კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“გერმანიის მთავრობა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას“ - რობინ ვაგენერი
“გერმანიის მთავრობა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას“ - რობინ ვაგენერი

სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის ქვეყ­ნებ­თან და მოლ­დო­ვის რეს­პუბ­ლი­კას­თან სა­ზო­გა­დო­ე­ბა­თა­შო­რი­სი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­კი­თხებ­ში გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი მთავ­რო­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი რო­ბინ ვა­გე­ნე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის შემ­დეგ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბა გა­და­ხე­დავს სა­ქარ­თვე­ლოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას. ვა­გე­ნე­რის გან­ცხა­დე­ბით, იმ პი­რე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც ამ გამ­წვა­ვე­ბა­ზე არი­ან პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი სან­ქცი­ე­ბია სა­ჭი­რო.

“სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ქა­ლა­ქე­თა ლი­ბე­რა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის სურ­ვი­ლი და უფრო და უფრო ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლად მმარ­თვე­ლი პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ რეპ­რე­სი­ე­ბი ძა­ლა­დობ­რი­ვად და­უ­პი­რის­პირ­და ერ­თმა­ნეთს. ჩვენ იმ ქარ­თვე­ლე­ბის გვერ­დით ვდგა­ვართ, რომ­ლებ­საც სურთ ევ­რო­კავ­შირ­ში მათი მო­მავ­ლის ხილ­ვა. ამ ვი­ზი­ტის დროს მინ­და ეს პო­ზი­ცია და­ვა­ფიქ­სი­რო.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას დაჰ­პირ­დნენ ევ­რო­პულ მო­მა­ვალს. ამ და­პი­რე­ბი­დან ცოტა ხან­ში “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ სა­ბო­ლო­ოდ შე­აქ­ცია ზურ­გი დე­მოკ­რა­ტი­ულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და ევ­რო­პას. კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია და ვგმობთ მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბას. მა­გა­ლი­თად მაც­ნო­ბეს, თუ რო­გორ სცე­მეს ნიღ­ბი­ან­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ჟურ­ნა­ლისტს, რო­დე­საც იგი პირ­და­პირ ეთერ­ში დე­მონ­სტრა­ცი­ას აშუ­ქებ­და.

  • ამი­ტომ გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბა გა­და­ხე­დავს სა­ქარ­თვე­ლოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას და მან უკვე გა­ა­უქ­მა დახ­მა­რე­ბის პირ­ვე­ლი პრო­ექ­ტე­ბი. იმ პი­რე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც ამ გამ­წვა­ვე­ბა­ზე არი­ან პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი სან­ქცი­ე­ბია სა­ჭი­რო. ამ ვი­თა­რე­ბა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია მკა­ფიო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა.

შთამ­ბეჭ­და­ვად მიყ­ვე­ბოდ­ნენ, თუ რო­გორ გა­მო­დი­ოდ­ნენ მცი­რე და­სახ­ლე­ბებ­შიც კი სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი ქუ­ჩა­ში იმი­ტომ, რომ ისი­ნი კონ­კრე­ტულ საფრ­თხეს ხე­და­ვენ მათი მო­მავ­ლის­თვის. “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბის ნება და და­უბ­რუნ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ ევ­რო­პულ გზას“,- გა­ნა­ცხა­და რო­ბინ ვა­გე­ნერ­მა.

გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩოს ცნო­ბით, რო­ბინ ვა­გე­ნე­რი თბი­ლისს 17-18 დე­კემ­ბერს სტუმ­რობ­და. ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში მან გა­მარ­თა შეხ­ვედ­რე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან. მან ასე­ვე ნახა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე.

“ვა­გე­ნე­რის ვი­ზი­ტი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის ქვე­ყა­ნა­ში მძი­მე ში­და­პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის ფონ­ზე შედ­გა. ფე­დე­რა­ლუ­რი მთავ­რო­ბა ყუ­რა­დღე­ბით აკ­ვირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას და მჭიდ­რო კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­შია ევ­რო­კავ­ში­რის წრე­ებ­თან. ევ­რო­პის საბ­ჭო 19 დე­კემ­ბერს გა­ნი­ხი­ლავს სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­სა და მას­ზე ევ­რო­კავ­ში­რის რე­აქ­ცი­ას“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩო ავ­რცე­ლებს.

ავტორი:

“გერმანიის მთავრობა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას“ - რობინ ვაგენერი

“გერმანიის მთავრობა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას“ - რობინ ვაგენერი

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორი რობინ ვაგენერი საქართველოში ვიზიტის შემდეგ განცხადებას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გერმანიის მთავრობა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას. ვაგენერის განცხადებით, იმ პირების მიმართ, რომლებიც ამ გამწვავებაზე არიან პასუხისმგებლები, მიზანმიმართული სანქციებია საჭირო.

“საქართველოში მოქალაქეთა ლიბერალური დემოკრატიის სურვილი და უფრო და უფრო ავტოკრატიულად მმართველი პარტია “ქართული ოცნების“ რეპრესიები ძალადობრივად დაუპირისპირდა ერთმანეთს. ჩვენ იმ ქართველების გვერდით ვდგავართ, რომლებსაც სურთ ევროკავშირში მათი მომავლის ხილვა. ამ ვიზიტის დროს მინდა ეს პოზიცია დავაფიქსირო.

საქართველოს მოსახლეობას დაჰპირდნენ ევროპულ მომავალს. ამ დაპირებიდან ცოტა ხანში “ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ შეაქცია ზურგი დემოკრატიულ ღირებულებებსა და ევროპას. კატეგორიულად მიუღებელია და ვგმობთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების დაპატიმრებას. მაგალითად მაცნობეს, თუ როგორ სცემეს ნიღბიანმა ადამიანებმა ჟურნალისტს, როდესაც იგი პირდაპირ ეთერში დემონსტრაციას აშუქებდა.

  • ამიტომ გერმანიის მთავრობა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას და მან უკვე გააუქმა დახმარების პირველი პროექტები. იმ პირების მიმართ, რომლებიც ამ გამწვავებაზე არიან პასუხისმგებლები, მიზანმიმართული სანქციებია საჭირო. ამ ვითარებაში აუცილებელია მკაფიო ღონისძიებების გატარება.

შთამბეჭდავად მიყვებოდნენ, თუ როგორ გამოდიოდნენ მცირე დასახლებებშიც კი სხვადასხვა თაობის ადამიანები ქუჩაში იმიტომ, რომ ისინი კონკრეტულ საფრთხეს ხედავენ მათი მომავლისთვის. “ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება და დაუბრუნდეს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ევროპულ გზას“,- განაცხადა რობინ ვაგენერმა.

გერმანიის საელჩოს ცნობით, რობინ ვაგენერი თბილისს 17-18 დეკემბერს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში მან გამართა შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან. მან ასევე ნახა საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე.

“ვაგენერის ვიზიტი სამხრეთ კავკასიის ქვეყანაში მძიმე შიდაპოლიტიკური კრიზისის ფონზე შედგა. ფედერალური მთავრობა ყურადღებით აკვირდება საქართველოში არსებულ ვითარებას და მჭიდრო კოორდინაციაშია ევროკავშირის წრეებთან. ევროპის საბჭო 19 დეკემბერს განიხილავს საქართველოში განვითარებულ მოვლენებსა და მასზე ევროკავშირის რეაქციას“,- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც გერმანიის საელჩო ავრცელებს.