პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენი მოქალაქეები ისჯებიან თავიანთი არჩევანის გამო, თავიანთი სურვილის გამო, რომ საკუთარი აზრი გამოხატონ" - რას ამბობს ხატია ბუნიათიშვილი CNN-თან ინტერვიუში?
"ჩვენი მოქალაქეები ისჯებიან თავიანთი არჩევანის გამო, თავიანთი სურვილის გამო, რომ საკუთარი აზრი გამოხატონ" - რას ამბობს ხატია ბუნიათიშვილი CNN-თან ინტერვიუში?

ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა პი­ა­ნის­ტმა ხა­ტია ბუ­ნი­ა­თიშ­ვილ­მა CNN-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე ისა­უბ­რა და თქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თა­ვი­ან­თი ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გამო ის­ჯე­ბი­ან.

"სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია საკ­მა­ოდ რთუ­ლია და, სამ­წუ­ხა­როდ, ამ ერთი პა­ტა­რა, მაგ­რამ მშვე­ნი­ერ და კულ­ტუ­რუ­ლად და ის­ტო­რი­უ­ლად ძა­ლი­ან მდი­დარ ქვე­ყა­ნას თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში მშვი­დო­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბას შო­რის არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა უწევ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ორი რამ არის ჩვე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს და ქვე­ყა­ნას უნდა ჰქონ­დეს. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­თვის არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის დი­ლე­მის წი­ნა­შე იდგა და ეს ყო­ველ­თვის რთუ­ლი იყო.

დღეს რა­საც ვხე­დავთ, მტკივ­ნე­უ­ლია, რად­გან ვხე­დავ, რომ ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბი - ქუ­ჩებ­ზე ძი­რი­თა­დად ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი დგა­ნან - ისი­ნი რე­ა­ლუ­რად სა­ქარ­თვე­ლოს გულ­წრფელ, პა­ტი­ო­სან ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას წარ­მო­ად­გე­ნენ, რომ­ლებ­მაც რე­ა­ლუ­რად თა­ვი­ან­თი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თეს და სურთ, რომ და­სავ­ლუ­რი სამ­ყა­როს ნა­წი­ლი იყ­ვნენ. ისი­ნი, უბ­რა­ლოდ, თა­ვი­ანთ სურ­ვილს გა­მო­ხა­ტა­ვენ, უბ­რა­ლოდ, აჩ­ვე­ნე­ბენ, რომ ჩვენ ვიბ­რძო­ლებთ ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნის­თვის...

უბ­რა­ლოდ გულ­და­სა­წყვე­ტია, რომ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ის­ჯე­ბი­ან თა­ვი­ან­თი არ­ჩე­ვა­ნის გამო, თა­ვი­ან­თი სურ­ვი­ლის გამო, რომ სა­კუ­თა­რი აზრი გა­მო­ხა­ტონ", - ამ­ბობს ხა­ტია ინ­ტერ­ვი­უ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"ჩვენი მოქალაქეები ისჯებიან თავიანთი არჩევანის გამო, თავიანთი სურვილის გამო, რომ საკუთარი აზრი გამოხატონ" - რას ამბობს ხატია ბუნიათიშვილი CNN-თან ინტერვიუში?

"ჩვენი მოქალაქეები ისჯებიან თავიანთი არჩევანის გამო, თავიანთი სურვილის გამო, რომ საკუთარი აზრი გამოხატონ" - რას ამბობს ხატია ბუნიათიშვილი CNN-თან ინტერვიუში?

ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა CNN-თან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეები თავიანთი ევროპული არჩევანის გამო ისჯებიან.

"საქართველოს ისტორია საკმაოდ რთულია და, სამწუხაროდ, ამ ერთი პატარა, მაგრამ მშვენიერ და კულტურულად და ისტორიულად ძალიან მდიდარ ქვეყანას თავისი არსებობის განმავლობაში უმეტეს შემთხვევაში მშვიდობასა და თავისუფლებას შორის არჩევანის გაკეთება უწევდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი რამ არის ჩვენი ღირებულება და ადამიანის უფლება, რომელიც ნებისმიერ ადამიანს და ქვეყანას უნდა ჰქონდეს. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველო ყოველთვის არჩევანის გაკეთების დილემის წინაშე იდგა და ეს ყოველთვის რთული იყო.

დღეს რასაც ვხედავთ, მტკივნეულია, რადგან ვხედავ, რომ ახალგაზრდა ადამიანები - ქუჩებზე ძირითადად ქართველი ახალგაზრდები დგანან - ისინი რეალურად საქართველოს გულწრფელ, პატიოსან ახალგაზრდა თაობას წარმოადგენენ, რომლებმაც რეალურად თავიანთი არჩევანი გააკეთეს და სურთ, რომ დასავლური სამყაროს ნაწილი იყვნენ. ისინი, უბრალოდ, თავიანთ სურვილს გამოხატავენ, უბრალოდ, აჩვენებენ, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი არჩევანისთვის...

უბრალოდ გულდასაწყვეტია, რომ ჩვენი მოქალაქეები ისჯებიან თავიანთი არჩევანის გამო, თავიანთი სურვილის გამო, რომ საკუთარი აზრი გამოხატონ", - ამბობს ხატია ინტერვიუში.