ და­ით­მი­ნა მან ნერ­წყვა, ცემა, ჯვა­რი და სიკ­ვდი­ლი ჩვენ­თვის, ჩვე­ნი გა­დარ­ჩე­ნის­თვის? იმის­თვის, რომ ჩა­ე­დო ჩვენს ბუ­ნე­ბა­ში და ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის მო­ე­ცა ის პო­ტენ­ცი­უ­რი ძალა, რომ­ლი­თაც შეგ­ვიძ­ლია გა­დავ­რჩეთ სა­ში­ნე­ლი ბო­რო­ტე­ბის­გან?! აი, ეს იყო უფ­ლის მთა­ვა­რი ღვაწ­ლი ამ დე­და­მი­წა­ზე.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ჩვენ მა­ინც იშ­ვი­ა­თად ვფიქ­რობთ ამა­ზე, ნაკ­ლე­ბად გვახ­სენ­დე­ბა ეს და იშ­ვი­ა­თად თუ ვა­ფუძ­ნებთ ჩვენს ცხოვ­რე­ბას ქრის­ტე­სად­მი მად­ლი­ე­რე­ბა­ზე იმ ყვე­ლაფ­რის­თვის, რაც მან ჩვენ­თვის გა­ა­კე­თა; ამ­დე­ნად, უფრო ხში­რად ვემ­სგავ­სე­ბით იმ ცხრა უმა­დურს, ვიდ­რე ამ ერთ მად­ლი­ერს. ამ დროს კი სწო­რედ ამ ერ­თთან არის ნამ­დვი­ლი სი­მარ­თლე, ნამ­დვი­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა და სწო­რედ ამ ერ­თთან, მა­ცხოვ­რის ფერ­ხთით შეგ­ვიძ­ლია ჩვენ ვი­ცხოვ­როთ ნამ­დვი­ლი ცხოვ­რე­ბით, მად­ლი­ე­რე­ბით. აი, ეს არის ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მად­ლი­ე­რე­ბი­სა და გზა ჩვე­ნი ცხო­ნე­ბი­სა. ამინ.

დღეს სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის კურ­თხე­ვით, ილო­ცე­ბა ყა­ყი­ჩაშ­ვი­ლე­ბის გვა­რი. ღმერ­თმა გა­გა­ხა­როთ, გამ­რავ­ლოთ და დაგ­ლო­ცოთ“,- აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე შიომ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

“როდესაც ადამიანი შედარებით კეთილდღეობით ცხოვრობს, ნაკლებად ფიქრობს ღმერთზე, როცა შეემთხვევა უბედურება ან რაიმე მძიმე სატანჯველი, ადამიანი მდაბლდება“ - მეუფე შიო

“როდესაც ადამიანი შედარებით კეთილდღეობით ცხოვრობს, ნაკლებად ფიქრობს ღმერთზე, როცა შეემთხვევა უბედურება ან რაიმე მძიმე სატანჯველი, ადამიანი მდაბლდება“ - მეუფე შიო

“როდესაც ადამიანი შედარებით კეთილდღეობით ცხოვრობს, ნაკლებად ფიქრობს ღმერთზე, ღვთის წყალობის აუცილებლობაზე, მაგრამ, როცა შეემთხვევა უბედურება ან რაიმე მძიმე სატანჯველი, ადამიანი მდაბლდება, მას სულ სხვა ხედვა ეხსნება და სხვანაირი თვალით უყურებს ბევრ რამეს...იშვიათად თუ ვაფუძნებთ ჩვენს ცხოვრებას ქრისტესადმი მადლიერებაზე იმ ყველაფრისთვის, რაც მან ჩვენთვის გააკეთა“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

  • მისივე თქმით, იშვიათად თუ ვაფუძნებთ ჩვენს ცხოვრებას ქრისტესადმი მადლიერებაზე იმ ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთა.

“დღეს ჩვენ სახარებაში წავიკითხეთ, რომ ერთხელ უფალ იესო ქრისტეს შემოხვდა ათი კეთროვანი კაცი. ისინი მოშორებით დადგნენ და გაიძახოდნენ: “იესო მოძღვარო, შეგვიწყალე ჩვენ!“ (ლკ. 17, 13). როგორც იცით, კეთროვნებს ეკრძალებოდათ საზოგადოებაში ცხოვრება და ადამიანებთან ახლოს მისვლაც კი. ასეთი საშინელი ხვედრი ჰქონდათ. ისინი კარგავდნენ ოჯახებს, კარგავდნენ ახლობლებს და სრული უიმედობისა და სასოწარკვეთილების ზღვარზე იყვნენ. ამ ათ კეთროვანს სანამ ჰქონდათ ჯანმრთელობა და ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, არ სწამდათ იესო ქრისტესი. მათ ირგვლივ მრავლად იყვნენ მწიგნობრები, ფარისევლები, რომლებიც უარყოფდნენ იმას, რომ ქრისტე არის ღვთისგან, რომ ის ღვთის ძალით აკეთებს ყველაფერს; მას დევნიდნენ და დასცინოდნენ, როგორც გახსოვთ. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ესენიც მათი გავლენის ქვეშ მოქცეულიყვნენ; მაგრამ როდესაც მათ შეემთხვათ უბედურება - მძიმე სენი, მათ გაახსენდათ ყველაფერი, რაც სმენოდათ იესო ქრისტეზე, მის სასწაულებზე, შეიძლება თავიანთი თვალითაც კი ჰქონდათ ნანახი და აი, მათი დამოკიდებულება სრულიად შეიცვალა.

  • საერთოდ, ცხოვრებაში ასეა ხშირად და უმეტესწილად, რომ როდესაც ადამიანი შედარებით კეთილდღეობით ცხოვრობს, ნაკლებად ფიქრობს ღმერთზე, ღვთის წყალობის აუცილებლობაზე, მაგრამ როცა შეემთხვევა უბედურება ან რაიმე მძიმე სატანჯველი, ადამიანი მდაბლდება, მას სულ სხვა ხედვა ეხსნება და სხვანაირი თვალით უყურებს ბევრ რამეს.

ამ კეთროვნებსაც ასე მოუვიდათ. მათ, ღვთის წყალობის გარდა, არაფრის იმედი აღარ დარჩენოდათ, ამიტომ მოდიან მაცხოვართან და სთხოვენ შეწყალებას. უფალმა ისინი შორიდან აკურთხა და უბრძანა, მღვდლებთან მისულიყვნენ, ვინაიდან კეთროვნის განკურნების შემთხვევაში მღვდელს უნდა დაედასტურებინა ეს ამბავი, რომ შემდეგ ეს განკურნებული შეეშვათ ქალაქსა თუ სოფელში, ანუ დასახლებულ ადგილზე. ისინიც წავიდნენ და მალევე დაინახეს, რომ ათივე განიკურნა, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთი მობრუნდა ქრისტესკენ, რომ მადლობა გადაეხადა მისთვის. იგი მოვიდა უფალთან, დაიჩოქა მის წინაშე, ხმამაღლა ადიდა ღმერთი და მადლობა გადაუხადა მას. უფალმა უთხრა: “ადექი და წადი, შენმა რწმენამ გიხსნა შენ“ (ლკ. 17, 19).

სახარების ამ ეპიზოდზე როცა ვფიქრობთ, ჩვენ თავს ვეუბნებით ხოლმე: არა, მე რომ ვყოფილიყავი მათ ადგილზე, ასე არ მოვიქცეოდი, ამ ცხრა უმადურის ადგილზე აუცილებლად მივიდოდი უფალთან და მადლობას შევწირავდი მას. მაგრამ მართლა ასეა, ძვირფასო ძმებო და დებო? მართლა ასე ვგავართ უფრო ამ ერთ მადლიერს და არ ვგავართ ცხრა უმადურს? იესო ქრისტემ ხომ ჩვენთვის ბევრად მეტი რამ გააკეთა, ვიდრე ამ კეთროვნებისთვის? განა ჩვენც არ განგვკურნა მან თავისი ტანჯვებით? განა არ დაითმინა მან ნერწყვა, ცემა, ჯვარი და სიკვდილი ჩვენთვის, ჩვენი გადარჩენისთვის? იმისთვის, რომ ჩაედო ჩვენს ბუნებაში და ყოველი ჩვენგანისთვის მოეცა ის პოტენციური ძალა, რომლითაც შეგვიძლია გადავრჩეთ საშინელი ბოროტებისგან?! აი, ეს იყო უფლის მთავარი ღვაწლი ამ დედამიწაზე.

მიუხედავად ამისა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ მაინც იშვიათად ვფიქრობთ ამაზე, ნაკლებად გვახსენდება ეს და იშვიათად თუ ვაფუძნებთ ჩვენს ცხოვრებას ქრისტესადმი მადლიერებაზე იმ ყველაფრისთვის, რაც მან ჩვენთვის გააკეთა; ამდენად, უფრო ხშირად ვემსგავსებით იმ ცხრა უმადურს, ვიდრე ამ ერთ მადლიერს. ამ დროს კი სწორედ ამ ერთთან არის ნამდვილი სიმართლე, ნამდვილი ჭეშმარიტება და სწორედ ამ ერთთან, მაცხოვრის ფერხთით შეგვიძლია ჩვენ ვიცხოვროთ ნამდვილი ცხოვრებით, მადლიერებით. აი, ეს არის ჩვენი ვალდებულება მადლიერებისა და გზა ჩვენი ცხონებისა. ამინ.

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევით, ილოცება ყაყიჩაშვილების გვარი. ღმერთმა გაგახაროთ, გამრავლოთ და დაგლოცოთ“,- აღნიშნა მეუფე შიომ.